ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ელია ტურინშია!

ელია ტურინშია!

ჰოლანდიელი ნახევარმცველის, ელჯერო ელიას "ჰამბურგიდან" "იუვენტუსში" ტრანსფერი საბოლოოდ შედგა
ჰოლანდიელი ნახევარმცველის, ელჯერო ელიას "ჰამბურგიდან" "იუვენტუსში" ტრანსფერი დიდხანს კი გაიწელა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შედგა: 24 წლის მარცხენა გარემარბს ბოლოს "იუვენტუსისა" და "გალათასარაის" სახით ორი ვარიანტი ჰქონდა და არჩევანი, რა თქმა უნდა, "იუვეზე" შეაჩერა. ელია ტურინში გუშინ ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა.

"გაძეტა დელო სპორტისა" და "ტუტოსპორტის" ინფორმაციით, "იუვენტუსმა" და "ჰამბურგმა" შეთანხმებას ორშაბათს გვიან ღამით მიაღწიეს. გუშინ გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ელია ტურინში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო.

ჩვენი გერმანელი და იტალიელი კოლეგების ცნობით, "ბებერი ქალბატონი" ჩრდილოგერმანულ კლუბს ელიას სანაცვლოდ 9 მილიონ ევროს გადაურიცხავს და ჰოლანდიელი "იუვესთან" ოთხწლიან კონტრაქტს აფორმებს.

აღსანიშნავია, რომ "ჰამბურგს" გი დემელის, მიკაელ ტავარესისა და სიორენ ბერტრამის თავიდან მოშორებაც უნდა, მაგრამ ამ მოთამაშეებს მთხოვნელები არ ჰყავთ და დიდი შანსია, რომ HSV-ში ხორცმეტებად დარჩნენ.

იყო საუბრები იმის შესახებ, რომ ენის ბენ-ჰატირა ბერლინის "ჰერტაში" გადავიდოდა, მაგრამ გუშინ ეს ტრანსფერი ჩაშლილად გამოცხადდა. "ჰამბურგს" არც პერუელი თავდამსხმელი პაულო გერერო დატოვებს, რომელმაც გუშინ საბოლოოდ უარყო მოარული ხმები ტრანსფერის თაობაზე.

რაც შეეხება ელიას ტრანსფერს: ნიჭიერი ჰოლანდიელი გარემარბი ჰამბურგელებმა ორი წლის წინ შეიძინეს და აღსანიშნავია, რომ ელიამ ჩრდილოგერმანულ კლუბში პირველი სეზონი ძალიან კარგად ჩაატარა.

აი, მეორე სეზონში კი აშკარად მოუკლო და იმედებს ვეღარ ამართლებდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ჰამბურგის" ხელმძღვანელებს და გულშემატკივრებს ელიას "იუვენტუსში" გაშვებამ გული ოდნავადაც არ დასწყვიტა, რადგან ამ ფეხბურთელისგან აშკარად მეტს ელოდნენ. შესაბამისად, საინტერესოა, რაში სჭირდება "იუვეს" თავკაც ანტონიო კონტეს ფეხბურთელი, რომელსაც "ჰამბურგში" აღარ აფასებდნენ?

ელჯერო ელია უდავოდ ნიჭიერი მოთამაშეა, მაგრამ პრობლემური ხასიათი აქვს. არის მომენტები, როცა ახალგაზრდა ჰოლანდიელი თავისი თამაშით თვით კრიშტიანო რონალდოს გვაგონებს ხოლმე, მაგრამ ასეთი მომენტები ძალიან იშვიათია. ელია უმეტესად ჯიუტობით და ეგოისტური საქციელებით გამოირჩევა - სწორედ მისი რთული ხასიათი გახდა იმის მიზეზი, რომ გასულ სეზონში მან "ჰამბურგის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და უმეტესად შეცვლაზე ათამაშებდნენ.

ფაქტია, რომ ელია თავიდან "იუვეს" სასტარტოშიც ვერ ჩაჯდება. თუმცა ეს ყველაფერი კონტეს ჩვენზე უკეთ ეცოდინება და ვნახოთ, რას მოუხერხებს ჭირვეულ ჰოლანდიელს, რომელიც ვერც ახალი არიენ რობენი გახდა და მით უმეტეს, ვერც კრიშტიანო რონალდო, რომელსაც ორი წლის წინ ასე ხშირად ადარებდნენ...

მარტინესი ჩეზენასკენ

სწორედ ელიას ტრანსფერითაა გამოწვეული ის, რომ ტურინელებმა 28 წლის ურუგვაელი გარემარბი ხორხე მარტინესი "ჩეზენაში" გაანათხოვრეს. ტრანსფერი გუშინ ჯერ "ჩეზენას" ხელმძღვანელებმა დაადასტურეს, მერე კი "იუვეს" ბოსებმაც. მარტინესი "ჩეზენაში" არენდით მთელ სეზონს გაატარებს.

გაგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ "იუვეს" ამ ფეხბურთელის ტრანსფერი 12 მილიონი ევრო დაუჯდა, მარტინესმა კი მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა - სერია A-ში მან მხოლოდ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გოლები კი არ გაუტანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გიორგი 11

კარგია, წარმატებები...

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს