ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ და მოთამაშეთა პროფკავშირმა ნიუ იორკში ექვსაათიანი მოლაპარაკება გამართეს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ და მოთამაშეთა პროფკავშირმა ნიუ იორკში ექვსაათიანი მოლაპარაკება გამართეს. ეს იყო პირველი ივნისის შემდეგ მეორე სრულფასოვანი შეხვედრა.

პროფკავშირის პრეზიდენტმა დერეკ ფიშერმა განაცხადა, რომ მის გუნდს პოზიცია არ შეუცვლია. გარდა ამისა, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვეტერანმა მცველმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ორივე მხარე გრძნობს გადაწყვეტილების სწრაფად მიღების აუცილებლობას.

"ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია, რომ თუ ვერ მოვილაპარაკებთ, თითოეული მხარე ძალიან ბევრს დაკარგავს. მაგრამ, რაც უფრო ახლოსაა პირველი ოქტომბერი, მით ნაკლებია ჩემპიონატის დროულად დაწყების შანსი. ამიტომაც ჩვენ ყველა - მოთამაშეები და ჩინოვნიკები ვალდებულნი ვართ კონსენსუსითვის აუცილებელი გზები ვიპოვოთ. უნდა გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, შევწყვიტოთ ლაპარაკი ერთმანეთზე და ველაპარაკოთ ერთმანეთს", - ამბობს ფიშერი.

მაგრამ პროფკავშირების შეფს არ ეთანხმება NBA-ის კომისარი დევიდ სტერნი, რომელიც ამბობს, რომ მათ არანაირი დედლაინი არ აქვთ და მხოლოდ მოლაპარაკების გაგრძელებაზე ფიქრობენ.

"სან ანტონიო სპურსის" ვარსკვლავმა ტონი პარკერმა გაარკვია თუ სად ითამაშებს ლოკაუტის პერიოდში. ოქტომბრიდან დასაწყისიდან გამთამაშებელი საფრანგეთის "ვილერბანში" ჩაირიცხება.

პარკერმა ამის შესახებ თავად განუცხადა ჟურნალისტებს. მისი თქმით, სანამ NBA-ში სეზონი არ დაიწყება, ის ფრანგულ ლიგაში ითამაშებს. თუ ოკეანის გაღმა ჩემპიონატის იანვარშიც არ დაიწყო, ამ შემთხვევაში პარკერი მზად არის გაწყვიტოს კონტრაქტი "სან ანტონიოსთან" და "ვილერბანთან" გააფორმოს სრულფასოვანი ხელშეკრულება.

"შარლოტ ბობკეტსის" ფორვარდი კორი მაგეტი გუშინ საბერძნეთში ჩავიდა ადგილობრივ პაოკ-თან მოლაპარაკებების დასასრულებლად. კალათბურთელი ლოკაუტის პერიოდში სწორედ ამ კლუბში აპირებს თამაშს.

"მოხარული ვარ აქ ჩამოსვლით. როცა ჩემმა მენეჯერმა საბერძნეთში თამაშის პერსპექტივაზე მითხრა, მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს კარგი ვარიანტი იქნებოდა. მინდა გავიცნო მწვრთნელი, ვნახო დარბაზი, ქალაქი და შემდეგ მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას", - განაცხადა მაგეტიმ პაოკ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა