სებასტიან ფეტელისთვის საკმარისია მოიგოს შვიდი დარჩენილი რბოლიდან სამი და ჩემპიონი ვადაზე ადრე გახდება

ბელგიის გრანპრიზე გამარჯვების შემდეგ "რედ ბულის" პილოტი სებასტიან ფეტელი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ზედიზედ მეორე ტიტულს და უფრო იოლი გახდა მისი საჩემპიონო შანსების დათვლა.

ასევე გაირკვა, რომ პრეტენდენტთა რიგებს გამოაკლდა "ფერარის" პილოტი ფელიპე მასა და ახლა ტიტულზე პრეტენზიას აცხადებენ: ფეტელი, მარკ უებერი, ფერნანდო ალონსო, ჯენსონ ბატონი და ლუის ჰემილტონი.

სებასტიან ფეტელისთვის საკმარისია მოიგოს შვიდი დარჩენილი რბოლიდან სამი და კიდევ ერთში მეექვსე მივიდეს ფინიშთან და ამ შემთხვევაში გერმანელი ვადაზე ადრე გახდება ჩემპიონი. არის სხვა ვარიანტებიც - მაგალითად, საკმარისია ოთხ რბოლაში მეორე ადგილი და ერთში - მეოთხე. ან კიდევ, უბრალოდ ყველა დარჩენილ ეტაპზე მინიმუმ მეოთხე ადგილი...

მარკ უებერმა უნდა მოიგოს ყველა დარჩენილი რბოლა და თან იმედი ჰქონდეს, რომ ფეტელი მეოთხე ადგილზე ზემოთ ვერ ავა, ერთ რბოლაში კი - მეხუთეზე ზემოთ.

ალონსოს სჭირდება, ფეტელი ყოველ ჯერზე მაქსიმუმ მეხუთეზე იყოს და მხოლოდ ერთხელ - მეორე. ამასთან, ესპანელმა შვიდივე ეტაპი უნდა მოიგოს.

"მაკლარენის" პილოტებისთვის ამოცანა კიდევ უფრო რთულია. თითოეულმა უნდა მოიგოს ყველა დარჩენილი ეტაპი. ამასთან, ბატონს სჭირდება, რომ ფეტელი ოთხ რბოლაში მეხუთეზე ზემოთ არ ავიდეს, სამში - მეექვსეზე ზემოთ. ჰემილტონს პირიქით - სებასტიანმა სამ რბოლაში მეხუთეზე ზემოთ არ უნდა დაიკავოს ადგილი, ოთხში - მეექვსეზე ზემოთ.

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მიკა ჰაკინენი მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულე, მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი კიმი რაიკონენი, რომელიც ამჟამად რალიში გამოდის, აუცილებლად დაბრუნდება "სამეფო რბოლაში".

"ის ფორმულა 1-ში რამდენიმე წელი წარმატებით გამოდიოდა. კიმი უნიჭიერესი პილოტია, მაგრამ რაღაც მომენტში იგრძნო, რომ ჩემპიონატში გამოსვლის სურვილი აღარ ჰქონდა.

შეეძლო დიდი ხნით დარჩენილიყო ფორმულა 1-ში, მაგრამ რაღაც ახალი გამოწვევა მოისურვა - რალი ან ნასკარის სერია. რატომაც არა? ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა - მაშინ რატომ არ უნდა გააკეთოს ის, რაც სურს?!

ვიხილავთ თუ არა მას ისეთ ფორმულა 1-ში? თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ასე მოხდება... ასეთია ჩემი აზრი", - ამბობს ჰაკინენი ჟურნალ F1 Racing-თან კომენტარში.

რაიკონენმა ფორმულა 1 2009 წლის ბოლოს, "ფერარისთან" კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის შემდეგ დატოვა. უკვე ორი სეზონია ფინელი რალის მსოფლიოს ჩემპიონატში გამოდის, გარდა ამისა, წელს დებიუტი ჰქონდა ნასკარის სერიაში.

უფრო ადრე ბრიტანულმა ყოველკვირეულმა "ავტოსპორტმა" დაწერა, რომ ფორმულა 1-ში დაბრუნება რაიკონენისთვის პრიორიტეტული ვარიანტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის