საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ამერიკის ღია პირველობაზე წარსდგება, სადაც კარიერაში პირველად ძირითად ბადეში ითამაშებს
საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი 797 ქულით კვლავ მსოფლიოს 85-ე ჩოგანია. ჩვენებური ამ რანგში წარსდგება ამერიკის ღია პირველობაზე, სადაც კარიერაში პირველად თამაშობს ძირითად ბადეში.

მისი მომავალი მეტოქე, მე-17 ნომრად განთესილი ანასტასია პავლიუჩენკოვა კი ორი საფეხურით დაწინაურდა და ახლა მსოფლიოს მე-16 ჩოგანია. დღეს, 30 აგვისტოს ტურნირის ძირითადი ბადე აიღებს სტარტს, თუმცა ქართულ-რუსული დუელი სამშაბათს დაიწყება. ტატიშვილი და პავლიუჩენკოვა ერთმანეთს შარშან მონტერეიში ეთამაშნენ, მაშინ რუსმა იოლად, 6:1, 6:2 იმარჯვა.

სოფიო შაფათავა (295) რუმინულ მამაიაში ასპარეზობს, ტურნირის საპრიზო ფონდი 25 ათასი ამერიკული დოლარია. ჩვენებური მე-8 ნომრად განთესეს, მისი პირველი მეტოქე სლოვაკი ჟუჟანა ლუკნაროვაა (301). წყვილთა ბადეში შაფათავა მარინა შამაიკოსთან (რუსეთი, 376) მე-3 ნომრად განთესეს. მათი პირველი მეტოქეები მასპინძლები (დამასკინი, მარკუ) იქნებიან. ტატიშვილისა და შაფათავას გარდა, ქართველები ამ კვირაში არ თამაშობენ.

ვაჟთა რეიტინგში ათასეულში ჩოგბურთელი აღარ დაგვრჩა, ლადო ჩიხლაძეს ერთბაშად 10 ქულა მოაკლდა და ახლა ის 3 ქულით მსოფლიოს 1238-ე ჩოგანია. ჩვენებურმა ერთბაშად 391 საფეხურით დაიხია უკან. 3 ქულა აქვს გიორგი ცივაძესაც (1228), ხოლო ალექსანდრე მეტრეველი (1614) ქულით რეიტინგის არიერგარდშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა