ჩემპიონთა ლიგა ნახევარფინალებით ბრუნდება, სადაც ზედიზედ მეორე წელია დიდი მოტივაცია გვაქვს, ხვიჩა კვარაცხელიას ვქომაგობთ.

დღეს, 23:00 საათზე, სწორედ პსჟ-ბაიერნია.

ლუის ენრიკეს გუნდი აღარ ხუმრობს. დაამარცხო ულაპარაკოდ "ჩელსი" და "ლივერპული", გაიტანო ამდენი გოლი და ზედიზედ მესამედ ითამაშო ნახევარფინალში, ცოტა როდია. აღარ ხუმრობს ხვიჩა კვარაცხელიაც, ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის ნამდვილი ლიდერი და კაცი, ვინც განსხვავებას ქმნის.

პარიზელებს შეულძლიათ, ჩემპიონთა ლიგაზე მეასე მატჩი მოიგონ. და როდის იყო პირველი? - 1994/95 წლების სეზონში, სწორედ მიუნხენის "ბაიერნთან".

პსჟ-ს ნახევარდაცვის მეტრონომი ვიტინიაა, ვინც ახლა ტრავმირებული იყო და დაბრუნდა, მაგრამ ზუსტი მდგომარეობა არ ვიცით და ამასობაში, ბრაზილიელმა ბერალდომ ცენტრალური ნახევარმცველობის საოცარი უნარები გამოავლინა. იქნებ ის გახდეს ენრიკეს X ფაქტორი?! სასიამოვნოა ფაბიან რუისის დაბრუნება (რთული სათქმელია, რამდენი წუთი მიეცემა). ის "კვარასთან" დიდებულად კომბინირებს.

"ბაიერნი" ფორმაშია, ჰარი კეინს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეექვსე მატჩში გატანა სურს. მიუნხენელთა მთავარი დანაკლისი მოედანზე გნაბრია და მის მიღმა მთავარი მწვრთნელის, კომპანის დისკვალიფიკაცია.

ეს გუნდები ზაფხულში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე რომ შეხვდნენ, დასამახსოვრებელი მატჩი იყო - პარიზელებმა მეორე გოლი 9 კაცით გაიტანეს; დონარუმამ მუსიალას მძიმე ტრავმა მიაყენა. შემდეგ იყო მატჩი ლიგის ფაზაზე, სადაც უკვე კაცნაკლულმა "ბაიერნმა" პარიზში გაიმარჯვა.

შესაძლოა, ჩვენ ნაადრევ ფინალს ვუყურებდეთ და წყდებოდეს სეზონის MVP-ის ვინაობაც - კვარაცხელია თუ კეინი. ფაქტია, ამ მოცემულობაში ვართ!..

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ: საფონოვი - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ბერალდო(ან ვიტინია), ნევეში, ზაირ-ემერი - დუე, დემბელე, კვარაცხელია.

ბაიერნი: ნოიერი - სტანისიჩი, უპამეკანო, ტა, ლაიმერი - პავლოვიჩი, კიმიხი - ოლისე, მუსიალა, დიასი - კეინი.

ოთხშაბათი, 23:00 სთ, ატლეტიკო - არსენალი.

ორივე გუნდის შეტევა,დაცვაზე ძლიერია და მატჩის ბედი,ვფიქრობ ფლანგებზე ვინც აჯობებს,მათ ბრძოლაში გაირკვევა.ორივე კლუბის მეკარეებს ჰქონდათ ბრწყინვალე მატჩები და ისეძთებიც,სადაც უხეში შეცდომები დაუშვეს.ვის როგორი დღეე ექნება,თამაშის ხასიათზე,ეგეც დიდ გავლენას მოახდენს და საერთოდაც,მგონია,რომ ეს მწვრთნელების ტაქტიკური ბრძოლით გამორჩეული მატჩები იქნება,სადაც ორივე მხარე შეეცდება მეტოქის კოზირების გაუვნებელყოფას და საკუთარი კოზირების მაქსიმალურ გამოყენებას.ვინც მეტოქეს მეტჯერ აიძულებს შეცდომის დაშვებას,ის გაიმარჯვებს.ჩემი აზრით,პსჟს მეტი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავს,მაგრამ ბავარიას ფიზიკური ძალის,სიმაღლის უპირატესობა ექნება და მის გამოყენებას შეეცდებიან.მსაჯზეც ბევრი იქნება დამოკიდებული,ფეხბურთელებს რამდენად მისცემს უხეშობის ზღვარის გადალახვის უფლებას.დარწმუნებული ვარ,სტარტზევე იქნება მეტოქის ლიდერების უხეშობით დაშინების მცდელობები და მსაჯმა გადაჭრით თუ არ აღკვეთა,დაძაბულობას ვერ მოხსნის,მაგრამ თამაშის ხარისხს კი გააუარესებს.დარწმუნებული ვარ,კვარაზეც იქნება ამისი მცდელობა და რამდენჯერმე მსაჯმა თუ გაატარა...ფუი ეშმაკს!-ხეზე დავაკაკუნე.
გიორგი
მიდიი კვარაა უნდა დაღლიტო ჯერ ბაიერნი შემდეგ ფინალში ვინც შეგხვდება. მსოფლიოზე გამოვყრი საფრანგეთს ინგლის იქნებ ოქრო ბურთზე გავიწიოოთ წარმატებებბი
ჯუზეპე როსი
ვეღარ ვითმენ, გამოუშვით ეგ კეინა სტანოკზე, ანახოს ხვიჩამ როგორ უნდა ფეხბურთის თამაში!
რა ბერალდოს
თამაშებს მხოლოდ ფლეშსკორზე ნახულობთ? საოცრად თამაშობს ახალ როლში ბერალდო. ვიტინიას ჯობიაო არავინ ამტკიცებს, უბრალოდ ტრავმის მერე პორდაპკრ ამხელა თამაშის სასტარტოში რთულია. რაც შეეხება რუისს, უკვე ითამაშა და ყველამ იცის რომ მწყობრშია, მაგრამ ზაირ-ემერი ყველაზე მეტს მოძრაობს გუნდში, კარგ ფორმაშია და რუისი 90 წუთისთვის ადრეა ჯერ
რა ბერალდო
ვიტინიაც მწყობრშია უკვე და რუისიც. ბერალდო არ იქნება ძირითადში
ილო
მეც ვფიქრობ,ვფიქრობ კი არა დარწმუნებული ვარ,რომ კვარა ისეთ ფორმაშია ვიტინია რომც არ ჩაანაცვლონ, პსჟ მისი წყალობით მაინც მოიგებს... დამბელე ერთ ორს მაინც გაიტანს...ნემენცულ გუნდს შანსი არა აქვს....
“პრიშჩიკიანი" თინეიჯერი
მთავარია კვარა ყავს პსჟ-ს და თუნდაც ხუთი ძირითადის მოთამაშე აკლდეს,მარტო კვარა აანაზღაურებს მაგ დანაკლისს!
თბილისელი
ჩემი აზრით პსჟ-მხრიდან ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება ნუნუ მენდეში და მასზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. ეს შეეხება მარცხენა ფრთის კონტროლს და კვარას მომარაგებას პასებით.ჰარი კეინს პერსონალური მეურვე სჭირდება და რამდენადაც უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ - ეს უნდა იყოს უნივერსალი ზაირე-ემერი.
გიორგი 3
ვიტინიას გარეშე პსჟ განწირულია ბავარიასთან.
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
გაბრაზებული მოურინიო დერბის წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე ფოტოებით მივიდა - მას სიმეონემ უპასუხა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
საგიჟეთი პარიზში, ხვიჩა ვერდიქტის მოლოდინში და იამალის მუქარა
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
"თუ "ბარსელონასთან" ხვიჩა ამას გააკეთებს, ენრიკეს ადგილას ამ ყოველივეს კარგად არ მივიღებდი" - რიოლო კვარაცხელიას არ ეშვება
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ყველა ვარიანტში, "ოქროს ბურთი" მას უნდა გადასცენ" - სიმეონეს თავისი ფავორიტი ჰყავს
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
"კვარაცხელია განსაკუთრებული და "არსენალისთვის" მიუწვდომელია - თითქოს საგაზაფხულო ბრძოლებისთვის ემზადება" - ამბობს ლონდონური გუნდის ყოფილი ფეხბურთელი
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"არსენალში" გადასასვლელად მზადაა - ალვარესი "ატლეტიკოდან" მაინც წავა?
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მთელი ოფისი ავურიე, კომპიუტერები და ლეპტოპები დავამტვრიე" - არტეტამ "არსენალში" მუშაობის პირველი დღე გაიხსენა
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა