სერია C-ს გუნდ "რიმინიში" ნათამაშევ 18 წლის ქართველ ფეხბურთელს კარიერის სამშობლოში გაგრძელება სურს
გულშემატკივარს კარგად მოეხსენება ქართველი ლეგიონერების ამბები. იცის, რომ იტალიაში თამაშობს მხოლოდ სამი ქართველი - კახა კალაძე - "ჯენოაში", ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე კი - "ემპოლიში".

თუმცა ადრეც და ახლაც ბევრი ჩვენთვის უცნობი მოთამაშის ამბავი გამოგვრჩენია. მაგალითად, იმხანად, როდესაც თემურ ქეცბაია აეკ-ში ბრწყინავდა, საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთი ჩვენებური, მარტვილელი თამაშობდა - რას წარმოვიდგენდით, რომ ადონის პაპანდოპულოსის სახელით ელდარ ბაკურია ასპარეზობდა? მან იქ 10 წელი ითამაშა, მერე საქართველოში დაბრუნდა, მარტვილის "მერანის" ერთ-ერთ თავკაცად დაინიშნა და მხოლოდ ამის შემდეგ შევიტყვეთ მისი ისტორია.

მოსკოვის "დინამოს" დუბლების საუკეთესო ბომბარდირი იყო თავდამსხმელი გიორგი ღურწკაია, რომელსაც სამი წლის წინ პორტუგალიის უამღლესი ლიგის კლუბში იწვევდნენ, მაგრამ შემდეგ მისი ალი-კვალი დაიკარგა.

ახლაც სერია C-ში ჩვენთვის უცნობი 18 წლის ქართველი ახალგაზრდა ბექა ხარებავა აღმოვაჩინეთ. ცხადია, დავინტერესდით ფეხბურთელით, რომელიც მოსკოვშია გაზრდილი და იქიდანაა იტალიაში წასული.

ცხადია, არ ვიცით, რა დონის მოთამაშეა, პერსპექტიულია თუ არა, მაგრამ თავად ფაქტია საინტერესო და ყურადღებაც ამიტომ გავამახვილეთ. ბექას ქართული ესმის, მაგრამ ლაპარაკი უჭირს.

"1994 წელს ჩემი ოჯახი სამტრედიიდან მოსკოვში გადასახლდა და მეც რუსეთის დედაქალაქში დავიწყე თამაში. 1999 წელს მოსკოვის "ტორპედოს" საფეხბურთო სკოლაში მიმიყვანეს, საიდანაც ხშირად დავყავდით საერთაშორისო ტურნირებზე. ერთ მათგანზე შემნიშნეს და 16 წლისა იტალიაში მიმიწვიეს - მაშინ "რიმინი" სერია B-ში გამოდიოდა, მე კი 19-წლამდელთა გუნდში ამიყვანეს.

ზუსტად იმ დროს მომეცა შანსი, "ინტერის" 19-წლამდელთა გუნდშიც მეცადა ბედი, მილანელებთან ორჯერ ვივარჯიშე, ტურნირზეც უნდა გავყოლოდი, რომ დამკვირვებოდნენ, მაგრამ "რიმინიში" ჩემი დატოვება გადაწყვეტილი იყო და აქეთ-იქით სირბილში ესეც რომ არ დამეკარგა, "ინტერიდან" გამოვბრუნდი.

"რიმინიში" ორი წელი ვივარჯიშე, მაგრამ წამოსვლამ მომიწია - 18 წლამდე არაევროკავშირელი ვიყავი და მაშინ ჩემნაირების მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ სწავლის უფლება არ მქონდა და მოსკოვში დავბრუნდი. მალე გუნდიც მოვძებნე - "ხიმკის" დუბლებში ამიყვანეს.

თუმცა, როგორც კი 18 წლის გავხდი, ისევ იტალიაში წავედი, "რიმინი" ისევ მელოდა და მთავარ გუნდში ჩავირიცხე. ვერ ვიტყვი, რომ იქ სულ ძირითადში ვთამაშობდი, მაგრამ სერია C-ში 5 შეხვედრა კი ჩავატარე", - გვიამბობს ხარებავა.

ისიც გვითხრა, რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებში მიწვევდნენ, მაგრამ მათი სახელით თამაში არ მსურდაო.

"რიმინის" დატოვება იტალიური სეზონის დასრულების შემდეგ მოუხდა და მიზეზებიც აგვიხსნა: "სერია C-ს კლუბებს ფინანსურად არ ულხინთ, თუმცა მცირე ხელფასს მიხდიდნენ და სასტუმროში ცხოვრების ხარჯებსაც მისტუმრებდნენ. მაგრამ "რიმინის" ფინანსური დირექტორი გარდაიცვალა თუ არა, გამომიცხადეს, სასტუმროს ფულს ვეღარ გადავიხდით, ეს თავად მოაგვარეო. თავიდან მოსკოვიდან ოჯახი მეხმარებოდა, მაგრამ ბოლოს ამხელა ხარჯებს ვეღარ შევწვდით და იძულებული გავხდი, ისევ მოსკოვში დავბრუნებულიყავი.

თუმცა ისეთ ასაკში ვარ, დუბლებში თამაში არ მარგებს და მეგობრების რჩევით საქართველოში ჩამოვედი. თუ უმაღლესი ლიგის რომელიმე კლუბში მოვეწყობი, ხომ კარგი, თუ არა და, მომიწევს რუსეთში დაბრუნება".

ბექა ხარებავა

დაიბადა 1992 წლის 5 მარტს სამტრედიაში

1994 წლიდან ცხოვრობს მოსკოვში.

სიმაღლე 177 სმ

ვარჯიშობდა:

1999-2008 - მოსკოვის "ტორპედოს" საფეხბურთო აკადემია

2008-2009 - "რიმინი", U19, იტალია.

2009 - "ხიმკი 2" (რუსეთი).

2010-2011 - "რიმინი" (სერია ც)

პოზიცია - მარჯვენა (მარცხენა) შემტევი ნახევარმცველი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zura
ეს არის ის ფეხბურთელი რომელიც საქართველოს ნაკრებს განსაკუთრებით გამოადგება
irakli
გამიგია,მაგარი სრაპი და ტეხნიკურია და ფიზიკურად დზლიერი
giorgi
ძალიან კარგი დონის ფეხბურთელია, ასაკთან შედარებით საკმაოდ გამოცდილი... არცერთი ქართული გუნდი არ წააგებს მისი აყვანით, ამ ბიჭს აქვს პოტენციალი ახალგაზრდულ ნაკრებში დამკვიდრების...
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა