ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სპორტსმენთა თავგადასავლები

სპორტსმენთა თავგადასავლები

`ლელოს~ ახალ რუბრიკას, რომელიც გასულ შაბათს გავხსენით, ბევრი მკითხველი გამოეხმაურა. გარდა იმისა, რომ იწონებენ სიახლეს, გვირჩევენ, რუბრიკას `სპორტული კურიოზები~ კი არა, `სპორტსმენთა თავგადასავლები~ ვუწოდოთ, უფრო ქართულია და, რაც მთავარია, სპორტსმენთა არასპორტული თავგადასავლების პუბლიკაციასაც მიესადაგება.

მკითხველთა თხოვნას ვითვალისწინებთ...

`ლელოს~ ახალ რუბრიკას, რომელიც გასულ შაბათს გავხსენით, ბევრი მკითხველი გამოეხმაურა. გარდა იმისა, რომ იწონებენ სიახლეს, გვირჩევენ, რუბრიკას `სპორტული კურიოზები~ კი არა, `სპორტსმენთა თავგადასავლები~ ვუწოდოთ, უფრო ქართულია და, რაც მთავარია, სპორტსმენთა არასპორტული თავგადასავლების პუბლიკაციასაც მიესადაგება.

მკითხველთა თხოვნას ვითვალისწინებთ.

მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი მკლავჭიდში ზაურ ცხადაძე

ფუი ეშმაკს!!!

ვინც არ იცის აწი იცოდეს _ თბილისიდან ქუთაისში მიმავალი მატარებელი ჯერ ზესტაფონში გაივლის. ეგ კი არა, ქუთაისიდანაც თბილისში მიმავალი მატარებელიც ზესტაფონში გაივლის.

ეს ამბავი, ახლა რომ გიამბობთ, ჩემს სიყმაწვილეში მოხდა.

ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი ვარ, ასე რომ ვთქვათ, მშიერი _ როგორც სტუდენტის ბედი და ხვედრია.

ერთ შაბათს, ცხელი, იმერული ხაჭაპური რომ მომენატრა, ჩავჯექი მატარებელში და გავუტიე მშობლიური სვირისკენ.

დილით, 6 საათზე ჩაფორხილდა მატარებელი სადგურ სვირში, საიდანაც ჩემს სახლამდე ბარე 5-6 კმ ფეხით გასავლელი გზაა. გზა სვირის დაბურულ ტყეს კვეთს. ტყეში რომ ეშმაკი და ავსულები ბუდობენ, ეგ სკოლიდან ვიცოდი. დილის ბინდ-ბუნდში დავადექი გზას ჩემი გასარეცხი ტანსაცმლით გამოტენილი `ვეშმეშოკით~. ჯერჯერობით არანაირი ეშმაკი არსად ჩანს და მივდივარ სტვენა-სტვენით _ `მოი ადრეს სავეტსკი საიუზ~.

მოულოდნელად შავმა (შეიძლება, რიჟა იყო, მაგრამ შიში შავი ფერისაა) კატამ გადამირბინა.

გამაკანკალა... ა, ბატონო, თუ არაა ეშმაკი. მოსახლე არსადაა ამ არემარეზე, ეს კატა საიდან გამოტყვრა?.. შემეშინდა... ალქაჯის არ მეშინია ისე, როგორც ეშმაკის. არ ვიტეხ იხტიბარს და უცებ... ქალი, შავებში ჩაცმული ქალი ზის ტყის კიდეზე, წინ ყველით სავსე ორი ვედრო უდგას.

_ თფუ და თფუ! _ გადავიწერე პირჯვარი და განვაგრძე გზა.

_ ყველი არ გინდა, ბიჭო? _ `ცისკარაში~ რომ კუდიანი დედაბერია, ის მომაჩხავლა ქალმა.

_ არრ... არაა... ბოდიში, მაგრამ ეშმაკი ხომ არ ხარ შენ!?

_ რა ეშმაკი, რის ეშმაკი... ყველი მიმაქვს გასაყიდად...

_ ხო, დაგიჯერებ მაშინვე... ყველა ეშმაკი მასე იძახის თავიდან, მაგრამ მერე ყურშიარშესაშვებ რაღაცეებს სჩადიან...

_ არ ვარ ეშმ...

ქალს სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, ვტაცე ორივე ვედროს ხელი და თავის ყველებიანად მოვისროლე ტყეში: `ეშმაკის ძალა ამ შემთხვევაში _ ყველშია~ _ ვფიქრობ შერლოკ ჰოლმსივით. _ `ყველი რომ აღარ იქნება, ეშმაკი ძალას დაკარგავს!~

უკან აღარ მომიხედავს, გავენთე სახლისკენ.

_ ახლა წაუძინე ცოტა, ღამენათევი ხარ და რომ გაგეღვიძება, ცხელი ხაჭაპური დაგხვდებაო _ დედაჩემმა და დავიძინე.

სიზმარში ვიღაც იდიოტ იაპონელს ვუწევდი ხელს... გახვითქულს გამომეღვიძა. ცხვირში შემიღიტინა დალოცვილი, პიტნიანი ყველით გატენილი ხაჭაპურის სუნმა.

_ ადექი შვილო?

_ კი... ავდექი _ დედა, ჩვენი ძროხა რომ მაკედაა და, არ იწველება, ეს ხაჭაპური საიდან გააჩინე?

_ აგერ, იქით უბნის ქალმა მომყიდა ფასდაკლებით, ცოტა დამტვრეული კი იყო, მაგრამ რა უჭირს, ხაჭაპურში მთელ-მთელს ხომ არ ჩავაწყობდი... გამოდი, ფაცია, გამოდი, ნახე რამხელა გეიზარდა ჩემი ზაური, დედა ენაცვალოს.

ნეტა მიწა გამსკდომოდა. არ შემოვიდა ის `ქალეშმაკა,~ დილით რომ ყველი გადავუყარე!

არც იმას ამოუღია ხმა _ ძირნაყარი ყველი რომ შემოასაღა დედაჩემს და არც მე, სირცხვილისგან რა ხმა მქონდა ამოსაღები, თუ ძმა ხარ? ის ქალი დღესაც ცოცხალია, მაგრამ ჩვენი საიდუმლო არსად გაუმხელია.

მე გამოვდექი `უპირო~ და მოგიყევი, აგერ, ჩემო ბატონო...

`ბოი ბეზ პრავილ~

ცხოვრება წინ მიდის და `ბრძოლა წესების გარეშე~ უწესრიგოდ შემოჯლიგინდა საქართველოში. ჩამოლაგდნენ მსოფლიოს მაგარ-მაგარი მოჩხუბრები სპორტის სასახლეში.

სამშობლო პრესტიჟის დაცვას ითხოვდა.

დროებით გადავდე გვერდზე ხელის გადაწევა და მტკიცედ გადავწყვიტე, ერთი ჩამოსული მაინც გამელახა.

_ მოგკლავენ, ჩხუბი და აყალმაყალი რა შენი საქმეაო _ ბევრი მიძახა ცოლმა, მაგრამ ჩემი დაკავება ჩინურ კედელსაც არ შეეძლო.

გამომიყვანეს ვიღაც უმოწყალოდ და უსაშველოდ დაკუნთული კაცი... `ჩემზე დიდი კი არაა, მაგრამ გამოცდილება აქვს ჩემზე მეტი, ტექნიკით თუ მაჯობებს... ხელი თუ მოვიგდე ხელში, მერე ჩემია, მაგრამ არ ჩანს ასეთი ჩიტი~ ვფიქრობ, გამწარებული.

მოკლედ, ვეცით ერთმანეთს, მომიქნევს ხელს, ვიცდენ, მოვუქნევ _ აიცდენს. ასე `ვაგრილებდით~ მუშტების შხუილ-შხუილით ერთმანეთს მთელი პირველი რაუნდი.

მეორე რაუნდში მოვიხელთე და ვლეწე როგორც იქნა, მოვუნაცვლე მეორეც... მიასკდა ბაგირებს. ბაგირმა ბიძგი მისცა და გამოისროლა ჩემკენ. ერთიც დავარტყი და, რომ უნდა წაქცეულიყო, სწორედ იქ მოუსწრო გონგმა.

_ მეტი აღარ დაარ,ტყა ეტყობა, წნევა ვერ აქვს წესრიგში, არ გეზარალოს სტუმარი კაციო _ მიყვირა ვიღაცამ მაყურებლებიდან მესამე რაუნდში, მაგრამ აღარ გავჩერდი. ბოლო დარტყმაში მთელი ძალა ჩავაქსოვე და დაასკდა კიდევაც იატაკს და მკაფიოდ გავიგონე, როგორ ამოიძახა: `ვაი, ნანა~!

გამახსენდა `მამლუქი~. სადაური ხარ, ბიჭო-მეთქი, მაგრამ გათიშული იყო და არ მიპასუხა.

ისე, რას გაიგებ ამ არეულ ქვეყანაში, შეიძლება, იაპონელი ქართველი იყო, შეიძლება - ხვიჩიჩი ან გოჩიჩი, თქვენ როგორ ფიქრობთ, ხვიჩას და გოჩას შთამომავლები არ ეყოლებოდათ?

მე მგონი _ კი.

მომატყუა

ჩემს მშობლიურ სვირში ვარ. ზაფხულია, შვებულება მაქვს.

ჩემი სახლის ახლოს მშვენივრდა მოვაკებული, სახელდახელოდ მოტკეპნილი საკალათბურთო მოედანია. მთელი ახლაგაზრდობა იქ იყრის თავს.

სახინკლეში რომ ხინკალი არ აქვთ, ის `პონტია~. აქეთ-იქით კია ფარები და რგოლებიცაა მიჭედებულ-მიმაგრებული, მაგრამ კალათბურთს მაინც იშვიათად თუ ვინმე ითამაშებს. უფრო ფეხბურთს, ლახტს, `გრძელ ვირს~ და, თქვენ წარმოიდგინეთ, `სეკასაც~ კი თამაშობენ მოედანზე. მერე სიგარეტს ეწევიან და კისერზე ძარღვებდაბერილები `სპორობენ~ _ `ტოიოტა~, `ვოლგას~ ვერ გაასწრებს `იამკებიან~ გზაზეო.

ამ ამბავში ვართ და საძოვრიდან ძროხა მოჰყავს ჩემს მეზობელს იური მერკვილაძეს. შეზარხოშებული ჩანს შეჭაღარავებული გლეხი, ლოყები წითლად უღვივის.

გაგვისწორდა, იმერულად, ზრდილობიანად მოგვესალმა, მერე ხელი იმერულადვე მოიჩრდილა და:

_ ზაური არ ხარ ბოშო შენე!? _ თუ თვალი მატყუებს.

_ ზაური ვარ, ზაური... ხელი ჩამოვართვი.

ხომ გითხარი, შეზარხოშებულია-მეთქი...

_ აპა, თუ თვალი არ მატყუებს და მართლა ჩვენი გოლიათი ზაური ხარ, დაამტკიცე.

_ როგორ, ბატონო?

_ ა, აგერ არი ჩემი ძროხა... თუ ზაური ხარ, აწიე მხრებით ეს ძროხა.

_ მერე?

_ რა მერე? _ დევიჯერებ ზაური რო ხარ.

_ მეტი არაფერი კაცო? _ შეაგულიანეს ბიჭებმა.

კაცს უკან დასახევი აღარ აქვს... აწრიალდა...

_ აწიოს და... თუ აწევს... მისი იყოს ეს ძროხაი!

სანაძლეო შედგა. მეც შემიჩნდა ეშმაკი. შევუდევი მხრები ამ გამძღარ ძროხას ფაფუკი მუცლის ქვეშ, გავიმართე, გავიმართე, ძროხა მიწას მოსცილდა. გადავდგი ერთი ნაბიჯი, ორი... სამი... ოთხი... მომყვებიან ჟრიამულით დიდიან-პატარიანად _ ხუთი... ექვსი... და ავედი ათამდე, ავედი და ჩამოვსვი ძროხა მიწაზე.

_ ჩემია ძროხა _ გამოვართვი ხელიდან ბაწარი პატრონს.

გაუშრა ნერწყვი საწყალს.

_ კიიიი... ზაური ყოფილხარ მართლა შენე!

_ ჩემია ძროხა...

_ რას გეტყვი, იცი? _ მართალია, წავაგე, მაგრამ, თუ მართლა ზაური ხარ რა ნამუსით მართმევ ძროხას შე მამაძაღლო, მაგის იმედზე ვართ მთელი ოჯახი _ იყვირა ბათა ქექიასავით.

ატყდა სიცილ-ხარხარი... რა თქმა უნდა, ბაწარი პატრონს დავუბრუნე.

_ მარააა... არ გაიტეხა იხტიბარი ნიძლავწაგებულმა _ იცოდე, რამდენჯერაც ჩამოხვალ, მაგ ძროხის ყველის ხაჭაპური ჩემზე იქნება რო იცოდე.

რას იზამ?! ძროხა კაია, მაგრამ მე? მე მაინც ხაჭაპური მირჩევნია.

გამიშვიით!

მეზობელს ქუთაისელი ცოლი მოჰყავს.

მაყრად ვართ ქუთაისში. ახალი გაჩემპიონებული ვიყავი მაშინ ხელის გადაწევაში და დიდს თუ პატარას ჩემი სახელი ეკერა პირზე. მოკლედ, ვქეიფობთ. ჭამა და დალევა ისეთი ვიცი, მტერს რომ შეშურდება. ცეკვაც შემიძლია _ სპორტული. რაც შეხება სიმღერას, სიფხიზლეში კი ვიკავებ თავს, მაგრამ რომ დავთვრები, თუ ამოვიღე ხმა _ პაატა ბურჭულაძეს `გავაქცევ~ ოპერიდან.

ვინ რას მეკითხება, ვინ რას და ამასობაში კი ავედი ოთხ ლიტრამდე. ნუ გეშინიათ, სიმღერას ჯერ არ ვიწყებ...

პატარძალი _ ვის ოჯახშიც ვქეიფობდით, მეგრელი გახლდათ და სუფრის უმეტეს ნაწილს მეგრელები შეადგენდნენ ბუნებრივია.

ჩემს მოპირდაპირე მხარეზე ჩოჩქოლი ატყდა:

_ მიმიშვით, კაცო, ცოტა ხანს მიმიშვით მაგ ზაურისთან რა იქნება კოჩებო, _ იჭაჭება მეგრელი შუახნის მაყარი და ჩემკენ იწევს მარჯვენახელგამოშვერილი.

_ შენ მოერევი?! _ აშოშმინებენ _ კაცი მსოფლიოს ჩემპიონია!

_ მიმიშვით და რა გინდათ თქვენ! _ ლამისაა ატირდეს კაცი.

_ გამოუშვით კაცო... მოვიდეს _ ვთქვი სიცილით.

მენდნენ და უშვეს ხელი. გახარებული კაცი ხელგამოშვერილი გამოენთო ჩემკენ და მალე მისი მარჯვენა ჩემსაში აღმოჩნდა.

საშუალო ძალით (გამაფრთხილებელი) მოვუჭირე ხელი ხელზე.

_ ვააა... ვაააა!!! _ ტიტუუუ! _ იღმუვლა კაცმა. _ რასაა რო მიშობი, წიე! მკლავ ნელი სიკვდილით? _ აუუ! ნანულად ამომივარდა ხელი სახსარში!

_ ესა ხარ სულ? _ შემოუძახეს აქეთ-იქიდან.

_ რა უნდა ვიყო მეტი კაცო... მინდოდა და გავიცანი ეს პატიოსანი სპორტსმენი, მარა ხელი დავკარგე მე მგონი.

ყველას ეგონა, რომ კაცი ხელის გადასაწევად იქაჩებოდა ჩემკენ, არადა, ხელი თურმე იმიტომ ჰქონდა გამოშვერილი _ ხელის ჩამორთმევით უნდოდა ჩემი გაცნობა.

_ კეთილი იყოს ჩვენი დამოყვრება _ გადამეხვია მეგრელი.

_ ანინ, წიე!

მურმან მერკვილიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• სალომე

რა სასიამოვნოა როცა მშობლიური სვირის სახელს ამოიკითხავ ხოლმე,ისტორიაც ძალიან კარგი და სახალისოა

მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა

ახლა ხვიჩას დროა - ფრანგული გამოცემა პსჟ-ში ქართველის როლზე წერს

თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!

მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს

ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]

"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"

ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს

პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს

ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება

ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

"ის, რაც "კვარამ" ფინალში გააკეთა, უმნიშვნელოა", - მბაპეს მამა

"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს

გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ფინეთი გერმანიას შეხვდება

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს