ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ევრობასკეტი 2011. დღე მეორე. 1 სექტემბერი: გრანდებმა გაისეირნეს

ევრობასკეტი 2011. დღე მეორე. 1 სექტემბერი: გრანდებმა გაისეირნეს

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე თანაბარი ჩვენი ქვეჯგუფია, სადაც დარჩენილ ტურებში შეიძლება ყველაფერი მოხდეს
არის სამი ლიდერი

პირველ ტურში მძიმე ბრძოლების შემდეგ, ამჯერად A ჯგუფის ფავორიტებმა იოლი გასეირნება მოიწყვეს და თითქმის გადაწყვიტეს შემდეგ ეტაპზე გასვლის საკითხი.

პირენეულ დერბიში ესპანეთმა ყველა კომპონენტში დაჩაგრა პორტუგალია. სკარიოლოს გუნდს თამაშიდან ტყორცნების 50-პროცენტიანი სიზუსტე ჰქონდა, ამ მხრივ კი პორტუგალია მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა (40 პროცენტი). გარდა ამისა, ესპანეთმა ფარქვეშ ბრძოლაც მოიგო - 41:35.

ზედიზედ მეორე მატჩია ესპანელთა რიგებში ყველაზე შედეგიანია პაუ გასოლი. ამჯერად მან 20 ქულა ჩააგდო და რაც მთავარია, ფენომენალური სიზუსტე გამოავლინა: თამაშიდან ცხრა ტყორცნიდან რვა მოათავსა კალათში. პაუ განსაკუთრებით აქტიური მეორე მეოთხედში იყო - ამ ათწუთეულში "ლეიკერსის" ვარსკვლავმა 10 ქულა დააგროვა, რაც მეტოქისთვის საკონტროლო გასროლასავით იყო.

საცოდავი სანახავია ბრიტანელთა ლიდერი ლუოლ დენგი, რომელიც მარტო ებრძვის ევროპულ გრანდებს, მაგრამ სათანადო მხარდაჭერის გარეშე "ჩიკაგოს" ფორვარდის მონდომება წყალში იყრება. თურქეთთან მატჩის ბედი პრაქტიკულად საწყის ექვს წუთში გადაწყდა, როცა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა მეტოქეს მხოლოდ სამი ქულა ჩააგდებინა - 17:3. ამ პერიოდში თურქთა ლიდერი ომერ ონანი იყო, რომელმაც პირველ მეოთხედში ცხრა ქულა მიითვალა, მთლიანად გუნდმა კი ოთხი სამქულიანი მოათავსა კალათში. სულ გამარჯვებულმა გუნდმა 23-დან 10 სამქულიანი ჩააგდო, ბრიტანეთმა - 11-დან ერთი.

პოლონეთმა წინა ტურში დიდი ბრძოლა გაუმართა ესპანეთს და გუშინ, მასპინძლებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ძალა მხოლოდ პირველი მეოთხედში ეყო. ლიტვა 13:16-ს აგებდა, როცა ცხრა უპასუხო ქულა მიითვალა, საბოლოოდ კი 20:6 გაქცევა გამოუვიდა და მეტოქე დიდი მანძილით ჩამოიტოვა უკან.

სტატისტიკის მიხედვით, პოლონეთს შანსი არ ჰქონდა - ლიტვამ თამაშიდან 69 პროცენტის (52-დან 36) სიზუსტით ესროლა და პირწმინდად მოიგო ფარი: 41:19.

A ჯგუფი

პორტუგალია-ესპანეთი 73:87

16:26, 20:27, 16:24, 21:10

პ: ტავარეში (17+3 ჩაჭრა), მირანდა (13), ანდრადე (9+7 მოხსნა), ჟოაო სანტოსი (9), ევორა (6), გონკალვეში (6), ფონსეკა (4+5 მოხსნა), კოშტა (3), მინიავა (2), და სილვა (2).

ე: პ. გასოლი (20+5 მოხსნა), ნავარო (17+5 პასი+3 ჩაჭრა), რეიესი (10+5 მოხსნა), მ. გასოლი (10+9 მოხსნა), ფერნანდესი (9+6 პასი), კალდერონი (7), რუბიო (5), იბაკა (4), სადა (2), ლიული (2), სან ემეტერიო (1).

ბრიტანეთი-თურქეთი 61:90

10:22, 16:22, 17:20, 18:26

ბ: დენგი (22+8 მოხსნა), ჯონსონი (10), ფრილენდი (7), რეინკინგი (6), ბოატენგი (4+7 მოხსნა), ვან ოსტრუმი (4), სალივანი (3), ლენზლი (3), ადეგბოიე (2).

თ: პრელჯიჩი (15), ონანი (14), სავაში (12), კანტერი (11+5 მოხსნა), თურქოგლუ (7), აშიქი (7+9 მოხსნა), აქიოლი (6), არსლანი (5), თუნჩერი (5), ილიასოვა (4), გიულერი (2), თურქილმაზი (2).

ლიტვა-პოლონეთი 97:77

25:20, 28:18, 23:14, 21:25

ლ: კალნიეტისი (19+6 მოხსნა+6 პასი), სონგაილა (14), კაუკენასი (11), პოჩიუსი (10+4 პასი), იასაიტისი (8+4 მოხსნა), იასიკიავიჩუსი (8+4 პასი), დელინინკაიტისი (7+4 პასი), ვალანჩუნასი (7), ლავრინოვიჩი (6+9 მოხსნა), იანკუნასი (6), იავტოკასი (1+4 მოხსნა).

პ: კელატი (16+4 მოხსნა), ბერიშა (10), შევჩიკი (10), ლაპეტა (8+6 მოხსნა), კოშარეკი (6+4 პასი), ვიშნევსკი (6), პამულა (6), ჰრიჩანიუკი (5), სკიბინევსკი (4), ლეონჩიკი (4), შჩეტკა (2).

თ მ ფ ბ ქ

1. თურქეთი 2 2 0 169-117 4

2. ლიტვა 2 2 0 177-146 4

3. ესპანეთი 2 2 0 170-151 4

4. პოლონეთი 2 0 2 155-180 2

5. პორტუგალია 2 0 2 129-166 2

6. ბრიტანეთი 2 0 2 130-170 2

იტალია ლონდონში ვერ წავა

ამ ჯგუფშიც გამოიკვეთა შემდეგ ეტაპზე გამსვლელი სამი გუნდი - თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, მეორე ჯგუფურ ეტაპზე სერბეთი, საფრანგეთი და გერმანია გადავლენ.

სერბეთმა იტალიის დამარცხების შემდეგ ლატვიაც მოინელა, თუმცა ამ მატჩის ანგარიშმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ. მეოთხე მეოთხედში იყო ერთი მომენტი, როცა ბალტიისპირელებს თამაშის გადარჩენის შანსი მიეცათ. სერბების უპირატესობა ხუთ ქულამდე დავიდა და სავანოვიჩმა ორი აცილებული საჯარიმოს შემდეგ შეტევაში მოხსნა ბურთი, პასი მარკოვიჩს მიაწოდა, რომელსაც სამქულიანი შეტევა გამოუვიდა - ორქულიანი ჩააგდო და ერთი საჯარიმოს შესრულების უფლებაც მოიპოვა - 78:70. ამის შემდეგ ლატვია განწირული იყო წასაგებად.

არადა, მატჩი ისე დაიწყო, რომ სერბეთს, წესით, პირველ ტაიმში უნდა გადაეწყვიტა თამაშის ბედი - პირველი მეოთხედის შემდეგ სხვაობა 16 ქულა იყო. მაგრამ ლატვიამ იმდენი მოახერხა, რომ დიდ შესვენებამდე სამი წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა - 29:29.

აღსანიშნავია ერთი საგულისხმო მომენტი: სერბეთმა გრძელი სათადარიგოთა სკამის ხარჯზე მოიპოვა უპირატესობა - ივკოვიჩის გუნდში 12-დან 11-მა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ ორი ქულა.

ევრობასკეტის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ საფრანგეთის ნაკრები, რადგან ბრწყინვალე ფორმაში არიან ამ გუნდის ლიდერები, პირველ რიგში კი, გამთამაშებელი პარკერი. "სან ანტონიოს" ვარსკვლავმა პირველ მატჩში მოპოვებულ 31 ქულას ამჯერად 21 დაუმატა, რასაც რვა შედეგიანი პასიც დაურთო თან. ყურადღების ღირსია ბატუმის ექვსი ჩაჭრა. თანდათან ნოაც მოუმატებს და საფრანგეთის შეჩერება არც ისე იოლი იქნება.

ფრანგებმა მეორე მეოთხედი ჩააგდეს, როცა ისრაელს 14-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილების საშუალება მისცეს. მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში 8:0 გაქცევის შემდეგ ფავორიტის უპირატესობა 17 ქულამდე (52:35) ავიდა და ამის შემდეგ მის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. საფრანგეთმა 57 პროცენტის სიზუსტით ისროლა სამქულიანები (14-დან 8) და ორქულიანების 59 პროცენტი (39-დან 23) მოათავსა კალათში.

იტალიის ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და, როგორც ჩანს, გამოეთხოვა ოლიმპიადაზე გამგზავრების შანსს. გერმანიამ კი დაგვანახა, რომ ის ორი კაცის გუნდია: ნოვიცკიმ და კამანმა აპენინელთა წინააღმდეგ 38 ქულა (გუნდრი მონაგარის ზუსტად ნახევარი) და 29 მოხსნა დააგროვეს.

მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 4 წუთი რჩებოდა, როცა გერმანიის ერთქულიანი უპირატესობისას ბარნიანიმ უმნიშვნელოვანესი ტყორცნა ააცილა, რასაც ნოვიცკის ზუსტი საშუალო სროლა მოჰყვა, შემდეგ მანჩინელიმაც ვერ ჩააგდო და ბენცინგმა ხუთი ქულით გაიყვანა წინ თავისი გუნდი - 60:55. როგორც აღმოჩნდა, ეს შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი იყო, რამაც გერმანიას საბოლოო უპირატესობა მოუტანა.

B ჯგუფი

ლატვია-სერბეთი 77:92

7:23, 26:15, 25:32, 19:22

ლ: ფრეიმანისი (19+8 მოხსნა), კუკსიქსი (16+5 მოხსნა), ბლუმსი (15), სტრელნიექსი (12), დ. ბერტანსი (10), ბეტრანსი (2), მეიერსი (2), იურევიჩუსი (1).

ს: კრსტიჩი (23), სავანოვიჩი (19+5 მოხსნა), პაუნიჩი (10), ტეოდოშიჩი (9+9 პასი), პეროვიჩი (9), ტეპიჩი (5+5 მოხსნა), კეშელი (5+6 მოხსნა), მაჩვანი (4), რაშიჩი (4), მარკოვიჩი (2+5 მოხსნა), ბიელიცა (2).

ისრაელი-საფრანგეთი 68:85

14:24, 21:18, 13:22, 20:21

ი: ელიაჰუ (15), ჰალპერინი (15), ბლუ (14), მეკელი (9), კადირი (4), გრინი (3), ბურშტეინი (3), პნინი (3), ნისიმი (2).

ს: პარკერი (21+8 პასი), ბატუმი (15+6 ჩაჭრა), ჟელაბალე (13), ნოა (9+9 მოხსნა), ტრაორე (8), დიაო (6+8 მოხსნა), სერაფინი (5+8 მოხსნა), დე კოლო (3), კაუდი (3), ჩიკამბუ (2).

გერმანია-იტალია 76:62

16:18, 20:12, 10:15, 30:17

გ: ნოვიცკი (21+12 მოხსნა), კამანი (17+17 მოხსნა), ბენცინგი (14), შაფარციკი (11+4 პასი), ჰერბერი (6+4 მოხსნა), ოლბრეხტი (4), შვეტჰელმი (3).

ი: გალინარი (17+11 მოხსნა), ბელინელი (15+5 მოხსნა+4 პასი), მანჩინელი (11), ბარნიანი (8+5 მოხსნა), ჰაკეტი (5), მორდენტე (4), კუზინი (2).

თ მ ფ ბ ქ

1. გერმანია 2 2 0 167-126 4

2. საფრანგეთი 2 2 0 174-146 4

3. სერბეთი 2 2 0 172-145 4

4. ლატვია 2 0 2 155-181 2

5. იტალია 2 0 2 130-156 1

6. ისრაელი 2 0 2 132-176 2

სენსაცია თუ კანონზომიერება?

ბოსნიამ პირველ გამარჯვებას მიაღწია ჯგუფურ ეტაპზე. პირველ ტურში ბერძნებთან წაგებულ შეხვედრაში ანტი-გმირად ტელეტოვიჩი მიიჩნიეს. თუ გახსოვთ, იმ შეხვედრაში ბოსნიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ბოლო ცხრა ტყორცნა ააცილა მიზანს, თუმცა ჩერნოგორიასთან გუშინდელ შეხვედრაში ტელეტოვიჩმა საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოახდინა. ბოლო მეოთხედში მისმა ოთხმა სამქულიანმა მნიშვნელოვანწილად განაპირობა ბოსნიელთა გამარჯვება.

სნაიპერული გმირობის გამო უნდა გამოვყოთ დედოვიჩიც, რომელმაც თამაშიდან შვიდჯერ ესროლა და ექვსჯერ ზუსტად, რასაც 5-5 მოხსნა და შედეგიანი პასი დაუმატა.

ბოსნიამ ჩერნოგორიის წინააღმდეგობა ზუსტი სამქულიანებით გატეხა - გამარჯვებულმა გუნდმა 15 შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში. თანაც, ჩერნოგორიელები წინა დღეს მაკედონიასთან ოვერტაიმში მოგებული შეხვედრის შემდეგ აშკარად გადაღლილება ჩანდნენ.

ფინეთმა პირველ ტურში ხორვატიის დამარცხების რეალური შანსი დაკარგა და გუშინ, საბერძნეთთან საბრძოლველად ვეღარ განეწყო. სკანდინავიელები პირველ ტაიმში ასე თუ ისე წინააღმდეგობას უწევდნენ ელინებს და პირველი ტაიმი საპატიო ცხრა ქულით წააგეს, მაგრამ მეორე ტაიმში ბრძოლა თითქმის არ ყოფილა და საბოლოოდ, ფავორიტის უპირატესობამ 20 ქულა შეადგინა.

ბერძნებს კარგად მისდიოდათ საშუალო ტყორცნები - პირველ 15 წუთში მოპოვებული 33 ქულიდან 30 სამწამიანის გარედან ნასროლ ბურთებზე მოდიოდა. საუკეთესო მოთამაშედ კი ბურუსისი აღიარეს. ამ ფორვარდის ხუთი შეცდომა ორმაგმა დუბლმა გადაწონა - 19 ქულა და 10 მოხსნა.

მაკედონიის გუშინდელი მოგება ხორვატიასთან ბევრმა სენსაციად მონათლა, თუმცა ხორვატთა ფინეთთან წვალებას თუ გავიხსენებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს გუნდი არ არის კარგად მზად ევრობასკეტისთვის. ეს მაკედონიის წინააღმდეგაც გამოჩნდა, როცა ხორვატიამ მესამე მეოთხედში მოპოვებული ათქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

C ჯგუფი

ბოსნია-ჩერნოგორია 94:86

25:19, 23:22, 19:27, 27:18

ბ: ტელეტოვიჩი (23), ჯედოვიჩი (19+5 მოხსნა+5 პასი), გორდიჩი (14+4 პასი), ვასილევიჩი (9+6 მოხსნა+4 პასი), კიკანოვიჩი (9), იკონიჩი (9), დომერკანტი (6), ბაირამოვიჩი (5).

ჩ: პეკოვიჩი (16+6 მოხსნა), კუკი (16+5 პასი), დაშიჩი (14+11 მოხსნა+7 პასი), დრაგიჩევიჩი (13), იერეტინი (12), ბიელიცა (6), ვუჩევიჩი (6+5 მოხსნა), შჩეპანოვიჩი (3).

ფინეთი-საბერძნეთი 61:81

14:20, 18:21, 12:16, 17:24

ფ: კოპონენი (21), ლი (13), ვირტანენი (6), სალინი (6), ჰაფი (5), მოტოლა (5), მუურინენი (2), რანიკო (1+4 პასი), კოტი (1), ნიკილა (1).

ს: ბურუსისი (19+10 მოხსნა), ცისისი (14), ფოცისი (9+7 მოხსნა), ბრამოსი (9), კუფოსი (7), კაიმაკოგლუ (6), კალატესი (6+4 პასი), ვასილიადისი (5), მავროეიდისი (2), პაპანიკოლაუ (2), სლუკასი (2).

მაკედონია-ხორვატია 78:76

21:18, 16:23, 23:21, 18:14

მ: მაკალები (19+5 პასი), ილიევსკი (18), ანტიჩი (15+5 მოხსნა), ანტიჩი (15+5 მოხსნა), გეჩევსკი (10+8 მოხსნა), სამარძისკი (8), ვ. სტოიანოვსკი (5+3 ჩაჭრა), დ. სტოიანოვსკი (2), ჩეკოვსკი (1).

ხ: დრეიპერი (13+6 მოხსნა+6 პასი), მარკოტა (12), ბოგდანოვიჩი (11), სიმონი (10), ტომიჩი (10+7 მოხსნა), ზორიჩი (7), ტომაში (5), ბარაცი (4), პოპოვიჩი (3), ანდრიჩი (1).

თ მ ფ ბ ქ

1. საბერძნეთი 2 2 0 157-128 4

2. ხორვატია 2 1 1 160-157 3

3. ბოსნია 2 1 1 161-162 3

4. ჩერნოგორია 2 1 1 156-159 3

5. მაკედონია 2 1 1 143-146 3

6. ფინეთი 2 0 2 140-165 2

ყველაზე თანაბარი ჯგუფი

ბულგარეთისა და ბელგიის მატჩის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული იყო გუშინდელ სათამაშო დღეს. 40 წუთის განმავლობაში 12-ჯერ გათანაბრდა ანგარიში და 18-ჯერ შეიცვალა ლიდერი. შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი საფინალო სირენამდე წუთითა და 40 წამით ადრე დადგა, როცა ბელგია წინ იყო - 65:63.

შეტევისთვის განკუთვნილი დროის ბოლო წამზე ვიდენოვმა არაზუსტად ისროლა, მაგრამ დეივან ივანოვმა მეტოქის ფარზე მოხსნა ბურთი და შეტევა ორი ქულით დასრულდა, ბელგიელების მორიგი იერიშისას კი იმავე ივანოვმა ჩაჭრა გააკეთა, რის შემდეგაც ბულგარელები საბოლოოდ გავიდნენ წინ.

არადა, მანამდე დეიანმა თამაშიდან ნასროლი ცხრა ბურთიდან ყველა ააცილა და მიუხედავად ამისა, მატჩის გმირად სწორედ ის მოინათლა.

თამაშის დასრულებამდე ორი წამი რჩებოდა და ბელგიამ მოასწრო სამქულიანის სროლა, მაგრამ ამ გუნდის ბომბარდირმა ვან როსომმა მოუმზადებელი შორეული ტყორცნა ააცილა და ბელგია ორიდან ორი წაგებით D ჯგუფის აუთსაიდერია.

ბულგარეთმა ზედიზედ 19 საჯარიმო ჩააგდო, სულ კი ჯარიმების 83 პროცენტი გამოიყენა. ბელგიელთა ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 67 პროცენტს შეადგენდა.

ზედიზედ მეორე მატჩია, ბულგარელთა ყველაზე შედეგიანი კალათბურთელია როულენდი - მისი მონაგარი 22 ქულა იყო.

კინაღამ სასწაული მოახდინა უკრაინის ნაკრებმა. რუსეთთან წაგების შემდეგ ფრატელოს გუნდს უკან დასახევი გზა პრაქტიკულად არ ჰქონდა და ყველაფერი გააკეთა გამარჯვების მოსაპოვებლად. არადა, სამი მეოთხედის შემდეგ უკრაინა უიმედო მდგომარეობაში იმყოფებოდა - 19 ქულით იყო ჩამორჩენილი. მაგრამ ბოლო მეოთხედში სლოვენიის ათმა შეცდომამ შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა. ბოლო წუთზე უკრაინა ხუთ ქულას აგებდა და შეტევას ამზადებდა, მაგრამ კოლჩენკოს ცუდი პასი ოზბოლტმა ჩაჭრა და ზორან დრაგიჩს ჩააგდებინა, რამაც უკრაინას მეტოქის დაწევის ყველანაირი შანსი მოუსპო.

ისე კი ჩვენს ჯგუფში მიმდინარე დაძაბული თამაშების შემხედვარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს ყველაზე თანაბარი ქვეჯგუფია, სადაც დარჩენილ ტურებში შეიძლება ყველაფერი მოხდეს.

D ჯგუფი

ბულგარეთი-ბელგია 68:65

14:13, 18:20, 24:19, 12:13

ბულ: როულენდი (22), ვიდენოვი (17+8 მოხსნა), კ. ივანოვი (8), კოსტოვი (6), ვარბანოვი (4), დ. ივანოვი (3+6 მოხსნა), ზ. გეორგიევი (3), ა. გეორგიევი (3), ბანევი (2).

ბელ: ვან როსომი (17), ბეგინი (13), ვან დენ შპიგელი (12+8 მოხსნა), მოორსი (9), ტაბუ (8), მუია (3), ფეისონი (3).

უკრაინა-სლოვენია 64:68

12:18, 8:23, 18:16, 26:11

უ: ბერტი (12+5 პასი), ლიშჩუკი (9+5 მოხსნა), კოლჩენკო (7), ზაბირჩენკო (6), პუსტოზვონოვი (5), ლუკაშოვი (5), ლიპოვი (3), პეჩეროვი (2), კრავცოვი (1), ფესენკო (11).

ს: ბეგიჩი (14+7 მოხსნა), ლორბეკი (11), სმოდიში (9), ზ. დრაგიჩი (7+4 პასი), ს. უდრიხი (6), გ. დრაგიჩი (5), სლოკარი (5), ლაკოვიჩი (4+6 პასი), ოზბოლტი (4), მურიჩი (2+7 მოხსნა).

თ მ ფ ბ ქ

1. რუსეთი 2 2 0 138-122 4

2. სლოვენია 2 2 0 135-123 4

3. საქართველო 2 1 1 139-124 3

4. ბულგარეთი 2 1 1 127-132 3

5. უკრაინა 2 0 2 128-141 2

6. ბელგია 2 0 2 124-149 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

ევრობასკეტის პირველი მეოთხედფინალისტი გაირკვა - თურქეთის ნაკრებმა შვედეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია