საქართველოს ნაკრების თავკაცი ბელგიასთან მოგების შემდეგ "სპორტექსპრესს" ესაუბრა
კალათბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატზე ბელგიასთან სასტარტო მატჩის მოგების (81:59) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა რუსულ "სპორტექსპრესს" ინტერვიუ მისცა, რომლის შემცირებულ ვარიანტს აქვე გთავაზობთ:

- იმის მიუხედავად, რომ ეს-ეს არის ცხოვრებაში ლამის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეთ, რაღაც დაღონებული მეჩვენებით...

- (იღიმება). მაკვირვებთ. როგორ, ბედნიერად არ გამოვიყურები? მერწმუნეთ, ძალიან გახარებული ვარ. ეს იყო ჩვენი პირველი თამაში ისეთ პასუხსაგებ შჯიბრებაზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია. ის ჩემთვისაც და მთლიანად საქართველოსთვის ბევრს ნიშნავდა.

კარგია, რომ ადამიანებს სიხარული მივანიჭეთ. მადლობა გულშემატკივრებს ომახიანი მხარდაჭერისთვის. შესაძლოა, აშკარად ვერ გამოვხატავ ჩემს ემოციებს, როგორც ჩემი შეგირდები, მაგრამ, დამიჯერეთ, ჩემი სული ნამდვილად მღერის.

- რუსეთის ნაკრებთან მატჩზე რას ფიქრობთ?

- ამ დაპირისპირებაში ჩვენ აუტსაიდერებად გამოვიყურებით. რუსეთის ნაკრებს შეუძლია, გუნდის დასაკომპლექტებლად საუკეთესოთა შორის საუკეთესოები შეარჩიოს. საქართველო პატარა ქვეყანაა და ამდენი ტალანტი არ მოიძებნება. ვავარჯიშებ ნაკრებს, რომლის წევრებმაც წარმატებისთვის საუკეთესო თვისებები უნდა წარმოაჩინონ. ისეთ გუნდებთან თამაშისას, როგორიც რუსეთი და სლოვენიაა, აუცილებელია, თითოეულმა ქართველმა კალათბურთელმა შესაძლებლობის 100 პროცენტი გამოავლინოს. წარმატების შანსიც მაშინ გამოჩნდება.

- და მაინც, რუსებთან პაექრობისას რა შეიძლება გადამწყვეტ მომენტად აღმოჩნდეს?

- ევროპულ და NBA-ს კალათბურთს შორის სხვაობა სწორედ ეს არის: ამერიკაში თითოეულ მატჩს აქვს გარკვეული საკვანძო წერტილები. მათზე ზუსტი ზემოქმედება დადებით შედეგს მოგიტანს. ევროპული კალათბურთი უფრო გუნდური თამაშია. შეგირდები მწვრთნელის ყველა მითითებას და თამაშის გეგმას ზუსტად თუ შეასრულებენ, მხოლოდ მაშინ მიაღწევ გამარჯვებას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

geosochi
დღეს დიდი დღეა დიდი!!!!!!))))))))
vano
საქართველოს სერიოზული ნაკრები გვყავსსს ყოჩაღ ბიჭებო
Archil
საქართველო გაიმარჯვებსს
dadu
აბა თქვენ იცით ბიჭებოო,, ანახეთ რუსებსს კლასი,, წარმატებებს გისურვებთ
vato
გაუმარჯოს საქართველოს -- რუსები უნდა განადგურდეს დღეს კალაბურთში ჩვენთან
bondo
თქვენ შემოგევლეთ ბიჩებო.წარსულში თბილისში ბევრს ვამწარებდით.მთავარი გულია.რუსეთსაც მოვუგებთ.
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა