რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს ნაკრებს D ჯგუფის ერთერთ ფავორიტად მიიჩნევს
რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრ კრასნინკოვი კლაიპედაშია და საკუთარი ნაკრების ვარჯიშებზე სისტემატიურად დადის.

საქართველოს ნაკრების დღევანდელი მეტოქის ხელმძღვანელის ინტერვიუს შემოგთავაზებთ:

- ჩვენს ჯგუფში ფავორიტებად ვის თვლით?

- სლოვენიას და საქართველოს...

- და რუსეთი?

- რა თქმა უნდა, რუსეთიც.

- თავიდანვე რატომ არ ახსენეთ რუსეთის ნაკრები?

- ვფიქრობ, რომ ეს ისედაც ცხადია. ჩვენი ნაკრები რამენიმე წლის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა და ფავორიტად მიიჩნევა ამ ტურნირზეც.

- რას იტყვით ჩვენი ჯგუფის დანარჩენ წევრებზე?

- საკმაოდ თანაბარი ჯგუფია. ნამდვილად არ გამიკვირდება, რომ ჯგუფიდან საქართველო, ბულგარეთი, ანაც ბელგია გავიდეს. 6 გუნდიდან მომდევნო ეტაპზე გასვლა ნებისმიერს შეუძლია.

- რა იცით საქართველოს შესახებ?

- ქართველებს კარგი ღვინო გაქვთ, ვიცი "ბორჯომი" და ასევე დიდი არტისტი ბუბა კიკაბიძე.

- და ქართული კალათბურთის შესახებ რა გსმენიათ?

- ვიცი, რომ კარგი ნაკრები ჩამოაყალიბეთ. საკმაოდ შეთამაშებული და ბრძოლისუნარიანი გუნდი გყავთ. ნაკრები თითქმის ყველა წევრი ლეგიონერია და წამყვან ლიგებში თამაშობენ.

- რუსეთი და საქართველო აქამდეც შეხვედრილან ერთმანეთს...

- როგორც ვიცი, სულ 3 მატჩი უთამაშიათ ერთმანეთში რუსეთსა და საქართველოს, მაგრამ ეს საკმაოდ ადრე იყო.

- საქართველომ და რუსეთმა მხოლოდ ერთხელ ითამაშეს: 2003 წელს იტალიაში, ამხანაგურ ტურნირზე, საქართველომ რუსეთს 10 ქულით მოუგო. და რა აზრის ხართ ჩვენი ნაკრებების მომავალ შეხვედრაზე?

- ვფიქრობ, ორივე გუნდისთვის რთული თამაში იქნება. როგორც ვთქვი, საქართველოს საკმაოდ მაღალი დონის კალათბურთელები ჰყავს და თუკი ყველაფერს არ გავიღებთ, შესაძლოა, გამარჯვება თქვენ დაგრჩეთ. წინასწარ ძნელია რამის თქმა. ერთი კი ცხადია: ძალიან დაძაბული მატჩი იქნება.

- რამდენად კარგათ გყავთ საქართველოს ნაკრები შესწავლილი?

- მე არა და ჩვენს სამწვრთნელო შტაბს, იმედია, შესწავლილი ეყოლება მომავალი მეტოქე: ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები.

- როგორც ვიცი, საქართველო-რუსეთის მატჩის სხვა, არასპორტულ მხარეზეც აკეთებენ აქცენტს...

- ალბათ ჟურნალისტებზე ამბობთ. ჩვენთვის ეს მატჩი მხოლოდ სპორტია და მეტი არაფერი. ვთამაშობთ რიგით, ოღონდ ძალიან პრინციპულ მატჩს და ორივე გუნდს ძალიან სჭირდება ეს 2 ქულა.

gbf.ge

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა