ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

[VIDEO] U21. სიგუას დუბლი და გამორჩეული ნარიმანიძე - საქართველოს ნაკრებმა მალტას სძლია

[VIDEO] U21. სიგუას დუბლი და გამორჩეული ნარიმანიძე - საქართველოს ნაკრებმა მალტას სძლია

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი მალტა 4:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია ჩვენი გუნდის კაპიტნის სიგუას დუბლი და „ზილინას“ 20 წლის ცენტრალური მცველის ნარიმანიძის (სიმაღლე 191 სმ) კარგი თამაში.

სტუმრები დებიუტში დაწინაურდნენ, რის შემდეგაც მასპინძლებმა შეუტიეს და შედეგსაც მიაღწიეს - ორი გოლი თავით გაიტანეს. ჯერ საჯარიმოდან პარკაძის ჩაწოდებულ ბურთს წულუკიძემ მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი, მერე კი ნარიმანიძის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, სიგუამ აბელას დაასწრო და ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა. პირველი ტაიმის ბოლოს ნარიმანიძემ ისევ შორიდან დაარტყა და სისონსს კარის ცხრიანში გაუტანა.

მატჩის მეორე ნახევრის დასაწყისში მეტოქე იერიშებზე გადმოვიდა და მომენტებიც შექმნა: ზედ კარის ხაზიდან ნახტომში ბურთი ნარიმანიძემ გამოიტანა, ხოლო ცოტა ხანში პიტსმა ბურთი ხარიხას გაარტყა. 68-ე წუთზე ნარიმანიძემ ტრავმა მიიღო და გიუნაშვილმა შეცვალა. შემდეგ სიგუამ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში 9 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 26 სექტემბერს, სახლში საბერძნეთთან ჩაატარებს.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“

საქართველო - მალტა 4:1

გოლები: 0:1 ელული (2), 1:1 წულუკიძე (9), 2:1 სიგუა (21), 3:1 ნარიმანიძე (42), 4:1 სიგუა (78)

საქართველო: ბერუაშვილი, ცეცხლაძე, ნარიმანიძე (გიუნაშვილი 68), ამისულაშვილი, ხარებაშვილი, დადიანი (ბერელიძე 89), ჯაფარიძე (დეისაძე 46), ეგოიანი, წულუკიძე (ჩიქოვანი 59), პარკაძე (ბართიშვილი 59), სიგუა

• გურულო

ე ბიჭო მიუშვით "აუეეე" მწვრთნელად ნაკრებში, 2 ნაკრებს შეგიკრავთ კაცი! ეს ვილია რომ არაფრის მაქნისია ვერ ხედაავთ?! 😀

• აუეეე

ფედერაციაააა ან დაახვევინეთ მაგ თქვენ ვილიას ან აჩვენეთ ნარიმანიძეს თამაში თან ძაან ხშირად …თან ისიც შეახსენეთ გერმან-საბერძნეთთან როდესაც ძაან ჭირდებოდა u-21 -ს წაართვა და იმისთვის რომ სკამზე დაესვა …და შეიგნეთ ყველამ რომ მომავლის ნაკრების დაცვის ბურჯები იქნებიან ( ყველას ბოდიში დანარჩენებს და დიდი მადლობა მაგრამ თანამედროვე მცველებს ჯერ მხოლოდ ესენი შეეფერება ხანდახან შეიძლება ლოჩოს ან დვალის ჩასმა მხოლოდ გამოცდილების აზრით მაგრამ მომავალი ასე თუ ისე ამათია მაგიტომაც ჯობს დროზე დაწყება რომ 1 წლის შემდეგ მივიღოთ ისეთი დაცვა რომელიც 8-10 წელიწადს გაქაჩავს )ნარიმა -გოგლიჩა- საზონოვი და გელაშვილი რაც დროზე აათამაშებთ ამათ მით დროზე შეიკრება ჯერ დაცვა და მერე მთლიანად ნაკრები …სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ასე რომ დაიწყეთ დროზე ამ ბიჭების ადაპტირება ნაკრებში ამ ერთა ლიგის მომგები ვილი მაინც არ არის და კვარა ვერ მოიგებს 6 თამაშს ზედიზედ …თუ არ გვინდა გავანიავოთ ეგ ოქროს თაობა ( როდის იქნება კიდევ კვარა ჩაკვე მამარდა მიქაუტაძე გოჩო აზარა ზურიკო კიტე ამდენი სუპერები ერთად პლიუს ამათ წამოეწევა ეგოიანი სიგუა ხარება ბართი სალია ეგებ გაიღვიძონ ლომინაძე ოდიშარიამ გაგნიძე-მამაგეიშვილებმა პლიუს მალე უმცროსი კვარაც მოდის) ნორმალური მწვრთნელი ამათგან 2 კარგ ნაკრებს შეკრავდა და ეს … ვილიკა ერთსაც ვერ ახერხებს ვერ რისკავს თუ ვერ ხედავს რა ბიჭები წამოვიდნენ სვანაძიდან .. და ეგ ვერ ხედავს მიუშვით სვანაძე მაინც ვერ მოიგებს ერთა ლიგას ვილია და სამაგიეროდ სვანაძე ამ ბიჭებით პირდაპირ ევროშესარჩევზე დადებს შედეგს … არც ვილია საჭირო და არც სხვა უცხოელი ამათ ყველას სვანა მოხარჩულს იცნობს ყველამ გამოიარა მის ხელში 4 წლის განმოვლობაში წარმოუდგენელი შედეგები დადო გადაუარა ჯერ ინგლისს ბელგია ნიდერლანდები ხორვატის პორტუგალია საფრანგეთს ბოლო წამებამდის ეჭიდავა … პატარა ბავშვიც კი მიხვდება რომ თუ მიცემთ იგივეს გააკეთებს პირველ ნაკრებების დონეზეც და რატომ იცით ყველა ზემოდ ნახსენებ ნაკრებების ძირითადის 70% შედგება უკვე იმ ფეხბურთელებით ვისაც მოუგო ჩვენებმა მხოლოდ ჩვენ ნაკრებში არ წამოუწევიათ ის თაოებები ვინც ეგ გმირობები ჩაიდინა არია მხოლოდ ზურიკო წიტა და აზარა ისიც სკამზე ზიან უმეტესად დანარჩენების გამოძახებას არც კადრულობს ვილიკო …ასე რომ ფედერაციააა ნუ ზარმაცობთ გადახედეთ U-21 -ს წარსულს გაანალიზეთ ყველა შეხვედრები ვინებმა თუ როგორ ითამაშა ტოლ-სწორად გრანდებთან სად არიან დღეს მათი ფეხბურთელები და სად არიან ჩვენები რატომ არ დაეხმარეთ მათ სათანადო დონეზე მაგალითისთვის ყველამ ვიცით რომ საზონოვი ჯანმრთელად არის კლუბში ჩაგრავენ უბრალოდ რატომ ერთხელ მაინც არ ჩამოიყვანეთ შეკრებაზე გაშინაურებოდა ნაჯრებს 10-15 წუთი ლიეტუვასთან რიმ ეთამაშა რას დააშავებდა ?! მეორე მხვრივ მის კარიერას წაადგებოდა რომ რამე ვარიანტი გამოჩენოდა ახალი თუ დაგავიწყდათ მაგ ბიჭმა კარიერა კი არა ჯანმრთელობა გაწირა ნაკრებისთვის ახალგაზრდთა ევროზე რეანიმაციის პაციენტმა საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა …თუ ეგეთი ჯიგრით თავს დებს ნაკრებისთვის ნაკრებმაც რომ ხელი შეუწყოს ოდნავ ( თუნდაც შეკრაბაზე ჩამოსვლით უბრალოდ მსოფლიოს პრესა კიდევ გაიხსენებდა რომ ჯერ კიდევ არსებობს ეგეთი ფეხბურთელი საბა საზონოვი ) თუ ეგეთი ძვირი ჯდება თვითმფრინავის ბილეთები ?! პიარის გამო სანაკრებო სიაშიც მოხვედრა ეგეთ დროს წარმოუდგენელი დახმარებაა ფეხბურთელისთვის ხოლო ეგეთი მცველი ჩვენ ნაკრებს წარმოუდგელად სჭირდება ….თუ რა ეგეთები არ მომხდარა ჩევნს ნაკრებში იყო დრო 80% უთამაშებელი უკლუბო ფეხბურთები იყვნენ ( ჩაკვე სიყვარული პატივისცემა) თუ ჩაკვეს დაუდგა მაშინ ნაკრები გვერდში და ეს ყველას გაუხარდა იგივე მოხდებოდა საზონოვის შემთხვევაშიც პირადად მე და მგონი მარტო არ ვიქნები ჯანდაბას თუნდაც წაგვეგო ეგ ორივე თამაში საზონას გამო ოღონდ ის ისევ გამოჩენილიყო რადარებზე და რაღაც წინსვლა მიეღო კარიერაში …უცნაურად ჟღერს ?! შევახსენებ ყველას ეგეთი დონის და გამოცდილების მქონე მცველი ჩვენ ნაკრებს აღარ შემორჩაა …ასე რომ გაანძრიეთ ცოტა ტვინი და ცოტათი თუ მეტსაც თქვენითვე მიხვდებით რომ სანიოლი ნაკრებში დამთავრდა თან დღეს კი არა ესპანეთთან 1:7 -ის მერე ალბანეთთან 0:1 მერე მითუმეტეს …ხოლო რასაც თქვენ პლიუსად უთვლით აჰაა კიდევ დამტკიცდა ამ თამაშებში როგორც ადრე ჯერ კვარამ ათრია ნაკრები მერე მიქამ და ბიჭებმა რომ არა მამარდა ორივე თამაშს წავაგებდით …ე ხალხო ნაკრების სიის ჩამოწერა ყველას შეუძლია თან ეგ ამასაც არასწორად აკეთებს როგორც შეცვლებსაც …ხოლო ტაქტიკა და სხვა ეგეთი რამეები მისთვის ევერესტია ანუ ამ ცხოვრებაში მიუღწეველი მცნება …

• დიმიტრი დუშუაშვილი

mteli cxovreba krolis sunshi rom xar da krolshi rom xar gazrdili da imdeni ambicia ar gaqvs shennair krolian turqebs maic mougo

დაიწყო თამაში,სტუმრები შეტევაზე გადმოვიდნენ,მაგრამ ჩვენებმა საჯარიმოს წინა ხაზთან ბურთი მოიგდეს და სწრაფად კონტრშეტევაზე გაქცევა სცადეს,თუმცა წინ გაგდებული ბურთი იქვე დაიკარგა,ელულმა ბურთი მიიღო,წინ დაიძრა და ამ დროს რა მოხდა?-წინ გაქცეული ნახევარმცველები ელულის ზურს უკან აღმოჩნდნენ,ელულმაც წინ წაიწია და კარში დაარტყა.ამ დროს საჯარიმოში მყოფმა ორივე ცენტრალურმა მცველმა გვერდზე გაიწია და კარის მთელი სივრცე,ესე იგი დარტყმის სექტორი,გაუთავისუფლეს შემტევს.მეკარეს ხელს არავინ უშლიდა,არც დარტყმა წასულა ძალიან კუთხეში,მაგრამ თითქმის პენალტად ქცეული დარტყმა ვერ მოიგერია.ასეთი დისტანციიდან თავისუფლად დარტყმულ ბურთებს,ძალიან მაგარი და გამოცდილი მეკარეებიც ხშირად ვერ იგერიებენ,არათუ ახალგაზრდული ნაკრების მეკარეები.დამრტყმელზე ვიღაცა სასწრაფოდ უნდა ასულიყო და დარტყმის კუთხე შეემცირებინა,მაგრამ არავინ ავიდა და გოლი მივიღეთ.მერეც,ჩაწოდებულ ბურთებზე ბრძოლას ხშირად ვაგებდით და ისინი კარგად რომ ვერ ურტყამდნენ,ეგ არ ამცირებს ჩვენი შეცდომების ფასს.ნარიმანიძემ ძალიან მაგრად ითამაშა,ფაქტობრივად თამაში მან გააკეთა,თავისი დარტყმებით,მაგრამ ეს შეცდომები,მასაც აწევს და რაც მალე ისწავლის ტაქტიკურად სწორ თამაშს,მით მალე მიაღწევს მაღალ დონეს.წინა ნაკრებში საზონოვი და გოგლიჩიძეც ძალიან მაგრები იყვნენ,მაგრამ პოზიციური თამაშის ცოდნა მათაც აკლდათ და მშვენიერ კლუბებში წასულებმა,ამის გამო,იქ თავი ვერ დაიმკვიდრეს.ევროპაში რომ მიდიხარ,ეს ყველაფერი უკვე უნდა იცოდე და იქ,მხოლოდ ნიუანსები გქონდეს ასათვისებელი.სხვანაირად,ფერობას არავინ დაგიწყებს.ნარიმანიძე უკვე საქართველოს პირველ ნაკრებშიც იყო გამოძახებული და იქაც ვხედავთ,რომ ჩვენ მცველებს,სწორედ მაგ ტაქტიკურ ნაწილში უჭირთ და ინდივიდუალურად საკმაოდ ძლიერებს,გუნდურ თამაშში ექმნებათ პრობლემები.ნარიმანიძე უკვე სლოვაკეთში თამაშობს და ალბათ მალე,უფრო ძლიერ ლიგაში გააგრძელებს კარიერას.ტექნიკურად საკმაოდ ძლიერს,ტაქტიკური განათლებაც მაღალ დონეზე თუ ექნება,მის წინსვლას ხელს ვეღარაფერი შეუშლის და სწორედ ამაზე აქვს გაძლიერებულად სამუშაო.ეს რა თქმა უნდა სხვა ახალგაზრდებსაც ეხებათ.ამ ნაკრების დანიშნულება,პირველი ნაკრებისთვის კარგი შევსების მიწოდებაა და მიუხედავად იმისა,რომ ჯგუფიდან გასვლის შანსები დავკარგეთ,რამდენიმე ფეხბურთელს ნამდვილად შეუძლია პირველი ნაკრების დონეს მიაღწიოს.სათანადოდ მუშაობის შემთხვევაში,ყოველ მათგანს ექნება შანსი და რამდენად დაიხარჯებიან,ეს უკვე მათზეა დამოკიდებული.

• ლადო

ეგოიანი ეროვნულში!

• გრიშო

ჯამში, გამოვა შედეგი. მალე იქნება ეს ამბავი.

• ტოტტი

ნარიმანიძე არის ქართველი დომენიკ სობოსლაი

• Givi

არანაირი კომბინაციური თამაში როგორც დიდებში ისეა 21 შიც, ერთი განსხვავება სტანდარტულებიდან გააქვთ გოლები ახალგაზრდულს, რასაც ეროვნული ვერაფრით ახერხებს, რამდენი ჩვენს კართან მოვიდნენ იმდენი ხიფათი იყო, რა არეულობაა დაცვაში...

• jo

ბიჯო რამდენია სიმაღლეში და წონაში ბართიშვილი? ბართიშვილი გაუწევს წინააღმდეგობას და მოერევა ორთაბრძოლებში იტალიის, ინგლისის, გერმანიის და ესპანეთის ათლეტურ მცველებს? ამ ლიგების რომელ ფეხბურთელს უნდა აჯობოს ბურთთან მხრებით თამაშისას? ბართიშვილმა დიდი-დიდი გაქაჩოს შვეიცარიის, საფრანგეთის ლიგა-2, ჰოლანდიის, ერედდივიზიონში. მე პირადად ვქომაგობ ბართიშვილს და ღმერთმა ქნას უმაღლესი მწვერვალები დაეოყროს მარა, ფიზიკა ჯო, ფიზიკა და ჯანი.

• გიგო პაპა

ეგოიანი ძალიან საჭიროა ნაკრებში. ვიტინია-ნევეშივით შევუწყვილებდი ქოჩორაშვილს და ცენტრიც ჩვენი იქნებოდა. მერე გენეხათ პირველ ნომრად თამაში. ეჰ, რამდენ დროს გვაკარგვინებს ეს სანიოლი. რა გახდა ერთი პსჟ-ს მსგავსი მობილური და სულ მოძრავი გუნდის შეკვრა. არადა არიან ბიჭები, ასარჩევადაც კი გვაქვს საქმე.

• A

ვინ რა დადგება არავინ იცის,მაგრამ აქაც და დიდებშიც გუნდურ თამაშა ინდივიდუალურად თამაშობენ, ვისაც რა შეუძლია, მწვრთნელი უმთავრესია ნიჭის გამოსაყენებლად

• ჯაბა

იმედგაცრუება იყო ეს ორი თამაში.ორივე ცუდი საყურებელი. წინა თამაშებთან შედარებით უხარისხობა და უსახურობა უფრო მეტი იყო აქ.უკან მივდივართ სამწუხაროდ

• ალფა

სვანაძე არ არის იდეალური, თუმცა სხვა აქაურ არიფ მწვრთნელებთან შედარებით უდიდესი პლუსი აქვს, 90-95% შემთხხვევაში ფეხბურთელების სწორ სელექციას ირჩევს, ანუ უმეტესად იცის ფეხბურთელების გარჩევა მოყვარულებისგან. დაემშვიდობეთ სვანაძეს და ეს პროცენტი საგრძნობლად დაიწევს ქვემოთ. მერე ისეთ ფეხბურთელებს ელოდეთ, რომელთაგან ზოგს ფეხბურთის წაკითხვის უნარი რო არ აქვს და ზოგმა რო ბურთის გაჩერება არ იცის. რაც დაბალ ასაკობრივ ნაკრებებში ხდება.

• გიორგი

სასწრაფოდ აუცილებელია კვალიფიცური მწვრთნელები განათლებით. აშკარაა საფეხბურთო განათლების დეფიციტი ახალგაზრდებში

• Gio

Zaan Cudi tamahi..

• ახმეტელი

ნარიმანიძის გარდა პოზიტივი საერთოდ არ ყოფილა არანაირი.ყოვლად უხარისხო უაზრო თამაში. სიგუა 4 წელია უფროსებში თამაშობს და უნდა გამოირჩეოდეს კიდეც,თან მალტა საბურთალოს უ17ზე ძლიერი არ ყოფილა არანაირად და გოლის გარდა 3 მომენტიც შეგვიქმნა სულ ცენტრალური ზონიდან და დაიწყებენ ახლა ხელი ეტყობა ამ ნაკრებსო. რაც ვნახეთ ძალიან არა ორგანიზებული,ქაოსური, გაუგებარი სანახაობა იყო.მომავალში მეტ სიდინჯეს და წარმატებებს ვუსურვებ

• ჰალუდა ჰუიაური

სვარკა თამაში! სვანაძის მწვრთნელობა არ გაიშვას......

• ალფა

ორივე, სიგუა და ნარიმანიძე უახლოეს მომავალში საქართველოს ნაკრებში უნდა იყოს. ბართიშვილი მომავალი კვარა ჩანს თუ რამემ არ შეუშალა ხელი.

U17 | უელსი 2:2 საქართველო - პირველი ადგილი B ლიგის ჯგუფში

U17 | ანდორა 0:1 საქართველო

U17 | სან მარინო 1:4 საქართველო

რუმინეთის ნაკრებს ჰაჯი ჩაუდგა სათავეში

საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს

ვახტანგ ლოლუა და რამაზ ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" სამიზნეები ცნობილია

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა: პლეი ოფის წყვილები ცნობილია

აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა

შერმადინის 16 და რიდის 31 - ქართული ლეგიონის ამბები

შერმადინმა "რეალს" 16 ქულა ჩაუგდო - "ტენერიფემ" გაიმარჯვა

"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

კიტეიშვილის მე-17 გოლი და "შტურმის" ფრე უახლოეს მდევართან

[VIDEO] ქვილითაიას პირველი ფრანგული გოლი და "მეცის" მორიგი მარცხი

[VIDEO] ქვილითაიამ ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა

[VIDEO] ზივზივაძემ ბუნდესლიგაში ისევ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" მაინც დამარცხდა

[VIDEO] ტრავმირებული მამარდაშვილი საკაცით გაიყვანეს - "ლივერპულმა" "ევერტონს" მოუგო

[VIDEO] ტრავმირებული მამარდაშვილი შეცვალეს

[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!

"ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება" - ენრიკემ საფონოვის პროგრესსა და ძირითადი მეკარის სტატუსზე ისაუბრა

ორი მთავარი სამიზნე შეტევაში - პსჟ-მა ტრანსფერებზე მუშაობა უკვე დაიწყო

თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ჟოზეს დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, "რეალი" კიდევ ერთხელ ჩაიბაროს

U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის

U21 | მალტა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში "სენტენარიზე"

U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

U21. ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] U21. მსაჯმა თამაში გააფუჭა - საქართველოს კაცნაკლულმა ნაკრებმა ლატვიასთან ქულები გაიყო

21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ

U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

U21 | ახალგაზრდული ხვალ ლატვიას დაუპირისპირდება