"ტორპედოს" 18 წლის მოთამაშე "იაგელონიამ" ნახევარწლიანი იჯარითა და ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებით შეიმატა
საფეხბურთო კულუარებში იყო ლაპარაკი, თითქოს ბოლნისის "სიონში" ითამაშებდა 19 წლის ტორპედოელი, ასაკობრივი ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი მერაბ გიგაური, მაგრამ ეს ხმები ხმებადვე დარჩა.

გიგაური ამჟამად პოლონეთშია და ექსტრაკლასას ბიავისტოკის "იაგელონიაში" ვარჯიშობს, რომელიც ხუთი ტურის შემდეგ 8 ქულით მე-7 ადგილზეა.

კლუბის ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა ვოიცეხ კობეშკომ გიგაური დადებითად დაახასიათა, პოლონელი თანატოლების ფონზე კარგად გამოიყურება და არ არის გამორიცხული, 18 წლის ქართველი ძირითად შემადგენლობაში გადავიყვანოთო.

გუშინ, 30 აგვისტოს საღამოს კი "იაგელონიას" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიგაურმა, რომელიც ამ კლუბამდე ლოძის "ვიძევში" ვარჯიშობდა, ტესტები წარმატებით ჩააბარა და კლუბში ჩაირიცხა.

გიგაური იჯარით იაგელონიელია

ქუთაისის "ტორპედოს" 18 წლის მოთამაშე მერაბ გიგაური "იაგელონიამ" ნახევარწლიანი იჯარითა და ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებით შეიმატა. გიგაური საყრდენი ნახევარმცველია და იგი ცოტა ხნის წინ "ტორპედომ" გასინჯვაზე გამოუშვა.

"ამ ახალგაზრდას თავის ქვეყანაში ნიჭიერი ფეხბურთელის რეპუტაცია აქვს. ფიზიკურად კარგად არის მომზადებული და გასული სეზონი მთავარ გუნდში მაღალ დონეზე ჩაატარა", - თქვა "იაგელონიას" მთავარმა მწვრთნელმა ჩესლავ მიშნიევიჩმა.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ქართველის აყვანა კლუბს მაშინაც სურდა, როდესაც იგი ლოძის "ვიძევში" ვარჯიშობდა.

"პოლონეთის ექსტრაკლასაში ნიკა ალამიძის კარგმა თამაშმა გვაფიქრებინა, რომ საქართველოში ნიჭიერი მოთამაშეები იზრდებიან და ასეთების ძიება ჩვენც დავიწყეთ", - აღიარებს "ყვითელ-წითლების" მწვრთნელი" - იუწყება "აიაგელონიას" პრესსამსახური.

მერაბ გიგაური

დაიბადა 1993 წლის 5 ივნისს თბილისში

პოზიცია: საყრდენი ნახევარმცველი.

სიმაღლე: 182 სმ, წონა 75 კგ.

კარიერა:

2008-2009 "ავაზა-ვისოლი"

2009-2010 - ქუთაისის "ტორპედო" (20 მატჩი, 1 გოლი)

2011 - "იაგელონია"

სანაკრებო კარიერა:

საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები

2010 წელს ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ჩეხეთში გიორგი დევდარიანის ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრებში.

სხვათა შორის, გიგაურს საქართველოს ჩემპიონატში ერთი გოლი აქვს გატანილი, მაგრამ რა გოლი - სწორედ მისი ზუსტი დარტყმით გაიმარჯვა ქუთაისის "ტორპედომ" გასულ სეზონში "ზესტაფონთან" საშინაო შეხვედრაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

geosochi
ადმინ ერთი პატარა კითხვა მაქვს, თქვენ საიტზე ვერ ვრეგისტრირდები ვერანაირად სამწუხაროდ! რეგისტრაციის დამთავრების დროს წერს (ეს სახელი/პაროლი უკვე გამოიყენება. გთხოვთ სცადოთ სხვა.) იქნებ როგორმე დამეხმაროთ. წინასწარ მადლობა!
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა