საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ პოლონურ რადომიაკთან ბრაზილიელი ცენტრალური თავდამსხმელის, მაურიდეს როკე ჟუნიორის ტრანსფერზე შეთანხმება შედგა და გამოცდილი ფორვარდი კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს.

იგი რადომიაკში 2025-2026 წლების სეზონში ასპარეზობდა, სადაც 35 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მხარეებს შორის ხელშეკრულება 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა. ამასთან, კლუბი ინარჩუნებს უფლებას, ის დამატებით ერთი წლით გაახანგრძლივოს.

კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, კლუბის ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა:

„ბედნიერი ვარ დინამოში გადმოსვლით, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. მიყვარს გოლების გატანა და ყველაფერს გავაკეთებ კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო.“ – მაურიდესი.რაც შეეხება ფეხბურთელის განვლილ გზას: იგი ბრაზილიური ინტერნასიონალის აღზრდილია და პროფესიული კარიერის საწყისი წლები სწორედ ამ კლუბში გაატარა. პირველ გუნდში მისი დებიუტი 2012 წელს შედგა.

მას შემდეგ მაურიდესმა არაერთი ცნობილი კლუბის (მათ შორის პორტუგალიური „ბელენენსეშის“, ბულგარული ცსკა სოფიას, გერმანული სანქტ-პაულისა და პოლონური რადომიაკის) მაისურით 280 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 64 გოლი გაიტანა. იგი თავისი ფიზიკური მონაცემებითა და საგოლე ალღოთი გამოირჩევა.

მაურიდესი გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ ბათუმელები საზაფხულო შეკრებას ერზრუმში გაივლიან, სადაც თურქეთის სუპერლიგის კლუბებთან სამი ამხანაგური შეხვედრაა დაგეგმილი.

dinamobatumi

კახა
გოლის ალღოთი გამოირჩევაო და 280 თამაშში 64 გოლი აქვს გატანილი. რავიცი, რავიცი. წარმატებები ნებისმიერ შემთხვევაში..
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია