საქართველოს 7-ქალამ 2026 წლის რაგბი ევროპის ალაფა ორი მოგებით გახსნა. ხორვატიის ქალაქ მაკარსკაში მიმდინარე პირველი ეტაპის პირველ სათამაშო დღეს, გიორგი მაისურაძის შეგირდებმა მონტენეგრო 34:5, ხოლო მოლდოვა 22:7 დაამარცხეს.

ჩვენმა გოგონებმა ორივე გუნდი მეორე ტაიმში გატეხეს. პირველი მეტოქე მონტენეგრო იყო და მატჩის დებიუტშივე ანგარიში მანონი საღარაძემ ლელოთი გახსნა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა, თუმცა ტაიმის შუაში საპასუხო ლელო მივიღეთ. მე-5 წუთზე მანონი საღარაძე სივრცეში გაიჭრა და ძელებსშუა გატანილი ლელო გარდასახა - 14:5.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში ორი სინბინი მივიღეთ, რის გამოც 4 წუთი კაცნაკლული ვითამაშეთ, გოგონებმა შეძლეს დომინირება და კიდევ 4 ლელოს გატანა. უპირატესობა ნინო წიკლაურმა გაზარდა, მომდევნო ლელო ოფლოუდების შემდეგ სალომე მაკასარაშვილმა მიითვალა, ბოლოს კი თავი ანა დათიაშვილმა და მარიამ ბერანძემ გამოიჩინეს.

მოლდოვასთან მატჩის დებიუტიც ჩვენი სინბინით დაიწყო, თუმცა ანგარიშში საქართველო თეონა ჩიტაიშვილის ლელოთი გავხსენით. ტაიმის გაწითლებულ დროზე ისევ საქართველო უტევდა, მაგრამ დავჯარიმდით, მოლდოველებმა ბურთი სწრაფად გაითამაშეს და სანამ უკან დავიხევდით საპასუხო ლელო გაიტანეს და გარდასახეს - 5:7.

მეორე ტაიმი აქტიურად დავიწყეთ, რასაც ნინო მელუას დუბლი მოყვა, ბოლო წუთზე კი მეოთხე ლელო მანონი საღარაძემ მიითვალა, გარდასახა და 22:7 გავიმარჯვეთ.

დღეს საქართველო ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი დროით 13:36 საათზე რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც თასის 1/4-ფინალის მეტოქის ვინაობაც გაირკვევა.

მაკარსკაში საქართველოს 7-ქალა ნაკრების გარდა კიდევ ერთი ქართველი გოგონა ირჯება - მარიამ გოგუაძე ხორვატიაში ამჯერად მსაჯის რანგში იმყოფება.

საქართველოს 7-ქალა რაგბი ევროპის ალაფას პირველ ეტაპზე მაკარსკაში (ხორვატია)

ნათია გავაშელიშვილი, სალომე მაკასარაშვილი, ნინო წიკლაური, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ანა კაპანაძე, ანა ხაბულიანი, სალომე ჩხაიძე, თეონა ჩიტაიშვილი, მანონი საღარაძე, ნინო მელუა, თამარ მანაგაძე, მარიამ ბერანძე.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე

Rugby.ge

რუმინეთთან თამაში არ ვიცი,მაგრამ ნორვეგიასთან თამაში ვნახე და სამწუხაროდ,ჩვენ თვითონ წავაგეთ.თავიდან ვიგებდით,მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს ნოვეგიელები შეტევაზე გადმოვიდნენ,ჩვენებმა შეძლეს და ჩვენ ჩათვლის ხაზთან აუტზე გადავიყვანეთ მეტოქე,თუმცა აუტიდან მიღებული ბურთი,ჩვენმა მორაგბემ ხელში კარგად ვერ დაიჭირა და მართალია ჩვენ მხარეს ჩამოუვარდა,მაგრამ ნორვეგიელმა ჩათვლის ხაზიდან ერთ ნაბიჯში მიიღო და დაამიწა.მეორე ტაიმშიც,ბურთი ჩვენ გვქონდა შეტევაზე მივდიოდით,მაგრამ პარტნიორის ნაცვლად,პირდაპირ მეტოქეს მისცა პასი და მანაც ძელებს შორის დაამიწა.საბოლოოდ 12-7 წავაგეთ.არ ვიცი მაგ წაგებამ სად მიგვიყვანა,მაგრამ ნორვეგიელებმა,ნამდვილად მაგრად გაიხარეს.

კარგია გოგოებო,ყოჩაღ!იმედია ასევე გავაგრძელებთ.7 კაცა თუ 7 ქალა რაგბი,ისეთი თამაშია,ყველას რომ შეუძლია ითამაშოს.სწრაფი,სანახაობრივი და უსაფრთხო.რატომ არ უნდა ითამაშონ,თუნდაც გოგოებმა?
7-ქალა | სამი ცვლილებით მეორე ეტაპზე
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო
27 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს