მამაკაცთა ტურნირისგან განსხვავებით, ქალებს შორის პირველივე დღეს სენსაცია მოხდა
მამაკაცთა ტურნირისგან განსხვავებით, ქალებს შორის პირველივე დღეს სენსაცია მოხდა - საწყის წრეში დამარცხდა უიმბლდონის ჩემპიონი პეტრა კვიტოვა, რომელიც ჯერჯერობით ვერ შეეგუა ვარსკვლავის სტატუსს და ბოლო დროს, ძალიან სუსტად თამაშობს.

არადა, ჩეხს რთული მეტოქე არ ჰყოლია - რუმინელმა ალექსანდრა დულგერუმ ორივე მუხლის ტრავმის გამო რამდენიმე ტურნირი გამოტოვა და ფორმიდან იყო ამოვარდნილი.

მატჩი კვიტოვას ბრეიკით დაიწყო, მაგრამ მალე ცხადი გახდა, რომ უიმბლდონის ჩემპიონს სულაც არ ჰქონდა თამაშში დიდი უპირატესობა. რუმინელმა სიტუაცია გაათანაბრა, რაც, ძირითადად, კვიტოვას შეცდომების დამსახურება იყო. ორივე სეტის ბოლოს სწორედ ამ უზუსტობებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი - ჩეხმა ჯამში 52 უნებლიე შეცდომა დააგროვა და ორ სეტში დამარცხდა - 6:7(3), 3:6. დულგერუმ კარიერაში მესამედ მოუგო ტოპ-ათეულის წევრს. მანამდე ის რუსებს ამარცხებდა - შარშან გრუნტზე სძლია დინარა საფინასა და ელენა დემენტიევას.

კინაღამ კვიტოვას ბედი გაიზიარა მარია შარაპოვამ. რუსი ახალგაზრდა ბრიტანელს ჰიზერ უოტსონს ხვდებოდა, რომელიც ორი წლის წინ ამერიკის ღიას ჩემპიონი იყო იუნიორებს შორის. ყველასთვის მოულოდნელად უოტსონმა ბრეიკით დაწინაურება მოახერხა. შარაპოვას, როგორც ხშირად სჩვევია, მოწოდებაზე თამაში არ წაუვიდა, თან ამას მიღებაზე ცუდი თამაშიც დაემატა, ბრიტანელი კი მისი ასაკისთვის არადამახასიათებელ მშვიდ თამაშს აჩვენებდა და პირველი სეტიც დამსახურებულად მოიგო.

მხოლოდ ამის შემდეგ დაალაგა თამაში შარაპოვამ, უფრო აგრესიული გახდა, თუმცა ჩავარდნები მაინც ჰქონდა, ამიტომაც მეორე სეტში მხოლოდ ბოლოსკენ გატეხა უოტსონის წინააღმდეგობა, მესამეში კი მარია კიდევ უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა ჰიზერს დანებება არ უფიქრია და ერთხელ დაკარგული ბრეიკი დაიბრუნა, მაგრამ ეს მისი ბოლო წარმატება იყო მატჩში - 6:3, 5:7, 3:6.

შარაპოვამ მეტოქეზე 28-ით მეტი უნებლიე შეცდომა დაუშვა (58-30), სამაგიეროდ, თითქმის ხუთჯერ მეტი "ვინერსი" ჰქონდა (41-9). მარიამ "დიდი სლემის" ტურნირებზე პირველი წრის ბოლო 32 შეხვედრაში 31-ედ მოიგო. გარდა ამისა, ბრიტანელი მეტოქეების წინააღმდეგ მას ხუთი მოგება და ნული წაგება აქვს.

პირველი დღის მატჩებიდან უნდა აღვნიშნოთ ვენუს უილიამსის დაბრუნება. ამერიკელისთვის რუს ვესნა დოლონცთან მატჩი პირველი იყო უიმბლდონის შემდეგ. მიუხედავად ამისა, უფროსმა უილიამსმა საკმაოდ დამაჯერებელი თამაში აჩვენა და 78 წუთში გაუსწორდა მეტოქეს - 6:4, 6:3. რაც მთავარია, მწყობრშია ვენუსის მთავარი იარაღი - მოწოდება. ერთხელ მის მიერ დარტყმული ბურთის სიჩქარემ საათში 203 კილომეტრს მიაღწია.

I წრე

ალექსანდრა დულგერუ (რუმ)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 5) 7:6(3), 6:3; მონიკა ნიკულესკუ (რუმ)-პატრისია მეირ-ახლაიტნერი (ავსტრია) 6:3, 6:3; მედისონ კეისი (აშშ)-ჯილ კრეიბასი (აშშ) 6:2, 6:4; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 27)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ) 2:6, 6:3, 6:2; ალა კუდრიავცევა (რუს)-ანასტასია როდიონოვა (ავსტრა) 7:6(1), 7:5; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 12)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 6:2, 6:3; შუაი პენგი (ჩინ, 13)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ) 6:3, 6:4; ცვეტანა პირონკოვა (ბულ)-ვირჟინ რაზანო (საფ) 6:2, 6:3; ლაურა პოუს ტიო (ესპ)-მისაკი დოი (იაპ) 6:2, 6:7(12), 5:2 დოის უარი; ჯულია გორჯესი (გერ, 9)-კრისტინა ბაროისი (გერ) 6:3, 6:2; რომინა ოპრანდი (რუმ)-მელანი ოუდინი (აშშ) 6:0, 7:6(7); ანასტასია იაკიმოვა (ბლრ)-ნოპავან ლერტჩეევაკარნი (ტაილ) 6:0, 4:6, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 3)-ჰიზერ უოტსონი (ბრიტ) 3:6, 7:5, 6:3; მარიონ ბარტოლი (საფ, 8)-ალექსანდრა პანოვა (რუს) 7:5, 6:3; კრისტინა მაკჰეილი (აშშ)-ალექსანდრა ვოზნიაკი (კან) 6:3, 6:7(5), 6:4; ვერა დუშევინა (რუს)-ანასტასია სევასტოვა (ლატ) 6:3, 6:4; მარია კირილენკო (რუს, 25)-ეკატერინა მაკაროვა (რუს) 4:6, 6:1, 7:6(3); ნადია პეტროვა (რუს, 24)-იუნ იან ჩანი (ტაივ) 6:3, 1:6, 6:4; პოლონა ჰერცოგი (სლოვენ)-ბეტანი მატეკი (აშშ) 6:1, 6:3; სამანტა სტოსური (ავსტრა, 9)-სოფია არვიდსონი (შვედ) 6:2, 6:3; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 14)-შუაი ჟანგი (ჩინ) 6:3, 6:4; ირინა ფალკონი (აშშ)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ) 3:6, 6:4, 6:2; ვენუს უილიამსი (აშშ)-ვესნა დოლონცი (რუს) 6:4, 6:3; ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ, 30)-კარინ კნაპი (იტა) 6:7(4), 6:4, 6:3; ლაურა რობსონი (ბრიტ)-აიუმი მორიტა (იაპ) 7:6(5), 1:0 მორიტას უარი; კატერინა ბონდარენკო (უკრ)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 6:3, 6:0; ვერა ზვონარევა (რუს, 2)-სტეფანი ფორეტცი (საფ) 6:3, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა