ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში "ბაიერნმა" სახლში "რეალს" 4:3 სძლია, ორრაუნდიანი დაპირისპირება 6:4 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა კამავინგამ ორი ყვეთელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია, რის შემდეგაც ლუნინს დიასმა და ოლისემ გაუტანეს და "რეკორდმაისტერმა" გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ განაცხადა, რომ მსაჯმა კამავინგას გაძევებით თამაში "გააფუჭა".

"წითელი ბარათი? ასეთ ეპიზოდზე ფეხბურთელს არ უნდა აძევებდე. დარწმუნებული ვარ, მსაჯმა არ იცოდა, რომ მას ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა. მან ძალიან ლამაზი და თანაბარი დაპირისპირება გააფუჭა.

რა შემიძლია ვთქვა? ჩემი ფეხბურთელების თამაშით ძალიან ვამაყობ. მათ წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს. ლა ლიგის მოგება გაგვიჭირდება, მაგრამ მუშაობას გავაგრძელებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ", - განაცხადა არბელოამ.

ცნობისთვის, "ბაიერნმა" "რეალს" პლეი-ოფში 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია.

თბილისი
რეალი რომ მსაჯებზე წუწუნს დაიწყებს, იგივე ბაიერნთან 3 თამაში მსაჯებმა მოაგებინეს, ანალოგიურია იუვენტუსის შემთხვევაც, ფლორენტინო მსაჯებთან გარიგების დიდოსტატია, მაგრამ აქაც შეეკვეცა ფრთები, ვიდეო-რეფერის და მის მიერ მოგონილი ლიგის გამო აღარც ტექნიკა სწყალობს, აღარც უეფა, თუმცა მაინც ახერხებს რაღაცას,თუნდაც მადრიდში ოლისეზე აშკარა პენალტი და დელიხტის გოლის ეპიზოდში თამაშის გაჩერება რად ღირს
555
პირველი ყვითელი ბარათის ეპიზოდში კამავინგამ აიღო ე.წ.ტაქტიკური ფოლი, აკრძალული ხერხით ჩაშალა მეტოქის სწრაფი შეტევა.მეორე ყვიღელს რაც შეეხება ბურთი გადააგდო, ანუ არ მისცა მოწინააღმდეგეს ბურთის სწრაფად გათამაშების შესაძლებლობა. ვიყოთ ობიექტურები და ვთქვათ რომ სხვა ნებისმიერი თამაშის დროს, მსგავსი მოქმედება ხომ იქნებოდა საყვითლე? რა უნდა არბელოას არ მესმის, მსაჯი ამ მომენტში იყო 100% იანი.
"თბილისი", ერიჰაა !
ძაან პრეტენზიულია შენი ნიკი - "თბილისი" (შენ ხარ თბილისი ? 😅) და კატეგორიულ-დიდაქტიკური განსჯა და მსჯელობის მცდელობაც -🧐 ... "მასწავლებელი" ხარ ? 🙂
აჭიკჭიკდებით - ო ვის მიმართავ ?!
ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ვინც შენგან განსხვავებულად ფიქრობს ?! ჰოო... შენ (!) უდავოდ ძალიან ზრდი-ლ-(ობიან)ი ხარ ...
ბოცო
ჯერ ერთი,როგორც პირველი ისე მეორე გაფრთხილება ბაიერის სწრაფი შეტევის ჩაშლისთვის მიიღო, ანუ შეგნებულად აიღო ე.წ. ტაქტიკური ფოლები, ამას დაუმატეთ ბურთის განზრახ გადაგდება და მერე ხელში აღება, რა არის საკამათო არ მესმის!! - წესების მიხედვით, ორივე 100%-იანი ყვითელი იყო. მეორეც, რეალი რომ ხარ და 86 წუთზე კაც გაგიგდებენ კი უნდა შეძლო დარჩენილი 3-5 წუთი კარი მშრალად შეინახო, დამატებითში კი რაღაცეების გადაწყობაც შეიძლებოდა და ისეთ შემტევების პატრონს გამარჯვებაზეც შეეძლო ფიქრი თუ არა და 100 მეტრიანებშიც იყო შანსი.
hi
კიდე კაი აქაურები არ წყვეტენ ყველაფერს თორემ რეალი 15-ჯერ ვერ აიღებდა ნამდვილად ჩემპიონთა თასს. გასკდით გულზე და ურტყით დისლაიქები, რეალი ყველაზე მაგარი გუნდია მსოფლიოში და მის ტიტულებს ვერ დაეწევა ვერავინ ათწლეულების მანძილზე (სავარაუდოდ ვერც ვერსადროს):):):)
მალხაზი
დავუშვათ, ბაიერნი ყოფილიყო წინ იმ მომენტში და მის რომელიმე გაფრთხილებულ ფეხბურთელს ასე ემოქმედა და მსაჯს არ გააგდო, მერე ხომ სხვანაირად აჭიკჭიკდებოდა არბელოა?
ანუ, არ უნდა ეთქვა ? :)
არ აქვს უფლება თქვას, როცა მსაჯი თამაშს ც აფუჭებს ?! არა და, ისეთი შთაბეჭდილენა დარჩა, რომ : 1. მსაჯმა დაგვიანებითვ გააკეთა, დააგვიანა რეაგირება; 2. აშკარად არ(ც) ახსოვდა, რომ კამაბინგა სულ რამდენიმე წუთის წინ "გაყვითლებული" ჰყავდა და შესაბამისად, ეს მეორე ყვითელი, ანუ უკვე "წითელი"/გაგდება გამოდიოდა ... პ.ს. მადრიდშიც პენალტი(ც) აშკარა(ც) არ ყოფილა და არც არავინ ამტკიცებს, რომ უდავო(დ) და 100%-ანი იყო ! მეტიც, მსაჯის გადაწყვეტილება არავის უთქვამს გადაჭრით, რომ უნფა დანიშნულიყო, "ბავარიის" გულშემატკივრებისა და (თქვენნაირი ?😉) ე.წ. ანტირეალისტების გარდა.
Გიო
Მადრიდში ბოლო წუთზე 100% პენალტი რომ არ დაგინიშნა მაგაზე რას იტყვი კარგი მსაჯი იყო? Რეალის მწვრთნელი მსაჯზე რამეს რომ იტყვის

კამავინგას გაყიდვაზე იყო ლაპარაკი.თვითონ კი წასვლა არ სურსო და ისიც კი ვიფიქრე,შეგნებულად ხომ არ მიიღო მეორე გაფრთხილება და კარი გაიჯახუნაო.იმდენად გამომწვევი იყო მისი საქციელი,რომ ეს ვარიანტი სრულიად დასაშვებად მეჩვენება.
Barmalei
პროფესიონალი ფეხბურთელი როცა იქცევა ასე იდიოტურად თავის თავს უნდა დააბრალოს და სხვა არავის. ფეხბურთის წესები იცით? ეგ 100% ყვითელი იყო. და თუ უკვე გაქ ყვითელი ათმაგათ უნდა იყო კონცენტრირებული იმაზე , რომ მეორე არ მიიღო. ამან კი ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთა. კამავინგაა დამნაშავე, მე საერთოდ გავაგდებდი გუნდიდან...

გასაგებია არბელოას გულის დაწყვეტა,მაგრამ მატჩი,სულ რამდენიმე წუთში,ორი დიდებული გოლით დასრულდა.კამავინგას მეტი თავდაჭერილობა მართებდა,მან კი,თითქოს მსაჯი გამოიწვია.წესებით,სასტვენის შემდეგ,ბურთს თავი უნდა გაანებო!როდესაც ვიღაცას იწვევ,ისიც უნდა დაუშვა,რომ გამოწვევას მიიღებენ.
333
რეალის გოლებზე პრობლემა ნამდვილად არ ყოფილა. მეორე გოლზე ჯარიმის ეპიზოდი ჩავლილი იყო, როცა ჯარიმა უნდა დანიშნულიყო იმ შეტევის შემდეგ ბურთი დაკარგა რეალმა მერე ისევ დაიბრუნა და მერე გავიდა გოლი. შენი ლოგიკით მეათე წუთზე თუ შეცდა მსაჯი და ჯარიმა არ დანიშნა და 30-ე წუთზე გოლი გავიდა არ უნდა ჩათვალოს მსაჯმა??? თუ არ დანიშნული ჯარიმის ეპიზოდ მოყვა გოლო ამ შემთხვევაში კი ბატონო გასაუქმებელია მაგრამ გუშინ სხვა შემთხვევასთან გვქონდა საქმე
თბილისი
რეალი რომ მსაჯის შეცდომებზე დაიწყებს საუბარს, მითუმეტეს ბაიერნთან, კაშაის და შაქირის მსაჯობის ფონზე. პ.ს. არარსებული ჯარიმა, რომლის შემდეგაც რეალმა მეორე გოლი გაიტანა და სტანიშიჩზე ფოლი, რომელიც არ დაფიქსირდა, რამაც მესამე გოლის კონტრშეტევა განაპირობა, არ ითვლება?
"4 წელია აქ თამაშობენ და ინგლისური არ იციან, იტალიაში კი..." - ოლივერ გლასნერმა საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა
"მისი განცხადება კოლონიალისტურად ჟღერს" - ასუ-ეკოტომ მბაპე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა
"ესპანეთი სპორტის ყველა სახეობაში ასეთი წარმატებული ამ მიზეზის გამოა" - პეპ გვარდიოლა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში OAKA არენაზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 მეშახტე. ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა დასრულდა...
სანიოლი გამოირიცხა - პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გადაყენებას გადაურჩა
შევჩენკოს შვილმა ინგლისის მეშვიდე დივიზიონში გუნდი გამოიცვალა
ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 ტორპედო. ისევ ტორპედოელი, ისევ ლეგიონერი...
"ბაიერნმა" მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა
რონალდოს გაასწრო და ბეილთან ერთ ნაბიჯშია - მბაპე უკვე "რეალის" ტოპ 20-შია
"საბაჰს" ესპანური გუნდის ფილოსოფია აქვს" - რა თქვა ფლიკმა აზერბაიჯანული მატჩის წინ
კვარაცხელიას და დუეს შემცვლელი სკანდალურად ცნობილი ფეხბურთელი იქნება? - პსჟ-ის ახალი ვარიანტი აქვს
"თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი ამიტომ ვთქვი" - გვარდიოლამ "სკუადრა აძურას" შესაძლო ჩაბარებაზე ისაუბრა
"ფროზინონეს" სტადიონს იტალიაში საქართველოს ელჩი ესტუმრა
გადაწყვეტილება შეიცვალა - აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად სენეგალი გამოცხადდა
[VIDEO] "არსენალმა" "დორტმუნდს" ვერ მოუგო - "რეალმა" პსვ გაანადგურა და უდანაკარგოდ მიიწევს წინ
ლომი არსად ჩანდა - სტამბოლელმა "ლომებმა" "ასტონ ვილას" მოუგეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 დინამო (თბ). მათეს გახარება - "დინამო" ვაწაძემ გადაარჩინა!
ლუის ენრიკე: გგონიათ, "კვარას" და დუეს გამო ვიტირებთ და ვიწუწუნებთ?
ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გოგლიჩიძის თანაგუნდელის შეძენა ტოპ-კლუბებს სურთ
მატჩის დღე! ხვიჩასა და დუეს გარეშე - ესპანური გუნდი საქართველოში
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
მატჩის დღე! ხვიჩასა და დუეს გარეშე - ესპანური გუნდი საქართველოში
[VIDEO] "არსენალმა" "დორტმუნდს" ვერ მოუგო - "რეალმა" პსვ გაანადგურა და უდანაკარგოდ მიიწევს წინ
არბელოამ შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
მძიმე ვითარება "რეალში" "ბარსელონასთან" მატჩამდე - გუნდში შიდა დაპირისპირებაა
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
"ბაიერნმა" მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ცოლი ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში 17 წლით უმცროსი გოგოს გამო მიატოვა - ნოიერის კრიტიკას ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელების პარტნიორებიც შეუერთდნენ
[VIDEO] ისაკის დუბლი, ალისონის საგოლე პასი - "ლივერპულმა" "ბრიუგეს" დიდი ანგარიშით მოუგო
მათი მოსაწონი არავინაა - ცნობილია რა მეტსახელი შეარქვეს "რეალის" ფეხბურთელებმა მთავარ მწვრთნელს
"ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ" - "საბაჰის" მწვრთნელი "ბარსელონასთან" 1:4 მარცხის შემდეგ
"ოქროს ბურთი"? საერთოდ არ მაინტერესებს" - ჯუდ ბელინგემი
"ფრთხილად იყავით!" - ტიერი ანრიმ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
"მისი განცხადება კოლონიალისტურად ჟღერს" - ასუ-ეკოტომ მბაპე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს