ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან

საქართველოს ნაკრებმა შეკრება დაიწყო, "ერთა ლიგის" ახალი სეზონის დაწყებას კი, საიდანაც ევროპირველობაზე გასვლა ერთხელაც უნდა ვცადოთ, ყველანი მოუთმენლად ველით. დღეს უკვე პარასკევს, 25 სექტემბერს, ჩრდ.ირლანდიასთან სავარაუდო შემადგენლობაზე ვისაუბრებთ.

ჩვენ არ ვიცით, რა ხდება გუნდის შიგნით და ბოლომდე არც ის, რას ფიქრობს სანიოლი; საკუთარი აზრი არაერთხელ დავაფიქსირეთ, მაგრამ თავზე მოხვევასაც არ ვაპირებთ, შემადგენლობას მოლოდინის მიხედვით შემოგთავაზებთ და თქვენი პოზიციის დაფიქსირებასაც დაველოდებით.

რას ეფუძნება ჩვენი სასტარტო შემადგენლობის ვარაუდები?

1. ვილი სანიოლის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს(ამხანაგური მატჩები); 2. ჩვენი ფეხბურთელების სათამაშო კონდიციებს; 3. მეტოქის ფაქტორს, რომელსაც ინიციატივის აღება და ბურთის ფლობა სტუმრად განსაკუთრებით არ უყვარს, ისე კი ინგლისში მოთამაშე, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული; საჯარიმოში ბურთის ჩაწოდებას ხშირად ცდილობენ.

მეკარე

გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების პირველი ნომერია, მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპულში" სათადარიგოა. "მამარდა" ინგლისის თასზე შესანიშნავი იყო, გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა და ისიც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, გამოსვლებზე თამაშისას მეტი აქტიურობა მართებს. ამ კუთხით ჩრდ. ირლანდია სახიფათო მოწინააღმდეგეა. რა თქმა უნდა, დაცვასთან შეთანხმებული თამაში უმნიშვნელოვანესი იქნება.

ცენტრალური მცველები

2026 წელს ჩატარებული ამხანაგური მატჩები და საკმაოდ დიდი არეულობის შემდეგ სტაბილურობის განცდა ისაა, რაც ფრანგი მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებებზე ალბათ, საკმაო გავლენას მოახდენს. აქედან გამომდინარე, სათამაშო დროისა და პრაქტიკის მიუხედავად, დაცვის უკვე ნაცად სამეულს არ გამოვრიცხავთ.

მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ლუკა ლოჩოშვილი უალტერნატივოა. რეალურად, "კიოლნის" ფეხბურთელი ჩვენი უკანა ხაზის ფეხბურთელებს შორის ყველაზე კარგ ფორმაში და მაღალი დონის გუნდშია. სამწუხაროდ, არც მისი კლუბია გრანდი და დიდი დატვირთვის ფონზე, არც ჩვენებურია უშეცდომო.

ცენტრალურ მცველებს შორის შუაში, სადაც გურამ კაშია წლების განმავლობაში თამაშობდა, სანიოლს ილია ბერიაშვილი მოსწონს. როგორც ჩანს, დაცვის ხელმძღვანელობის, ბურთის ამოტანისა და პრესინგზე თამაშის უნარი ყველაზე მეტად მასში აკმაყოფილებს. ილიას უნგრეთში სტაბილურობა არ აკლია.

მარჯვენა ცენტრალურ მცველზე ჩვენ დეტალურად ვისუაბრეთ, რა პლუსები და მინუსები თუ ალტერნატივებია და ახლა აღარ შევჩერდებით. ამ გადასახედიდან ასე გვგონია, ვილი მაინც იმას ენდობა, რასაც შეეჩვია(ივნისის ამხანაგურებში უფრო გამოიკვეთა), ასე საიმედოობის განცდა უფრო აქვს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, კლუბში საერთოდ ვერ თამაშობს, საბა გოგლიჩიძეს დაეყრდნობა. 5 შეცვლის პირობებში, როცა წინ 4 მატჩია, შანსს ნეტ-ნაკლებად ყველა მიიღებს და თუკი მწვრთნელი ამაზე არ ფიქრობს, ფეხბურთელი განაცხადში არც ეყოლებოდა.

ფლანგები

ოთარ კაკაბაძე საქართველოს ნაკრების მარჯვენა ფლანგზე უალტერნატივოა. ასე იყო აქამდეც და ახლაც ასეა. იმედია, მისგან საუკეთესო თამაშს ვიხილავთ, ოთარ ნამდვილად შეუძლია, დაცვაში საიმედო და შეტევაში სასარგებლო იყოს; შეცდომების მინიმუმამდე დაყვანის იმედი გვაქვს.

მარცხენა ფრთაზე შემოთნახსენები პრინციპით გიორგი წიტაიშვილს ველით. ის, რომ ის სხვა ფლანგზე და პოზიციაზე თამაშობს, აქემდეც გვითქვამს. როტაციაზე აქაც შევჩერდებით და საბა ხარებაშვილს თბილისურ მატჩებში უფრო ველით.

ნახევარდაცვა

როცა ჩვენი ნახევარდაცვის სამეული ფორმაშია, მათ წინ ვერაფერი დაუდგებათ, მაგრამ ახლა იდეალურ კონდიციებში არც ოთარ კიტეიშვილია და არც გიორგი ჩაკვეტაძე. ამ ფონეზე, ნიდერლანდებში ირაკლი ეგოიანს სერიოზული პროგრესი აქვს.

ჩვენი ვარაუდით, მინიმუმ, ჩრდ ირლანდიასთან სანიოლი 3-4-3 სქემას დაეყრდნობა (ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს შეტევაში ვიტყვით) და გამოდის, ჩრდ. მაკედონიასთან ორი შუახაზელით გამოვალთ. გიორგი ქოჩორაშვილი ძირითად შემადგენლობაში უალტერნატოვოა. გამომდინარე ფორმიდან და იქედან, რომ ეგოიანმა "ჯვაროსნების" რიგებში ამხანაგურებში ბრწყინვალედ ითამაშა და დებიუტი ახლა არ ექნება, უპირატესობას მასზე შევაჩერებთ.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, ჩვენ ვერ ვაკვირდებით ვარჯიშის პროცესს, არ ვიცით რას ამბობენ ექიმები თუ ფეხბურთელები და როგორ გადაწყდება კიტეიშვილი/ჩაკვეტაძის ძალების გადანაწილების საკითხი, წინ ხომ 4 მატჩია.

შეტევა

საქართველოს ნაკრები თითქოს დაუბრუნდა ორფორვარდიან ტაქტიკას, მაგრამ გიორგი კვერნაძე იტალიაში უბრალოდ, შეუდარებელია, რაც ცვლილებებს გვკარნახობს.

ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი კვერნაძე მარცხენა და მარჯვენა ფლანგებზე პოზიციებს გაცვლიან. შესაძლოა, ეს იდეალური არაა, რადგან ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელიც და ჯერ კიდევ ახალბედა შემტევიც მარცხნივ შეუდარებლები არიან, მაგრამ მარჯვენა გარემარბის გამოყენება რამენაირად უნდა ვცადოთ(ბოლო შესარჩევში ამას ზურიკო დავითაშვილი აკეთებდა); გიორგი მიქაუტაძემ ერთი თვის შემდეგ გაიტანა და ეროვნულ გუნდში, სადაც ის შესანიშნავია, კარგ ხასიათზე მოდის!

მამარდაშვილი - გოგლიჩიძე, ბერიაშვილი, ლოჩოშვილი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, ეგოიანი, წიტაიშვილი - კვერნაძე, მიქაუტაძე, კვარაცხელია(C).

ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში საქართველოს ნაკრები ოთხ მატჩს ჩაატარებს. 25 სექტემბერს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, 28 სექტემბერს კი — უკრაინას. 2 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო 5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება.

• alexandre

ერთს დავამატებ - რადგანაც წერ ჭომას მარადონას წინააღმდეგ ითამაშაო, მინდა ახალგაზრდებმა იცოდნენ: ძოძუაშვილმა ფეხი არ გაანძრევია იმ დროს მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელს ჯორჯ ბესტს და ასევე ერთერთ ყველაზე ძლიერს ჯაიჩს! სიაში კი ჩოხელი აუცილებლად სათქმელია, ასევე უფრო ადრინდელი ელოშვილი, ძიაპშიპა. ჯემალ ზეინკლიშვილზე მამაჩემი ლეგენდებს მიყვებოდა.

• leo

დაცვა არა გვყავს. დვალზე უკეთესი მანდ რომელია? და მარჯვნივ საზონოვი. ჩაკვე არაა ფორმაში საერთოდ, კიტე კიდე ხო, მარა ეგეც ვეღარაა ისეთი. მიკვირს გადრანი რატომ არაა. სრული დრო ეძლევა და 7 ზე ნაკლები შეფასებით მინდორს არ ტოვებს. რა გოგლიჩიძე კაცო. ფრე თუ ვითამაშეთ დიდია

• მირო

ეეეჰ,ყოველთვის გვყავდა მსოფლიო დონის მცველები. ხურცილავა, ძოძუაშვილი, ჩივაძე, ხინჩაგიშვილი, ხიზანიშვილი, კეტაშვილი, კოსტავას, სულაქველიძე, რომელიც მარადონას წინააღმდეგ თამაშობდა,რომელი ერთი ჩამოვთვალოთ.ეხლა კი მათთან მიახლოებულიც არ გვყავს არავინ.ამიტომაც გოლების გატანა ჩვენს კარში შეიძლება ყველამ შეძლოს.იმედია შეტევა იქნება უფრო შედეგიანი და გაიტანენ უფრო მეტს ვიდრე გაუშვებენ,ამინ.

• Barmalei ლუქშემბურგოს

ხვიჩა თუ არაა შეუდარებელი აბა ვინაა, ან მეტი რაღა დაამტკიცოს

• Barmalei

რა საჭიროა ასეთი ეპიტეთები - "შეუდარებელი", "შესანიშნავი"?! გამოჩნდება თამაშში ყველაფერი და შემდაგ უძახე..

• მგონი ამოვიჩემეთ

გოგლიჩიძე ვერსად ვერ ქაჩავს სადაც იყო ყველგან სკამზე ზის და ნაკრებშიც სკამის მოთამაშე მგონია ჯერ ჯერობით. მე მგონი საზონოვი უფრო გაამართლებს ვიდრე გოგლიჩიძე. არცერთ თამაში მე რაც უყურე არ მომწონებია გოგლიჩიძე. ჩვენ იმედებს ვერ ამართლებს ჯერ და მერე ვნახოთ. ჩემთვის პირადად საინტერესო იქნება ლომინაძის ნახვა თუნდაც 25 წ რომელიც ბულგარეთან მომეწონა და მეტი შანსი აღარ მიეცა. იმედია 4 თამაში ისე გადანაწილდება რომ შანსი მიეცემა ლომინაძეს.

• pepe

ეს გაპარსეტ ან რაგაც გაუკეტეტ ამ უპატრონოს კაცს დაემსგავსოს დდდდდდდ.......................

• lasha

თანამედროვე ფეხბურთი ეფუძნება შუა ხაზს. სისულელეა დაცვაზე გადაბრალება ყველაფრის. თუ გუნდს არ ყავს ძლიერი ჩამშელელები მანდ ბოლოს ყველა დაცვა ჩავარდება. როდესაც შუახაზი ურპობლემოდ უშვებს მეტოქეს საჯარიმოს ხაზამდე. მანდ ადრე თუ გვიან გავა გოლი რაც არ უნდა სუპერ დაცვის მოთამაშეები გყავდეს. ასე რომ შუახაზს უნდა მიხედონ. იპოვნეონ ჩამშლელები. აგერ ესპანეთი საერთოდ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. არც ცენტრალური ფორვარდი ყოლიათ და არც დაცვა წყვეტდა ვარსკვლავებს. მოიგო შუა ხაზით.

• Levani

8-4 მოგების ტაქტიკა, 4-3-3 დაცვა მამაგეიშვილი-ქოჩორაშვილი-ლოჩო-წიტაიშვილი 3 ნახევარმცველი კიტე,ჩაკვე და ზურიკო კვერნა-ხვიჩა-ჟორჟი პრესინგი იქვე- წინ რასაც გადმოაგდებენ ყველას გავიტანენ სამაგიეროდ ჩვენ გავუტანთ ორჯერ მეტს. ისე მე ფლიკი რო გვყავდეს მართლა მოსინჯავს ასეთ რამეს,როცა მცველები არ გვყავს და 5-ე მცველს ვატენით და მაინც ვუშვებთ გოლს არ ჯობია შენი უპირატესობა გამოიყენო?

• Achi

მამარდა,ლოჩო,საზონოვი,დვალი,კაკაბა,წიტა,ქოჩორა,ეგოიანი,კვარა,კვერვერნა,ჟორჟო. აი ეგეთი შეტებით უნდა დაიწყოს მეთუ მკითხავ და რო რამე ცენტრს გააძლიერებს კიტეიშვილი ჩაკვე ეგ ტაკტიკა 3-5-3

• კაი ერთი

ჯერ ნორმალური სამსჯელო გარემო შეიქმნას აქ, ლანძღვა-გინების და "უმიზეზო" დაბლოკვების გარეშე და მერე მოითხოვე ეგ... მაგრამ საქმე იმაშია, რომ დღესდღეობით პალიტრა იმათ მხარესაა, ვისთვისაც მსგავსი ჭაობი ბუნებრივი გარემოა და ვინებიც მსგავს გარემოში ყოველთვის გამარჯვებული გამოდიან. თუმცა, ხვალ შეიძლება სხვანაირად იყოს, გააჩნია მოცემულ მომენტში ვის რა უფრო აწყობს )

• გია

ჩემი აზრით შემადგენლობა ასეთი უნდა იყოს მამარდაშვილი-კაკაბაძე, ლოჩოშვილი, საზონოვი,ბერიაშვილი,წიტაიშვილი-ეგოიანი, ქოჩორაშვილი-კვერნაძე,მიქაუტაძე,კვარაცხელია. ეს შემადგენლობა საკმაოდ შემტევია და ჩრდ.ირლანდიასთან შეიძლება გარისკვა. შეცვლაზე აუცილებლად უნდა შემოვიდნენ ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი,დავითაშვილი,დვალი და მამაგეიშვილი.ძალებიც ხომ უნდა დავზოგოთ, წინ კიდევ სამი თამაშია.

• D . V.

წიტაიშვილი არ არის მცველი! რას აიჩემებთ ხოლმე? ათამაშეთ თავის ადგილზე!

• გია

ტაქტიკა იქნება საინტერესო, შემადგენლობა მაგას უნდა მოერგოს.

• mose

lasha dvali kvelaze saimedoa

• რობი

ასევე ველი გაგუას დებიუტს ათიანის პოზიციაზე, ის ფიზკიურად ძლიერია, კარგად ინარჩუნებს ბურთს პრესინგის ქვეშ აგრეთვე ის მებრძლოლი, ჭკვინი და ეშმაკია

• მარჯვნივ

კვარაცხელია გამორიცხულია ათასჯერ გავლილი თემაა.მაგის გულისთვის სანიოლს მაგრად მიასხეს ერთი პერიოდი.და იგივეს აღარ გაიმეორებს.ისიც ეპიზოდებში ხდებოდა და მაინც.

• დისლაიქერებო

სხვა დაიკიდეთ მაგრამ წერია თქვენი აზრი დააკომენტარეთო და მოგვახსენეთ რა არ მოგწონთ. მე გოგლიჩიძე არ მომწონს და ვატყობ არც ავტორს

Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა

"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი

ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია

ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა

რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია

[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა

გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა

[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება

ეფექტური ნოკაუტით - ოთარ თანზილოვმა UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა

"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლე მანთან" მატჩში?

[VIDEO] მიქაუტაძე ცვლილებაზე შევიდა - ვინისიუსის წითელი ბარათი და დიომანდეს სადებიუტო გოლი "ვილიარელთან"

[VIDEO] ხვიჩამ შესვლისთანავე გაიტანა - პსჟ-მ "ლემანი" დაამარცხა

[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...

[VIDEO] საზონოვმა "კამპ ნოუზე" ითამაშა - "ბარსელონამ" "ხეტაფეს" ადვილად მოუგო

"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...

[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა

თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ

"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა

[VIDEO] ხვიჩამ შესვლისთანავე გაიტანა - პსჟ-მ "ლემანი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძე ცვლილებაზე შევიდა - ვინისიუსის წითელი ბარათი და დიომანდეს სადებიუტო გოლი "ვილიარელთან"

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლე მანთან" მატჩში?

გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა

სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" პირველი ქულა

[VIDEO] ამას რა უნდა სკამზე - მიქაუტაძე შევიდა და გაიტანა

[VIDEO] ათამაშეს და თავიც გამოიჩინა - გოგლიჩიძემ "მონცაში" პირველივე მატჩში გაიტანა

კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში

[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"

"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!

ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს

რამაზ სვანაძე:  დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ

"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს

[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში

"ოცნებები ხდება" - ეგოიანი საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახებას გამოეხმაურა

"შთამბეჭდავი იყო "ემპოლიში", ფიზიკური და ტექნიკური მონაცემებით გამორჩეულია" - "მონცამ" გოგლიჩიძე დაიმატა და შეაქო

საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში

ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია

"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი

მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..

ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...

Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა

"თუ ის შრომას გააგრძელებს, აუცილებლად გამოვიძახებთ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე

სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება

ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს

ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..

სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა

სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება

"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს

მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში

[VIDEO] ეგოიანმა ერედივიზიონში მეხუთე გოლი გაიტანა