დღეს ღამით საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპზე, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაემგზავრება.

პირველ ეტაპზე, ხორვატიის ქალაქ მაკარსკაში ჩვენმა გუნდმა მეექვსე ადგილი დაიკავა და შედეგად, მოლდოვაში, ა ჯგუფში უკრაინის, ავსტრიისა და ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს. ბ ჯგუფში იტალია, ნორვეგია, შვეიცარია და ანდორა მოხვდნენ, ხოლო გ ჯგუფში მოლდოვა, უნგრეთი, რუმინეთი და მონტენეგრო ითამაშებენ.

ტურნირის გახსნით მატჩში, გიორგი მაისურაძის შეგირდები ავსტრიას 26 ივნისს, საქართველოს დროით 12:30 საათზე დაუპირისპირდებიან. იმავე დღეს, 17:45 საათზე ხორვატიას ვეთამაშებით, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 27 ივნისს უკრაინასთან მატჩით (12:52) ვასრულებთ. 27 ივნისს გაიმართება მეოთხედფინალური შეხვედრაც, ხოლო 28 ივნისს ნახევარფინალები და ფინალებია ჩანიშნული.

პირველ ეტაპზე საქართველოს პირველმა მეტოქე ავსტრიამ მე-7 ადგილი დაიკავა, ხორვატია ბოლო, მე-12 ადგილზე დარჩა, ხოლო უკრაინა მაკარსკას ეტაპის გამარჯვებული გახდა.

გიორგი მაისურაძემ კიშინიოვის ეტაპისთვის შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. მაკარსკის ეტაპის შემდეგ გუნდს გამოაკლდნენ ანა კაპანაძე, თამარ მანაგაძე და მარიამ ბერანძე. მათ ნაცვლად ითამაშებენ ვერა კუნდუხაშვილი, ლიკა ბჟალავა და კირა დანელია.

საქართველოს 7-ქალა რაგბი ევროპის ალაფას მეორე ეტაპზე კიშინიოვში (მოლდოვა)

ნათია გავაშელიშვილი, სალომე მაკასარაშვილი, ნინო წიკლაური, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ვერა კუნდუხაშვილი, ანა ხაბულიანი, სალომე ჩხაიძე, მანონი საღარაძე, თეონა ჩიტაიშვილი, ლიკა ბჟალავა, ნინო მელუა, კირა დანელია.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე

Rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს