ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ციხის საკვებს მოწამვლის გამო ვერ იღებს და მხოლოდ ხილსა და წვენზეა
გიორგი დემეტრაძის ადვოკატი სასჯელაღსრულების რუსთავის #6 დაწესებულების ხელმძღვანელობას პატიმრის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ განუცხადა, დემეტრაძე არაადამიანურ, ღირსების შემლახველ სიტუაციაში იმყოფება. მისივე თქმით, მსჯავრდებულს რუსთავის #6 დაწესებულებაში გადაყვანის დღიდან არ აძლევენ იმ ბარათის გამოყენების შესაძლებლობას, რომლითაც ციხის მაღაზიაში საკვებისა და პირადი ჰიგიენის საგნების ყიდვა შეუძლია.

"უკვე სამი კვირაა, დემეტრაძის ბარათი დაწესებულების თანამშრომლებს არ მიაქვთ, რომ ნივთები უყიდონ, რაც მას სჭირდება. ბარათი დემეტრაძეს აქვს და მასზე თანხაც არის ჩარიცხული. პატიმრები ყველა ჰიგიენურ საშუალებას ბარათით ყიდულობენ, ასევე - საკვებსაც. თუმცა, ციხის საკვებს დემეტრაძე ვერ ჭამს, მოიწამლა კიდეც. ამჟამად იგი მხოლოდ წვენზე და ხილზეა", - განაცხადა ადვოკატმა და განმარტა, რომ პრობლემის მოგვარების თხოვნით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელსაც მიმართეს, თუმცა მათი თხოვნა დღემდე რეაგირების გარეშეა.

გიორგი დემეტრაძეს სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევა დააკისრა.

ოფიციალური ინფორმაციით, საქმე ეხება 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ე.წ. მაზავშიკებთან მართლსაწინააღმდეგოდ მოგებულ თანხებს. მოგებული თანხების ამოღებასა და გადანაწილებაში "მოგებულებს" ქურდული ტრადიციების მიმდევრები, ვახტანგ ყიფიანი, გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი ეხმარებოდნენ.

სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში აღნიშნულ საქმეზე კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.

"ინტერპრესნიუსი"

dato
დამნაშავეებს არსად არა აქვთ ისეთი მხარდაჭერა როგორ საქართველოში. დემეტრაძე რამდენადაც კაი ფეხბურთელი იყო, იმდენად ნაგავი აღმოჩნდა ადამიანი და ნაგვის ქექვას მოეშვით ზოგზოგიერთები.
fergana
კაცს რო აწამებენ და ვიგჰატსას მისტვის სოლიდარობის გამოხატვა უთავმოყვარეობა ჰგონია, ის ვიღაცა კია ღირსი, რო დედა შეუკურთხოს კაცმა.
deme
დათო, შენ მთვარიდან ჩამოვარდი, თუ თავადაც ამ ვითომსასამართლოს თანამშრომელი ხარ? ან გაერკვიე ამ კონკრეტულ საქმეში მაინც, ან იმაზე ილაპარაკე, რაც გესმის.უთავმოყვარეო დაუძახე მამაშენს შენი გაკეთებისთვის.
dato
კარგი ფეხბურთელი იყო გიორგი დემეტრაძე, მაგრამ მისი საქციელიდან გამომდინარე ის იმსახურებს ციხეში ყოფნას. ჩემთვის წარმოუდგენელია რომელ ქვეყანაში გამოუჩნდებოდა "კანონიერ" ქურდს ან სხვა ტიპის დამნაშავეს ხალხში დამცველი.მხოლოდ უთავმოყვარეო ხალხი თუ გამოხატავს სოლიდარობას დემეტრაძის მიმართ.
dato
კარგი ფეხბურთელი იყო გიორგი დემეტრაძე, მაგრამ მისი საქციელიდან გამომდინარე ის იმსახურებს ციხეში ყოფნას. ჩემთვის წარმოუდგენელია რომელ ქვეყანაში გამოუჩნდებოდა "კანონიერ" ქურდს ან სხვა ტიპის დამნაშავეს ხალხში დამცველი.მხოლოდ უთავმოყვარეო ხალხი თუ გამოხატავს სოლიდარობას დემეტრაძის მიმართ.
zaza968
კოჩაგ გიო. ფეხბურთელი მაგარი იკავი, კაციც მაგარი კოფილხარ. ვერ გაგტეხეს, მიაცექი ბოლომდე. ჩვენ დგეს სტდიონზე უნდა დავაფიქსიროთ გიორგისადმი მხარდაჩერა.
zaza968
კოჩაგ გიო. ფეხბურთელი მაგარი იკავი, კაციც მაგარი კოფილხარ. ვერ გაგტეხეს, მიაცექი ბოლომდე. ჩვენ დგეს სტდიონზე უნდა დავაფიქსიროთ გიორგისადმი მხარდაჩერა.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა