საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, შეკრების დაწყების წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და მედიის კითხვებს უპასუხა:

ირაკლი ეგოიანი? მან ძალიან სტაბილური სეზონი ჩაატარა ნიდერლანდებში და გადავწყვიტეთ, მოგვეწვია. თუმცა წლის დასაწყისშიც ვიცოდით, რომ ნაკრების ფეხბურთელი იქნებოდა. მაღალი ინტენსივობით თამაშობს და შეხვედრაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. მჯერა, მალე გუნდის წარმატებაში თავის წვლილსაც შეიტანს...

...ამ ეტაპზე იოლი არ არის ამხანაგური თამაშებისთვის მეტოქეების პოვნა, განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის წინ. რუმინეთი ძლიერი გუნდია და რთულ თამაშს ველოდებით. ბაჰრეინი სხვა გუნდია და მასთან შეიძლება სხვა მოთამაშეების გამოცდა...

...რთული პერიოდია მოთამაშეებისთვისაც. მოგეხსენებათ, კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელის, ხოლო დავითაშვილს - ლიგა 1-ის პლეი-ოფის გადამწყვეტი მატჩები, ხოლო ჩაკვეტაძემ და გოგლიჩიძემ სეზონი ადრიანად დაასრულეს. ყველას ვესაუბრეთ და გავიგეთ, ვინ როგორ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, ხვიჩასთვის ძალიან რთული იქნება რუმინეთთან თამაში ფინალის შემდეგ, მაგრამ მითხრა, რომ გუნდთან ერთად ყოფნა სურს და ბაჰრეინთან მატჩისთვის მზად იქნება.

თორნიკე ძოწენიძე? მან სლოვაკეთში ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა. ახლა რომ არ გამოვიძახე, არ ნიშნავს, რომ არ ვაკვირდებით, პირიქით. თუ ასევე გააგრძელებს შრომას და განვითარებას, აუცილებლად გამოვიძახებთ. ამის კარგი მაგალითი ბერიაშვილია. ყოველთვის უნდა გააგრძელო შრომა და ადრე თუ გვიან დაგიფასდება.

რაკი საქართველოში ვარ, შემიძლია ვთქვა, რომ კვარაცხელია მართლაც საუკეთესოა. თუმცა, უფრო სერიოზულად რომ შევხედოთ, სეზონის პირველ ნახევარში საფრანგეთში ხშირად აკრიტიკებდნენ, რომ მხოლოდ დიდ მატჩებში იხარჯებოდა ბოლომდე, უფრო პატარა გუნდებთან კი ნაკლებს შრომობდა. თუმცა, ყველაზე მეტად რაც მომეწონა, ამ კრიტიკაზე არაფერი უთქვამს, სიტყვიერი რეაქცია არ ჰქონია, გააგრძელა შრომა, მუშაობა და ახლა, ბოლო თვეებში კრიტიკოსებს მოედნიდან გასცა პასუხი. ეს იმის მანიშნებელია, როგორი მენტალიტეტის ფეხბურთელია ხვიჩა. ის ყოველთვის მუშაობს. როგორც ვთქვი, აუცილებლად სურდა ამ შეკრებაზე ყოფნა და ბაჰრეინთან თამაში. არ ვიცი, ამ მომენტში მართლა საუკეთესოა თუ არა, მსოფლიოში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ასე გააგრძელებს შრომას, ერთ დღეს ოქროს ბურთს მოიგებს და მერწმუნეთ, რომ ჩემზე მეტად ეს არავის გაუხარდება. ძალიან ხშირად, როდესაც ფეხბურთელს კარგად არ მისდის საქმე, თავს იმართლებს, მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელები არ აკეთებენ ამას, ცდილობენ უშუალოდ მოედნიდან გასცენ კრიტიკას პასუხი და ხვიჩაც სწორედ ასეთია", - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს 2 ივნისს, რუმინეთთან, 5 ივნისს კი ბაჰრეინთან გამართავს.

kkkk
kvilitaia xom gamoidzaxa meti ra gindat gamocdis amxanagurshi xizana isev mtavari mafiozi
გოგა
ც დივიზიონში გაგვაგდებს სანიოლი და ჩველვებრივი შესარჩევიდანაც, ვერაფელს ვიზამთ, ძოწენიძეს მერე გამოვიძახებო, მერე როდის? ბაჰრეინთან თუ არ ათამაშე, აბა პირდაპირ ოფიციალუე თამაშზე გამოიყვან? ქვილითაია და ლობჟანიძე რად გვინდოდა ამ ამხანაგურებზე? ბაჰრეინთან ვინ უნდა გამოცადოს, ლობჟანიძე?
სანიოლს
ვილი შენც ხო ხვდები რომ ამოწურე თავი და წადი რა.მადლობა რაც გააკეთე და ეხლა სხვა დონის მწვრთნელი გვჭირდება . კობიაშვილი და იაშვილი ვერ ხვდებიან და შენ მაინც გადადექი და ჩვენც დაგვასვენე და შენც დაისვენე რა.
alex
კარგი რა.... ნუ შ@@ცით ამ კაცს... ხო კარგი იყო ევროპა?... ხო და მორჩება ეს შესარჩევიც და ახალი მწვრთნელით რაღაცას ვიზავთ
ბორია წიფურია-ს
ლომინაძე გამოიძახეო - რომ უთითებთ სანიოლს, გაქვთ ინფორმაცია რამდენს თამაშობს კლუბში ლიმინაძე? "ეშტორილის" ბოლო 15 მატჩიდან - 13 მატჩი ლომინაძემ სკამზე გაატარა და მხოლოდ 2-ჯერ შევიდა შეცვლაზე, 14 და 13 წუთით. შესაბამისად, ჯერ ეშტორილშიც ვერ დაამტკიცა მისი შესაძლებლობები და რა დამსახურებისთვის უნდა გამოიძახონ ნაკრებში? ეგ კი არა, არც ქოჩორაშვილია ამ ეტაპზე ნაკრებში გამოსაძახებელი. უბრალოდ, მას უკვე აქვს გარკვეული დამსახურება ნაკრებში და ეს ერთგვარი გამამხნევებელი ჟესტია, ალბათ.
Lelo
საქართველოს ნაკრებᲨი მომავალᲨი ამ მწრᲗნელებს ვისურვებდი, უცხოელებიდან ამ 3 მწვრთნელს ვისურვებდი, არგენტინელი ტატა მარტინო, მექსიკელი ხავიერ აგირე და ახლახან ალბანეთის ნაკრებიდან წასული ბრაზილიელი სილვინიო, ქარᲗველებიდან კი ცხადაᲫე, ქეცბაია, სვანაᲫე, ᲭიაბრიᲨვილი, სანიოლის იმედი ნაᲦდად არ მაქ მაგრამ, ახლა მის წასვლას აზრი არ ააქვს, ეს ციკლი ᲩაამᲗავროს და მერე მსოფლიოსᲗვის სხვა მწრᲗნელმა უნდა დაიწყოს, რადგან ის მსოფლიო ბოლო Შანსი იქნება ამ ᲗაობისᲗვის, მაგალიᲗისᲗვის იმ დროისათვის კვარა უკვე 29 წლის იქნება.
თამაზი
კარგია რომ ხარაიშვილი გამოიძახა, შესანიშნავია ირაკლი ეგოიანის გამოძახება, მაგრამ, ვფიქრობ თორნიკე კვარაცხელიაც უნდა გამოეძახა, ხვიჩას გვერდით ბევრ რამეს ისწავლიდა, თავდაჯერებულობას შემატებდა, მიეჩვეოდა ნაკრების ცხოვრებას. ასევე, ვფიქრობ, ბართიშვილიც უნდა გამოეძახა. ეს ფეხბურთელები, რომლებიც ჩამოვთვალე, 1-2 წელში გუნდის წამყვანი და ძირითადი ფეხბურთელები გახდები.
შავი კაცი
მაგრად მაშინებს ეს მწვრთნელი რა..და ამის მერენდელი უფრო.მე ვფიქრობ ევროზე გასვლის შანსი თუ დავკარგეთ სიმბოლურად გააცილებენ და აი მერე აგვაშენებს ხიზანა (ფაქტიურად ეხლაც მანაა).. კარგი თაობა გვყავს სათავეში სუპერ ვარსკლავით და ჭ კლასის სამწვრთნელო შტაბით.
სიმართლე
წადი რა ძმურად და თან გაიყოლე ეს შენი საძმაკაცო (კობი/იაშკა), პრაქტიკანტებისთვის აქ ადგილი არ არის
დავით
ეს კიდევ აქ არის?
ესტატე მასკანდელაშვილი
იცით რა არის გასაკვირი,ჯიუტად რომ თავისას არ იშლის ვილი,როგორც ფეხბურთელების გამოძახებისას,ისე ტაქტიკის შერჩევისას,..შეუძლებელია გუნდით,რომელსაც 7/8 მეტ ნსკლებად მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავდეს და ერთ ადგილს ტკეპნიდეს.
არ მინდა სანიოლი
გვარდიოლა სანიოლზე კარგი ყოფილა. კობიაშვილმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები გვარდიოლასთან?
ბორია წიფურია
ლომინაძე გამოიძახე, არ გყავს მისი დონის არავინ შუა ხაზში. მოაშორე ეს მექვაბიშვილი ნაკრებს, არ გამოდის მაგისგან ფეხბურთელი. და ცოტა ტანმაღალი და ჯანიანი ფეხბურთელები შეიყვანე შუა ხაზში, ყველა 1.65-იანები რომ გყავს და ფაფხურობენ რაღაცას
გივი, ჩვენ ვართ, გააღე გივი
გრიშა, დაგვანებე რა თავი, წადი სახლში,რამდენი შესარჩევი უნდა ჩააგდო კიდევ, რომ მიხვდე, ვერსად ვეღარ გაიყვან საქართველოს ნაკრებს? ბაჰრეინს და ნაურუს კი ეშენედაც და და საერთოდ უმწვრთნელოდაც მოუგებენ.
დავითი
ეგოიანი მართლა ღირსი ნაკრებში თამაშის! იმედია რუმინეთს დაამარცხებთ! წარმატებები!
ჯუანშერ ოხანაშვილი
ხვიჩაზე კი არა, წასვლაზე დაუსვით შეკითხვა. მაგაზე კარგად ვიცით ყველაფერი ხვიჩას შესახებ. არაბიძეს რატომ აიგნორებს ამდენი წელი? რა დროს პირადულია, როცა საქმე ნაკრებს ეხება?
შაქრო იორამიძე
ნუთუ ფანტაზიის უნარი არ გააჩნია ფრანგს?!
llcl
მისტერ ინტენსივობა! სხვა სიტყვა არაფერი იცის ამ საფეხბურთო გენიამ?
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
"რეალის" ფანების სიყვარულს კარგავს" - პედრეროლმა მბაპე მკაცრად გააკრიტიკა
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"მთელი ოფისი ავურიე, კომპიუტერები და ლეპტოპები დავამტვრიე" - არტეტამ "არსენალში" მუშაობის პირველი დღე გაიხსენა
[VIDEO] ქულებით მხოლოდ დონჩიჩს ჩამორჩა - მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი და "ლეიკერსის" გამარჯვება "საკრამენტოსთან"
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
უკრაინელი მწვრთნელის ლოგიკური შედეგი, საგოლე პასები დაცვიდან, ძლიერი ლეგიონერები - გორის "დილას" წარმატება
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
"ოცნებები ხდება" - ეგოიანი საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახებას გამოეხმაურა
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში
[VIDEO] ეგოიანმა ერედივიზიონში მეხუთე გოლი გაიტანა