საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს.

ირის ანტმანის გუნდი საბერძნეთის წინააღმდეგ 3 მარტს გასამართი მატჩისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასას მოედანზე ემზადება. ტრავმირებული ანი აკობიძის ნაცვლად, რომელიც ნაკრებს საბერძნეთთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება, გუნდს ანანო წიქარიძე შეუერთდა.

ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მოვამზადოთ ფეხბურთელები, რათა ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს კარგ ფორმაში შეხვდნენ. ვიმუშავეთ როგორც ფიზიკურ, ისე ტაქტიკურ კომპონენტებზე. ვიცით, რომ საბერძნეთთან შეხვედრაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ტაქტიკური დისციპლინის დაცვას. საბერძნეთის ნაკრები ძლიერი გუნდია, რომელიც საზღვარგარეთ მოთამაშე გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ეს დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, თუმცა წარმატებას ერთხელ უკვე მივაღწიეთ და ამის გაკეთება კიდევ ერთხელ შეგვიძლია.

მზადება იანვარში დავიწყეთ და ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა ამ შეკრების ორგანიზებისთვის. გუნდების უმრავლესობამ ვარჯიში თებერვალში განაახლა, ამიტომ, ნაკრების ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მზადების ადრე დაწყება".

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის C4 ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრა საბერძნეთსა და საქართველოს შორის 3 მარტს, ჰერაკლიონში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (კოლხეთი ხობი)

დაცვა: თამარ ტატუაშვილი (მაკაბი ხოლონი, ისრაელი), ნატა კვირკვაია (ვერა, თბილისი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), ნათელა წოწერია (ბათუმი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა (ლანჩხუთი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), ნათია ჯოჯუა (დინამო სოხუმი), ნინი ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), ანანო წიქარიძე

NAKREBI.GE

WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
მოლდოვა 0:1 საქართველო
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საბერძნეთთან მარცხით დაიწყო
მოლდოვა 1:0 საქართველო
"ვამაყობ ჩემი გუნდით, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ" - საქართველოს ნაკრების მწვთნელის კომენტარი საბერძნეთთან წაგების შემდეგ
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
საბერძნეთი - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა