საქართველოს 15-ქალა ეროვნული ნაკრები, 2027 წლის თებერვალ-მარტში რაგბი ევროპის ალაფაზე ითამაშებს.

ჩვენი გუნდი რაგბი ევროპის მესამე, კონფერენც დივიზიონში შარშან ნოემბერში ჩაერთო და ორი თამაში დიდი უპირატესობით მოიგო - რუმინეთთან 43:0 და ხორვატიასთან 55:5. აღსანიშნავია, რომ გოგონებმა ეს ორივე თამაში სტუმრად გამართეს.

იმისათვის, რომ 15-ქალა ალაფაზე აღზევებულიყო, სპორტულ მიღწევებთან ერთად, საჭირო იყო დამატებითი პირობების შესრულება, რაც საქართველოს რაგბის კავშირმა წარმატებით განახორციელა.

რაგბი ევროპის ალაფაზე ოთხი გუნდი თამაშობს. საქართველო პირველ შეხვედრას 6 თებერვალს, სტუმრად გერმანიასთან გამართავს, 13 და 27 მარტს კი, შესაბამისად, შვედეთსა და ფინეთს შინ დაუხვდება. ეს იქნება 15-ქალა ნაკრების პირველი ოფიციალური თამაშები საქართველოში.

15-ქალას აქტიურობა ამით არ შემოიფარგლება. გერმანიასთან მატჩის შემდეგ, 12-19 თებერვალს, გიორგი მაისურაძის შეგირდები ერთკვირიან შეკრებაზე ტუნისში გაემგზავრებიან და მასპინძლებთან ორ ამხანაგურ თამაშს გამართავენ.

გიორგი მაისურაძე (15-ქალას მთავარი მწვრთნელი): „სასიხარულოა, რომ რაგბი ევროპამ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ალაფაზე დაგვიშვა. როდესაც რაღაც საქმეს იწყებ, ყოველთვის მწვერვალებისკენ მიისწრაფი კარგია გაისად ახალი გამოწვევა რომ გვექნება. ალაფაზე აღზევება ნიშნავს, რომ უკეთეს გუნდებთან გვექნება თამაშები. მომავალ შეხვედრებს ფრთხილი მოლოდინით ვუყურებთ და იმედია ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით“.

„სასიხარულოა, რომ ორი თამაში სამშობლოში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გვექნება. გოგონებს შინ იშვიათად უწევთ თამაში, რადგან 7-ქალას ეტაპები ყოველთვის სხვა ქვეყნებში ტარდება. გარდა იმისა, რომ შინ თამაში გოგონებისთვისაა მნიშვნელოვანი, ეს ქალთა რაგბის პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს და იმედი გვაქვს რაგბით უფრო მეტი გოგონა დაინტერესდება“.

„სამწუხაროდ, გერმანიასთან მატჩს უთამაშებლები შევხვდებით, თუმცა ამის შემდეგ ტუნისში გავემგზავრებით და მასპინძლებთან ორი ამხანაგური თამაში გვექნება. ტუნისელებმა თავად შემოგვთავაზეს სპარინგ-მატჩების გამართვა და ჩვენც რა თქმა უნდა დავთანხმდით, რადგან თამაშებით განებივრებული არ ვართ. ეს დაგვეხმარება მომდევნო ორი შეხვედრისთვის უკეთ მოსამზადებლად“.

„ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დავიწყეთ. მეორე კვირაა ვვარჯიშობთ და სავარაუდოდ, წელს კაცთა გუნდებთან უკონტაქტო სპარინგები გვექნება. ასევე, გასული სეზონის მსგავსად, ვგეგმავთ ტურნირების ჩატარებას, როგორც პატარებში, ასევე დიდებში, რაც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის ნაწილობრივ აღმოფხვრაში დაგვეხმარება“.

რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, მომავალ წელს ალაფა ჩაკეტილი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც ჩემპიონატზე აღზევდება პირველ ადგილზე გასული გუნდი და არც ბოლოადგილოსანი დაქვეითდება კონფერენც დივიზიონში.

ცნობისათვის, მსოფლიო რეიტინგში, საქართველოს 15-ქალა ნაკრები 70 გუნდს შორის 27-ე (43.88 ქულა) ადგილზეა. რაც შეეხება მის მომავალ მეტოქეებს, გერმანია მე-20 ადგილს (51.10) იკავებს, შვედეთი 22-ე (47.78) პოზიციაზეა, ხოლო ფინეთი 35-ე (41.23) საფეხურზეა. რაც შეეხება ტუნისს, ის 34-ე (41.76) ადგილზეა.

Rugby.ge

"რაგბი 15"; "რაგბი 7"; "რაგბი 14"(არის ასეთიც).
სწორია : "რაგბი 15. ქალები"; "რაგბი 7. ქალები" . კაცების შემთხვევაში საერთოდ ა(ღა)რაა საჭირო სიტყვა "კაცების" დამატება და ასაკობრივებში, დაემატება/მიეთითება ასაკი . 👍😊 P.S. არსად არაა , არ ვარგა და არც გამართული ქართულია ეს ე.წ. დამკვიდრებული ვარიანტი : "15 ქალა რაგბი"; "7 ქალა რაგბი" . 😏 წარმატებები !
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს