ფორმულა 1-ის ვეტერანს რუბენს ბარიკელოს იმედი აქვს, რომ მომავალი სეზონისთვის "უილიამსთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს
ფორმულა 1-ის ვეტერანს რუბენს ბარიკელოს იმედი აქვს, რომ მომავალი სეზონისთვის "უილიამსთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა ბრიტანული გუნდი აანალიზებს შესაძლებელ ფინანსურ მოგებას ისეთი პილოტის მიწვევით, რომელსაც კარგი სპონსორული მხარდაჭერა ექნება. კანდიდატებს შორის განიხილავენ ადრიან სუტილს, ბრუნო სენასა და გიდო ვან დერ გარდეს.

თეორიულად, "უილიამსის" მეორე პილოტს პასტორ მალდონადოს თითქმის გარანტირებული აქვს გაისად ადგილი ბრიტანულ საჯინიბოში, რადგან მას ვენესუელას ნავთობკომპანიის - PDVSA-ის სოლიდური მხარდაჭერა უმაგრებს ზურგს. 2012 წელს ვენესუელურ კომპანიას "უილიამსთან" თანამშრომლობა დაახლოებით 25 მილიონი ფუნტი დაუჯდება. თანხის ოდენობა იმაზეა დამოკიდებული, ბოლიდის კორპუსზე PDVSA-ის რამდენიმე ლოგოტიპი იქნება განთავსებული.

ესპანურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, მონცაში უახლოეს უქმეებზე იტალიური "ტორო როსო" არა მხოლოდ ახალ სპონსორს (ესპანური სანავთობო კომპანია - Cepsa), არამედ ახალ მფლობელსაც შეიძენს. ეს გახლავთ საინვესტიციო ჯგუფი IPIC (International Petroleum Investment Company), რომლის შტაბ-ბინა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მდებარეობს.

სავარაუდოდ, IPIC ფორმულა 1-ის გამოყენებას აპირებს თავისი ბრენდების ეფექტური რეკლამისთვის, პირველ რიგში, Cepsa-თვის, რომელიც სერიოზულ იერიშს აპირებს ევროპულ ბაზარზე.

დადის ჭორი იმის შესახებ, რომ საემიროებში მალე დაიწყება "ტორო როსოს" ახალი ბაზის მშენებლობა, ხოლო მომავალში ამ საჯინიბოს, შესაძლოა, Team UAE ეწოდოს. რამდენად შეესაბამება ეს ჭორი სინამდვილეს, ამას უახლოეს ხანში გავიგებთ...

კვლავაც გაურკვეველია "ლოტუს რენოდან" გაგდებული ნიკ ჰაიდფელდის ბედი. როგორც იცით, გერმანელი პილოტი ფრანგულ საჯინიბოში ბრაზილიელმა ბრუნო სენამ შეცვალა, რის გამოც ნიკმა სასამართლოში იჩივლა.

პარალელურად, ჰაიდფელდი მოლაპარაკებებს აწარმოებს კონცერნ BMW-სთან DTM-ის გერმანულ სერიაში მონაწილეობაზე. ასე რომ, თუ ნიკი ვერ დაიბრუნებს ადგილს "ლოტუს-რენოში", მას მომავალ წელს სწორედ DTM-ის ჩემპიონატში ვიხილავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა