ქუთათურთა ვეტერანმა მორაგბემ, 33 წლის ლევან შარვაშიძემ "აიასთან" ერთად არაერთი "ქარტეხილი" გამოიარა
25 აგვისტოს ქუთაისის "აია" გრიგოლეთში გაემგზავრა და სეზონის განახლებისთვის მზადება ზღვისპირეთში გააგრძელა.

ქუთათურები სასტუმრო "ვილა აისში" არიან დაბანაკებული. ვარჯიშებს კი მალთაყვის სტადიონზე ატარებენ, რომელიც გრიგოლეთიდან საკმაოდ ახლოსაა. გუნდთან ერთად იმყოფება ქუთათურთა ვეტერანი მორაგბე, 33 წლის ლევან შარვაშიძე, რომელმაც ქუთაისურ გუნდში პირველად 15 წლისამ ითამაშა და მას შემდეგ "აიასთან" ერთად არაერთი "ქარტეხილი" გამოიარა.

"აიაში" ვვარჯიშობ 1988 წლიდან, დიდ გუნდში პირველად 1993 წელს ვითამაშე და მას შემდეგ ძირითადად ქუთაისური რაგბის ღირსებას ვიცავდი. "აიას" გარდა ქუთაისის უნივერსიტეტის "აიეტში" და ბათუმის "დათვებში" (1998-2000) ვთამაშობდი, შემდეგ კი ისევ "აიაში" დავბრუნდი და მას შემდეგ ჩემს მშობლიურ გუნდში ვარ."აიას" და "დათვების" შემადგენლობაში ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს დავეუფლე. ბათუმურ გუნდთან ერთად თასიც მოვიპოვე.

- დიდი ხანია "აიაში" თამაშობთ, როგორ ვითარდებოდა დღემდე ქუთაისური გუნდი?

- ძალიან დიდი პროგრესი განვიცადეთ. წინა წლებთან შედარებაც არ შეიძლება. რაგბის მიმართ ინტერესი გაზრდილია, მარტო ქუთაისის სარაგბო სკლაში 600 ბავშვი ვარჯიშობს. გუნდშიც დიდი კონკურენციაა, არადა, წლები იყო, როცა 15 კაცი ძლივს ვგროვდებოდით, რომ შეხვედრა ჩაგვეტარებინა. პირობებზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო.

- "აიაში" ვეტერანებთან ერთად არაერთი ახალგაზრდა მოთამაშეა. მათზე რას იტვით, ნიჭიერი თაობა მოდის?

- ვეტერანებს ნამდვილად ღირსეული შემცვლელები გვყავს. მაგრამ, მოგეხსენებათ, სპორტში გამოცდილება ძალიან დიდ როლს თამაშობს,გამოცდილი მოთამაშეების გვერდით ნიჭიერი და ენერგიული ახალგაზრდებიც თავს უკეთესად წარმოაჩენენ და ამიტომ, მწვრთნელები ცდილობენ, რომ "აია" ასეთ ნაზავს წარმოადგენდეს. ჩვენი მიზანი წლეულს ჩემპიონობისა და თასის მოპოვებაა. ჩემპიონატის განახლებისთვის დიდი შემართებით ვემზადებით და მიზნის მისაღწევად თავს არ დავზოგავთ.

- ბევრი ამბობს, რომ ახლანდელი პირობების ადრინდელთან შედარებაც არ შეიძლებაო, თუმცა ახლაც გაქვთ დიდი პრობლება - სტადიონის არქონა.

- ახლა რემონტდება ქუთაისის "დინამოს" სტადიონი და იმედია, რომ მეორე წრეში საკუთარ ქალაქში ვითამაშებთ.

- საქართველოს ჩემპიონატის სტაჟიანი მოთამაშე ხარ, როგორ ფიქრობ, ეროვნული პირველობა პროგრესირებს?

- 18 წელიწადია უკვე საქართველოს ჩემპიონატში ვთამაშობ. რა თქმა უნდა, პროგრესი არის და ეს ნაკრების თამაშებზეც აისახება. თანაც, ბოლო დროს ნაკრების თავკაცები ჩვენს ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებს უფრო მეტ ნდობას უცხადებენ.

- წლების წინ ნაკრებში თქვენც იყავით გამოძახებული...

- ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი 1995 წელს, 1999 წელს კი კლოდ სორელმა ეროვნულ გუნდშიც გამომიძახა, მაგრამ, სამწუხაროდ, ტრავმის გამო ნაკრებში ვერ ვითამაშე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს