სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე ორი დღით ადრე მილანის „ინტერი“ მაგრად გააქტიურდა
სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე ორი დღით ადრე მილანის „ინტერი“ მაგრად გააქტიურდა. მასიმო მორატიმ გუშინ რამდენიმე გარიგება დაძრა, დიეგო ფორლანის ტრანსფერი კი უკვე გაჩარხულია. ამასთან, მორატი დღეს როდრიგო პალასიოს ან მაურო სარატეს ტრანსფერების ბოლომდე მიყვანას აპირებს, „ბრეშადან“ კი „ნერაძურიში“ „ახალი რობერტო ბაჯო“ მიჰყავს...

გამოჩნდა თუ არა დიეგო ფორლანი მილანის აეროპორტში, „ინტერის“ გულშემატკივრებმა გამაყრუებელი კიჟინა დასცეს, მანამდე კი, მილანური გრანდის შეფები გამოცდილ ურუგვაელ გოლეადორს საუკეთესო ეპითეტებით ამკობდნენ. სპეკულაციები რამდენიმე კვირის მანძილზე გაიწელა, ახლა კი ფორლანი უკვე მილანშია და კონტრაქტის გაფორმებასაც წინ აღარაფერი უდგას. სამუელ ეტო’ოს მახაჭკალის „ანჟიში“ გადასვლის შემდეგ „ინტერი“ უბრალოდ ვალდებული იყო, ასეთი ტრანსფერი განეხორციელებინა, თუმცა ფორლანი მთლად ეტო’ოს შემცვლელი არ არის...

„მილანის „ინტერი“ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ბედნიერი ვარ, რომ ამ შესანიშნავ ქალაქში ჩამოვედი. „ნერაძურისთან“ კონტრაქტის გაფორმებამდე ერთი ნაბიჯიღა მაშორებს და ახლა სწორედ ამ ნაბიჯს გადავდგამ. ყველაზე მეტად კლუბის პრეზიდენტ მასიმო მორატის ვემადლიერები, რომელმაც მართლა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ 32 წლის ასაკში „ინტერის“ ფორმა მომერგო. უკვე ვესაუვრე ესტებან კამბიასოს, დიეგო მილიტოსა და ხავიერ ძანეტის. მათ საბოლოოდ დამარწმუნეს იმაში, რომ „ინტერში“ გადმოსვლით სწორ ნაბიჯს ვდგამ, - განაცხადა ფორლანმა მილანის აეროპორტში და იქვე დასძინა, - მინდა, კარგად ვითამაშო და რაც შეიძლება ბევრი მატჩი მოვიგო. „ინტერის“ გულშემატკივრებს ვპირდები, რომ ამ გუნდისთვის თავს არ დავზოგავ. „ინტერს“ დიდი მიზნები აქვს და ამ მიზნების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკვე მეორე სუნთქვა გამეხსნა.“

დიეგო ფორლანმა მადრიდის „ატლეტიკოში“ 4 წელი გაატარა და 134 მატჩში 74 გოლი გაიტანა. ურუგვაელი ორჯერ გახდა პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი, 2010 წელს კი დედაქალაქელებთან ერთად ევროპის ლიგაც მოიგო. გეხსომებათ, „ატლეტიკომ“ ფინალში „ფულჰემი“ 2:1 დაამარცხა და ორივე გოლი ფორლანმა გაიტანა. ამ ზაფხულს კი ფორლანმა ურუგვაის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო და ფინალში პარაგვაის ასევე ორი გოლი გაუტანა, რითაც წარმატებაში ლომის წვლილი შეიტანა.

პალასიო ან ისევ სარატე?

„ინტერის“ სატრანსფერო გეგმები ფორლანით არ ამოწურულა. მართალია, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მხოლოდ ერთი დღეღა დარჩა, მაგრამ ხომ იცით, იტალიაში ყველაფერი ბოლო წუთებში ხდება ხოლმე. მორატის ერთ-ერთი სამიზნე ჯენოელი როდრიგო პალასიოა. გუშინ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რაზეც „გაძეტა დელო სპორტი“ წერდა. პრობლემა „ჯენოას“ მოთხოვნაა: ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, გენუელები პალასიოს სანაცვლოდ 9 მილიონ ევროს ითხოვენ და ამ თანხას ფეხს არ უცვლიან, მორატის კი ამდენის გადახდა არ უნდა. „გაძეტა დელო სპორტისვე“ ინფორმაციით, თუ მილანელები პალასიოს ვერ გადაიბირებენ, კიდევ ერთხელ შეუტევენ მაურო სარატეს, რომლის გადაბირება „ინტერს“ დიდი ხანია უნდა. აღსანიშნავია, რომ სარატე პალასიოზე ძვირად ფასობს...

სნეიდერი: მანჩესტერი ალბათ არ გამოვა

ვესლი სნეიდერი კი ალბათ „ინტერში“ დარჩება. ყოველ შემთხვევაში, ასი პროცენტით ცხადია, რომ ჰოლანდიელი გამთამაშებელი „ინტერის“ მოსისხლე მტერ „მილანში“ არ გადავა, რაც მან გუშინ ოფიციალურად დაადასტურა. რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედს“: „ალბათ „ინტერში“ დავრჩები, რადგან არა მგონია, რომ სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს რამე შეიცვალოს. ცხადია, „მანჩესტერში“ გადასვლა თეორიულად ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ არა მგონია, რომ ბოლო დღეს რამე მოხდეს,“ - უთხრა სნეიდერმა „სქაი იტალიას“.

ახალი ბაჯო ბრეშადან

აქვე იმასაც გეტყვით, რომ „ინტერმა“ „ბრეშასთან“ შეთანხმებას მიაღწია და 16 წლის ნიჭიერი თავდამსხმელი ლორენცო ტასი დაისაკუთრა. ფორლანის ტრანსფერის ფონზე ამ ინფორმაციის გაჟღერება მარტო იმიტომ ღირდა, რომ ტასის იტალიაში „ახალ რობერტო ბაჯოს“ უწოდებენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის