საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ივან ტურიცოვი კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს.

ტურიცოვმა სამედიცინო შემოწმება სტამბოლში, კლინიკა Acibadem Fulya-ს ბაზაზე არსებულ FIFA Medical Centre of Excellence-ში გაიარა, რის შემდეგაც დინამოსთან ხელშეკრულება 2029 წლის ბოლომდე გააფორმა. აღსანიშნავია, რომ სტამბოლში მდებარე ფიფას სამედიცინო ცენტრი თავისი შესაძლებლობებით უნიკალურია და ფეხბურთელის ჯანმრთელობის სრულფასოვან შეფასებას უზრუნველყოფს.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ დინამოს ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა:

„კონტრაქტი ახლახან გავაფორმე და ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მოტივირებული ვარ, ეს ახალი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო და მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ თამაშს.“ – ივან ტურიცოვი.ბულგარელი ფეხბურთელის ტრანსფერი ასევე შეაფასა „დინამო ბათუმის“ საფეხბურთო სტრატეგიის ხელმძღვანელმა, ზურაბ თიგიშვილმა:

„ივანზე აქცენტი გავაკეთეთ იმიტომ, რომ ის თავისი გამოცდილებით როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე, ჩვენი გეგმების განხორციელებაში ძალიან დაგვეხმარება. სოფიის ცსკა-ს შემადგენლობაში მას საკმაოდ ბევრი მატჩი აქვს ჩატარებული, გუნდის კაპიტანი გახლდათ და ამ ყველაფერთან ერთად, ბულგარეთის ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კლუბს ზამთარში სატრანსფერო ბანი ჰქონდა, ეს პერიოდი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კარგად გვემუშავა. რამდენიმე თვეა, ახალ ფეხბურთელებზე ვმუშაობთ და ეს პერიოდი დაგვეხმარა, უფრო დეტალურად შეგვესწავლა ესა თუ ის მოთამაშე. ივან ტურიცოვის პროფილზე უკვე რამდენიმე თვეა ვმუშაობთ, იყო ბევრი საუბარი როგორც ფეხბურთელთან, ასევე მის წარმომადგენლებთან. საბოლოოდ კი, ისე შევთანხმდით, რომ ტრანსფერი წარმატებით დასრულდა და ვფიქრობ, მისი გამოცდილება დინამო ბათუმს ძალიან გააძლიერებს.“რაც შეეხება ივან ტურიცოვის განვლილ გზას, მან პროფესიული საფეხბურთო კარიერის ძირითადი ნაწილი სოფიის ცსკა-ში გაატარა, სადაც გუნდის კაპიტანი გახლდათ. ბულგარულ კლუბში მან 222 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ცსკა-ს გარდა, ტურიცოვი მცირე ხნით ბულგარული ლიტექსის ღირსებასაც იცავდა.

ფეხბურთელი ასევე წარმატებით ასპარეზობს სანაკრებო დონეზე. მას ნათამაშები აქვს როგორც ბულგარეთის 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში, ისე ეროვნულ გუნდში, რომლის მოქმედი წევრიც გახლავთ და მის რიგებში 22 მატჩი აქვს ჩატარებული. მათ შორის, ორი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, 2022 წლის ერთა ლიგის გათამაშებაში.

სამედიცინო შემოწმებისა და დინამოსთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ივან ტურიცოვი ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას - 1 ივნისს მონტენეგროსა და 5 ივნისს მოლდოვის წინააღმდეგ. ტურიცოვი დინამო ბათუმს სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 16 ივნისს შეუერთდება. 22 ივნისს კი, მას შემდეგ რაც საქართველოში სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად გაიხსნება კლუბი ტრანსფერს ოფიციალურად დაარეგისტრირებს და მას ოფიციალურ მატჩებში თამაშის უფლება მიეცემა.

dinamobatumi

ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
"ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სოც.ქსელების გამოყენებაზე უარი უნდა თქვან" - "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია