შემოგთავაზებთ არგენტინის პრიმერადივიზიონის აპერტურას მეოთხე ტურის მიმოხილვას

არგენტინა. პრიმერადივიზიონი, აპერტურა. IV ტური

"გოდოი კრუსი"-"ბანფილდი" 1:0

გოლი: 1:0 რამირესი (55)

"ესტუდიანტესი"-"სან მარტინი" 2:2

გოლები: 1:0 გ. ფერნანდესი (8), 2:0 ბოსელი (20), 2:1 მასი (45), 2:2 ნუნიესი (66)

გაძევება: სელაი (81. ესტუდიანტესი)

"რასინგი"-"არსენალი" 0:0

გაძევება: გუტიერესი (54. რასინგი), ვიოლა (85. რასინგი), ორტისი (79. არსენალი)

"ლანუსი"-"ტიგრე" 0:0

"ატლეტიკო"-"ოლიმპო" 3:1

გოლები: 1:0 ა. კასტრო (39), 2:0 განდინი (67-პენ), 3:0 სერანო (76), 3:1 ბარიერო (89)

"ველესი"-"ოლ ბოისი" 0:1

გოლი: 0:1 პერეა (68)

გაძევება: სოტო (51. ოლიმპო)

"კოლონი"-"სანტა ფე" 0:2

გოლები: 0:1 როსალესი (8), 0:2 მონტერო (18)

გაძევება: მორენო ი ფაბიანესი (81. კოლონი)

"ბელგრანო"-"ნიუელსი" 2:3

გოლები: 1:0 ტურუსი (8), 2:0 მალდონადო (13), 2:1 აკინო (42), 2:2 ნოირი (67), 2:3 ნოირი (70)

"ბოკა"-"სან ლორენსო" 1:1

გოლები: 0:1 მენდესი (29), 1:1 ცვიტანიჩი (50)

"არხენტინოსი"-"ინდეპენდიენტე" 0:0

თ მ ფ წ ბ ქ

1. ატლეტიკო 4 3 0 1 8-5 9

2. ბოკა 4 2 2 0 6-1 8

3. რასინგი 4 2 2 0 5-1 8

4. ლანუსი 4 2 2 0 2-0 8

5. სან ლორენსო 4 2 1 1 6-3 7

6. ველესი 4 2 1 1 5-2 7

7. კოლონი 4 2 1 1 4-4 7

8. სან მარტინი 3 1 2 0 4-3 5

9. ნიუელსი 4 1 2 1 4-4 5

10. ტიგრე 4 1 2 1 4-4 5

11. ოლ ბოისი 4 1 2 1 4-4 5

12. სანტა ფე 4 1 2 1 3-5 5

13. არსენალი 4 1 1 2 4-4 4

14. ინდეპენდიენტე 3 1 1 1 1-1 4

15. გოდოი კრუსი 4 1 1 2 3-6 4

16. ბელგრანო 4 0 3 1 4-5 3

17. არხენტინოსი 4 0 3 1 3-5 3

18. ოლიმპო 4 0 2 2 2-5 2

19. ესტუდიანტესი 4 0 2 2 2-5 2

20. ბანფილდი 4 0 0 4 0-7 0

ბომბარდირები: 3 - განდინი (ატლეტიკო), გუტიერესი (რასინგი), მატოსი (ოლ ბოისი); 2 - კასტრო (ატლეტიკო), ჯილიოტი (სან ლორენსო), ლეგისამონი (არსენალი), მაჯოლო (ტიგრე), მენდესი (სან ლორენსო), ნოირი (ნიუელსი), რამირესი (გოდოი კრუსი), ვიატრი (ბოკა).

მომდევნო ტური

2 სექტემბერი: "ნიუელსი"-"კოლონი", "ტიგრე-ბანფილდი", "სან ლორენსო"-"ბელგრანო".

3 სექტემბერი: "არსენალი"-"გოდოი კრუსი", "ოლ ბოისი"-"რასინგი", "ლანუსი"-"ესტუდიანტესი".

4 სექტემბერი: "სან მარტინი"-"არხენტინოსი", "სანტა ფე-ატლეტიკო", "ინდეპენდიენტე-ბოკა", "ოლიმპო-ველესი".

"ბოკა ხუნიორსმა" ჩემპიონატში პირველი გოლი გაუშვა და ლიდერობა რაფაელას "ატლეტიკოს" გადააბარა. მართალია, აპერტურა ჯერ მხოლოდ 4 ტურის დაწყებულია, თუმცა ვინ იფიქრებდა, რომ პრიმერას სათავეში კარლოს ტრულეტის დებიუტანტი გუნდი მოექცეოდა, რომელმაც 4-დან 3 მატჩი მოიგო.

ტურის მოვლენები

ჩემპიონატს ერთპიროვნული ლიდერი პირველად ჰყავს, აქამდე "კოლონი", "ველესი", "რასინგი", "ბოკა" და "ლანუსი" ერთდროულად ლიდერობდნენ, მაგრამ ყველა მათგანმა გაანიავა ქულები მე-4 ტურში და ბურთი და მოედანი რაფაელას "ატლეტიკოს" დაუთმო.

სანტა ფეს დერბი დიდი მოულოდნელობით დასრულდა, "უნიონ სანტა ფემ" "კოლონის" მოედანზე 1989 წლის მერე პირველად მოიგო, ეს ამ კლუბის პირველი გამარჯვებაა ელიტაში 8-წლიანი შესვენების შემდეგ. ამ შეხვედრას "შესაფერისი" გაგრძელებაც მოჰყვა - გუნდური ჩხუბი.

არგენტინულ სეზონში მწვრთნელის პირველი თავიც დაგორდა, არავისთვის იყო საეჭვო, რომ "ბანფილდის" თავკაც სებასტიან მენდესს ზედიზედ მეოთხე მარცხს აღარ შეარჩენდნენ. მისი შემცვლელი ცნობილი სპეციალისტი რიკარდო ლავოლპეა, რომელსაც იმით გამოარჩევენ, რომ მისი გუნდები არასანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ, ხოლო თავად ლავოლპეს მუდმივად მოსდის კონფლიქტები ფეხბურთელებთან. ამის მიუხედავად, ლავოლპეს ხშირად კარგი შედეგებიც აქვს ხოლმე.

ჩემპიონატში პირველი მოგებები "უნიონის" გარდა "ოლ ბოისმა", "ნიუელსმა" და "გოდოი კრუსმა" იზეიმეს, თუმცა კიდევ 4 კლუბს არ მოუგია ჩემპიონატში. "ნიუელს ოლდ ბოისმა" შესანიშნავ სტილში მოიგო, "კეთროვნები" სტუმრად "ბელგრანოსთან" 0:2-ს აგებდნენ, თუმცა შეხვედრის ჩარხის შემობრუნება შეძლეს.

"ველეს სარსფილდმა" პირველად ითამაშა ურუგვაელი ლიდერის სანტიაგო სილვას გარეშე ("ფიორენტინაში" წავიდა) და გუნდმაც ეგრევე წააგო.

ტურის პოლემიკა

დიდი პოლემიკა მოჰყვა "ბოკა ხუნიორსის" საპასუხო გოლს "სან ლორენსოს" კარში. 50-ე წუთზე 27 წლის დარიო ცვიტანიჩმა (რომელიც "აიაქსიდან" გემახსოვრებათ) ახლო მანძილიდან თავით გაიტანა, თუმცა მეტოქის მცველი კრისტიან ტულა და სტუმართა მთელი გუნდი თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას ითხოვდა.

საქმე იმაშია, რომ ტულამ, როცა შეხედა, რომ ცვიტანიჩზე პასი კეთდებოდა, პირითი ხაზი გადაკვეთა და მოედნის მიღმა გავიდა. მსაჯმა წესის მიხედვით იმოქმედა, როცა მცველი განზრახ გადის ეპიზოდში მოედნიდან თამაშგარე მდგომარეობა არ ითვლება. ეს რომ ასე არ იყოს, მეტოქეთა შეტევების ჩაშლის საოცარი მეთოდების მოგონება შეიძლება...

ტურის ციფრები

გუნდები ჯერ ვერ შევიდნენ სეზონის რიტმში, ტურში მხოლოდ 19 გოლი გავიდა, ერთით მეტი სტუმრების ანგარიშზეა. ტურში ერთადერთი დუბლის ავტორი რიკარდო ნოირია, რომელმაც "ნიუელსს" გამარჯვება დრამატულ მატჩში მოუტანა.

ბომბარდირთა დავას 3 გოლით ლიდერობენ დარიო განდინი, ტეო გუტიერესი და მაურო მატოსი, რომელმაც ახლახან "ნაპოლიში" გადასვლაზე უარი განაცხადა. განდინმა და მატოსმა ამ ტურშიც გოლებით გამოიჩინეს თავი, აი, კოლუმბიელმა გუტიერესმა კი - გაძევებით.

ტურის მატჩი

"ბოკა" VS "სან ლორენსო"

ტურის გმირი

რიკარდო ნოირი (ნიუელსი)

ტურის გოლები

გაბრიელ მენდესი ("სან ლორენსო")

პაულო როსალესი ("სანტა ფე")

"რეალ მადრიდი" მეორე წრეში

"რეალ მადრიდი" არგენტინის თასის მეორე წრეში გავიდა. დიახ, არაფერი შეგვშლია - ქალაქ რიო-გრანდეს (ცეცხლოვან მიწაზეა) კლუბს ზუსტად ასე ჰქვია - "რეალ მადრიდი". სწორედ ეს "რეალი" გავიდა შემდეგ ეტაპზე მას შემდეგ, რაც "ლოს კუერვოს დელ ფინ დელ მუნდო" პენალტების სერიაში დაამარცხა. სხვათა შორის, წაგებულ გუნდს უფრო საოცარი სახელი ჰქვია - ქართულად ასე ითარგმნება: სამყაროს დასალიერის ყვავები!

რივერი მალე დაბრუნდება

ამასობაში მეორე დივიზიონში გავარდნილი "მილიონარიოსი" ანუ "რივერ პლეიტი" თამაშს თამაშზე იგებს ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. "რივერმა" 3:1 მოუგო "დეკამპარადოსს", ერთ-ერთი გოლი კი "ვალენსიას" ყოფილი შემტევის, ალეხანდრო დომინგესის ანგარიშზეა. დედაქალაქელებს 3 ტურიდან 9 ქულა დაუგროვდათ.

"მინდა "რივერი" ელიტაში დაბრუნდეს. ყველაფერი მესმის, ვთამაშობთ ისეთი გუნდების წინააღმდეგ, რომლებთანაც საერთო არაფერი გვაქვს, ჩვენ ხომ დიდი ჩემპიონები ვართ. აქ ჩვენ არაფერი გვესაქმება", - განაცხადა რამონ დიასმა, რომელსაც 30 აგვისტოს 52 წელი შეუსრულდა.

რიკელმეს გასაჭირი

ხუან რამონ რიკელმეს კვლავ პრობლემები აქვს, მუხლმა შეაწუხა, რის გამოც ნახევარმცველი სეზონის მთავარ კლასიკოს, "ბოკასა" და "ინდეპენდიენტეს" მატჩს გამოტოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა