ესპანეთში დამთავრდა საჭადრაკო ფესტივალი,სადაც ლევან აროშიძე და ანა მათნაძე საპრიზო ადგილების მიღმა დარჩნენ
ესპანეთში დამთავრდა საჭადრაკო ფესტივალი, რომელშიც ქართველი დიდოსტატები - ლევან აროშიძე და ანა მათნაძეც მონაწილეობდნენ.

აროშიძემ ბოლო ორ ტურში საკუთარ მონაგარს 1,5 ქულა შემატა: დაამარცხა მარკენ კანარეკი (პოლონეთი), კოლუმბიელ კამილიო კრისტიან რიოსს კი დაუზავდა, 10 შესაძლებლიდან 7,5 ქულა მოაგროვა და მეექვსე-მეჩვიდმეტე ადგილები გაიყო.

დამატებითი მაჩვენებლებით მე-14 ადგილი ერგო. მათნაძემ 7 ქულით 30-ე ადგილი დაიკავა. მთავარი პრიზი 8,5 ქულით ინგლისელმა მატეუ სადლერმა დაიმსახურა. 8-8 ქულით მეორე-მეხუთე ადგლები ედუარდო იტურისაგამ (ვენესუელა), არამის ალვარესმა (კუბა), მარკ ნარკისომ (ესპანეთი) და ჰექტორ რამოს დელგადომ (კუბა) გაინაწილეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Manana
გულდასაწყვეტია, როდესაც გამოცდილი ჟურნალისტი ასეთ არასრულყოფილ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას. კარგი იქნება, თუ ჟურანილისტი, რომელიც აშუქებს ამა თუ იმ ტურნირს, ჯერ დებულებას გაეცნობა და შემდეგ დაწერს წერილს.,,საპრიზო ადგილებს მიღმა'' არ დაჩენილან არც აროშიძე და არც მათნაძე. საპრიზო ადგილი აღნიშნულ ტურნირზე იყო 25. აროშიძე გავიდა მე-14 ადგილზე. რაც შეეხება მათნაძეს. ტურნირზე მონაწილეობდა 360 მოჭადრაკე. მათნაძე განთესილი იყო 50-დ და საერთო ჩათვლაში მამაკაცთა შორის გავიდა 30-ე ადგილზე, ქალებში კი პირველზე.ამ შედეგით, მან გაინაღდა ,,Circuit Català d'Escacs''-ზე პირველი ადგილი. შეგახსენებთ, რომ ეს არის კატალონიის საზაფხულო ტურნირების საერთო ჩათვლა, სადაც ჯამდება სხვადასხვა ტურნირებზე მოჭადრაკის მიერ მიღწეული შედეგები და საუკეთესო შედეგის მქონე მოჭადრაკე ცხადდება ამ ციკლის ჩემპიონად და იღებს შესაბამის პრიზს.
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა