მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, D ჯგუფში თურქეთი პარაგვაისთან 0:1 დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე თამაშის შანსი დაკარგა.

მეორე წუთზე გალარზამ ულამაზესი გოლით პარაგვაის ნაკრები დააწინაურა. ტაიმის ბოლოს პარაგვაელთა ნახევარმცველი ალმირონი ახალი წესების თანახმად გააძევეს. მიგელმა მოედანზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელს პირზე აფარებული ხელით მიმართა, რაც წითელ ბარათს ექვემდებარება.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლული იყო, თურქეთის ნაკრები მაინც მძიმედ გამოიყურებოდა. 96-ე წუთზე დემირალს შესანიშნავი შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი თავური კარის ჩარჩოს ასცდა.

D ჯგუფიდან პირველი ადგილით ოფიციალურად გავიდა აშშ-ის ნაკრები, ხოლო თურქეთი ბოლო პოზიციაზეა. მეორე ადგილისთვის პარაგვაი და ავსტრალია იბრძოლებენ.

26 ივნისს, ბოლო მესამე ტურში აშშ თურქეთს, პარაგვაი კი ავსტრალიას შეხვდება.

სანტა კლარა. „ლივაის სთედიუმი“

თურქეთი - პარაგვაი 0:1

გოლები: 0:1 გალარზა (2)

დავით 67-ს
ეგ ვარიანტი თავში არც მომსვლია.არა მგონია,მაგრამ სრულიად დასაშვებია!
Levani
რობის კომენტარს ვეთანხმები, პირველ ტაიმში ვუყურებდი,მერე ჩამეძინა და დაღლილ ტვინში მომივიდა აზრი რომ როცა გუნდი ჩქარობს და მაღალი ტემპი სხვადასხვა რამეა. თურქები პირველ ტაიმში უკვე ჩქარობდნენ და ბურთის წინ წაღების მეტს ვერაფერს აკეთებდნენ. ტემპი კიდე სხვა რამეა,გაუგორე ბურთი ნაკლები კაცით მოთამაშე გუნდს და გაიტანე რამდენიმე გოლი წყნარად.
გეგი
მასეა,მსოფლიოს ჩემპიონატი როცა იწყებოდა რაღაც განსაკუთრებული იყო ეს და ასეთი გრძნობა გქონდა ადამიანს,ახლა სულ სხვანაირადაა და ძალიან გაუბრალოებულია და გადასხვაფერებულია.
გურულო
ფეხბურთის წარმატებული სპეციალისტებითაა სავსე საიტი:)) მარტო ფეხბურთის? ნებისმიერ სპორტში შეუძლიათ ,,პროფესორობა,, ,,სიბრძნეების,, და ბაზრის ქალებივით ჭორაობა.თქვენ რა გაგიკეთებიათ,ან რა მიღწევები გაქვთ თქვე ....
Giusha
ეს მსოფლიო ჩემპიონატი კი არა ეს მსოფლიო მასკარადია.ეს ჩვეულებრივი შოუა,როგორც გახსნაზე დავინახეთ ემინემის მუსიკის თანმხლებით.ევროპელ მსაჯებს უკრძალავენ მონაწილეობას როდესაც ევროპული გუნდები თამაშობენ.თითქოს ინგლისელი ან ჰოლანდიელი მსაჯი მიუდგება გერმანიის ან ესპანეთის ნაკრებს.ეს ხომ აბსურდია.ფეხბურთი აღარ არის პელეს,კრუიფის,ბეკენბაუერის და თუ გინდ ზიდანის დროინდელი გლადიატორების სპორტის სახეობა.იგი გახდა კომერციული და კორუმპირებული ბიზნესის ერთეული უნიჭო ლიბერალური ჰოლივუდური სცენარით
რობი
აფორიაქდნენ თურქები და თავქუდმოგლეჯილები უტევდნენ, ალბათ ასეთ შემთხვევაში მწვრთნელს უნდა დაემშვიდებინა გუნდი. რადგან აღელვებულმა შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვა და უზუსტო დარტყმები განახორციელო!
დავით 67
.- ს. მგონი ჯესტით აუხსნა თუ რატომ გააძავა პარაგვაელი.

გადაახვიე და ხელმეორედ ნახე,მეგობარო!სწორედ იმ თურქმა ფეხბურთელმა ატეხა წიოკი,შეხედეთ,პირზე ხელმიდებულმა მითხრაო რაღაცა.ვიდეოზე მისი პროტესტის შემდეგ ვარზე გადაამოწმეს,მერე კი,მაინც მსაჯს მიანდეს,გადაწყვეტა და მანაც გააძევა.

მსაჯმა პირზე ხელაფარებული ლაპარაკისათვის პარაგვაელი ფეხბურთელი გააძევა და ხუთიოდე წუთში,ტაიმი როგორც იქნა რომ დაამმთავრა და მოედნიდან გადიოდნენ,თვითონ დაუწყო გვერდით მსაჯს პირზეხელმიფარებულმა ლაპარაკი.რა, მსაჯებმა კი არ იციან გინება და რასობრივი შეურაცხყოფა?!უნებურად,იპოლიტე ხვიჩიას უკვდავი სიტყვები გამახსენდა,„კუჭკუჭი“ს როლში რომ ამბობს,ფილმში„ბურთი და მოედანი“:„ახლა ჩვენ ვინღა გაგვასამართლებს,ჰა?!“
გიაჯანო
არ გაუმართლა თურქეთს როგორც ჩანს, მეტს ველოდი მათგან, თითქოს არ ჰყავთ სუსტი გუნდი მაგრამ ფეხბურთი ფეხბურთია, რას იზავ?
ჰაიმე
პირველი ადგილიდან აპირებდნენ გასვლას და თურქებსაც თოფურია კი დაეტრამპათ.
კიდევ გეიმედებათ?!
კიდევ ერთხელ გამოჩნდა__თურქეთის ნაკრებს არ ჰყავს ჩვენზე უკეთესი გუნდი,არც ფეხბურთელები,მწვრთნელი და ხელმძღცანელობა გასაშვებია!
გივი (ვილი) მოვედით ჩვენ ვართ-ს
რა მარტივია სხვების გაკრიტიკება, არა?
ვოოტ
მესამეადგოლოსანის ჯგუფიდან გასვლას ერთი ის ხიბლი ჰქონდა, რომ თეორიულ შანსს მაინც ბოლომდე ყველა ინარჩუნებდა და შესაბამისად ყველა თამაშს აზრი ჰქონდა, თურქებმა კი მოახერხეს და ისე უბადრუკად დაასრულეს გამოსვლა, ახლა ტრამპის ნაცვლად რომ ერდოღანი დანიშნო, მაინც აღარაფერი უშველებათ და აშშ-თურქეთის თამაშის ყურებას თურქული სერიალის ყურება სჯობდეს იქნებ... ჩვენ კი ჩვენს საშველზე ვიფიქროთ და ავირჩიოთ - მწვრთნელი გავუშვათ, მისი "დამკრიშავი" ფედერაცია, ყველა ერთად, თუ ერთი კაპოვერდელი მეკარის და ორ-ორი ავსტრალიელი და პარაგვაელი მცველის ნატურალიზება მოვახდინოთ, რომ კურასაოელებსა თუ იუზბეკებს აღარ შევნატროდეთ...
ლადო
რა სულელური წესია, პირზე ხელის აფარებისთვის წითელი, ყვითელი კიდე ჯანდაბას, მაგრამ გაძევება მეტისმეტია. თუმცა, რაც მთავარია, ოსმალებს შეულაღლაღეს
T.q
ფედერაცია კობისწალო უყურებ თამაშებს?? ხიზანიშვილი რო ასისტენტი გეყოლება ნაკრების ბოლო თამაშები მგონია ხიზანიშვილის წყობით თამაშობდა და თურმე სიმართლე ყოფილა
Gurulo
თურქეთის შემადგენლობას გადახედეთ და მერე იღლიცინეთ.მაგარი ფეხბურთელები ყავთ და ნებისმიერ გუნდთან შეუძლიათ ტოლ სწორედ თამაში. ალბათ ძველი ვარსკვლავური პსჟ ს ,ან ახალი პორტუგალიის ბედს იზიარებენ.
კოტე
კი მაგრამ თუ მეტოქე არ აპროტესტებს, რატომ გააგდო? წესების ბრმად მიყოლა იმიტომ, რომ პრეცედენტი იყო მარაზმია და მეტი არაფერი. ეგრე შეიძლება ბუცი გაიხადოს ვიღაცამ და მეტოქეს თავში ჩაარტყას, აიკრძალოს მერე ბუცები?
დდდ
არადა, ფედერაცია სულ იმით იმართლებდა თავს, - უსაშველოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით და რა უნდა გვექნაო და ბოლოს რომ ჩვენზე წყალწაღებულმა ბულგარეთმაც დაგვახალა "კანტროლკა", ამასაც წინასწარ შეგვაგუეს...
თავაძის ფეხაძე
სიმართლისთვის მაგას ჩვენი პაკაზუხებიც უნდა დაამატო, მარა არამგონია მთლად ასეთი კრისტალობა გინდოდეს
გივი (ვილი) მოვედით ჩვენ ვართ
ეს მეხინკლე ვილი უყურებს თურქების დამარცხება როგორ უნდა? ჯერ კენგუროებმა მოუგეს მერე 9 კაციანმა პარაგვაიმ სახლში გააგდო. ორ თამაში არცერთი ბურთია არ გაატანინეს და ჩვენ 2 თამაში ამოგვავსეს 7 ბურთით.
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
საზონოვს შეიძლება კონკურენტი გამოუჩნდეს და თანაც როგორი
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
"პასუხს მოედანზე გავცემთ" - "ბარსელონას" ფეხბურთელები პსჟ-ს მოთამაშეების კომენტარებით აღშფოთდნენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
პარაგვაიში მბაპეს შეურაცხყოფა დაგმეს და ბოდიში მოიხადეს
"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
[VIDEO] ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თურქეთთან
პარაგვაელი სენატორი: მბაპე მახინჯი კამერუნელია - წერაც ვერ ისწავლა
[VIDEO] "ამის გამო, მბაპეზე მაგრად გავბრაზდი" - პარაგვაელთა მეკარე მარცხის შემდეგ
"პარაგვაის კარში რომ ვმდგარიყავი, ჩემს გუნდელებს მოედნიდან ცემით გავიყვანდი, ეს ფეხბურთის დაცინვა იყო" - ჯო ჰარტი
"ყველაფერი თქვენი თვალით დაინახეთ. ამის სათადარიგოთა სკამიდან ყურება უფრო რთული იყო" - შერკი
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა