"ჰამბურგმა" 4 მილიონი ევრო გადაიხადა ფეხბურთელში, რომელსაც ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს
"ჰამბურგმა" 4 მილიონი ევრო გადაიხადა ფეხბურთელში, რომელსაც ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს, "ვოლფსბურგის" თავკაცი ფელიქს მაგათი კი, როგორც სჩვევია, ბოლო დღეებში სატრანსფერო ქაოსში იყო - ყიდულობდა და ყიდდა, თვითონაც არ იცოდა ვის და რამდენად.

ერთი სიტყვით, გერმანული კლუბების უმეტესობას სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეებში პანიკა უფრო ეტყობოდათ, ვიდრე კონცეფციური თავდაჯერება.

31 აგვისტოს ციფრებში თვით ყველაზე დალაგებული ფელიქს მაგათიც აუცილებლად აირეოდა. ოთხშაბათამდე, მის განკარგულებაში 30 ფეხბურთელი იყო, ოთხშაბათს კი, "დესპოტმა ფელიქსმა" კიდევ სამი ახალი ფეხბურთელი გადაიბირა - ერთი მცველი, ერთი გამთამაშებელი და ერთი თავდამსხმელი.

თვითონ ის ფაქტი, რომ მაგათმა სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეებში გუნდის კიდევ ერთხელ (უფრო სწორად, სამჯერ) გაძლიერება გადაწყვიტა, გასაკვირი არ არის, რადგან "ვოლფსბურგმა" ახალ სეზონში საშინელი სტარტი აიღო (3 ქულა, მე-15 ადგილი და ეს ყველაფერი 4 ტურის შემდეგ). ამ შემთხვევაში გაოცებას იწვევს და ეჭვს ბადებს იმ ფეხბურთელების სახელები და გვარები, რომლებიც მაგათმა "ვოლფსბურგში" მირეკა.

აიღეთ კრისი: ცენტრალური მცველი, რომელსაც კარიერის უმეტესი ნაწილი ლაზარეთში აქვს გატარებული და რომელიც გასულ სეზონში ფრანკფურტის "აინტრახტთან" ერთად მეორე ბუნდესლიგაში გავარდა, რის შემდეგაც კონტრაქტი გაუწყვიტეს.

ალიაკსანდრ ჰლები? წლებია, ბელარუს ნახევარმცველს თავისი შესაძლებლობების 50 პროცენტიც კი არ გამოუვლენია, თავის დროზე "შტუტგარტში" სწორედ მაგათის ხელში კი დაფრინავდა (2000-დან 2005 წლამდე), მაგრამ მას მერე ფეხბურთი კარგად აღარსად უთამაშია - არც "არსენალში" და არც მით უმეტეს "ბარსელონაში", სადაც ბოლო ორი წელია, ხორცმეტივითაა.

რასმუს იონსონი? შვედი ახალგაზრდა თავდამსხმელია და უფრო პერსპექტიული ფორვარდი ეთქმის, ვიდრე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი. შეუძლიათ კი ამ ფეხბურთელებს "ვოლფსბურგის" დახმარება? აღარაფერს ვამბობთ მანამდე განხორციელებულ ტრანსფერებზე - დაბერებულ, ჩამოწერილ ჰასან სალიჰამიჯიჩსა თუ გაზარმაცებულ თომას ჰიტცლშპერგერზე, რომელიც უკლუბოდ იყო.

მართლა სერიოზული ფეხბურთელის გადაბირება არათუ მარტო მაგათმა, ვერცერთმა სხვა გერმანულმა კლუბმა ვერ შეძლო. ვისაც სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს ხეირიანი გარიგების გაჩარხვა უნდა, ან ბევრი ფული უნდა ჰქონდეს, ანაც მაგარი იღბალი, რადგან ბოლო დღეებში თავისუფლად ან სატრანსფეროდ გამზადებულები მხოლოდ ძვირადღირებული ან მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები არიან ხოლმე.

აგვისტოს ბოლო დღეებში კლუბები ხომ უსწრაფესად ცდილობენ ამა თუ იმ ფეხბურთელის გადაბირებას და იმ დანაკარგის ანაზღაურებას, რაც მთელი ივლის-აგვისტოს პერიოდში უფულობის, უმარიფათობის თუ უბრალოდ უიღბლობის გამო ვერ შეძლეს. ამიტომაც იყო, აგვისტოს მიწურულს "ვოლფსბურგთან" ერთად, "ჰამბურგმაც" რომ იაქტიურა - ამ კლუბს ხომ არასდროს უწერია გონიერი ხელმძღვანელების ყოლა.

თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და "ჰამბურგის" შეფებიც მიხვდნენ, რომ კატასტროფული სტარტის შემდეგ (1 ქულა, ბოლო ადგილი), დიდი შანსია, ეს სეზონი ჯოჯოხეთად ექცეთ. ჩრდილოგერმანულმა კლუბმა "იუვენტუსში" გადასული ელჯერო ელიას სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო მიიღო. სამაგიეროდ, HSV-მ ჰოლანდიელის შემცვლელი ივო ილიჩევიჩი (კაიზერსლაუტერნიდან) მხოლოდ 4 მილიონად იყიდა. აქ სულელური მხოლოდ ის არის, რომ ხორვატ გარემარბს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს, თუმცა იმდენად იაფი გამოდგა, რომ ჰამბურგელებმა ამაზე თვალი დახუჭეს.

ასეთი პრობლემები დიდ კლუბებს, "ბაიერნს", დორტმუნდის "ბორუსიას" ან "ლევერკუზენს" არ შეჰქმნიათ - დიდ სამეულს აგვისტოს ბოლო დღეებში სატრანსფერო ბაზარზე საერთოდ აღარ უაქტიურია, რადგან მათ გუნდები მანამდე დააკომპლექტეს. სხვებმა კი, მაგალითად, "მაინცმა", მხოლოდ მცირე დანახარჯები გაიღეს.

მაინცელებმა "შალკედან" თავდამსხმელი მარიო გავრანოვიჩი ინათხოვრეს, "მანჩესტერ სიტიდან" კი ნიჭიერი მეკარე ლორის კარიუსი. მწვრთნელი თომას ტუხელი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი დაკომპლექტებულია, თუმცა ფაქტია, რომ მხოლოდ ნათხოვარი ფეხბურთელები "მაინცი" შორს ვერ გაფრინდება.

ბრემენი კი შიშმა შეიპყრო, რადგან "ვერდერის" ისედაც დახვრეტილმა დაცვამ თავისი ბურჯი დაკარგა - პერ მერტეზაკერმა ბავშვობის ოცნება აისრულა და ლონდონის "არსენალში" გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ "მუსიკოსებმა" მერტეს სანაცვლოდ დაახლოებით 10 მილიონი აიღეს, მისი შემცვლელი აღარ უყიდიათ. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან "ვერდერს" ფინანსურად უჭირს.

კლუბები აუცილებლად უნდა გამოეცვალათ მიხაელ ბალაკს, რომელიც "ლევერკუზენში" სათადარიგოთა სკამის ხეხვისთვისაა განწირული და პატრიკ ჰელმესს, რომელიც "ვოლფსბურგში" მაგათს არ სჭირდება, მაგრამ ახალი, ხეირიანი გუნდი ვერც მიხაელმა იპოვნა და ვერც პატრიკმა. ამრიგად, გამოდის, რომ ორივემ იანვრამდე უნდა მოითმინოს.

სატრანსფერო ფანჯარა სწორედ პირველი იანვრიდან გაიღება და ორი აზრი არ არსებობს, ფელიქს მაგათს საშოპონგე სია დღესვე ჩამოწერილი ექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
გირასი წასვლაზე თანახმაა - ფეხბურთელი ევროპის ტოპ კლუბებს სურთ
"რეალმა" "სელტასთან" წააგო და "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩა
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
მესის მორიგი ტიტული - მაიამის "ინტერი" ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] ღვინიაშვილის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ტაისონამ" მეტოქე 30 წამში დაანოკაუტა
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
როგორია ჩაკვეტაძის მდგომარეობა? - "უოტფორდის" მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO] ..."დილას" იტალიელმა მწვრთნელმა ქურთუკი გაიძრო და საჩხუბრად მოემზადა... დიდი გაწევ-გამოწევა გორში!
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] გოლი და რა გოლი - მიქაუტაძემ გაიტანა, "ვილიარეალი" წინ მიიწევს
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა