ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბაქოს "ინტერმა" "დილასთან" საკონტროლო მატჩი გამართა

ბაქოს "ინტერმა" "დილასთან" საკონტროლო მატჩი გამართა

კახა ცხადაძის გაწვრთნილი აზერბაიჯანის შარშანდელი ჩემპიონი საქართველოში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება
უკვე ერთი კვირაა თბილისში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება ბაქოს "ინტერი"; შეგახსენებთ, რომ დსთ-ს თასის წლევანდელი გამარჯვებულისა და აზერბაიჯანის შარშანდელი ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე გახლავთ, მისი ასისტენტია გიორგი ჩიხრაძე, ხოლო წამყვან ფეხბურთელებად ჩვენებურთა "კვარტეტი" მიიჩნევა - გიორგი ლომაია, ილია კანდელაკი, ვალერი აბრამიძე და ბაჩანა ცხადაძე.

"ინტერი" თბილისის მართლაც კომფორტულ სასტუმრო "ბომონდ-გარდენშია" დაბინავებული და აი, გუშინ კახა ცხადაძის გუნდმა პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა გორის "დილასთან". ეს მატჩი მცხეთაში, განახლებულ "მცხეთა-პარკზე" ჩატარდა და დაახლოებით ასამდე მაყურებელმა მეტად საინტერესო მატჩიც იხილა. თანაც, გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ ორი აბსოლუტურად განსხვავებული ტაიმი ვნახეთ: პირველ ტაიმში "ინტერი" მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობდა და სოლიდური უპირატესობაც ჰქონდა; აი, შესვენების შემდეგ კი, როცა აზერბაიჯანულ გუნდში ძირითადი შემადგენლობის ორიოდე ფეხბურთელიღა (მათ შორის, რაღა თქმა უნდა გიორგი ლომაია) დარჩა, ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა მთლიანად "დილას" მხარეს გადავიდა. თუმცა, სჯობს ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ და უპირველესად, გუნდების შემადგენლობებს გაგაცნობთ.

"დილა" (4-3-3): შეყრილაძე-ლომიძე, ბაქრაძე, ქარქუზაშვილი, გველესიანი-ნემსაძე, ვ. ხორგუაშვილი, პ. ხორგუაშვილი-რაჟამაშვილი, ი. ბერაია, გოგინაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: დ. ჩაგელიშვილი, ლ. ჩაგელიშვილი, ჯოჯუა, გ. თოდუა, ჭითანავა, ახალკაცი, ნ. ნოზაძე, ცარიელაშვილი, მურადაშვილი

"ინტერი" (4-2-3-1): კრამარენკო-დაშდემიროვი, ასიოლი, ხრაპანი, კანდელაკი-მირილი, რაგიმოვი-მამედოვი, ზლატინოვი, აბდულოვი-კარლსონსი

შეცვლაზე შევიდნენ: აბასოვი, მუსტაფაევი, ფოლადოვი, გაჯიევი, ზარგაროვი, ჩერვენკა, ცხადაძე.

აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ინტერს" ტრავმების გამო ვალერი აბრამიძე, ვლადიმერ ლევინი და ენიო კრასტოვჩევი (ბულგარეთი) აკლდა, ხოლო ორი ბრაზილიელი ლეგიონერი (სოუზა, და როჩა) გუნდს სულ ახლახანს შეუერთდა და "დილას" წინააღმდეგ არ უასპარეზიათ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველი ტაიმი "ინტერის" სრული უპირატესობით წარიმართა და ლატვიის ნაკრების ცენტრფორვარდის, 30 წლის გირტს კარლსონსის "დუბლი" ლოგიკურიც გახლდათ. კარლსონსის გარდა ბევრს აქტიურობდა "ინტერის" კიდევ ერთი გამოცდილი ლეგიონერი, 30 წლის პეტარ ზლატინოვი. მაგრამ აზერბაიჯანული გუნდის ბულგარელ პლეიმეიკერს ერთ ეპიზოდში ნერვებმა უმტყუნა (სავარაუდოდ, არბიტრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა) და შეხვედრის არბიტრის, ოთარ ხეცაძისგან ... წითელი ბარათიც მიიღო (რადგან მატჩი ამხანაგური იყო, გაძევებული ფეხბურთელის ნაცვლად სხვა მოთამაშე შემოვიდა - ჩეხი ნახევარმცველი ბრანისლავ ჩერვენკა).

სტუმართა გამოცდილი ფეხბურთელების გვერდით არცთუ ურიგო შთაბეჭდილება დატოვეს ახალგაზრდა აზერბაიჯანელმა ფეხბურთელებმაც - 19 წლის ასიფ მირილიმ და 18 წლის ელნურ აბდულოვმა. "ინტერი" მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში მჭიდრო პრესინგს ეთამაშებოდა მეტოქეს და ფეხბურთელებიც, მაქსიმალურად ცდილობდნენ "ერთი შეხებით" თამაშს.

აი, რაც შეხება "დილას" კი, ახალგაზრდა და, ვფიქრობთ, ერთობ საინტერესო სპეციალისტის გია ცეცაძის შეგირდებმა პირველ ტაიმში მხოლოდ ორჯერ შეუტიეს მეტ-ნაკლებად სახიფათოდ: 22 წლის დავით რაჟამაშვილის ფლანგურ გარღვევას გაგრძელება არ მოჰყოლია, სამაგიეროდ, ტაიმის ბოლოს 20 წლის ვაჟა ნემსაძემ საშუალო მანძილიდან ბურთი მეტოქის კარის "ცხრიანს" დაუმიზნა, მაგრამ "ინტერის" 37 წლის მეკარემ დიმიტრი კრამარენკომ (ათი წელი წამყვან რუსულ კლუბებში რომ ასპარეზობდა) უდიდესი გამოცდილების ხარჯზე ეს სიტუაცია განმუხტა.

შესვენების შემდეგ, როგორც გითხარით, "ინტერმა" ძირითადი შემადგენლობის 9 ფეხბურთელი შეცვალა; ახალი მოთამაშეები გამოიყვანა გია ცეცაძემაც და "დილას" აშკარად შეტევაზე ორიენტირებულმა და "თამამმა" სათამაშო სტილმა შედეგიც გამოიღო. რა თქმა უნდა, ერთი-ორ ეპიზოდში, მართლაც კურიოზულს წააგავდა "ინტერის" მცველების (განსაკუთრებით, ფლანგელების) შეცდომები, მაგრამ "დილას" ფეხბურთელებს გარჯა როგორ უნდა დავუკარგოთ? თანაც, ხუმრობა საქმე ხომ არ არის, 0:2-ზე თამაშს რომ შემოატრიალებ? პირველი "სიგნალი" მაშინ იყო, უაღრესად აქტიურმა დავით რაჟამაშვილმა... კუთხურიდან რომ სცადა გოლის გატანა, მაგრამ გიორგი ლომაიამ ბურთი მოიგერია. თუმცა, ორიოდ წუთში გორელთა გუნდს აქტიური თამაში დაუფასდა: ეფექტური კომბინაცია 24 წლის პავლე ხორგუაშვილმა დააგვირგვინა, ვისაც ჩინებულად გაუწია ასისტენტობა 29 წლის გია თოდუამ.

ამის შემდეგ "ინტერს" გოლის გატანის ჩინებული შანსი მიეცა: მრავალსვლიან კომბინაციას (ალბათ, 6 ფეხბურთელი მაინც მონაწილეობდა) 23 წლის ნიზამი გაჯიევი ძლიერი დარტყმით აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი ბექა შეყრილაძის კარს ზემოდან გადააცილა. აი, ამის მერე კი "დილა" მოედნის სრული ბატონ-პატრონი გახდა და ერთ ეპიზოდში გიორგი ლომაიამ გიორგი თოდუას ძლიერად დარტყმული ბურთი მოიგერია; თუმცა, საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე გორელთა მომდევნო ორ შეტევაში უძლური იყო: რაჟამაშვილის წამოყებული კომბინაცია პავლე ხორგუაშვილმა გააგრძელა და მის ტყუპისცალს, ვალტერ ხორგუაშვილს, ფაქტობრივად, ცარიელი კარის აღება არ გასჭირვებია - აი, ასე გაათანაბრდა ანგარიში.

მატჩის 85-ე წუთზე 24 წლის დავით ჩაგელიშვილმა მარცხენა ფლანგზე ეფექტური რეიდი განახორციელა და ზუსტი გადაცემით ასევე შეცვლაზე შემოსული ნიკოლოზ ნოზაძე მოძებნა - "დილას" 24 წლის ნახევარმცველმა ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. ეგ კი არა, სამიოდე წუთში "დილას" კიდევ ერთი გოლის გატანაც შეეძლო - გია თოდუას წაქცევისათვის "დილამ" პენალტის დარტყმის უფლება მიიღო, მაგრამ გიორგი ლომაიამ იყოჩაღა და ნოზაძეს "დუბლის" შესრულება არ დაანება.

მომდევნო საკონტროლო მატჩს "ინტერი", სავარაუდოდ, შაბათს, 3 სექტემბერს ჩაატარებს "ვიტ ჯორჯიასთან".

გია გაგოშიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა