Anfield Watch-ზე გამოქვეყნებულ წერილში ჟურნალისტი ბენს ბოჩაკი „ლივერპულის“ ხელმძღვანელობას თორნიკე კვარაცხელიას სასწრაფოდ დამატებას ურჩევს:

„ამ სეზონში გუნდის ყველაზე სუსტი რგოლი დაცვა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, თავისი პრობლემები ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში შეტევაში სიღრმის არარსებობის გამო უფრო უჭირს. ეს დისბალანსი თავდასხმაში ცხადი იყო. დროდადრო „ლივერპული“ პროგნოზირებადად მოქმედებდა, მეტოქისთვის მისგან თავდაცვა ადვილი იყო, რადგან არ ჰყავდა ნამდვილი გარემარბი, რომელიც იერიშის მთელ სივრცეს გააკონტროლებდა და მეტოქეებს ერთი ერთზე მუდმივად მოატყუებდა. როგორ გამოადგებოდა არნე სლოტს ამ სიტუაციაში ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაში!

მაიკლ ედვარდსი და რიჩარდ ჰიუზი (კლუბის დირექტორები) მუდამ ინანებენ იმაზე, რომ ქართველის ხელში ჩაგდება იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას არ სცადეს. მაშინ მათ კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმება სურდათ, თუმცა დააგვიანეს და „პარი სენ ჟერმენმა“ დაასწრო, რომლის წინადადებაზე უარის თქმა შეუძლებელი გახლდათ. ყველაფერი სხვაგვარად რომ წარმართულიყო, კვარაცხელიას სავსებით შეეძლო „ლივერპულში“ ეთამაშა და პრემიერლიგაში გამარჯვება ეზეიმა. შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ მატჩში ამ გუნდებს შორის ურთიერთობა სხვა შედეგით დასრულებულიყო. თუმცა, ეს ყველაფერი წარსულშია. ახლა „ლივერპულს“ კვარაცხელიას შეძენა არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია სხვა კვარაცხელიას დამატება.

გაიცანით, ეს თორნიკე კვარაცხელიაა, ხვიჩას ძმა. ის მხოლოდ 16 წლისაა, მარცხენა გარემარბია, რომელიც უკვე ვარჯიშობს თბილისის „დინამოს“ პირველ გუნდში. თამაშის სტილით ძალიან ჰგავს ძმას. ისეთივე ფანტაქტიკური ტექნიკა აქვს, მეტოქეების მოტყუება უყვარს და დრიბლინგიც ხვიჩას მსგავსი აქვს იმით, როგორ ეხერხება შესანიშნავი ერთი შეხებით ბურთის მიღება და შეტევის მიმართულების სწრაფად შეცვლა, აგრეთვე ცრუმოძრაობით მეურვის ლამაზად ჩამოცილება.

ამასთან ერთად, თორნიკე არა მხოლოდ ერთი ერთზე თამაშის სპეციალისტია, რაც „ლივერპულს“ აკლია, არამედ იერიშის დამაგვირგვინებელ ფაზაში გავლენას ახდენს. უფროსი ძმასავით რეგულარულად გააქვს გოლები. ასეთ ახალგაზრდულ ასაკში გამოიყურება როგორც ნამდვილი ტალანტი. იმის გათვალისწინებით, რომ ედვარდსი მთელ მსოფლიოში ქსელს აფართოებს, რომლის წყალობითაც "წითლებმა" გაიფორმეს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არმინ პეჩი, მორ ტალა ნდიაე და იფანი ნდუკვე არიან, თორნიკე იდეალურ ტრანსფერად მოჩანს.

მართალია, პირველი ვერ მიიყვანეს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია მეორე კვარაცხელია „ლივერპულში“ გადავიდეს".

ზაზა
აუ მიდით რა თქვე იდიოტო პესიმისტებო. რას ქვია ნაადრევი? სად უნდა დაღვინდეს? წალელენჯიხის სქურში თუ ჩხოროწყუს სამეგრელოში? წავიდეს დროზე და უმაღლეს მწვერვალებს მოეპოტინოს. წარმატებები თირქნიკე, ღმერთმა მშვიდობა მოგცეს.
ზაზა
გადაიწვეს არა კიდევ გადმოიწვას. ნუ გაქვთ ბიჭო ეს იდიოტური პოსტსაბჭოთა კომპლექსები და შიშები. იმის მაგივრად რომ მოტივაცია მისცეთ ახალგაზრდა ბიჭს, თქვენ აქ ბოდიალობთ, ჯერ დინამო და რაღაც აბდა უბდა. რა ჯანდაბა გჭირთ, რა ვერ განთავისუფლდით ამ შიშებიდან. მიდი თირნიკე მიაწექი, ლივერპული, არსენალი თუ იუვე, სადაც არ უნდა წახვიდე, დაისახე მხოლოდ მაღალი მიზნები. წარმატებები ჯიგარო.
ადრეა ჯერ
ქეცბაიამ მიხედოს ჯერ თორნიკეს ჯობია. თემურიზე უკეთ ვერავინ დაეხმარება ჩამოყალიბდეს ძმის ნაირი მაგარ ბიჭად. მისვლისთანავე განაცხადა თემურიმ რომ დააწინაურებს ძირითადში, ეს 16 წ ბიჭისათვის მაგარი მოტივაცია იქნება. ლივერპული მასზე ზედმეტად ტცირთუ იქნება და შეიძლება “გადაიწვას” ემოციურად.
ვახტანგი
უცხოეთში წასვლას დიდი სიფრთხილე უნდა. პირველი პირობა უნდა იყოს დიდი თანხის გადახდა ფეხბურთელში მაღალი ხელფასით, ვინაიდან ინვესტიციას უსარგებლოდ არავინ აკეთებს და მიზერული შანსია რომ სკამზე აღმოჩნდეს ფეხბურთელი. მეორე რასაც უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ ახალგაზრდულ ასაკში არასაფეხბურთო ქვეყნებში არ აღმოჩნდნენ თუნდაც სარფიანი ფინანსური გარიგებით. მაგ. არაბეთში, რუსეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, ჩინეთში, აშშ-ში და ა.შ. მსგავსს ქვეყნებში გადასვლა მხოლოდ კარიერის დასასრულს შეიძლება ასაკში არაა პრობლემა, თუ პირველი პირობა იქნება დაცული. მაგ. იამალი რა ვერ თამაშობს უკვე?
ჟორა
ამისთვის ნინუას მაგალითიც კმარა. დინამოში კაპიტანი იყო თურქეთ-საბერძნეთში კი სკამზე დააბერეს.
გიორგი
100 პროცენტი ხარ მეგობარო
უფროსი
ქეცბაიამ დღევანდელი თამაშის განაცხადში შეიყვანა.
ნელსონ მანდელა
არ არის საჭირო ეს ყველაფერი. ჯერ ითამაშოს ეროვნული ლიგა შეგადოს გოლები გახდეს საუკეთესო და მერე კი ბატონო წავიდეს ევროპაში. დინამოდან ვინც ნაადრევად წავიდა უმრავლესობა გადაკრუხდა. ან იმ სალიას რა უნდოდა რას გარბოდა ინგლისში? თავდასხმელი იყო და დინამოში მხოლოდ 7 გოლი ჰქონდა გატანილი, გაეტანა 30-40 გოლი აემაღლებინა თავდაჯერება და წასულიყო...
lasha
ამაზე კარგი რა უნდა იყოს. ორი კვარაცხელია ნაკრებში. მაგრამ ერთზე მწყდება გული. ეს ორი მოთამაშე რა კონტექსტიდან არის ამოვარდნილი?! რა დანარჩენები რას აკეთებენ? რატო ვერ აღწევენ წარმატებას?! დარწმუნებული ვარ კვარაცხელიებზე არანაკლები ნიჭიერები იბადებიან საქართველოში. მაგრამ ვერ ვითარდებიან. ესეიგი სხვა რამეშია პრობლემა. მე ვფიქრობ სწორ აღზრდაში. ოჯახებიდან უნდა აღიზარდნონ. ოჯახში უნდა ასწავლო სწორი ცხოვრება. საქმის სიყვარული. პროფესიონალიზმი. პატიოსნება. თავდამბოლბა. რომ მიზნისთვის ყველაფერი დათმო. გართობა. დროსტარება. აი ეს მგონია პრობლემა. მარტლა ყოჩაღ ამ ბიჭების მშობლებს. ასე ღირსეულად რო აღზარდეს სვილები. ეს უნდა იყოს მაგალითი პირველ რიგში
zura222
რაოო ? კარ ქ ი იქნება შე ნაც ვირთხა ?
zura222
არ უნდა გაუშვას ბადრიმ ! პატარა ბიჭს რა უნდა მარტოს უცხო გარემოში ? თუ აუცილებელი გახდება გადასვლა მაშინ მთელი ოჯახი უნდა გადავიდეს საცხოვრებლად ლივერპულში ! იდეალური ვარიანტი იქნება პსჟ ! კარგი უფროსობაც ყავს პსჟ-ს და რაც მთავარია ხვიჩა მიხედავს
რაგბის ფანი
პატარა კვარამ უნდა ითამაშოს ისეთ გუნდებში, სადაც ძირითად შემადგენლობაში იქნება. სათადარიგო სკამზე ჯდომით ფეხბურთელი ვერ განვითარდება. ტოპ5-ის რომელიმე სუსტ გუნდში... მაგრამ ნაპოლი კარგი იქნებოდა, ხვიჩას აურა ტრიალებს იქ.
zura222
კარქი იქნება პატარა კვარა და მამარდა თან ლივერპულს სპერციანიც მიყავს და მაგარი სამეული იქნება.
rona
არ გვინდა რა ეს ნაადრევის წასვლები, აცადეთ დაღვინდეს და არ დაემართოს ის რაც პარკაძეს, სიგუას და სალიას.
გულშემატკივარი
წარმატებები თორნიკეს! იმედია, ხვიჩასავით ორივე ფეხით გაიტანს ლამაზ გოლებს!
ვაჟა მასწავლებელი
მიდით მერე და დაელაპარაკეთ - გამოგივათ რამე?
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"ბარსამ" ვუნდერკინდი თორნიკე არავის არ უნდა დაუთმოს და ხვიჩას შემთხვევაში დაშვებული შეცდომა არ გაიმეოროს" - უცხოური მედია
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
"ბაიერნის" შემდეგ ინტერესი უკვე ინგლისური გრანდებიდან - თორნიკე კვარაცხელიას ახალი მსურველები ჰყავს
"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ხვიჩას ასლია, შთამბეჭდავია და დიდ სენსაციას იწვევს" - ცნობილი გამოცემები თორნიკე კვარაცხელიას თამაშს ეხმაურებიან
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა თორნიკე კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-6 დინამო (თბ). როგორ გადაიდო კვარაცხელიას სადებიუტო გოლი...
აშშ, სამხრეთ ამერიკა, კორეა თუ აფრიკა - სად შეიძლება "ბაიერნმა" თორნიკე კვარაცხელია გაუშვას?
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა