რუსაეთის ნაკრების თავკაცი საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ ხუმრობის ხასიათზე იყო
რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვიქტორ ხრიაპა დაასახელა.

- რას იტყოდით საქართველოსთან მატჩზე. რამ გამოიწვია მეოთხე პერიოდის საწყისი ექვსწუთიანი პერიოდის ჩავარდნა, როდესაც გუნდმა ვერცერთი ქულის მოპოვება ვერ შეძლო?

- რატომ არ მეკითხებით პირველ ნახევარზე, როდესაც ბრწყინვალე კალათბურთი ვაჩვენეთ? ჩვენ ძალიან სპეციფიური გუნდი გვყავს. მისი პლუსები და მინუსები საკმაოდ ნათელია. როდესაც მთელი ყურადღებით ვთამაშობთ, ყველაფერი შესანიშნავადაა. საკმარისია ოდნავ მოვადუნოთ ყურადღება, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები გვექმნება. თუ ამ ტურნირზე შორს გაღწევა გვსურს, მსგავსი მონაკვეთები, როდესაც იმ ყველაფერს არ ვაჩვენებთ, რაც შეგვიძლია, მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. სხვა შემთხვევაში შესაძლოა ყველაფერი ცუდად დასრულდეს.

- რას იტყოდით სემიონ ანტონოვის დებიუტის შესახებ?

- მან ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. მის გამო ძალიან მოხარული ვარ. დაამტკიცა, რომ გუნდისთვის რეალური სარგებლის მოტანა შეუძლია. საერთოდ, კალათბურთში შავი, შეუმჩნეველი სამუშაოს შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, მკითხეთ, ვის მივიჩნევ ჩემი გუნდის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოსთან თამაშში.

- და ვის მიიჩნევთ?

- ვიქტორ ხრიაპას. მან მხოლოდ ერთი ქულა მოაგროვა, მაგრამ ეს რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში მისი ერთერთი საუკეთესო თამაში იყო. ის ასწრებდა პასების გაკეთებას, გუნდის დაცვაში და შეტევაში თამაშის ორგანიზებას. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საერთოდ არ თრგუნავდა თავისი დაბალი შედეგიანობა. პირიქით ნებისმიერი მოქმედებით გუნდისთვის სარგებელი მოჰქონდა.

- როგორ აპირებთ საჯარიმოების რეალიზაციის დაბალი პროცენტის გაუმჯობესებას?

- კარგი კითხვაა. ვისურვებდი, მასზე პასუხი გამაჩნდეს. ჩემი აზრით, სასწრაფოდ ზიმბაბვეში უნდა დავრეკოთ და ჯადოქარი ვუდუ მოვიწვიოთ. სწორედ ხვალ ვისვენებთ და ჩამოსაფრენად დრო ექნება.

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა