ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999“-მა გასვლაზე „ფლორა“ 3:2 დაამარცხა.

სტუმრები ბედოშვილის პასით ნაჭყებიამ დააწინაურა, ცოტა ხანში კი პენალტით ჯინჯოლავამ უპირატესობა გაზარდა. შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში შეამცირეს. 37-ე წუთზე სიხარულაშვილის გოლი ხელით თამაშის გამო გამო არ ჩაითვალა და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.

მე-60 წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით ესტონური გუნდის მცველი კოლო გააძევა და კაცნაკლულმა „ფლორამ“ თანაფარდობა აღადგინა. თუმცა, ქარდავამ მალე მეტოქის კარი დალაშქრა და „იბერია 1999“-ს გამარჯვება მოუპოვა.

საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს თბილისში გაიმართება. "ფლორას" ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, "იბერია 1999" მომდევნო ეტაპზე "სლოვანს" შეხვდება.

ტალინი. „ა. ლე კოქ არენა“

ფლორა - იბერია 1999 2:3

გოლები: 0:1 ნაჭყებია (18), 0:2 ჯინჯოლავა (20, პენ),1:2 კრეიდა (28), 2:2 ალამაა (76), 2:3 ქარდავა (75)

გაძევება: კოლო (60, ფლორა)

იბერია: მაკარიძე, ზოჰური (ქობულაძე 86), ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლია, ქარდავა, დადიანი, ბართიშვილი (კულიევი 81), ბედოშვილი (კუცია 71), ნაჭყებია, სიხარულაშვილი (ჩიხრაძე 80)

მეზღვაურ-ს
იციან მეგობარო წინასწარ,რომ ერთ ეტაპს გაივლიან მხოლოდ და მერე გამოვარდებიან,ტყუილად რატომ უნდა დახარჯონ ფული და მატერიალი 2 ჰაჰა 4 თამაშის ეკიპირებისთვის? :დ :დ. ისე კი სწორი შეფასებაა მართლაც და არ დაიწყოთ აქ ზოგიერთებმა ქართული დამწერლობა ერთ-ერთი უძველესია და ა.შ არგუმენტები.
Sircxvil+narevi
ხალხს ეძახიან მოდით სტადიონზეო მივალთ ეხლა სტადიონზე და თავ ჩაწეულები გამოგვიშვებენ მე ხო იცი ესენი ერთი....არიან ნაკეთები ყველა ქართული გუნდი თუნდაც უცხოელი ფეხბურთელი იყოს სხვაგან წავა დაბრდღვნისნყველაფერს და აქ ვაფშე ერთმანეთზე უარესები არიან....არაბიძეს რაში უხდით წელიწადში მილიონ ზე მეტს მე ეგ მიკვირს ბურთს რო უკან აბრუნებს? აზრზე არიან არცერთი რაშიც დავრწმუნდი ეგ არის სიმართლე ტორპედოში ფული თეთრდება ამაში მილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული 5წელზე მეტია გუნდი რაც შეიძინა ნიუვეჟენმა აი რო ვიფიქრებ მაგარ ფორმაში შევიდაო მაშინ წაგება ზუსტად გაგრასთან პახოდუ მაგრადაც ყომარობენ და მოკლეედ ესეაა სანამ კრისტალბეთი კროკო ბეთი არ მოშორდება ამ ჩემპიონატს აზრი არაქვს ამას გეუბნებით მილიარდი პროცენტით ვერ გავა ვერც იბერია აქ 2-0 წაგებს ვერც ტორპედო მაქსიმუმ დილამ გაიაროს სან მარტინი არ მიიღოთ ისე რონჩასაფრებული ვარ ღამეებს ვათენებდი რო წაგება ქართველი მაგრამ ეგეც გამიტრუხდა უკვე ვიცი რონარვართ ჩვენ იმ დონეზე რომ სადმე გავიდეთ ან ხელს შეგვიშლის ან კრისტალი ან კროკოო რონფული მოღუნონ ეს არის სიმართლე დალშე უყურეთ თანაშსს და დარწმუნებით ფლორასთან თუ არაა სლოვანთან მილიარდი პროცენტით გამოვარდენიან არანაირიი გუნდი არ გვყავს ჩვენ!!!! ეზოს გუნდია რომლებსაც უხდიან ათიათასებს თვეში...იყვნენ მართლაც გუნდები დინამო 2005ში რომელიც ეგრევე დაიშალა და იყო ზესტაფონი-ამერი რომელიც ერთი კობიაშვილმა დაშალა მეორე უფულობამ....
მეზღვაური
ვულოცავ იბერიას და იმედია გავლენ შემდეგ ეტაპზე. ერთი კითხვა : როდესაც ევროტურნირის საერთაშორისო მატჩებში ღებულობ მონაწილეობას ხომ შეიძლება ლათინურად გვეწეროს ზურგზე სახელები და პლუს ეროვნული ლიგის ლოგო არ გვქონდეს მიკრული მკლავზე? ჩემი აზრით ევროტურნირზე მონაწილე გუნდებს უნდა ჰქონდეთ ცაკლე ეკიპირება ევროტურნირებისთვის.
დანტე
იბერია სახლში წააგებს და ფულს გააკეთებს ზოგიერთი...ამის გამოცდილება აქვს ამ გუნდის ხელმძღვანელობას.
alexandre
ყველა კომენტარი წავიკითხე. რაც გულში მქონდა, მრცხვენოდა დაწერა. მაგრამ, ვაი რომ უმეტესობა ჩემსავით ფიქრობს. ვუყურე ორივე თამაშს, ტორპედოსაც (ძირითადად, გადახვევით) და იბერიასაც (მთლიანად, პირდაპირში - ჩემპიონი თამაშობდა). ვაი რომ გული მეტკინა. განსაკუთრებით იბერიას ყურებისას. რა თქმა უნდა ვულოცავ გამარჯვებას და ყველანაირ წარმატებას ვუსურვებ! მაგრამ... სირცხვილია ის, როც ვნახეთ. განსაკუთრებით 3-2-ის მერე. დემორალიზირებული მეტოქე, მათი დონე უმდაბლესი, 10 მოთამაშით დარჩენილი. თქვე კაი ხალხო, ცოტას რომ აჩქარდებოდით, მომენტს ქმნიდით. რა იყო ეს, რა უბედურება! გერმანელებივით კი არ გთხოვთ, რომ ბოლომდე დაახრჩო მეტოქე და 10 გოლი გაუტანო, მაგრამ ასე უსუსურად, ყოველგვარი ჟინის გარეშე თამაში საქართველოს ჩემპიონის სახელით, სირცხვილია! არცხვენთ სამშობლოს. ამიტომაა არარატარმენიას ნაირი შედეგები, სამწუხაროდ. თქვენი ჩემპიონობა მე რას მაძლევს, მე მინდა რომ საბოლოოდ არ მარცხვენდეს ქართული კლუბი უცხო ქვეყნებთან. ჩემი თაობის გულშამატკივრისთვის, ფეხბურთი (ნებისმიერ სხვა სპორტის სახეობასთან ერთად, სუხიშვილების ცეკვებთან, რობიკო სტურუას სპექტაკლებთან, კინოსთან ერთად) იყო ერის სიამაყის, ერის თვითმყოფადობის გამოხატვის მთავარი საშუალება. და თქვენ, თუ არ გაქვთ ეს გრძნობა, უარი თქვით ევროტურნირებზე. დაუთმეთ ვინმე მესამე ან მეოთხე ლიგელს, რომელიც, შესაძლოა წააგოს, მაგრამ გულს და სულს ჩადებს მატჩშში. რა ვიცი, ჩემი გულისტკივილი გადმოგეცით, აწი თქვენ იცით. გისურვვებთ წარმატებას. ქართული ფეხბურთის და ზოგადად სპორტის გულშემატკივარი, მინიმუმ 1961 წლიდან. ალექსანდრე ფაჩუაშვილი.
kokito
ჯერ ეს გავიაროთ და სლოანზე მერე ვიფიქრო სამწუხაროდ წარსულში ქართულ გუნდებს ბევრად უკეთესი უპირატესობით მოგებული პირველი მატჩებიც გაუნიავებიათ განმეორებით შეხვედრებში
გიორგი
იმედი მაქვს ფლორას ბარიერს გავივლით გუნდი გაანალიზებს შეცდომებს შემდგომი თამაშისთვის თუმცა მეტოქე რომ 10 კაცით რჩება ჩემი აზრით უფრო უნდა ეცადო რომ უპირატესობა გაზარდო ანგარიში რომ შემდგომ მატჩს უფრო მშივიდად შეხვდე ბურთი მრგვალია და არავინ იცის მეორე მატჩი რა მოხდება თან სამწუხაროდ იბერია არ არის იმ დონის გუნდი კლასის ხარჯზე მოუგოს ვინმეს გნდაც ფლორას.
lado
პირველ გოლის აღნიშვნისას ამ ბიჭმა ყველაფერს რომ შემოურბინა ბევრ რამეზე მეტყველებს. კარგია სიხარულის გამოხატვა, მაგრამ ისეთი მნიშვნელობის არც გოლი იყო და არც თამაში, ასე რომ გადაირიო კაცი. ცოტა მეტი უნდა მოთხოვონ საკუთარ თავს, თორემ ამ დამოკიდებულებით შორს წასვლა გაჭირდება.
კოტე
10-კაციანი გუნდი რომ ანგარიშს გაგითანაბრებს, იმ გუნდის რა იმედი უნდა გქონდეს
გოგა
არა რა ესენი შეშინებულები არიან, 10 კაციანი უსუსტესი ფლორა, უნდა ამოეხრჩოთ თავიანთ საჯარიმოში, ჭე კლასია რა მაინც იბერია და ქართული გუნდები
კახი
ამ ეტაპის გავლა უმნიშვნელოვანესია ,ასეთი ბულკივით მეტოქე გვარგუნა ბედმა და უნდა ვისარგებლოტ. სლოვანთან შანსი ნულია,მაგრამ იქნებ კონფერეს ლიგაზე მაიმც შევძვრეთ,იმედია კენჭისყრაში გაგვიმართლებს და ასეთი მარწყვივით გუნდი შეგვხვდება.
Superman
55 წუთზე უკვე ისეთი დაღლილები ვიყავით ორმ ფეხზე ვეღარ ვიდექით. სირცხვილია რა, ფეხბურთელები ხართ თუ უბნის მეტადონშიკები. ეხლა ვიღაც იტყვის რომ წავაგებთ გვლანძღავთ, მოვიგებთ გვლანძღავთ, თქვენი მოსაწონი ვერაფერი გავაკეთეთო. არაა საჭირო ფეხბურთში გუარდილასავით ერკვეოდე რომ დაგენახა - უდაბლესი, კატასტროფა დონის გუნდს ვეთამაშებოდით და მეორე ტაიმის შუაში უკვე გაგვთიშეს. ამ გუნდა 10 კაცით გოლი როგორ უნდა გაგიტანოს? და 2:3-ის მერე 10 კაციან სოფლის გუნდს რატომ არ შევუტიეთ რომ ბოლომდე მიგვეყვანა საქმე და მეორე მატჩისთვის შანსი არ ქონოდათ? როგორ შეიძლება ფეხბურთის თამაში გიყვარდეს და 10 კაციან ფლორასთან ბურთის გორაობით დრო გაგყავდეს, როცა მეორე მატჩი გაქვს სათამაშო?
ნელსონ მანდელა
ეს ბიჭო სხვა ქვენის ჭ კლასის გუნდები თუ თამაშობენ ამ კონფერენს ლიგის ჯგუფურს ჩვენ რა დავაშავეთ? აგერ ამ ფლორას გიბრალტარის კოსოვის ლუქსემბურგის და რავი მგონი ჩვენ და სანმარინო დავრჩით ჯგუფურის მიღმა ყველა გავიდა, ხოდა ცოტა ჩვენც ვითამაშოთ ევროპაზე ამდენი ადამიანი გაიხარებს თუმდაც ბოლოზე გავიდეთ...
Levani
ერთი თქვენც რა.. რა უნდა მერე ლიგაზე ქართულ გუნდს? ან უზბეკეთს რა უნდოდა მსოფლიოზე. ვინც აქამდე ვერ გაიგო რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და დამოუკიდებელი ვართ ახლა ის ვერც იბერიას შეამჩნევს ლიგის ჯგუფში. ჩვენს ნაკრებსაც კი არაფერი ესაქმებოდა მსოფლიოზე თუ სიმართლე გინდათ. აი როცა ნაკრებს დაცვა ეყოლება,კლუბები ითამაშებენ მერე დაძაბვის გარეშე მოხვდებიან ყველგან და ასე ჭ კლასიდან ბობოლებში მოხვედრა არცაა სასურველი. ვინც ტორპედო ნახა დღეს და კიდე იტყვის შემდეგი 5 წელი ქართული გუნდი ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უნდა იყოს -ვენაცვალე კომპეტენციის ნაპრალებში
მაიცა რა
აქ 0-2 დამიჯერეთ..
რაბუ
სლოვანი ჩვენთვის გრანდია დღევანდელი გადმოსახედით
Zaza-ს
ცოტა გაბედულად მეგობარო. სლოვანი თუ მოხვდა ჩემპ. ლიგაზე დიდი რამე იბერიაც მოხვდეს? არა მგონია სლოვანსა და იბერიას შორის განსხვავება ძალიან დიდი იყოს. როდისმე ჩვენი გუნდიც ხომ უნდა მოხვდეს? აგერ კონგო 1/16 ფინალში გავიდა.
ქართველი
ქართული ფეხბურთი - ჭ კლასი
zaza
მგონი დემჩენკო მაგიტომ მოიყვანეს რომ გუნდში არ იყო ჯანსაღი სიტუაცია და ვიღაცეები ყოყოჩობდნენ, აბა როგორ უნდა დააყენო გუნდი 3 კვირაში? არ ვართ იმ სიტუაციაში რომ ესტონეთის ჩემპიონობის მოგება არ გვიხაროდეს, ასე რომ წარმატებები იბერიას. კონფერენს ლიგა უნდა დაიდოს!
ოჰოო-ს
სლოვანიც არ მყავდეს სიტი რაა 😁
ZZZ
ეს ის კიდე აქ არის :)
toy
იმედია არარატარმენიას არ გაიმეორებენ.
Gio
Arc slovania psj
ლევადია
აქეთ იყომარებენ და ეგ არის ზღაპრის ბოლო. ნუ გიხარიათ ტყუილა.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ხუდუშაური მესის გარეშეც როგორ მოიგეს ? დახუპულა დემჩენკო და იბერია
ოჰოო
იმედია ამათ მაინც გახდებიან..სლოვანთან ამ გუნდით ზედმეტია ლაპარაკი შემდეგ ეტაპზე გასვლისს
ალფა
ეს რა ჭირია, 10 კაციანი მეტოქე უმჯობესდება, თანაბარ თამაშს გიკეთებს და გიტანს ბურთს. იმედია დაალაგებს დემჩენკო რამეს, მაგრამ ღირებული ტრანსფერები სჭირდებათ. ახლა იმაზე ვიფიქროთ, რო ბათუმის დინამომ იჩემპიონოს, მართლა კარგ გუნდს კრავს და ჩემპიონთა ლიგის გზით გვჭირდება მოხვდეს ევროტურნირებზე.
"ფრთხილად იყავით!" - ტიერი ანრიმ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
"ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ" - "საბაჰის" მწვრთნელი "ბარსელონასთან" 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] ისაკის დუბლი, ალისონის საგოლე პასი - "ლივერპულმა" "ბრიუგეს" დიდი ანგარიშით მოუგო
თბილისში ევროპული სტანდარტების საკალათბურთო აკადემიამ მიღება დაიწყო
"ჯადოქარი არ ვარ" - მარესკამ "სიტის" რთულ პერიოდზე ისაუბრა
"ამდენი გოლის გაშვების უფლება არ გვაქვს" - ალონსო "ჩელსის" მარცხის შემდეგ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-0 დილა. შეიძლება, მომდევნო ტურშიც გადაწყდეს...
ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
ნიკო პასი "რეალში" დაბრუნებას არ აპირებს
"ეს მატჩი ჩვენს მომავალს ცვლის" - ამორიმი "მილანის" ბრწყინვალე Comeback-ზე
37 წლის ასაკში ისლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე გარდაიცვალა
"არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა" - კალაძე ბათუმში მომხდარ არეულობაზე
ტრანსფერი გამოირიცხა - "ატლეტიკომ" ალვარესი პსჟ-ის არ მიჰყიდა
[VIDEO] "ეს სირცხვილი და კატასტროფაა! ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონის გუნდთან წავაგეთ!" - ესპანური პრესა "ხეტაფეს" მარცხს მწვავედ გამოეხმაურა
"ვიცი, თორნიკე ამის თქმის უფლებას არ მომცემდა, მაგრამ ეს ყველამ უნდა გაიგოს..." - სანაძის და ჯიკიჩის მონაყოლი შენგელიას შესახებ საბერძნეთის დამარცხების შემდეგ
"ბოდიში"! - "ხეტაფეს" ფეხბურთელების პატიების თხოვნები თბილისური მატჩის შემდეგ და იმედგაცრუებული მწვრთნელის ჩივილები
შსს "ბეშიქთაშისა" და ბეერ-შევას "ჰაპოელის" მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
[VIDEO] შენგელიასა და რიდის სუპერდუეტი, ქამბექი ოვერტაიმში და "თოკოს" ცრემლები - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად საბერძნეთი დაამარცხა!
"ვგმობ ქართული პოლიციის ჩარევას "ბეშიქთაშის" ქომაგების წინააღმდეგ" - მესუთ ოზილი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
"მკაცრად ვგმობთ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის არაპროპორციულ გამოყენებას" - "ტრაბზონსპორის" განცხადება
[VIDEOS] ბათუმში "ბეშიქთაშის" ქომაგები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგრძლივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონია [VIDEO]
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ზაქარია ბეგლარიშვილი: კარგი გრძნობაა, როცა მთელი წელი შრომობ და სეზონს ტიტულით ასრულებ
ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთში მე-14 გოლი გაიტანა [VIDEO]
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
"ხეტაფესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ისტორიული გამარჯვება - "იბერია 1999-მა" ლა ლიგის გუნდი დაამარცხა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 იბერია 1999. ლიდერი სათავეში რჩება, თუმცა...
[VIDEO] "ეს სირცხვილი და კატასტროფაა! ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონის გუნდთან წავაგეთ!" - ესპანური პრესა "ხეტაფეს" მარცხს მწვავედ გამოეხმაურა
"ბოდიში"! - "ხეტაფეს" ფეხბურთელების პატიების თხოვნები თბილისური მატჩის შემდეგ და იმედგაცრუებული მწვრთნელის ჩივილები
სომხეთის, გიბრალტარისა და ესტონეთის წარმომადგენლები პირველად გავიდნენ ევროტურნირებზე
ბეგლარიშვილი თავისას არ იშლის - ესტონეთის ჩემპიონატზე ჰეთ-თიკი შეასრულა [VIDEO]