წარმოშობით ქართველ და რუსეთის სახელით მოასპარეზე გროზნოს "ახმატის" 28 წლის შემტევ გიორგი მელქაძეს რუსეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.

მან კრასნოდარში ნიკარაგუასთან ამხანაგურ დაპირისპირებაში ბოლო 24 წუთი ითამაშა, შეხვედრა კი მასპინძლის გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ მელქაძე რუსულ მედიას ესაუბრა და დებიუტით ძალიან ბედნიერი გახლდათ.

"ძალიან გახარებული ვარ. შესანიშნავი გრძნობაა, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ და აღიარებას განიჭებენ. ნიკარაგუასთან, რომ ვითამაშებდი, ამის შესახებ არავის უთქვამს.

მეტოქე იმაზე 100%-ით უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდით. ტრიბუნაზე ფანტასტიური ატმოსფერო იყო. ერთი სიტყვით, ყველაფერი უმაღლესი დონისაა - სტადიონი, საწვრთნელი ცენტრი და გულშემატკივრები", - თქვა მელქაძემ.

შეხსენებისთვის, 2022 წელს მელქაძე სურვილს გამოთქვამდა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა. აი, რას ამბობდა მაშინ ის:

"საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვფიქრობ და მსგავსი აზრი დაახლოებით 24 წლის ასაკში გამიჩნდა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ჯერ საუბარი არ მქონია. კარგ ფორმაში ვარ, ფეხბურთელს კი კარგ ფორმაში ყოფნა და მაღალ დონეზე ასპარეზობა რამდენიმე წელი შეუძლია. სწორედ ამიტომ მინდა, რომ ამ პერიოდში ნაკრებში ვთამაშობდე, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებშიც".

მელქაძე 2024 წელს ერთი სეზონით ფოთის "კოლხეთში" ასპარეზობდა, თუმცა მას საქართველოში თამაში ძალიან ცუდად ახსოვს და რამდენიმე კვირის წინ Championat-თან ინტერვიუში საქართველოს ჩემპიონატზე და აქ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

"საქართველოში უნდა იცხოვრო, ივარჯიშო და ჭამო, რათა ფეხბურთელმა მიხვდე, თუ სად იმყოფები. იმ პირობებში სხვაგვარად იაზრებ და აფასებ, თუ რა გქონდა მანამდე. და ახლა როცა "ახმატში" რომელიმე ფეხბურთელი დაიწუწუნებს, მე მაშინვე ვეუბნები: "გინდა საქართველოში გაგიშვა?"

საქართველოში საფეხბურთო პირობებიც საშინელია. საშინელი მინდვრებია. არიან ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, მაგრამ სურვილი და მისწრაფება იმ დონეზე ვერა. თუმცა რომც გამოჩნდეს ასეთი ფეხბურთელი, იმ პირობებში ძალიან გაუჭირდება.

რუსეთში თამაშის მერე წავედი საქართველოში, ფოთის "კოლხეთში". მაგრამ იქ ერთი წელი ძალიან დიდი დროა. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რათა ყველაფერს მივმხვდარიყავი. მერე დავბრუნდი და აგენტის გარეშე მივწერე სხვადასხვა კლუბებს. ვკითხულობდი, ვის შეეძლო ჩემი გასინჯვა. "ახმატი" დამთანხმდა და აი, აქ ვარ.

საქართველოში შეგნებულად წავედი. ეს იყო ცხოვრების სკოლა, საკუთარი თავი გამოვცადე. ჩემში მოხდა მენტალური გარდაქმნა. ფიზიკურად არ შევცვლილვარ, მხოლოდ ერთი წლით დავბერდი” - აცხადებს მელქაძე რუსულ პრესასთან.

Dato
Rogor ucbad daudasda saqartvelos damcireba da Lanzgva am nagavs, tan arc vicodi ro unda metamashao ho aba shemtxvevit moxvdi stadionze, fui sheni ujisho da unamuso da fui tqvenic vinc amas amartlebt
//-ს
ჯერ ილია ვახანია გადაფორმდეს თვითონ ნორმალურ ქვეყანაში და მერე ვნახოთ, ისე როსტოვის ფეხბურთელის გარეშეც მოვხსნით პრობლემებს...
რაის ქართველი ? ამის ქართველობა "არ გაიშვა" !
ითამაშო ოკუპანტის და მტრის გუნდში და თანაც, იმ ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს და /ანუ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს ?! ეს არც ქართველია , არც ინტელექტი აქვს და არც სინდის - ნამუსი და ამის აღმზრდელ - გამზდელებსაც და ამის გამმართლებლებსაც - სულ არ გრცხვენიათ ?! სირცხვილია ეს ყველაფერი, ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი !
სილოვან ბატონო,
გარდა შინაარსისა, რომელიც აშკარად "ვასიამოვნოთ რუსებს და კადიროვს" მიზნითაა გაკეთებული, ადგილს, სად(!) და ასევე, ვისთან(!) ამბობ, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა !!! აი, ეს რომ არ ესმით ე.წ. ქართული გვარის მატარებელ (ქართველს სპეციალურად არ ვწერ ...) ზოგიერთ სპორტსმენს და როგორც ჩანს, არა მარტო სპორტსმენს, ეგაა ძალიან სამწუხარო !
გამორთეთ ეს "პატრიოტი" !
უუჰ, რა რუსოფილურ-პროვოკაციული გზავნილები აქვს ამ ჩვენის ა ცოდვით სავსეს !

ილია ვახანიას გადმოფორმებაზე უნდა იმუშაოს ფედერაციამ, მოგვიხსნიდა მარჯვენა მცველის პრობლემას.
თამაზი
ძაან ჭკვიანი ფეხბურთელია, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. უნდა ეთამაშა საქართველოს ნაკრებში , მაგრამ ვერ შეამჩნიეს
zura222
ეს ბიჭი ძაან მაგარია და სწორსაც შვება რუსეთში რო თამაშობს. აბა გეივროპა ჯობია?@@
დავით
რათ გინდათ ესეთ სტატიას რო დებთ (ჭკუას არ გასწავლით) მარა ადამიანებს აღიზიანებთ და ნერვებს უშლით ითამაშა და ითამაშოს ერთი მაგისიც
შენ ვინც ნაკრებში გათამაშოს...
დანარჩენი თქვენ დაასრულეთ
Silovan Dzgeria
მოვიწვიეთ და უარი გვითხრა ?
Silovan Dzgeria
დისლაიქების ავტორებს რა არ მოეწონათ , რა მაგარი ჩემპიონატი და პირობები გვაქვს თუ კლუბები გლეჯენ არტახებს ? ვისაც არ ეზარება ყველა გვიგებს.ვერ ვიტანთ კრიტიკას 100 % სიმართლესაც რომ წარმოადგენდეს და იმიტომ გვაქვს კარგად საქმე .
555
რაც შეეხება ჭამას,მაგას ეტყობა რუსებმა სხვა "რაღაცის" ჭამა დააწყებინეს და ჩვენი აღარაფერი მოსწონს.
Ჟჟჟ-ს
რუსები ჩვენზე უკეთესს მიირთმევენ. ჯერ ერთი რომ ჩვენზე მეტ პროდუქციას აწარმოებენ, მეორეც რომ გაცილებით ნატურალურია, ვიდრე ჩვენთან შემოტანილი პლასტმასი და მესამეც, სურსათის კონტროლი უმკაცრესად მუშაობს. კარგი სამზაეულოს ქონა სულაც არ ნიშნავს რომ ხალხი ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტით იკვებება.
ზურა
ეთამაშე ნიკარაგუას და ნაურუს რა პრობლემაა :)
ა, "ნაღდი" ქართველი !
საინტერესოა მორიგე წესით ქართველის რუსად, "რუსეთის თავგამოდებულ პატრიოტად" გარდაქმნა... ერთია კიდევ, რატომ ხდება, რომ რუდეთისადმი სიყვარულის დამტკიცებისთვის საქართველოს და აქ არსებული ვითარების და რაიმე ნაკლის, თუ ჯერჯერობით მოუგვარებელი საკითხების, თუნდაც რეალურის, პედალირებულად და ხაზგასმით "არგუმენტირება" ?! რითაა ახლა ეს მელქაძე , ახალქალაქში დაბადებულ წაუკიანზე უკეთესი ? ის ქართველი მაინც არაა არ მინდა ვინმეს გული ბატკინო, მაგრამ მე პირადად, ამ ანტიქართველი კადიროვის ჩეჩნეთში გადაბარგებული "ბედნიერის" ქართველი ნათესავ/ახლობლების ადგილას ყოფნას " არ ვინატრებდი" ... საქართველოს და მის ყველა პატრიოტს გაუმარჯოს ! უამრავი არაქართველია საქართველოში, ასეთ/ამ მელქაძეზე უკეთესი "ქართველი" !
lasha
ნუ ჩვენზე რასაც წერს სიმართლეა სამწუხაროდ. საქართველოში იმდენად სავალალო ვითარებაა ფეხბურთში რომ საერთოდ ეროვნული ნაკრები ამ შედეგსაც რო დებს არის საოცრება და გინესის რეკორდებშია შესატანი
Ჟჟჟ
Საფეხბურთო პირობებით და სტადიონებით გასაგებია ჩამოვრჩებით რუსებს، მარა ჭამაში რას გვიწუნებს კი، მარა რუს ღორებზე უარესს ვჭამთ რამეს?
"მიზნის მიღწევისგან შორს არ ვართ" - კოულ პალმერი
ვინ გაწვრთნის "რეალს"? - ორი მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
ლოჩოშვილის სრული მატჩი - "ნიურნბერგი" "არმინიას" ფრედ ეთამაშა
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"მიზნის მიღწევისგან შორს არ ვართ" - კოულ პალმერი
ვინ გაწვრთნის "რეალს"? - ორი მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა
ფარერის კუნძულები - საქართველო | მატჩისწინა ვარჯიში ტორსჰავნში
კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-2 ტორპედო. აუტსაიდერს მოგება შეეძლო...
გულიაშვილმა გაიტანა - "რასინგი" სან-სებასტიანში 2:0-ს იგებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 დილა. შეცვლამ დროზე მოუსწრო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 მეშახტე. დებიუტანტის ღირსეული ქულა
7-ქალა მონაკოს ტურნირზე ითამაშებს
WU19 | საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა
არანაირი გარანტიები - "ბარსელონა" ფლიკს მოკლევადიან კონტრაქტს სთავაზობს
[VIDEOS] ორი ოქროს შანსი - ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ!
რუსთავმა ბათუმთან წააგო და სუპერლიგაში დასარჩენად კასპის გრიფინს შეხვდება
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
"გუნდსა და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი" - ედუარდო კამავინგა
[VIDEO] არმან ცარუკიანი თვითმფრინავიდან გააგდეს
ევროპა ლიგის ნახევარფინალში ორი ინგლისური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე ნახევარფინალური წყვილები გაირკვა
ბათუმის "დინამო" "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელის დამატებას აპირებს
მელქაძე: მოქალაქეობის შეცვლა? მე რუსეთის ნაკრებში თამაში მსურს
"გავიგე მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს" - გიორგი მელქაძე ხვიჩაზე საუბრობს
"სიმელოტით შეიძლება" - მელქაძეს, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, იგუაინთან შედარებაზე ესაუბრნენ [VIDEO]
კავაზაშვილი: მელქაძისთვის საქართველოს ნაკრებში მოხვედრა ემოციური აღმასვლა იქნება
"საქართველოში საფეხბურთო პირობები საშინელია და საშინელი მინდვრებია. არიან ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, მაგრამ..." - გიორგი მელქაძე