მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა ამხანაგური შეხვედრა მარტვილისა და სამტრდიის გუნდებს შორის ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში
ბოლო ხანებში მარტვილის მუნიციპალიტეტის თაოსნობით და მხარდაჭერით რაიონში სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა სპორტის ეროვნული სახეობებისა და განსაკუთრებით საუკუნეებ გამოვლილი ცხენოსნობის ხალხური თამაშების ასაღორძინებლად.

ოდითგან ცნობილია, რომ ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულები ისე არ ჩაივლიდა ქართულ ჭიდაობასა, ლელობურთში თუ ცხენოსნობაში სიჩაუქის ზეიმი არ გამართულიყო.

მარტვილელებმა ახლა ამ ტრადიციის აღორძინებასაც დაუდეს სათავე. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით რაიონის საკრებულოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით გაიმართა ამხანაგური შეხვედრა მარტვილისა და სამტრდიის გუნდებს შორის ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში.

პროგრამაში შედიოდა ისინდი და ცხენბურთი, ხოლო დოღი ორ დისტანციაზე და მარულა გაიმართა უშუალოდ მარტვილელ მხედრებს შორის. ისინდში მეტოქეთა შეხვედრა ფრედ 6:6 დასრულდა, ხოლო ცხენბურთში მარტვილელმა მხედრებმა იყოჩაღეს და 11:6 სძლიეს სამტრედიელებს. აღსანიშნავია,რომ თამაშებს სჯიდნენ ქალაქ სენაკიდან მოწვეული ეროვნული კატეგორიის არბიტრები: მეტვარი ჩარგაზია და რეზო ოთხოზორია, მარტვილელი _ გუგული დანელია.

ახლა კი გაგაცნობთ გამარჯვებულებს და პრიზიორებს დოღსა და მარულაში. დოღი. 1000 მ: 1. ტოჩი სიმონია, 2. გიორგი რუსია, 3. კუსა ბასილაია; 2000 მ: 1. ბესო გოგუა, 2. გიორგი რუსია, 3. რომანი ფანცულაია; მარულა. 6000 მ: 1. ოვანი ფანცულაია, ბესო გოგუა, გია ოდიშარია.

გამარჯვებულებს და პრიზიორებს გადაეცათ სპეციალური ჯილდოები და დიპლომები.

შეჯიბრებაში მონაწილეობდა მხცოვანი ცხენოსანი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, 65 წელს მიტანებული სამტრედიელი პავლე კაპანაძე, რომლის სიმხნევემ და შემართებამ მრავალრიცხოვანი მაყურებლის სასიამოვნო გაოცება გამოიწვია.

დაბოლოს გვინდა ვისურვოთ, რომ მარტვილელებს სხვებმაც მიბაძონ და სულ მალე მეტი მონაწილე გვეხილოს რელიგიურ თუ საერო დღესასწაულებზე, რაც ეროვნული საუნჯე გადარჩენისა და მოვლა-პატრონობის საწინდარი გახდება.

ბესიკ გვაზავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა