საქართველოს 15-ქალა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონის მეორე მატჩში ხორვატიის ქალთა ნაკრებს 55:5 სძლია და ახალი რეკორდი დაამყარა.

ჩვენმა გოგონებმა პირველ ოფიციალურ თამაშში შარშან რუმინეთს სტუმრად 43:0 მოუგეს, ახლა კი ქალაქ სენჯიში ხორვატებს 50 ქულის სხვაობით აჯობეს და დაამტკიცეს, რომ რანგით მაღალ, ალაფის დივიზიონში თამაშს იმსახურებენ.

პრველი ტაიმი 29:0 დასრულდა. ლელოები ლიკა ხუფენიამ, კირა დანელიამ, თამარი მანაგაძემ, სალომე მაკასარაშვილმა და ანა კაპანაძემ გაიტანეს, ორი გარდასახვა კი ანნა პოღოსიანმა შეასრულა - 29:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში კაპანაძემ დუბლი შეასრულა, მერე კი ლელო მანონი საღარაძემ მიითვალა და თავადვე ორივე გარდასახა. მასპინძლებმა ერთი ლელოთი გვიპასუხეს, ხოლო დასკვნით წუთებში ანა დათიაშვილმა და მანონი საღარაძემ კიდევ ორი ლელო გაიტანეს, მანონიმ ერთი გარდასახა და საქართველომ 55:5 გაიმარჯვა.

ქალთა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონი

22 თებერვალი. სენჯი (ხორვატია). 16:00 საქ. დრო

ხორვატია - საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. მანონი საღარაძე, 14. კირა დანელია, 13. ნინო მეფარიშვილი, 12. თეონა ჩიტაიშვილი (კაპ.), 11. მარიამ ბერანძე, 10. ანნა პოღოსიანი, 9. ანანო ხაბულიანი;

შერკინება: 1. ანა რურუა, 2. თამარი მანაგაძე, 3. ანა კაპანაძე, 4. ნათია გავაშელიშვილი, 5. ლიკა ხუფენია, 6. სალომე მაკასარაშილი, 7. ნინო წიკლაური, 8. ანა დათიაშვილი.

მარქაფა: 16. მირანდა სააკიანი, 17. ანასტასია ახვლედიანი, 18. ნინო გოგოლიძე, 20. გურანდა ხიჯაკაძე, 21. ლიკა ბჟალავა, 22. ვერო კუნდუხაშვილი, 23. ნინო მელუა, 25. ტატა ბუზალაძე.

Rugby.ge

ადრე საქართველოში რაგბს რეგბის ეძახდნენ,მაგრამ რუსეთთან დაპირისპირების შემდეგ,რაგბია ინგლისურად სწორი და ასე დავარქვითო,ჟურნალისტებმა დაადგინეს.თუ სწორია,კი ბატონო,კარგია რომ შეასწორეს,მაგრამ რასაც თქვენ წერთ,ესეც რომ სწორია და თანაც ქართული ენისათვის?ქართული ენის სიწმინდისათვის თავს არ იწუხებენ,ეს ხომ ჩამორჩენილობა იქნება!მეორეცაა,უმეტესობამ ქართული ენა და გრამატიკა ცუდად იცის,არც სწავლის სურვილი აქვს,ზოგიერთს,ალბათ არც ტვინი და ჩიქორთული ინგლისურით ცდილობენ თავის დამკვიდრებას.აბა რა,ჩვენ ხომ ელიწარული ჟურნალისტები ვართ!
დანამდე ?! არა და, არსებობს კარგი ტერმინი: რაგბი 15/ქალები !
უმჯობესია : რაგბი 15, ქალები, ან რაგბი 25(ქალები) ! ძაა..ლიან არასასიამოვნოდაც ჟღერს და არც მაინცადამაინც "გამართული ქართულია": 15 ქალა, 15 კაცა; 7 ქალა, ან 7 კაცა; აი, ეს ხომ პრაქტიკულად იგივეა, ფეხბურთში რომ ვიძახოთ : "ხუთკაცა", ან "ხუთქალა"; "11 ქალა"/"თერთმეტქალა"; "11 კაცა"/"თერთმეტკაცა"... !!! - არა და, ხომ ვწერთ და ვამბობთ უბტალოდ და გასაგებად : ქალთა ფეხბურთი , ან ფეხბურთი ქალები ... და არა, "11 ქალა ფეხბურთი" ! რა გახდა ნორმალურად რომ ვწეროთ/წარმოვთქვათ რაგბიზე: "რაგბი 7", ან "რაგბი 15", ქალთა რაგბის შემთხვევაში: მითითებით/დამატებით- "ქალები" ! მაგალითად: რაგბი 7/ქალები, ან რაგბი 7(ქალები).

ნაკრების მწვრთნელებს ეჭვი არ ეპარებოდათ,რომ ამ ეტაპზე ყველას დავამარცხებდი და ეტყობა არ ცდებოდა.აი ალაფაზე კი,გაცილებით სერიოზული მომზადება დაგვჭირდება და ქვეყნის ჩემპიონატის გამართვაც სავალდებულოა.თუნდაც მოსალოდნელი,მაგრამ გამარჯვება,ახალშექმნილი ნაკრებისაგან მაინც სასიხარულოა და ვულოცავ გოგოებს.თანდათან გამოცდილებსაც შეიძენენ და უფრო გაუადვილდებათ.
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა