გიორგი მელქაძემ Championat-თან ინტერვიუში საქართველოს ჩემპიონატზე და აქ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

"საქართველოში უნდა იცხოვრო, ივარჯიშო და ჭამო, რათა ფეხბურთელმა მიხვდე, თუ სად იმყოფები. იმ პირობებში სხვაგვარად იაზრებ და აფასებ, თუ რა გქონდა მანამდე. და ახლა როცა "ახმატში" რომელიმე ფეხბურთელი დაიწუწუნებს, მე მაშინვე ვეუბნები: "გინდა საქართველოში გაგიშვა?"

საქართველოში საფეხბურთო პირობებიც საშინელია. საშინელი მინდვრებია. არიან ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, მაგრამ სურვილი და მისწრაფება იმ დონეზე ვერა. თუმცა რომც გამოჩნდეს ასეთი ფეხბურთელი, იმ პირობებში ძალიან გაუჭირდება.

რუსეთში თამაშის მერე წავედი საქართველოში, ფოთის "კოლხეთში". მაგრამ იქ ერთი წელი ძალიან დიდი დროა. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რათა ყველაფერს მივმხვდარიყავი. მერე დავბრუნდი და აგენტის გარეშე მივწერე სხვადასხვა კლუბებს. ვკითხულობდი, ვის შეეძლო ჩემი გასინჯვა. "ახმატი" დამთანხმდა და აი, აქ ვარ.

საქართველოში შეგნებულად წავედი. ეს იყო ცხოვრების სკოლა, საკუთარი თავი გამოვცადე. ჩემში მოხდა მენტალური გარდაქმნა. ფიზიკურად არ შევცვლილვარ, მხოლოდ ერთი წლით დავბერდი” - აცხადებს მელქაძე რუსულ პრესასთან.

ცნობისთვის, გიორგი მელქაძეს სხვადასხვა დროს რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, მას შემდეგ კი რაც რუსეთის ძირითად ნაკრებში თამაშის შანსი საბოლოოდ დაკარგა, 2022 წელს, საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, აი, რას ამბობდა მელქაძე:

"საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვფიქრობ და მსგავსი აზრი დაახლოებით 24 წლის ასაკში გამიჩნდა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ჯერ საუბარი არ მქონია. კარგ ფორმაში ვარ, ფეხბურთელს კი კარგ ფორმაში ყოფნა და მაღალ დონეზე ასპარეზობა რამდენიმე წელი შეუძლია. სწორედ ამიტომ მინდა, რომ ამ პერიოდში ნაკრებში ვთამაშობდე, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებშიც".

პავლე
საქართველოს ნაკრებში გინდა თამაში? კი ითამაშებ ხვალ ან ზეგ. მასე რო აზროვნებ მიტო გაქ კარიერა აწყობილი მაგრად
ლშა
და ეს ცოცარი იყო ფოთის კოლხეთის კაპიტანი

კეთილის მსურველო,ერთხელ უკვე გითხარი,შენისთანა კეთილისმსურველს რა ეკუთვნის და აღარ გავიმეორებ,რადგან სხვებს ვცემ პატივს.ის მაინც რომ გესმოდეს,რა სისულელეს წერ,ხომ აღარც დაწერდი.
alexandre
ა, რავარია?! "მინდა, რომ ამ პერიოდში ნაკრებში ვთამაშობდე, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებშიც".შენი შესაძლოა, შენთვის დაიტოვე. გულით და სულით უნდა გინდოდეს, შე ვაი ქართველო.
მორიელი
ბრაზილია უზარმაზარი ქვეყანაა და 11 კაცის მოძებნა, პრობლემა არაა
გენადი
სირცხვილია საქართველოზე ასე საუბარი. ნაკრებში კი არა ჭღპღ გუნდშიც არ გათამაშებ ჩემი ნება რომ იყოს.
იკა
კარგი გაჩერდით, ბრაზილიაში ვარ ნამყოფი, მიუხედავად იმისა ძალიან კარგი ქვეყანაა, სლმზარდი ეკონომიკით და ძალიან დიდი პოტენციალით, ტალახში თამაშობენ ფეხბურთს. მინდვრის პრობლემა აფსოლიტურად გადამეტებულია, ტექნიკას მინდორი ვერ დაგიხვეწს, ვერც ფიზიკურ მომზადებას, ვერს ცხოვრების რეჟიმს. პრობლემა იცით რაშია? ფეხბურთელებს საქართვრლოში გული უცრუვდებათ მოხვდნენ დიდ კლუბებში, იქამდე რომ მიხვიდე, ანუ შენი თავი როგორც ფეხბურთელმა სრულყო, გჭირდება რეჟიმი, კარგი საკვები, ეს ყველაფერი კი საკმაოდ ძვირია. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ სტადიონი არაფერ შუაშია თუ ეხლა ძალიათ არ ეძებ მიზეზებს საკუთარი სიზარმაცე გაამართლო
Porto
ეს კრეტინი ბედავს ამდენს სხვა საკითხია!!! ეს ისევეა ქართველი როგორც ზოგ-ზოგიერთი!! ფეხბურთის თამაში თუ იცი საქართველოშიც ითამაშებ და უგანდაშიც და ამან ვერსად ვერ ითამაშა უმსგავსო რეგვენი ესა!!!!! თუმცა ამისადა მიუხედავად საფეხბურთო საკითხი აშკარად გამოსასწორებელი გვაქვს!!!! და იმედია გამოსწორდება კიდეც!!!
Id
ნაგავი...
ლობიოჭამია
ევროპაშიც არ მოგწონს?... იმათთვის არა ხარ ფეხბურთელი და შენ თავს მიხედე, ნუ იბუტები საქართველოზე, "გრუზინ".
კეთილისმსურველი
წერტილ მოკლედ შენ შანს არ უშვებ, ოღონდ ყველაფერი რუსული რომ არ აქო. აგენტურული ქსელის დირექტორი ხარ? საერთოდ გაგებაში თუ ხარ სად ცხოვრობ? რუსების მაქებლების და ვითომ ნეიტრალების სისხლი გაშრა
Solo
ხოდა ითამაშე ახმატში )))
Knarik222
არ არის ეს ტიპი ქართველი.
ანზორ ჰარკონენი
თავკომბალა
გიგი
ტიპიური "გრუზინია"!
ოტია იოსელიანი
ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა, იქ სამშობლო ეგონა!
სამაჩაბლო
ამას რომელიმე რუსი ილაპარაკებს თავის ქვეყანაზე?!რამდენი მოღალატე ჰყავს საცოდაო საქართველო!🤮🤮
555
ამას ქართული მხოლოდ გვარი აქვს, მეტი არაფერი. კი ბატონო შეიძლება სიმართლეა რაც თქვა ინტერვიუში მაგრამ, ასე დააკნინო შენი ქვეყანა უცხოს თვალში? ეს ისეთივე ქართველია, როგორიც ანზორა კავაზაშვილი, რომელმაც რუსულ სპორტულ საიტს მისცა ინტერვიუ სადაც ამბობს,რომ ბათუმის დინამოს ახალ სტადიონზე ჩემი სახელის მინიჭება უნდოდათო, წარმოგიდგენიათ? ვის რაში ჭირდება ანდა საერთოდ ვის ახსოვს ანზორა კავაზაშვილი?
ბექა
თუ ფეხბურთელობა გინდა გაცილებით უარესი პირობებიდან ხდებიან ვარსკვლავები ოსიმენი მანე და რომელი ერთი ჩამოვთვალო კვარაც იყო რუსეთში დაბრუნდა საქართველოს ჩემპიონატი ითამაშა და დღეს სადაა კი ვხედქვთ ასე რომ ნამეტანი დრამატიზებას ახდენ
საქართველო უპირველესად
გვარით ქართველებს როგორ გიყვართ რუსული საქმის კეთება!!
მერაბი 61
არ მინდა ცუდი ვთქვა ამ ბიჭზე, თვის ტომის დამწუნებელსა ჭირი მიუვა კარზედა, ახლა რაშია საქმე რეალურად ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ჩვენი საქმე, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, უნდა მივბაძოთ ფინეთს, შვეიცარიას,ავსტრიას,დანიას, გვინდა პატარა სამი ათასიანი სკანდინავიური სტადიონები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ლანჩხუთში, ბოლნისში, საგარეჯოს, თელავის, ესეიგი ყველა მუნიციპალიტეტში, ეხლა ზუგდიდის ცენტრალური სტადიონი აშენდაო 7 ათასიანი უეფას კატეგორიის ვიყავი იქ და ძროხები დადიოდა სტადიონში არის ეს კარგი მეგობრებო, ფოთის სტადიონი არ არის ბოლომდე დამთავრებული, წყალტუბოს სტადიონი არ არის ბოლომდე დამთავრებული, სამტრედიას სჭირდება კარგი ევროპის დონის სტადიონი, რუსეთის მაგალითი არ ვარგა ჩვენთვის, ჩვენი კლიმატის მიხედვით გვინდა საქმის მიხედვა,მე მჯერა ყველაფერი იქნება კარგად, გაუმარჯოს საქართველოს,
Levani
ისე პატარა ქვეყანაა ჰოლანდია,მაგრამ შრომობენ და კარგად ცხოვრობენ. იმ დიდ რუსეთში თუ გამოჩნდა ვიღაც ოლიგარქი რომელიც აყვავებს კრასნოდარში თუ ზენიტს ჩვენთან რატო არ გამოჩნდა ქართველი მდიდარი. პატარკაციშვილი იყო ბოლო ისიც ებრაელი. ისე ფაქტს რაც შეეხება- უმეტესობა სტადიონზე კარგი მინდორია-მარტის გათვალისწინებით. ფეხბურთელებს ხელფასიც აქვთ საჭმელიც,ვიტამინიც და შეკრებებზეც დადიან. ადრე მსაჯებს აბრალებდნენ-მსაჯობაც მოგვარებულია და დანარჩენი ჩივაძე და ძოძუაშვილი ვერ ითამაშებს თქვენს მაგიერ ბიძიკო. ეროვნულ ლიგაში რო დროის გაყვანისთვის კოტრიალობენ და მცირე ჯარიმებით ტემპს კლავენ იმ გუნდების და მწვრთნელების ბრალია ყველაფერი. ქართელული გუნდები არ და ვერ უტევენ-არ იციან შეტევა,კომბინაცია და ა.შ.
თემო
მაინც აქ ჩამოვა ხომ იცით :) რამდენს უთქვამს ასეთი სიტყვები ჩვენს სამშობლოზე და მერე ჩამოსულან აქ სათამაშოდ? უზბეკეთში ჯობიაო და ყირგიზეთში ჯიბიაო. მერე უცებ ეროვნული ლიგის გუნდში აღმოჩნდებიან. აი იმ ქართილ კლუბებს რა ვუთხარი, ასეთ უთავმოყვარე ფეხბურთელებს რომ იმატებენ
გიორგი
დღეს წავიკითხე კარპინმა ნაკრებში გამოიძახა ამხანაგურ თამაშებში ეტყობა ფოთიდან ევროპაში აპირებდა გადასვლას და არ გამოუვიდა და ჩვენი ნაკლოვანებების გარეთ გამოტანა დაიწყო მინდა უთრა მთავარი მიზეზი მაგ ნაკლოვანებების რაზეც საუბრობ ის ქვეყანაა რომლის ღირსებასაც შენ იცავ 30 წელზე მეტია ჩვენ სისხლს წოვს წურბელასავით რაც საბოლავო ჯამში აისახება სოციალურ ეკონომიურ პოლიტიკურ არა სტბილურობაში რაც რათქმაუნდა ფეხბურთზეც ვრცელდება
გიგო პაპა
მართალია. ყველაფერი ბუტაფორიაა ჩვენთან. რას ვჭამთ ხალხი, გაგნებაში არ ვართ. ნატურალური პროდუქტის გემო დაგვავიწყეს. უგემურ ნახევარფაბრიკატებს მივირთმევთ, თანაც ათასგვარი დანამატებით. რუსეთში რომ მეტი კონტროლი იქნება საკვებზე, ამას ლაპარაკიც არ უნდა. სტადიონესაბის მდგომარეობა და ფეხბურთელების ხელფასებიც გასაგებია რომ იქ უკეთესია. ხომ გვახსოვს ყველას პატარა ხვიჩა სად წავიდა პირველად სათამაშოდ? დიდი ქვეყანაა და შესაძლებლობებიც მეტი ექნებათ. რაც შეეხება მელქაძეს, არ გამოადგებოდა ჩვენს ნაკრებს, ალბათ მიხვდა ამას და წავიდა. მაგის ადგილას ბევრი ახალგაზრდა კანდიდატი გვყვავს, ასე რომ არ დავიჩაგრებით.
ჟორა
დალოცვილებო, მელქაძემ უნდა გვითხრას, რომ საქართველოში სერიოზულად ფეხბურთი რომ ითამაშო აბსოლუტურად რომ არაფერი გვაქვს? თუ მინდორი არ გივარგა, საცხოვრებელი პირობები არ გაქვს, ხელფასი არ გაქვს და ვარჯიშის შემდეგ ძალების აღსადგენადაც არაფერი საშუალება გაქვს, რა პირობებზეა საუბარი? ერთადერთი რაც საქართველოში სასურველზე აშკარად მეტი ეს მოთხოვნაა, რომ კარგი შედეგი გვქონდეს. მთელ საქართველოს ფეხბურთში იმდენი ფული, რომ იხარჯება, რამდენიც იტალიის ჩემპიონატის აუტსაიდერის ბიუჯეტია, რა ფეხბურთზე და შედეგზეა საუბარი?
RR
ქართველი რომ კადიროვის ახმატში თამაშს დაიწყებს, კაცია ვითომ?

წაკითხული მაქვს,ეს ინტერვიუ.2024 წელს წამოსულა საქართველოში.კოლხეთი 1913-ში.იქ რომ გაცილებით უარესი პირობები ჰქონდათ,ვიდრე სხვა კლუბებს,ეს ხომ ისედაც ვიცოდით და მოულოდნელი არაფერია.უნდა გამეაზრებინაო,საკუთარი თავი და ამიტომ წავედიო.ერთი წელი დავრჩი,თუმცა ნახევარი წლის შემდეგ,უკვე გარკვეული ვიყავი,რა მინდოდა და დანარჩენი მეტი მომივიდაო.რასაც ამბობს,იმ რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებზე ამბობს,პირობებს და ხელფასებს რომ უჩივიან.ცუდი არ უნახიათ და რაც აქვთ,იმის ფასს იმიტომ ვერ ხვდებიან,წავიდნენ საქართველოში და ნახავენ იმ ცუდსო! ეს ერთი წელი რაც საქართველოში გაატარა,ფიქრისათვის გამოიყენა და ახლა,გაცილებით უფრო უკეთეს პროფესიონალად მიაჩნია თავი,წონაც დავიკელი,6 კგ და კლება გავაგრძელე,მაგრამ უფრო მეტი რომ დავიკელი,უკვე ძალები აღარ მკმაროდა,ამიტომ 2 კილოგრამი კვლავ მოვიმატე და ეს საუკეთესო წონაა,ჩემთვისო.მის სიტყვებს პოლიტიკური კონტექსტი არ აქვს,ჩემპიონატი კარგად დაიწყო,თავის თავზე ლაპარაკობს და გამოკიდება არ ღირს.რუსული სავარჯიშო და სათამაშო პირობები ჩვენსას რომ სჯობია და ხელფასებითაც დიდი სხვაობაა,ისედაც ყველამ ვიცით.ეეჰ,მაგათი ფული და პირობები ჩვენ რომ მოგვცა,გაცილებით წინ ვიქნებოდით და არც 17 წლის ბიჭები გაიქცეოდნენ უკანმოუხედავად,პირველივე თითის დაქნევაზე,რის გამოც სისხლი აქვს დაწრეტილი,საქართველოს ჩემპიონატს.
ალბათ გაგიგია : "... ზოგჯერ თქმითაც დადავდების"
და ადგილსაც გააჩნია სად და ვისთან იტყვი ! ამას მაგრა არეული აქვს ადგილიც, ვისთანაც ლაპარაკობს და საერთოდ არ იგრძნონა რომ ქართველია ... "ვობშემ", ვერ უნდა იყოს სულით და ჯიგრით ქართველი . სამწუხაროდ, განკითხვა გამომივიდა, მაგრამ რუსების ლიქნისა და კადიროვის "გულის მოსაფხანად" და იმის ასახსნელად და თავის მართლებიდათვის, რატომ დატოვა "მატუშკა რასსია" და წამოვიდა საქართველოში არ უნდა იკადრო შენს სამშობლოზე აუგად საუბარი, თუნდაც ე.წ. სიმართლე იყოს, მტრის , ოკუპანტ(ის ) ქვეყანაში ...
ზაზა
მაშ ბრაზილიელებმა რაღა უნდა თქვან?
დავითი
დიდათ ვერ განვსჯი ამ ადამიანს. ფაქტია რომ თითქმის ყველა ქართულ კლუბში სავარჯიშო პირობები არის სავალალო და ნაკლები ფინანსების გამო აქ თამაშის მოტივაცია იკარგება. გულშემატკივარმაც იცის ეს ყველაფერი და მაგიტომაც არის რომ ინტერესი ყურების არის ძალიან დაბალი. გავიხსენოთ მაგალითად ბათუმის ახალი სტადიონი რომ გაიხსნა, სტადიონი ეროვნული ლიგის თამაშებზე ივსებოდა და საოცრება იყო, მაგრამ დროთა განმალობაში გულშემატკივრების რაოდენობა მცირდებოდა და ეხლა ძალიან ცოტა ადამიანი მიდის მატჩების საყურებლად.
თოკო
ჯიქია არა კავაზაშვილი )) წაკითხულის გააზრებას არ ასწავლი იმედია
გოგა
არ გვიყვარს ქართველებს სიმართლის მოსმენა, ამან, რო არ თქვას ჩვენ ხო ვიცით, რეიტინგსაც ხო ვხედავთ სად ვართ, შიდა ჩემპიონატი კარგად თუ არ გაძლიერდა, კონკურენტუნარიანი არცერთი ნაკრები არ გვეყოლება არასოდეს
llcl
შე ღრუს-მონღოლო, სულ ბერძენიშვილი უნდა გირტყა ტუჩებში, თქვენი ფეხბურთი და მისი მყვარებელი, უჯიშო ცხენების დოღი, ფულმა და ლეგიონერებმა გიშველეს კიდევ ცოტა, დაგესიზმრებათ კვარას მაგვარი ვარსკვლავი!
Andria
დარჩი, სადაც ხარ. ნუღარ ჩამოხვალ. მომიკითხე რამზანკა დიროვი.
ვაჟა მასწავლებელი
ჯიქიას არაფერს ვერჩი - ლტოლვილი ოჯახის შვილია, ამიტომ თავისი წილი პრობლემები და ძველი და ახალი გაჭირვება ეყოფა, მაგრამ ვინც ეს ინფორმაცია მოიძია და ამ საიტზე გამოაქვეყნა უბრალოდ რომ ვთქვათ - პ რ ო ვ ო კ ა ტ ო რ ი ა!
ოფიციალურად: მაიკლ ჯექსონი "ბარნლის" მთავარი მწვრთნელია
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
საფრანგეთის ნაკრების მეკარე პსჟ-დან წასვლას აპირებს
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
რეკორდები - პსჟ-ისა და "ბაიერნის" გუშინდელი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევა
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში? - პარიზული გუნდის წარმომადგენელი შესაძლოა, მოსკოვში ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ჩავიდეს
"ხვიჩა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" - ზეედორფი კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია
პრესტიანისა და ვინისიუსის საქმის შედეგი - FIFA 2026 წლის მუნდიალზე ორ ახალ წესს ამატებს
კომპანი პსჟ-სთან მატჩზე: სიკვდილიც რომ მოგვიწიოს - ვალდებული ვართ მიუნხენში გავიმარჯვოთ
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დემბელეს რეკორდი დაამხო
"ის, რაც "ბაიერნის" წინააღმდეგ გააკეთა, უბრალოდ ტალანტი არ არის" - რუნიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
კვარაცხელიას უფრო მაღალი ქულები და MVP დემბელე - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
[VIDEO] სეზონის მშვენება მატჩი. კვარაცხელიას დუბლი - პსჟ-მ "ბაიერნს" მოუგო
[VIDEO] უკვე დუბლი - კვარაცხელიამ "ბაიერნს" ისევ გაუტანა
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
ბათუმის "დინამო" "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელის დამატებას აპირებს
მელქაძე: მოქალაქეობის შეცვლა? მე რუსეთის ნაკრებში თამაში მსურს
"გავიგე მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს" - გიორგი მელქაძე ხვიჩაზე საუბრობს
"სიმელოტით შეიძლება" - მელქაძეს, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, იგუაინთან შედარებაზე ესაუბრნენ [VIDEO]
კავაზაშვილი: მელქაძისთვის საქართველოს ნაკრებში მოხვედრა ემოციური აღმასვლა იქნება
"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა