რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ნიდერლანდებს 9 ლელო გაუტანა და 61:12 დაამარცხა.

„ბორჯღალოსნები“ უპირატესობას ფლობდნენ, პირველი ტაიმი 28:5 მოიგეს, შესვენების შემდეგ ანგარიში გაზარდეს და ზედიზედ მეორე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ჯგუფურ ეტაპზე შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი 21 თებერვალს, სახლში ესპანეთთან ჩაატარებს.

ამსტერდამი. „რაგბის ნაციონალური ცენტრი“

ნიდერლანდები - საქართველო 12:61

საქართველო

ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (ოიონა), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);

შერკინება: 1. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. დავით ლაგვილავა (პერპინიანი), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. მამუკა მსტოიანი (აჟენი), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), 19. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 20. ანდრო დვალი (პერპინიანი), 21. იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი); 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

გაიხარე ნინი,ნამდვილი გულშემატკივარის გულს ვხედავ.ცუდი ის არის,რომ ძლიერ მეტოქეებთან თამაშის უფლების წართმევის შემდეგ,ჩვენი წინსვლა,პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.დავაღწევთ ამას თავს?გავაგრძელებთ განვითარებას,ვერ დავაღწევთ და მხოლოდ სხვები განვითარდებიან,ჩვენთან თამაშით.თუმცა ეს თქვენც ძალიან კარგად გესმით.
ნინი
უცნობს. ზუსტად მაგას ვამბობ მეც, რომ ჩვენ უნდა განვვიტარდეთ იქ თამაშით, სადაც საშუალებას გვაძლევენ. ნელნელა ურს შიც შევა შავი ლომი, ახალი ერთა თასი კარგი გამოცდილებაა, იქნებ იქაც გადავიდეატ 1 ლიგაში და ა.შ. "მტირალა ხალხში" კი ისინი მოვიხსენიე, ვინც ყოველ თამაშის შემდეგ გაიძახის, ამას აზრი არა აქვს, იქ რა გვინდა, არაფერს გვაძლევს, რა გვიხარია, ეს რა გუნდია და ა.შ. და არა ისინი, ვინც რეალობას უსწორებს თვალს, ყველა თამაშში გულშემატკივრობს გუნდს და მოგების შემდეგ ყველაფერს არ "აპუსწიაკებს".

ჩვენი და არგენტინელების მდგომარეობის შედარება არ გამოდგება,ნინი.ჯერ ერთი არგენტინა ჩვენზე დიდი ქვეყანაა,რომელიც უკვე დიდი ხნის დამოუკიდებლობის და განვთარების ისტორია(1899 წლიდან) აქვს,მათი ჩემპიონატიც ჩვენზე გაცილებით ძლიერია და რაც ყველაზე მთავარია,მათი ორი ფრანჩიზა,ამერიკის სუპერრაგბის ლიგაში გამოდიან.ჩვენ რაგბის ინფრასტრუქტურას დღეს ვქმნით,ძლიერ გუნდებთან კი,მათგან განსხვავებით ვერ ვთამაშობთ.ამ წლიდან ჩვენ ნაკრებს ძლიერ ნაკრებებთან თამაშების საშუალება აღარ ექნება,არც შავ ლომს ჰყავდა ოდნავ მაინც ღირსეული მეტოქეები და ამ სეზონში მათთან თამაშზე უარი თქვა.ჩელენჯთასზე,მხოლოდ სამიოდე თამაში უწევს და რა თქმა უნდა ამით წინ ვერ წავა,არსებობაც კი აზრს ჰკარგავს.ერთი შანსი გვრჩება,ევროპულ ტურნირზე უნდა დაგვიშვან,სადაც ბრიტანეთის,საფრანგეთის,იტალიის და სამხრეთ აფრიკის ფრანჩიზები გამოდიან.თუ იქაც არ მიგვიღეს,გამოდის რომ განვითარების ყველა გზას გვიკეტავენ.რაგბი ევროპაზე ჩვენთან თამაშით სხვები ვითარდებიან,ჩვენ კი,უკუსვლისთვის ვართ განწირული.შავი ლომიც დაიშლება და ეს კიდევ უფრო დაგვიმძიმებს სიტუაციას.თუ ყველაფერი უცვლელად დარჩა,ჩვენც რუმინეთის მსგავსად,ჭაობში ჩავიძირებით და ყველაფერი ჩაკვდება.თუ წინ ვერ მიდიხარ,ეს ნიშნავს რომ უკან რჩები და ამას ტირის,ეს ხალხი.
ნიკო
აუ, ბევრს რომ პროფესორობენ, ტირიან, არაფერი გვესაქმება 6 ერში, არ ვიმსახურებთ, შეუძლოებელია იმათთან თამაში და ა.შ. შევახსენებ, რა, იტალია ოცდამეშვიდე წელია იქ თამაშობს და ძლივს გავიდა რაღაც დონეზე. 2000 წელს რომ მიიღეს ასეთი მაგარი იყო? 2015 დან 2022 წლამდე, ანუ შვიდი წელი ზედიზედ წაგებები ჰქონდა! და ისიც 2022 წელს უელსთან დაასრულა, ჩვენც რომ მოვუგეთ, იმ უელსთან! და ეძახათ იტალიელებს, ელანძღათ ყველა, განსაკუთრებით საკუთარი გუნდი? ყველაფერზე უკმაყოფილოები მაინც ვერაფერს დაინახავთ! წარმატებები ჩვენს ნაკრებსა და მის ყველა გულშემატკივარს!
იხვი
ვერ ჩავეხსნებით სამწუხაროდ, მსოფლიოზე კვალიფიკაცია მიდის აქედან. სანამ არ მიგვიღებენ ექვს ერში - მოგვიწევს ამათთან თამაში. ერთადერთი შანსია თუ შავ ლომს ურჩ-ში მიიღებენ და ნაკრების ბირთვი გადავა შავ ლომში. მხოლოდ ასე შეიძლება შეიქმნას ჩვენს მორაგბეებს ერთად თამაშის სოლიდური პრაქტიკა ძლიერ მეტოქეებთან.
ნინი
გავიგეთ, ვიცით, დავიზეპირეთ, რომ გვინდა 6 ერში, ხოლო ევროპის ეს ჩემპიონატი ჩვენთვის საინტერესო არაა და ბევრი არაფრის მომცემიც. გავიგეთ ბატონო, გავიგეთ! მაგრამ აქ გვათამაშებენ და როდემდე უნდა ვიწუწუნოთ ყოველი თამაშის შემდეგ? თუ კარგად გესმით რაგბი ის დაწერეთ ვინ მოგეწონათ, ვინ არა, რაიმე ახალი თუ ნახეთ ტაქტიკაში, რომელმა დებიუტანტმა გაამართლა და ა.შ. მუდმივად გლოვა, რომ ამათთამ თამაშით ვერ გავხდებით ტიერ ერთის ქვეყანა, მოსაბეზრებელიცაა და არასწორიც. არგენტინა მსოფლიოს გარდა არცერთ ტურნირს არ თამაშობდა, მაგრამ ძლიერი რაგბისტების ხარჯზე მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსანი გახდა! და მიიღეს შემდეგ 4 ერში. შავ ლომს ურს ში თუ მიიღებენ ეგეც ძალიან წაგვადგება, გამოჩნდა ეგ ვარიანტიც. ახალი ერთა თასიც წინაა, იქაც უნდა გავიზარდოთ, ისე უნდა მოვიგოთ, რომ 2030 წლისათვის ვინ გადავა პირველ დივიზიონშ, კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს. თან სხვებსაც ხომ არ სძინავთ? ესპანეთი და ურუგვაი უმატებენ, ტონგა და სამოა კრიზისში კი არიან მაგრამ ისინიც ხომ მუშაობენ? ამერიკაც ბევრს ცდილობს, რომ გაგვასწროს. ასე რომ უნდა იმუშაოს ნაკრებმა, მოუმატოს, გაიზარდოს ამ თამაშების ფონზე და ვიფიქროთ ტიერ -1 ში შესვლაზე. სანამ ნინიაშვილი გვყავს, უნდა გამოვიყენოთ.
გაგა-ს
მე დავწერე არმოწონება. ჯერ ერთი კვესელაძე რომ ტაბუცაძისგან ვერ განუსხვავებიათ. და მეორე კიდევ: ვინც საერთაშირისო რაგბს ადევნებს თვალს ან და 6 ერის თამაშებს მიხვდება, რომ ჩვენსა და იმათ დონეს შორის დიდი სხვაობაა და იქ ჩვენ ჯერ-ჯერობით არაფერი გვესაქმება. სამწუხაროდ ქართული რაგბი რეგრესის გზაზეა. ეს დაადასტურა ნოემბრის ტესტებმა და დიდი სხვაობით მოგების მიუხედავად ამ ბოლო ორმა თამაშმაც. ვისაც რაგბი ესმის, ის მიხვდება.
Liverpool
დებიუტანტებით და არაძირითადის ხალხით მოგება კარგია! თუმცა ახლა ჰისპანელებთან ვნახოთ!
gzp
ლელოს არ უნდა ადებინებდნენ ნიდერლანდების მსგავს გუნდებს თუ პრეტენზია არის ტიარ1-ზე. ლელოს არ გაშვება და >70 ქულა უნდა ყოფილიყო მიზანი.
საქართველო
თამაშები,რომლებიც ერთ ადგილს გვატკეპნინებს.მე არ ვიცი როგორ ნაწილდება თამაშები წლის განმავლობაში და ვინ გეგმავს, მაგრამ ვფიქრობ თუ არის საშუალება სჯობს სულ ჩავეხსნათ ამ ტურნირს და ამხანაგურები ვითამაშოთ ცოტა უფრო ძლიერ გუნდებთან.იქნებ ეს რაგბი ევროპაა თუ რაღაც ავტონომიური ორგანიზაციაც,მიხვდეს რომ არასწორ მისამართზე გვიშვებს და ცოტა უფრო ჩრდილო დასავლეთის ქვეყნებთან გვაჭიდაოს.
ბოროტი ბეჰემოტი
ბეეეე! ძრწოდეთ "რაგბი ევროპა"-ს ევროპულო ქვეყნებო, საქართველო მოდის!
S.K.K.
ვუყურე უელსი საფრანგეთის ჰაილაიტებს (12-54). ალბათ იგივე დაგვემართებოდა ტიერ 1-ში (რადგან უელსი ჩვენ დონეზე დავიდა, შეიძლება უფრო დაბლაც). ნეტავ უელსი მაინც შეგხვედროდა მსოფლიოზე...
გაგა
აი, ვინც აქ არმოწონება დაწერა, ახსენი ერთი, ჯიგარო, რა მუღამი გვაქ ამ ტურნირზე??? ბევრი გეცოდინება ალბათ! გისმენთ ყურადღებით
რეზო
ე ბიჯო, დაადებინეთ კვესელაძეს! მაგის რეკორდის გარდა ამ ტურნირს მუღამი არა აქვს
ალექს
ვერასდროს გავხდებით Tier1 ნაკრები ამათთან თამაშით, შეუძლებელია უბრალოდ. ამხელა რესურსის ქვეყანაა იტალია და რამდენი წლის მანძილზე აპამპულავებდნენ ექვს ერში. ჩვენთან კი უგულოდ საყვედურობენ ბიჭებს, რომლებმაც ამ დონეზე აიყვანეს რაგბი. თითქოს შეუძლებელიც შეძლეს როცა წამოაქციეს უელსი და იტალია. აღარაფერს ვამბობ ოცწლამდელებზე. ესპანეთი და პორტუგალია ჩვენს დონეზე რომც მოვიდნენ საბოლოო ჯამში ბევრს არაფერს შეცვლის თუ ექვსი ერის და ახლადშექმნილი ტურნირის კარი დახურული დარჩა.
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
Daily Mail-ი კვარცხელიას "არსენალში" შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციას ავრცელებს
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ
U21. ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
ბურუქის სამსახურით სერია A-სა და ინგლისის პრემიერ ლიგაში დაინტერესდნენ
იქნება თუ არა მთავარი მწვრთნელი მომავალ სეზონშიც - "ლივერპულმა" სლოტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] მეტელკინამ და ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს
[VIDEO] კვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრები ისრაელს ფრედ ეთამაშა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელს კვარაცხელიას გოლით ამარცხებს
კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
ისრაელთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
პსჟ-მ თავისას მიაღწია - "ლანსთან" მატჩი გადატანილია
U21 | ახალგაზრდული ხვალ ლატვიას დაუპირისპირდება
"რეალის" ყოფილ მწვრთნელს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს
თუ დე ძერბის ვარიანტი არ გამოვა - "ტოტენჰემს" კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
"ბორჯღალოსნებმა" ნიდერლანდები დიდი ანგარიშით დაამარცხეს და მსოფლიო თასის საგზური ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვეს [VIDEO]
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის, ბექა გორგაძესთან ერთად
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
რიჩარდ კოკერილი: ქომაგის იმედი ესპანეთთან მატჩშიც გვაქვს
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | შეცვლილი რაზმით მსოფლიო თასის საგზურისკენ
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში