ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე რუმინეთს დაუზავდა - 1:1.

ჩვენს გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და საინტერესო იყო მათ გარეშე როგორ ითამაშებდნენ სანიოლის შეგირდები.

„ჯვაროსნებში“ ბოლო, 129-ე შეხვედრა შეხვედრა ჩაატარა გურამ კაშიამ.

სტუმრებმა თავიდან შემოგვიტიეს და მამარდაშვილის არაზუსტი გადაცემის შედეგად მომენტიც ჰქონდათ, მაგრამ კომანის დარტყმული კაშიამ დაბლოკა. შემდეგ კარიდან არდამაჯერებლად გამოვიდა მამარდაშვილი და ამჯერად ლოჩოშვილმა გადაგვარჩინა. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა, თუმცა მასპინძლები ბურთის დაჭერას ვერ ახერხებდნენ, უფრო ინდივიდუალურად ცდილობდნენ ხიფათის შექმნას. პირველი შანსი ზივზივაძეს მიეცა, რომელმაც დრაგუშინს აართვა ბურთი, მეკარე აიოანისთან პირისპირ გავიდა და ვერ გაიტანა. ჩვენს გუნდში გამორჩეული ჩაკვეტაძე იყო, რომელიც თითქმის ყველა იერიშს იწყებდა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ის აიოანთან ერთი ერთზე გადიოდა, მაგრამ ბოლო მომენტში ხიფათი დრაგუშინმა განმუხტა. გიორგიმ კი ტრავმა მიიღო და შესვენებაზე ეგოიანმა შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრები ქვილითაიამ დააწინაურა. მერე კარგი შანსი ზივზივაძემ ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში მუნტიანუმ ლოჩოშვილს საჰაერო დუელი მოუგო და ანგარიში გაათანაბრა. 63-ე წუთზე კაშია ორივე გუნდმა საპატიო დერეფნით მოედნიდან გააცილა. ბოლოს ეგოიანმა მიზანს ოდნავ ააცილა ბურთი და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 5 ივნისს, სახლში ბაჰრეინთან გამართავს.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

საქართველო - რუმინეთი 1:1

გოლები: 1:0 ქვილითაია (46), 1:1 მუნტიანუ (55)

საქართველო: მამარდაშვილი, ლოჩოშვილი (დვალი 65), გოგლიჩიძე (გელაშვილი 83), კაშია (ბერიაშვილი 63), აზაროვი, კიტეიშვილი, მამაგეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, ქვილითაია (მექვაბიშვილი 83), ზივზივაძე (კვერნაძე 65)

სიმართლე
ძალიან დიდი უკმარისობის განცდა გამიჩინა კაშიას გაცილებამ, პომპეზური თუ არა სანახაობრივად დასამახსოვრებელი მაინც უნდა ყოფილიყო კაპიტანისა, რომელმაც ბოლო-ბოლო ევროპაზე გაგვიყვანა.

საერთოდ ყველასთვის,მაგრამ მეკარისათვის განსაკუთრბით მნიშვნელოვანია ნდობა.ლივერპულში ნდობას ვერ გრძნობს,ვერც მხარდაჭერას და გაუჭირდა.აქაც რომ შეცვალონ,ეს ნიშნავს,რომ შესაძლოა მთლიანად დავკარგოთ.ლივერპულში ისეთი სიტუაციაა,რომ ძაღლი პატრონს ვერ სცნობს,მამარდამ ისიც არ იცის,ალისონი დარჩება თუ წავა, მწვრთნელიც,სრულიად მოულოდნელად გაუშვეს და ყველაფერი ჰაერში რომ არის,ფეხბურთელისათვის ძალიან ძნელია,მხოლოდ ფეხბურთზე იყოს კონცენტრირებული.ოჯახიანი კაცისთვის როგორია,არაფრის გარანტია რომ არ გაქვს და ხვალ რა გელის,წარმოდგენაც არ გაქვს?!გაირკვევა სიტუაცია,დაწყნარდება და ისევ ძველებურად ათამაშდება!

ქვილითაიაზე პენალტი იყო,ზივზივაძემ კი,რამდენი ხანია,რაც ჩემპიონატი დაამთავრა?16 მაისს.დიდი შუალედია და ამიტომ,როცა ბურთზე ფაქიზი მუშაობა იყო საჭირო,სწორედ ეს სიფაქიზე ღალატობდა.ეს სხვებსაც ეტყობოდათ,რა თქმა უნდა ვარჯიშობენ,მაგრამ საშეჯიბრო პრაქტიკა,მაინც სულ სხვაა და ვარჯიში ვერანაირად ვერ ცვლის,ოფიციალურ მატჩს.
გიზოგ
ვიცით, რომ საქართველოში ფეხბურთს ყავს პატრონი, ვისიცაა მ. მესხის სტადიონი. ალბათ დროა, იფიქრონ მათ, რომ უკვე მერამდენე თამაშია(ფეხბურთი;რაგბი) თამაში იწყება და ტრიბინები ნახევარზე მეტად ცარიელია, ხოლო ე. წ. „რკინის კარებებ“-თან დგას და შესვლის რიგს ელოდება თამაშის სანახავად მოსული გულშემატკივარი. აი იმათ კი ვისაც ევალება ამ საქმის მოგვარება არხეინად სხედან ტრიბინაზე მშვიდად და უყურებენ თამაშს საგუშემატკივროდ მოსული მაყურებლის უმრავლესობის გარეშე, თითქმის პირველი ტაიმის ნახევარს. ამიტომ ვთხოვ მათ, დათვალონ რამდენი კაცის გატარება შეუძლია „რკინის კარებებს“ გარკვეულ დროში და შემდეგ გადათვალონ რამდენი საათი სჭირდება სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე გულშემატკივართა შესვლას და დააწერონ ბილეთებზე, რომ ვთქვათ ორსაათნახევრით ან სამისაათით ადრე მოვიდნენ სტადიონზე შესასვლელად. იქნებ „რკინის კარებების“ დამატებაა საჭირო, თან იქნებ ისიც გაითვალისწინოთ, რომ თამაშზე მოსულ გულშემატკივარს ორკარიან „რკინის კარებიდან“ ორივე, რომ მუშა მდგომარეობაში დახვდეს, ხოლო მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მოხდეეს სწრაფად გამოძახება შესაბამისი ტექნიკოსისა შეფერხების აღმოსაფხვრელად. მოკლედ პატრონებმა უნდა იზრუნონ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. რადგან ეს ნამდვილად არ ეხება კერძო კლუბების პრეზიდენტებს.
საჩინო
დამატების სახით მინდა ორ ეპიზოდზე გავამახვილო ყურადღება.პირველი,როცა ზივზივაძე პირისპირ გავიდა მეკარესთან და მოახერხა მისთვის ბურთის გარტყმა.აქ ,ამ შემთხვევაში,არც განსაკუთრებული ძალა იყო საჭირო,არც განსაკუთრებული სისწრაფე და არც განსაკუთრებული ტექნიკა,__საჭირო იყო ელემენტარული აზროვნება,___მეკარისთვის გვერდის ავლა და ბურთის კარში შეგორება. მეორე ეპიზოდში კი,(სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს) ქვილითაია საჯარიმოში ბურთს ჩამოშორებული იქნა წესების სრული დარღვევით.ეს არ იყო უბრალო წაჯაჯგურება,___ეს იყო მკვეთრი მირტყმევა ზურგიდან (თნაც შეგნებულად) რამაც ფორვარდს იერიშის გაგრძელების საშუალება არ მიცა. ეს იყო უდავო პენალტი.
ირაკლი
თამაშმა ბევრი პრობლემა დაგვანახა, იყო რა თქმა უნდა პოზიტივიც, მამარდას აშკარად თავდაჯერებულობ აქვს დაკარგული, სანიოლი როტაციაზე რატომ არ ფიქრობს გაუებარია, როდესღა უნდა გამოსცადო გუგეშაშვილი? დაცვა დასალაგებელია, მამაგეიშვილს ამ პოზიციაზე მაინც უჭირს, გუნდი კვარაცხელიაზე ძალიან არის დამოკიდებული, კარგი იყო ეგოიანი, ქვილითაიამ გამაკვირვა, ორი ფორვარდით თამაში მომეწონა! თუმცა მთლიანობაში ეს გუნდი ძალიან შორსა იმ გუნდისგან ევროპაზე რომ ითამაშა, და მომავლისათვის ოპტიმიზმით არ განგვაწყობს, ღმერთმა ჰქნას ვცდებოდე!
საჩინო
ჯერ შემადგენლობა,__ამ ფეხბურთელებით მე ამდენსაც არ ველოდი.აბსოლიტური უმრავლესობა ჭ კლასის გუნდში ხეხავს სკამს.ჩვენი კოზირი ტექნიკა იყო ყოველთვის და დღეს კი რას ვხედავთ? ქართველი ფეხბურთელი ბურთს ვერ აჩერებს(რამოდენიმე მეტრზე უვარდება),ვერ ღებულობს და ვერ იმორჩილებს.რაც შეეხება სანიოლს და ტაქტიკას,__ აქაც,სამწუხაროდ დიდი გარღვევა გვაქვს:ორი ერთნაირი სტილის ,ტლანქი ფორვარდის დაყენება ,რბილად,რომ ვთქვათ შეცდომა იყო და თუ დააყენე ,შე მამაცხონებულო,მაშინ ხომ უნდა ეცადო,რომ მათი უნარები მაქსიმალურად გამოიყენო? ...ფლანგური მაღალი ჩაწოდებების გარდა მათ რით უნდა მოეტანათ სარგებელი? ჩაწოდებები კი ძალიან ცოტა იყო და როცა იყო ,თითქმის ყოველთვის გამწვავდა სიტუაცია.სანიოლის კისერზეა ისეთი მძლავრი იარაღის გამოუყენებლობაც და განიავება,როგორიცაა კუთხური. გუშინ კატასტროფა იყო მამარდაშვილი.მისი დაუდევარი ,არასერიოზული მოქმედებები ,ნათელია,რომ გუნდზე დადებითად ვერ აისახებოდა.რატომ არ გამოცვალა სანიოლმა? ეს ხომ აუცილებელი იყო მოცემულ სიტუაციაში? ჯერ ერთი სხვას ვნახავდით საქმეში და მეორეც, მამარდაშვილს ცოტა შეაფხიზლებდა და საქმისადმი სერიოზულად მიდგომისაკენ უბიძგებდა. ახლა კი რა ? რაც გვქონდა თამაშამდე ის გვაქვს თამაშის მერეც: სრული გაურკვევლობა და უსაფუძვლობა აღმავლობისა და ხვიჩას და ღმერთის იმედზე ყოფნა.
თემური
ერთხელ დავწერე სანიოლზე რომ ფეხბურთის გაგებაში არ იყო, მეორედ დავწერე, რომ ათასჯერ გაგებაში არ იყო, ეხლაც იგივეს ვიმეორებ.
Jordan beli
ერთხელ დავწერე მამარდა ვერასოდეს ისწავლის გამოსვლაზე და ფეხით თამაშს მეთქი და ბევრს არ მოგეწონათ.აი ლივერპულში წავა და იქ ასწავლიანო.გამოსვლაზე თამაში არი ინტუიცია და ამას ვერავინ გასწავლის.ღმერთმა ქნას ვცდებოდე
გიორგი
რა დაემართა და გაანადგურეს ფსიქოლოგიურად გუნდმა სეზონი ჩააგდო და მწვრთნელიან გულშემატკივრებიან ჟურნალისტებიანად ყველამ გიორგიში დაინახენ მიზეზი არადა ისეთი სერიოზული შეცდომა არ დაუშვია შედეგზე რომ გავლენა მოეხდინოს ალისონი რომ დაშავდა რატომ არ იყო ტონუსში სათადარიგო მეკარე აღნიშნა ვინმემ?იმიტომ ხომარა სათამაშო დროს თასის თამაშებშიც რომ არ აძლევდა მწვრთნელი ბუფეჩიკის როჟიანი სლოტი ?
გია
იქნებ დადგა დრო მეკარის როტაციის რადგან ყველაზე სუსტი რგოლი რაც არ უნდა სამწუხარო იყოს მეკარის პოზიცია იყო,ასეთი მიდგომით და თამაშით ინგლისი და იტალია კი არა ეროვნული ჩემპიონატის დონეც მიუღწეველი იქნება,ეს არ ეხება მხოლოდ გუშინდელ თამაშს არამედ მთელი სეზონის განმავლობაში ნაჩვენებ თამაშის ხარისხს რადგან ვალენსიის მამარდა და დღევანდელი როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება
ედიკა
ქვილითაიამ ორიათას დღიანი პაუზის შემდეგ გაიტანა გოლი ნაკრებში
lasha
მე პირადად კმაყოფილი ვარ ამ თამაშით. ამასაც არ ველოდი. ზედმეტებს ნუ მოითხოვთ. გადახედეთ შემადგენლობას ბირთვი არის მე-2 ლიგის და დაბალი ჩემპიონატების ფეხბურთელები. ეგოიანი კარგია. სანიოლმა უნდა განაგრძოს ახალი სახეების ძებნა. და მეტი შანსი მიცეს. დაანებოს თავი ფეხბურთელების იმ პოზიციაზე დაყენებას სადაც არასდროს უთამაშიათ :)
Eto eto
ვინმემ უთხრას ამ ნაკრების ფეხბურთელებს რომ, ჯერ ბურთის მიღება-დამუშავება ისწავლონ და ისე გავიდნენ მინდორზე, თავმოყვარეობის საქმეა სხვა თუ არაფერი.
მეგრელი
რაც ქართველებს ღმერთმა ნიჭი მოგვცა ფეხბურთის, სულ კვარაცხელიამ წაიღო. ისეთი თამაში იყო რო ლუდი ვერ დავლიე, მუღამი დამაკარგვინეს
ენძო
ვინც ამ საცოდაობას უყურეთ ალბათ მიხვდით,ნერვებისა და გულის გაფრთხილება თუ გინდათ სექტემბერში დასაწყებ ერთა ლიგის მატჩს არ უნდა უყუროთ.
c
თამაშისთვის არ მიყურებია. იყო მომენტი ვამბობდი რომ ფიფია უნდა წასულიყო დინამოდან. არ წავიდა. იყო მომენტი ვილი სანიოლი უნდა წასულიყო ნაკრებიდან, არ წავიდა. ქვილითაია რომ ძირითადში იქნება დღეს ნაკრებში ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ან მასზე უკეთესი არავინაა, ან არის და ამას ბლატები აქვს. ორივე ვარიანტი ცუდია. ქვილითაიას არაფერს არ ვერჩი ზოგადად, მარა ითამაშა ამ კაცმა უკვე ბევრჯერ და ვნახეთ რაც შეუძლია, ამ ეტაპზე ახალი მწვრთნელი იყო საჭირო, რომ ახალი ხალისი და იდეა მოსულიყო ნაკრებში. სამწუხაროდ ისევ წრეზე წავიდნენ. მე არ ვარ ჩასაფრებული, ვგულშემატკივრობდი ვილის მაგრად, მარა განვითარებისთვის იყო აუცილებელი მისი შეცვლა და დაგვიანდა ეს. ნაკრებში რაც მალე მიხვდებიან რომ საჭიროა ცვლილებები მით უფრო მალე იქნება შანსი გავიდეთ სადმე, სანამ ხვიჩა და ჩაკვე არიან გუნდში და ფორმაში.
Achi
ეგოიიანი კარგი იყო ზოგიერთებივით არ იბნევა ბურთი რომ აქვს .აი მამარდა კი საერთოდ სად იყო და რას აკეთებდა თავადაც არ იცოდა და მწვრთნელი რომხარ ხო უნდა მიხვდე არ იცის ჩვენმა მეკარემ ფეხით თამაშიდა არ აგორაო მისთან ბურთი ისე აეწყობა ამათგან რამე კარგი მწვრთნელი უნდა თავიანთი თანაშემწეებით
გიორგი კაჭკაჭიშვილი
ეგოიანი მომეწონა ძალიან,სწრაფად აზროვნებს,არ იგრძნობოდა რომ დებიუტანტი იყო.სანიოლის მწვრთნელობა არ გაიშვას მაგას რამაზ სვანაძეც კი ჯიბეში ჩაისვამს.

იქ რა ამპლუაში ათამაშებენ და აქ რაში,ეგ შეადარე!
sos
ძაან ქაოტურ ფეხბურთს ვთამაშობთ!
ჟორა
ძალიან საშუალო დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები გყვავს, არ ვიცი რამდენი უნდა შემატოს ამ გუნდს ხვიჩამ და გიორგიმ, რომ ჯგუფში ანგარიშგასაწევ ძალად ვიქცეთ.
დდდ
ახლა თქვენ მოსაწონს ხომ ვერა ნაკრები ვერ ითამაშებს და რაც მთავარია, სანიოლი კი ცალსახად კმაყოფილი დაგვირჩა და ასეც განაცხადა - ნაკრების ტაქტიკური თამაში მომეწონაო... მე კი რატომღაც ოლღა ბებიასთან შეცდომით მოხვედრილი სასიყვარულო წერილი გაახსენდა- მაგიჟებს შენი ტანი, გამოხედვა, მკლავები და ბროლის კბილებიო და - ნენა, სა ნახა მაგ შეჩვენებულმა ჩემი კბილებიო...
ჯუჯი
ძალიან არადამაჯერებელია მამარდაშვილი. რა დაემართა? ამ ბოლოს ერთი კარგი მატჩი არ ჩაუტარებია. არც აქ,არც კლუბში.

გასაგებია,რომ ჩემპიონატები უკვე კაი ხანია რაც დამთავრდა და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა იგრძნობა,მაგრამ მარტივი პასების მიღება,ან გაკეთებაში,ამდენი ტექნიკური წუნი,ნამეტანი ბევრია.ტემპი არ იყო,ამდენს ვკარგავდით და ინტენსიურ პრესინგზე რაღა დაგვემართება?ეს წუნი,განსაკუთრებით დაცვიდან ბურთის ამოტანის დროს იგრძნობოდა და თითქმის ყველა სცოდავდა.მინიფეხბურთში,ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ჩვენმა ნაკრებმა უკრაინასთან წააგო.გოლების ნახვა მოვასწარი და პირველი ორი გოლი,აუტიდან ჩამგდებული ბურთი გავიტანეს,ტყუპისცალები.კიდევ ერთი,სტანდარტიდან,ჯარიმიდან გაგვიტანეს და კიდევ ერთხელ თვლსაჩინოდ გვაჩვენეს,რამდენად მნიშვნელოვანია სტანდარტების დამუშავება.ამდენ კუთხურს ვაწვდით და საფრთხის ნატამალიც კი არ იქმნება.აუტის შემოტანისას ბურთს ვკარგავთ,დაცვიდან ბურთის ამოტანისას ბურთს ვკარგავთ.ახლაც კლუბებში ხომ არ ეჩქარებათ?-დაამუშავონ,რამდენიმე კომბინაცია და საშემოდგომოდ მოამზადონ,ხელს რა უშლით?ასე,მხოლოდ კვარას და მიქაუტაძის იმედზე,არაფერი გამოგვივა,სხვებმაც უნდა იტვირთონ,პასუხისმგებლობა.მომდევნო თამაშში,ცოტა სათამაშო ტონუსში მოვლენ,ლიდერებიც ითამაშბენ და ცოტა უკეთესობა იქნება,მაგრამ ეს ცოტა,საკმარისი არ არის.მეტი გვინდა!ეგოიანის სანაკრებო დებიუტი შდგა და საკმაოდ თავდაჯერებულიც ჩანდა.ბევრთან ერთად,ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები და ის კავშირები,თამაშშიც იგრძნობოდა.მამაგეიშვილიც აქტიურობდა წინ,თუმცა დაცვიდან ბურთის ამოტანისას მისმა შეცდომამ განაპირობა საპასუხო გოლი.ძალიან კარგი ბიჭია,მაგრამ დაცვაში თამაშიას,აკურატულობაც არ უნდა დაივიწყოს.სანიოლმა ბევრი შეცვლა არ გააკეთა,ალბათ ამ ხალხის შემოწმება სურდა და ბევრ ინფორმაციასაც მიიღებდა.ქოჩორაშვილს სტარტზე,თითქოს შებოჭილობა ეტყობოდა,რამდენიმე წუნი ჰქონდა,მაგრამ თანდათან გაიხსნა და თავდაჯერებული ქოჩორაშვილი როგორი ძალა იყო,ყველას გვახსოვს.კიტემ რამდენიმე ამპლუა გამოიცვალა და არც ძალიან ბრწყინავდა,მაგრამ კარგი იყო.ჩაკვეს უფრო დიდხანს მოუწია უქმობა და რამდენიმე ტექნიკური წუნი,ალბათ მაგისი ბრალი უფრო იყო.არა მგონია,ტრავმა სერიოზული იყოს.ლოჩოშვილმა გოლის ეპიზოდში პოზიციური ბრძოლა წააგო.სიმართლე ვთქვა,დაცვაში ყველაზე მეტად მისი იმედი მქონდა,რადგან გუნდში მშვენივრად ირჯებოდა.გურამ კაშიამ თავისი უკანასკნელი მატჩი,მშვენივრად ჩაატარა და ერთხელ ალბათ საგოლე დარტყმისგანაც გვიხსნა.მისნაირი თამაშის წამკითხველი მცველი აღარ გვყავს და ეს,მომავალში,ალბათ ბევრჯერ გაგვახსენდება.
კონტეს მამა
უკან პასებში მსოფლიო ჩემპიონები ვართ! თითქმის მთელი პირველი ტაიმი მკვდარი რუმინეთიც კი 6-კაციანი პრესინგით გვეთამაშებოდა. არც ერთი წუთით არ ათამაშა სანიოლმა პრესინგი, რომლის გარეშეც აღარ არსებობს თანამედროვე ფეხბურთი. ამიტომაცაა რომ თითქმის ყველასთან მეორე ნომრად გვიწევს თამაში. ნებისმიერი საშუალო დონის ევროპული ქვეყანა შეგვჭამს. ცენტრს ვერ ვაკონტროლებთ. ესაა ჩვენი აქილევსის ქუსლი. კიტეს შტურმში უკვე 67-ე წუთისთვის ცვლიან ხოლმე, რადგან მეტს ვეღარ დარბის. ამას სანიოლა კიდევ 100 წელი ვერ მიხვდება. სანამ ყველა ეგოიანივით სულ არ ირბენს, მანამდე არაა ჩვენი საშველი. საჭიროა სწრაფი,მოქნილი და დაუღალავი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მამაგეიშვილი, ქოჩორა, ჩაკვე, წიტაიშვილი, ლობჟანიძე, კვერნაძე. უსუსურ რუმინეთს რომ ასეთი შიშით ეთამაშები, ძლიერებთან შანსიც არ გექნება. მამარდას სულაც არ ვამართლებ, მაგრამ რომ ატენი უკან ამდენ პასს, რა თქმა უნდა დაუშვებს შეცდომას, მით უმეტეს, რომ ფეხით ცუდად თამაშობს. ან მეორე მეკარე მაინც ათამაშე ერთი ტაიმი, იმან რაღა დააშავა? მოკლედ, ასეთ ფეხბურთს ეს ბიჭები უმწვრთნელოდაც ითამაშებენ. ჰო, და კიდევ: 30-ს გადაცილებულ ქვილითაის და ბუდუს ერთ ტაიმზე მეტი არ უნდა მიეცეს. სხვა ბიჭების გამოცდაც კარგი იქნებოდა. ან კვერნაძე რატომ დააყენა ცენტრში როცა ფროზინონეში სულ ფლანგზე თამაშობს....
უვიცი
ჩაკვეტაძე - ადამიანი უიღბლობა, მის გარეშე კი ცენტრში არაფერი ხდება საერთოდ. კიტეიშვილი კარგი ფეხბურთელია, კარგად ავსებს სივრცეებს, არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს მოედნის ცარიელი ადგილის შევსების ნებისმიერ წერტილში, მაგრამ ჩაკვეს როლს ვერანაირად ვერ იღებს თავის თავზე. ვინმე გვჭირდება მოვძებნოთ ვინც ოდნავ მაინც ჩაანაცვლებს ჩაკვეტაძეს, მიახლოებულიც კი არავინ ჩანს ჯერჯერობით...
Lelo
სანიოლის მწვრᲗნელობა არ გაიᲨვას, ქვილიᲗაია და ზივზივაᲫე ერად როდის იყვნენ საერთოდ მოედანზე 2 ფორვარდი სად მოიგონა სანიოლიმ, ეს მატᲩი წესიᲗ გამოყენებული უნდა ყოფილიყო მომავალი ᲗამაᲨებისᲗვის, სად დაინახა ვინმემ ან ტაქტიკა, ან რაიმე მწვრᲗნელის დავალება,რას ᲗამაᲨობდა გუნდი საერᲗოდ რა სტრატეგია ქონდა ვერაფერი ვერ გავიგე, რუმინეთის მეორე ᲨემადგენლობასᲗან ასე გუნდი არ უნდა ᲗამაᲨობდეს, იტანჯებიან ფეხბურᲗელები, სახეებზე აწერიაᲗ რო ვერანაირ დავალებას ვერ იᲦებენ მწვრᲗნელისგან, ვერც მოტივაციას, არანაირი კომბინაციები არ არის დამუᲨავებული ვარჯიᲨებზე ეტყობა გუნდს ეს,ტაჯიკეᲗის ნაკრები აკეᲗებს 4-5 პასს ზედიზედ და კარგიᲗ რა ვინ დამაჯერებს რო საქარველოს ნაკრებს ეგ არ ᲨეუᲫლია, ᲨეუᲫლიაᲗ Თან როგორ კარგი მწვრᲗნელის ხელᲨი ოᲦონდ, გაიხსენეᲗ ცხადაᲫის ნაკრები, ბევრად სუსტი ფეხბურᲗელებიᲗ სულ ბურᲗი ეკავაᲗ და 10-12 პასს აკეᲗებდნენ Თან მეტოქის ნახევარზე, მე იმაᲗი არ მჯერა რო ვიᲗომ ფეხბურᲗელები არ გვყავს მეტი რა უნდა ქნას მწვრᲗნელმაო რო გაიᲫახიან, მოტივაციაზე აᲦარ ვამბობ, მწვრᲗნელის საქმეა ასეც, ფეხბურᲗელებს ეტყობაᲗ ᲗავისᲗვის როცა ხასიაᲗი მოუვაᲗ ინდივიდუალურად ცდილობენ რაᲦაცას, ხან გამოდიᲗ ხან არა, სხვა ᲨემᲗხვევაᲨი დადიოდნენ მოედანზე, ესეც მწვრᲗნელის ფაქტორია, წარმოადგინეᲗ ქეცბაია ან ცხადაᲫე იყოს მწვრᲗნელი და ვინმემ იაროს მოედანზე? და ᲨენიᲨვნა არ მისცეს ამ დროს მწვრᲗნელმაა? ამ გუნდს დიდი რესურსი აქვს,არ ვიᲫახი ესპანეᲗს და არგენტინას კონკურენციას გაუწევენᲗქო, მაგრამ საᲨუალო დონის ნაკრებებᲗან უᲨანსოდ და უსახურად კი არა, ტოლ- სწორად უნდა ᲗამაᲨობდნენ წესიᲗ, მწვრᲗნელი ᲭირდებაᲗ, მწვრᲗნელი! ეგოიანი ᲫირიᲗადᲨი ᲗამაᲨს იმსახურებს, არიან ასევე ნახევარმცველები რომლებიც სწორად დაყენების ᲨემᲗხვევაᲨი ნაკრები სულ სხვა ფეხბურᲗს იᲗამაᲨებს, იმედია ᲩაკვეტაᲫეს სერიოზული ტრავმა არ ექნება, ასეᲗ ᲨემᲗხვევაᲨი ქოᲩორაᲨვილი-ეგოიანი- -კიტეიᲨვილი-ᲩაკვეტაᲫე ამაᲗ დამატებული კვარაცხელია მიქაუტაᲫე სერიოზული Შეტევის პოტენციალია, ან ერᲗჯერ მაინც მოსინჯოს სანიოლმა ეს 4-2-3-1 ტაქტიკა. ქოᲩორაᲨვილი უᲗამაᲨებელიც გამოᲩნდა რო ნაკრებისᲗვის დიდი Ძალაა, იმედია ესპანეთში მოᲫებნის გუნდს მალე, სადაც მას იცნობენ და ენდობიან. მარჯვენა მცველ კაპანაᲫეს რატო არ უᲫახიან, რომელსაც სლოვაკეთში ბრწყინვალე სეზონი ქონდა და კაკაბაᲫის არ ყოფნაᲨი გამოადგებოდა ნაკრებს, მამაგეიᲨვილს აᲦარ მოუწევდა მარჯვენა მცველობა, რომელსაც წინ უფრო კარგი უნარები გააᲩნია ვიდრე უკან დახეულს.კიდევ ვიᲫახი საქარველოს ნაკრებს ბევრად უკეᲗესი ᲗამაᲨი ᲨეუᲫლია ვიდრე დᲦეს ᲗამაᲨობს, ამ ყველაფერს კი მწვრᲗნელი Ჭირდება,მწვრᲗნელიიი!!!!
ალფა
ნარიმანიძე სლოვაკეთიდან, ნიჭიერია, ასევე ლაცაბიძე. ახალგაზრდულიდან მოდის კიდე ამისულაშვილი და ბოჭორიშვილი. ვინც ქართულ ფეხბურთს უყურებს დამეთანხმება.
დდდ
ჩვენ კი გაგებით მოვეკიდებით და თუ კაცი ხარ, სანიოლს ნუ ეტყვი...
ალფა
ბევრს ავიწყდება, რო სანიოლი რეალურად საქართველოს ნაკრებში სწავლობს მწვრთნელობას. რადიოსადგურში მუშაობდა როცა საქართველოს ნაკრებში მოიყვანეს. ძალიან ეჭვი მეპარება, რო ამ მწვრთნელით კიდე შევძლებთ სადმე გაღწევას. ისევ საკუთარ თავს უნდა გადაახტნენ ფეხბურთელები, როგორც ევრომდე ქნეს ეს.
მეც შევამჩნიე
ნაკრებში რაღაც ყველას ემართება, მხოლოდ ლოჩოშვილია სტაბილურად მომღიმარი და უკომპლექსო...
რა და
სანიოლი
გიორგი
ნამდვილად არავინ მეიმედება დაცვაში კაშიას შემცვლელად!
ალეკო
ერთი ლუის ენრიკე ჩვენც გვინდა

კიტეიშვილს კლუბში გოლი გოლზე გააქვს და ნაკრებში რა ემართება??
L.J.
Shedegi pre mosalodneli iyo,ai Mamardas sashinel pormas ra eshveleba egaa sapoqrali,tu alisoni darcha chemi azria sxvagan unda gadavides sadac 1 li nomeri iqneba...
სოსო
მამარდა და ქოჩორაშვილი ცუდ ფორმაში არიან!

ნუ აპრავებთ სანიოლს და ფედერაციას მსგავსი კომენტარებით. გუნდი ვერაფერს იზავს თუ მწვრთნელი არ არის ამ ქვეყანაზე. ამ ფეხბურთელებმა შეძლეს და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ევროზე გავიდნენ ერთხელ უკვე, სულ ესე ვერ იქნება. დანარჩენისთვის მწვრთნელია საჭირო.
ალფა
კრიმინალია კვარა, ჟორჟი, კიტეიშვილის და ჩაკვეტაძის ნაკრების მწვრთნელად ვილი სანიოლის ყოფნა.
ნელსონ მანდელა
რა უნდათ ამ ფედერაციაში კიდევ რამდენიმე წელი უნდა დავკარგოთ ტყუილად ამ ვილისთან ერთად? წინა წელს უნდა გაეშვათ და ახლა ელოდებიან კიდევ ერთი საკვალიფიკაციო და ერთა ლიგა ჩააგდოს რომ გაუშვან?
მეტი პოზიტივი, ერო, ბერო და ქომაგი!!!
პირადად ჩემთვის ამ თამაშში ერთი ფრიად დამაიდებელი დასკვნა რამ დანასკვი გამოიკვეთა და გაგიზიარებთ მორიდებულად: თუკი ამ ჩვენზე დავრდომილად მოლასლასე რუმინეთმა მოახერხა და მუნდიალის ფლეი ოფში გააღწია, ერთობ დიდია ალბათობა იმისა, რომ ოდესმე ჩვენც დაგვიჯდეს მსგავსი " რასკლადი" რამ განლაგება და იმავე ალბათობის თეორიაზე დაყრდნობით, ასეთი რამ, შესაძლოა, სულაც უახლოეს 60-70 წელიწადშიც კი მოხდეს და თანაც მაგ დროისთვის საქართველოს ნაკრების ამაგდარი მწვრთნელი სადღაც 110-120 წლისა იქნება და კარგა გვარიანი გამოცდილებაც ექნება დაგროვილი ჩვენდა გასახარად...
ჯორჯო ბიძია
არაფერი გუნდი არა გვყავს რა
გიორგი
ამოწურა ამ მწვრთნელმა თავი არაფლი ახალი არც კარგად ნასწავლი ძვლი ვერ გავიგე ბოლო ფაზაში რას ვაკეთებთ ან ეს უკან პასი გაუთავებლად შიშით წინ ვერ წახვაალ
Gio
Mamarda zaan sustia mase turkethic ki arcaixvaneben
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
ბათუმი ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის გათამაშებას უმასპინძლებს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ახალი ზელანდია
რაფინიას შეცვლის - რამდენად რეალურია ბარკოლას "ბარსელონაში" გადასვლა?
მორგან როჯერსი "არსენალს" უახლოვდება
[VIDEO] იამალის სადებიუტო გოლი, ოიარსაბალის დუბლი - ესპანეთმა საუდის არაბეთი გაანადგურა
დუბლიორი თუ კონკურენტი კვარაცხელიასთვის - პსჟ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის დამატებას გეგმავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ინგლისი
საქართველოს ნაკრები ლატვიაში გაფრინდა: მუნდიალის საკვალიფიკაციოსთვის მზადება იურმალაში გრძელდება
დემეტრაშვილის ვერცხლი და სულამანიძის ბრინჯაო ულანბატორის გრანდ სლემზე
"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა
Geo Team: თბილისის "დინამო" ევროტურნირების მატჩს "დინამო არენაზე" ვერ ჩაატარებს
[VIDEO] დრო იყო, ასე აღნიშნავდა იამალი ესპანეთის მარცხს
"რაფინიასთვის მუნდიალი დასრულდა" - ესპანელი ჟურნალისტი
"მონტელამ მოგვილოცა" - დემირალი მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ
[VIDEO] იაპონიამ ტუნისი გაანადგურა
[VIDEO] კიურასაოს 37 წლის მეკარის სასწაული - როომიმ ეკვადორთან 15 მოგერიება განახორციელა
[VIDEO] მეტოქე 22 წამში დაანოკაუტა - ჩოხელის წარმატებული დებიუტი UFC-ში
შეცვლაზე შესულმა უნდავმა კოტ-დ'ივუართან თამაში შემოატრიალა და გერმანიას გამარჯვება მოუპოვა
ირაოლას ინიციატივით - "ლივერპული" მუნიოსს იმატებს
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
რუმინეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჰაჯი: საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში უკეთესი იყო - ჩვენმა მეკარემ შეცდომა დაუშვა
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
სანიოლი: ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა - თითქოს ეგოიანი უკვე ერთი ან ორი წელია ამ გუნდში თამაშობს
სანიოლი: ვუსურვებ ყველა მწვრთნელს მსოფლიოში, ჰყავდეს ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამი იყო
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ