ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ

[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“ საკუთარ მოედანზე „ფლორასთან“ ფრეს დასჯერდა (2:2), ორი შეხვედრის ჯამში 5:4 სძლია და მეორე რაუნდში გავიდა.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მომენტები შექმნეს და მიზანსაც მიაღწიეს: მეკარე გრუნვალდმა ორჯერ გადაარჩინა ტალინური გუნდი, შემდეგ კი საჯარიმოდან კუციას ჩაწოდებულ ბურთს სიხარულაშვილმა მეტოქის კარში თავით მიუჩინა ადგილი. 36-ე წუთზე სიხარულიშვილმა დადიანის პასით დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ნაჭყებიას ეფექტურად გატანილი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. იბერიელების უპირატესობა აშკარა, ხოლო ვარიუნდისგან გაშვებული გოლი თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე ალოგიკური იყო. მერე კულიევმა საჯარიმოში მეტოქე წააქცია და საპინენმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. ბოლოს ესტონური გუნდი იერიშებზე გადავიდა, თუმცა, საბედნიეროდ ვერ გაიტანა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

„იბერია 1999“ მომდევნო ეტაპზე „სლოვანს“ დაუპირისპირდება (21 ივლისს სახლში, 28 ივლისს კი სტუმრად), რომელსაც ვლადიმერ ვაისის ნაცვლად იაია ტურე ჩაუდგა სათავეში და ცხადია, ასეთი თამაშით ბრატისლავური გუნდის ძლევა გაუჭირდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

იბერია 1999 - ფლორა 2:2

გოლები: 1:0 სიხარულაშვილი (13), 2:0 სიხარულაშვილი (36), 2:1 ვარიუნდი (69), 2:2 საპინენი (84, პენ)

იბერია: მაკარიძე, ზოჰური, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლია, ქარდავა, დადიანი, კუცია (კულიევი 74), ბედოშვილი (კაფე 85), ნაჭყებია (ქობულაძე 90+2), სიხარულაშვილი (ძაგანია 90+2)

• ავთანდილი

საცოდაობაა ამათი ყურება, მით უფრო მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე.დლოვანიც დიდი არაფერი გოზლაა მარა ამათ გამოტენიან მაინც.

• კახა

მაკარიძე რას თამაშობდა ვერ ვხდები, ძალიტ იგონებდა პრობლემებს, თავგზააბნეული ხარივით იყურებოდა აქეტ იქით. კორაბუზივ რომ შეაჯდება.

• მეზღვაური

ახლა გადავხედე ტრანსფერმარკეტზე თავისუფალ აგენტ ქართველ ფეხბურთელებს და არიან რამოდენიმე,ვისაც შეუძლია იბერიის გაძლიერება.საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებიც არიან ამ სიაში: ჯიმი ტაბიძე,გიორგი აბურჯანია,გიორგი ბერიძე,ლევან შენგელია,დავით სხირტლაძე.ასევე თავის დროზე ეროვნულ ლიგაში საკუთარ პოზიციებზე ერთ-ერთი საუკეთესოები ნიკა სანდოხაძე და რევაზ ინჯგია.გერმანიაში გაზრდილი და იქაური სკოლა გამოვლილი შალვა ოგბაიძე.თუნდაც 37 წლის გურამ კაშიაც რომ დაიმატონ რამდენიმე თვით,ბოსნიელ სელიმოვიჩს თავისუფლად აჯობებს.ნამდვილად არის არჩევანი იმ ქართველების,ვისაც შეუძლიათ გუნდის გაძლიერება კონფერენს ლიგის ფლეიოფისთვის აგვისტოს ბოლოს. ასევე რამოდენიმე საინტერესო და გამოცდილო თავისუფალი აგენტი უცხოელი მეკარეა ბაზარზე ვისი დამატებაც შეიძლება,თორემ მაკარიძის და უარეს შემთხვევაში მეგრელიშვილის იმედზე ვერ იქნება გუნდი.

• Ძველი სამტრედია 90 ათიანი წლ

ეს მოედანზე სიარული რა უბედურებაა, სიარული Თუ გინდაᲗ მადვე ვაკის პარკია და იქ იარეᲗ, მარა იქაც დარბის ხალხი, ფეხბურᲗელი გერქვას და ვერ დარბოდა ბიᲭო გასაოცარია პირდაპირ, წადიᲗ ბილიარდი იᲗამაᲨეᲗ ოᲦონდ ჯიბის ეგ არი Თქვენი საქმე, ისეᲗი სახეები ქონდაᲗ ბოლოსკენ გეგონება ბარსელონას ან ლივერპულს ეᲗამაᲨებოდნენ, მერე უკვირᲗ ხალხი რატო არ და დიდისო. Თქვენი ფეხბურᲗელობა რა ვᲗქვი მე.

• Levani

იაია? აბა ყაყა რატო უწერია Yaya toure ასე არ ქვია?

• კოსტა

გჯერათ იბერიის შეგირდების?

• გაიოზი

გთხოვთ, იქნებ ვინმემ, მათ შორის ჟურნალისტმა ან გუნდის წარმომადგენელმა, რატომ გაუქმდაა მე-3 საუკეთესო გოლი?

• გიზოგ

მეც ასე ვხედავ. სურათიდან ჩანს, რომ ბურთზე ფეხი უკვე დარტყმულია და მაინც უკან ჩანს იბერიელი მოთამაშე. ბალახის ხაზებით ადვილად შესამჩნევია, რომ არავითარი თამაშგარე არ იყო.

• კოტე

გოლი რატომ არ ჩაითვალა, მიხვდით ვინმე? თამაშგარე მარტო იმ შემთხვევაში იქნებოდა აქ, ზიგზაგებით თუ დახაზავდნენ და რა მოხდა? მაგ მომენტმა კინაღამ შემოატრიალა შედეგი

• გიზოგ

მე კი მგონია, ეგ იქნება ჩვენი ბოლო თამაში.

• გიზოგ

ბიჭებო, მთლად დაკარგეთ თავმოყარეობა? მესხის სასელობის სტადიონზე, რომ თამაშობთ ეს არაფერს გავალებთ? თავი რომ დავანებოთ, რომ საქართველოს ჩემპიონის სახელით გამოდიხართ. და ვის წინააღმდეგ.

• სტალინი

საქართველოს როგორც საქართველოს სსრ ფეხბურთში ჩინებული წარსულის მქონე სამართალმემკვიდრეს ასეთი ჩემპიონი არ უნდა ყავდეს

• კეთილისმსურველი

წერტილ. დამშვიდდი და დაოკდი. მაინც არავინ კითხულობს სულელურ შედევრებს

• კახა

მახსოვს ბუდუ ზივზივაძემ როგო დატოვა ტორპედო რამოდენიმე დღით ადრე ევროტურნირების წინ და წავიდა უნგრულ დაბალი დონის კლუბში, ამით იმსი თქმა მინდა რომ ერთი ორი ეტაპი მაინ უნდა გაჩერდნენ და მერე გაიქცნენ საზღვარ გარეთ. რა გუნდმაც სეზონი მოიგო ის გუნდი ევროტურნირების წინ უკვე დაშლილია და ახლებით უწევთ თამაში!

• ზვიადი

გინდა სახელი შეუცვალეთ და გინდა გვარდიოლა მოუყვანეთ მწვრთნელად, ეს არის მკვდრადშობილი გუნდი! ბართიშვილმა რაც ტალინში ითამაშა ეგ თუ არის კარგად ყოფილა საქმე. მაკარიძე და სელიმოვიჩი კატასტროფა! იბერიას უკრაინელი ლეგიონერი ფლორას საუკეთესო მოთამაშე გახდა! არავინ არაფერს ამბობს კუციაზე?! ტიპმა გუნდი 10 კაცით დატოვა თავისი გაუაზრებელი ქცევით (იქნებ ჯობდა კიდეც 10 კაცით გაეგრძელებინათ თამაში ვიდრე კულიევი შემოეყვანათ). ჯინჯოლავაზე ვიფიქრე მგონი ნაკრებს მარცხენა მცველის პრობლემა მოეხსნათქვა და დაიწყო იმის კეთება რის გამოც არ არის ნაკრებში! ძაგანიას ცოტა დრო ქონდა და გაგვიმართლა ცოტა დრო რომ ქონდა! მადლობა ალბანელ მსაჯს ფეხბურთელ(ებ)ი რომ არ გაგვიძევა. კამავინგას სხვა რამე კი არ გაუკეთებია რომ მიაბრძანეს მოედნიდან! შემომაქვს იდეა ევროტურნირებზე საშინაო მატჩები ჩავატაროთ სკვერში, ყველა "სეირნობას" ფორით მოვიგებთ, ტორპედო კი შეიძლება ევროთასის ფინალში გავიდეს იქ ისეთი სუპერ "მოსეირნე" ყავთ!

• gocha

რა გინდათ გუნდი ავად თუ კარგად ხომ გავიდა შემდეგ ეტაპზე. რეზულტატია მთავარი და კიდევ სლოვანთან რომ მარცხს უწინასწარმეტყველებთ რა იცით რა მოხდება ჯერ ჩატარდეს თამაშები თუ შედეგი ვერ დადო გუნდმა მერე გააკრიტიკეთ

• Roma

კაროჩე uefa ს უნდა მივმართოთ და ვთხოვოთ ჩვენთვის ფეხბურთის წესები შეცვალონ და 60 წუთზე ჩამოიყვანონ. რა უბედურებაა 2 თამაშში ბოლო 30 წუთი 4 გოლის გაშვება? ძალიან დაბალი დონე ფიზ მომზადებაში. ალბათ მსოფლიოში ყველაზე დაღლილი ჩემპიონატი გვაქვს. ტფუი

გასვლაზე კაცნაკლულმა ფლორამ,თამაში შმოგვიტრიალა და ფიზიკური უპირატესობა ჰქონდა!სწორედ ამის გამო,ძალიან მეშინოდა ამ თამაშის და უბრალოდ,შიშნარევი იმედი მქონდა,რომ გავაღწევდით მომდევნო წრეში.ახლა სლოვანს ვხვდებით და აქ დადებული კომენტარებითაც და თვითონ სტატიის შენაარსითაც სრულიად აშკარა და საფუძვლიანი შიში იკითხება,რომ სლოვანთან ჩვენი შანსები,ნულოვანს უახლოვდება.არადა,რამდენიმე წლის წინ,ისეთი რისხვა აგორდა,ბათუმს დინამოს ფეხბურთელების მიმართ,სწორედ ამ სლოვანთან მძიმე ბრძოლაში დამარცხების გამო,რომ დემორალიზებული გუნდი,საერთოდაც ჩამოიშალა და გუნდის მფლობელიც დიდი ფინანსურ ზარალის და მორალური დარტყმის გამო,ბათუმიდან წავიდა.ის ბათუმი,გეგმაზომიერად ვითარდებოდა და ასეთი ობსტრუქცია რომ არა,დღეს იქნებ გუნდის ხელახლა ფეხზე დაყენების მცდელობები კი არა,ჯგუფში შემსვლელი გუნდი გვყოლოდა მისი სახით.კი,ძალიან მძიმე იყო,მაშინდელი მარცხი,მაგრამ ვინც მოითმენს,ის მოგებსო!ჩვენ კი,მოთმინება არასოდეს გვყოფნის და ამიტომაც ვართ,მუდამ წაგებულები. ვუყურებთ იბერიას თამაშს და ვხედავთ,რამდენად სუსტები არიან,ფიზიკურად,მაგრამ ავად თუ კარგად ეს წრე გაიარა და ვულოცავ ამ,ჩვენთვის უკვე მიღწევას.სლოვანი ალბათ გამოგვაგდებს,მაგრამ გუნდს გვერდით დგომა სჭირდება და არა,წინასწარ გინება.თუნდაც გამოვვარდეთ,იბერიამ რაღაცა სარეიტინგო ქულებიც რომ შემატოს ჩვენ ქვეყანას,ეგეც საქმეა და მერე,უკვე ევროპა ლიგაზეც ხომ გვექნება შანსი,კიდევ რაღაცა დაუმატონ,ჩვენ ქულებს.ალბათ ანზორ მექვაბიშვილის კლუბის დამოკიდებულებაც უნდა გავიმეოროთ,ჩვენი ფეხბურთლების მიმართ.ანზორის წასაყვანად,გამოსასყიდის გადახდაზე,რამდენიმე კლუბია თანახმა,მაგრამ სანამ ევროტურნირებზე თამაშობს,გუნდი ფეხბურთელის გაშვებაზე უარს აცხადებს და მისი დახმარებით,გათამაშებაში გაცილებით შორს გასვლას ცდილობს.ჩვენი პერპექტიული ბიჭები,უკანმოუხედავად რომ გარბიან უცხოეთში,კი ბატონო,გავუშვათ,მაგრამ მანამდე,ის ერთი თუ ორი წრე,რომელიც შესაძლებელია,გუნდთან უნდა იყვნენ და დაეხმარონ,წინსვლაში.ორი კვირით გვიან ახალ გუნდში მისვლა,არაფერს დააშავებს,რადგან ჩვენები ფორმაში არიან,იმ კლუბების ფეხბურთელებისაგან განსხვავებით,რომლებიც ახლა იკრიბებიან და იწყებენ მზადებას,ახალი სეზონისთვის.ყოველი გავლილი წრე,გუნდებისათვის საგრძნობი ფინანსური შემოსავალია და კლუბებს სრული მორალური უფლება აქვთ,მათ აღმზრდელ და შანსის მიმცემ ფეხბურთელებს,ეს მოსთხოვონ.ფეხბურთელებს ეშინიათ,რომ წამყვანი კლუბი უარს იტყვის მათ წაყვანაზე და ისინიც პოზას დაიჭერენ,ასე ვიზამთო,მაგრამ თუ ნიჭიერი ფეხბურთელი ნახეს,დამიჯერეთ,ამის გამო,უარს არავინ იტყვის,მის წაყვანაზე.

• ნიკა

მერე უკვირთ ხალხი რატო არ დადისო, ეს რა იყო გუშინ უთავმოყვარეო ხალხი ხართ

საქართველოში კი გახდა ჩემპიონი,თანაც სხვებზე ტემპიანად კიდევ თამაშობს და გამოდის საქართველოს ჩემპიონატი უნდა გავაუქმოთ?!გადახედეთ სპორტულ მედიას,მძლეოსნობაში შეჯიბრები იმართება საქართველოში?ფედერაციაც კი,მგონი მხოლოდ ქაღალდზეა და ხელფასს იღებენ.აღარ გყავს მწვრთნელები,აღარც ფიზკულტურის პროფესიონალი მასწავლებლები,სკოლებში და ბავშვების ფიზიკური აღზრდა რომ აღარ ხდება,როცა სწორი სირბილი არ იციან და არც ვინმე,ვინც შეცდომას გაუსწორებს,ამ შედეგს ვიღებთ,რაც ჩვენ გვაქვს.ამ საიტზე სირბილის სწავლების ცენტრის სახელით შემოდის ხოლმე,ამ საქმის პროფესიონალი და რაღაცა საქმიანს რომ დაწერს,ამ საიტზეც კი,დისლაიქებით ავსებენ.რაც ერი,ის მღვდელიო.ყველა ახალი ხელმძღვანელი,თავისი შეხედულების მიხედვით იწყებს ვითომ ცვლილებებს,მაგრამ თვითონ არაფერი იცის და არც სხვებისათვის კითხვის მიცემის უფლებას აძლევს თავს.აბა რა,ის ხომ ხელმძღვანელია!ყველა დონეზე ასეა და ამიტომ ვართ ლაფში ჩაფლულები.სპორტის აკადემიის გაუქმების შემდეგ,თუ კიდევ ვინმე შემოგვრჩა საქმის მცოდნე,მათაც არაფერს ეკითხებიან და როცა სკოლიდან სპორტში უკვე დაზიანებული საყრდენ მამოძრავებელი სისტემით,ბავშვი დიდ სპორტში მიდის,მას მომატების რესურსი,უკვე აღარც აქვს.სხეული ვერ უძლებს.რამდენი პერსპექტიული სპორტსმენი წავიდა უცხოეთში და დიდ დატვირთებზე ტრავმების გამო,უეცრად გაქრა?-უამრავი!დავანგრიეთ რაც გვქონდა და ახალიც ვერაფერი შევქმენით!ბუნებრივი ჯანი,რაღაც ასაკამდე გყოფნის და ამის შემდეგ,სპეციალისტების მიერ სწორი განვითარება თუ არ მოხდა,დიდ სიმაღლეებზე ოცნებაც კი,ძნელია.

არაპროფესიონალურად რომ უდგებიან საქმეს და უპირველესად საკუთარ თავიანთ საქმეს არის მაგის გამოძახილი რასაც მერე მოედანზე აჩვენებენ...მასეთი ნახევარსაქმით BMW AUDI MERCEDES BENZ და ასე შემდეგ ავტომობილების საყიდელი ფული კი უგროვდებათ,საქართველოს პირობებში მეტ ნაკლებად კარგად დალხენილად ცხოვრობენ და თავი რატომ მოიკლან ზედმეტი ფიზ.მომზადებით,დატვირთვებით...მითუმეტეს როცა არც არავინ არაფერს არ თხოვს უფრო მეტს და მაგ დონემდე მომზადებულებს მაგდენი ოდენობის თანხებს მაინც უხდიან...!!! BMW AUDI MERCEDES BENZ-ით იწყება და მთავრდება თქვენი ფეხბურთი...ვისაც გულზე მოგხვდება ცივი წყალი დალიოს...

• 1981

ამ სტაფს მწვრთნელს, თანაშემწეებს, მოთამაშეებს ხელფასი რა პონტში უნდა ვუხადო არ მესმის. ალბათ რაღაც მაქინაციაა გუნდის მფლობელი რომ ხარ.სრული კატასტროფაა და ეს კაყასტროფა მიმდინარე პირველობაზეც ლიდერია.

• Eto eto

აქ უმეტესობა ფიზიკურ მომზადებაზე და სისუსტეზე წერს,მეც ვეთანხმები მაგრამ კითხვა მაქვს,ფიზიკურ მომზადებასაც ნიჭი ჭირდება? ვფიქრობ რომ შრომა ჭირდება,თავმოყვარეობა და პასუხისმგებლობა ჭირდება, რომელიც ჩვენ ფეხბურთელებს ეზარებათ და არ აქვთ.

• T.q

ბართიშვილი არ ყოფილა საერთოდ განაცხადში ესეიგი მოლაპარაკება აქტიურ ფაზაში გადავიდა! არ დაწერეს თორემ ეს მედიას არ გამორჩებოდა!!

• შენ ამას ვერ გაიგებ

ასე იცის პსჟ-ს გულშემატკივრობამ

• დდდ

და ვინ დარჩება, თენგიზ სულაქველიძე?!...

• ქობულეთიდან

ბოლო 25 წუთი იყო უბრალოდ კატასტროფა! 65 წუთამდე იბერიას თამაშს არაფერი დაეწუნებოდა მაგრამ ამის მერე გუნდს არაქათი გამოეცალა,მატჩი კი 90 წუთს გრძელდება. ფიზიკური მომზადების დონით, ყველამ გაგვასწრო სამწუხაროდ.

• ბაგრატიონი

ეეჰ... ვიზიარებ იბერიას მწუხარებას,სლოვანთან. შეგვჭამენ, გადაგვყლაპავენ და მტვერს უფრო მეტი ფასი დაედება ვიდრე ჩვენ. გიბრალტარი რომ გაჯობებს ფეხბურთში და რეიტინგში, იქ საერთოდ რა ჯიშის ფეხბურთზე უნდა ილაპარაკო?

• ტრიბუნა A

ცარიელი ტრიბუნები კარგად მეტყველებენ ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობაზე

• ალფა

ისლანდიურმა ვიკინგურმა გამოთიშა უნგრეთის ჩემპიონი. გეუბნებით, სკანდინავიელი ლიცენზირებული მწვრთნელების ჩამოყვანა გვჭირდება ბავშვთა სკოლებიდან მოყოლებული ასაკობრივ ნაკრებებში, სწორად თამაშს და გამძლეობას დაუმატებს ჩვენს ნიჭს. ისედაც ნაგავში ყრის მილიონებს ფედერაცია.

• zaza

როგორც წინა თამაშში ისე დღეს გამოჩნდა რომ 60 წუთის მერე თამაში გვიჭირს და ფიზიკური მომზადება ცუდ დონეზეა!! ეტყობა არც სათადარიგო სკამე გვაქვს დიდი არჩევანი რომ კარგი შემცვლელები შემოვიდნენ! რამდენი წელია პირველი ეტაპი არ გაგვივლია და ეხლა ეს წარმატება ძალიან კარგია, ეს გუნდი რომ 90 წუთი თამაშობდეს ისე როგორც პირველი ტაიმი ითამაშა, სლოვანთან შეიძლებოდა თამაში, მაგრამ აშკარად ფიზიკურად სუსტად ვართ, საქართველოს ჩემპიონატის დონემაც იქონია გავლენა. ბოსნიელი მცველი და მაკარიძე უცნაურ რაღაცეებს აკეთებდნენ, ის პენალტი რომ აიკიდა იმან ხო საერთოდ! დემჩენკოს პლიუსი არის ნაჭყებიას და სიხარულიშვილის დაწინაურებაზე რომლებმაც გადაწყვიტეს თამაშის ბედი! თუ გუნდი არ გაძლიერდა სლოვანთან რაიმე წარმატებას ფიქრი რთულია, კონფერნეს ლიგა მინიმუმ იმედია დადებს იბერია, ცოტა წილისწყრაზეც უნდა გაგვიმართლოს! ყველაზე ცუდი რაც დღეს იყო პანიკური მოქმედებები დაცვის ხაზზში და გუნდის გადაღლა, ამას რით უშველის დემჩენკო? გუნდი ფიზიკურად აშკარად არაა მომზადებული და ოპტიმალურ ფორმაში არაა შესული მაშინ როცა უნდა იყოს!

• დემბელეს დედა თამთა

ლორიას უყვარდა ხოლმე დროის გაყვანა, განსაკუთრებით ნაკრებში. ეს მაკარიძე იმაზე უარესი ყოფილა. მოკლედ არაა ქართული ფეხბურთის საშველი, სვარკის ყურება ჯობია ბევრად. უკანპასა ფეხბურთს ვთამაშობთ, საზიზღრობაა საყურებლად. ბიჯო, თუ სირბილი არ იცით, არ შეგიძლიათ მეტი ან გეზარებათ, ვინ გაძალებთ ამ ფეხბურთელობას, მოსინჯეთ ძალები სპორტის სხვა სახეობებში, მაგალითად შაშში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ძალოსნობაში, ჩვენც დავისვენებთ და თქვენც. 35 წელია უკვე რაც შემტევი ფეხბურთი აღარ გვითამაშია, ეს რა უბედურება გვჭირს, შეგვაზიზღეს ყურებაც და საერთოდ ამ ქვეყანაში ცხოვრებაც. როგორ ყველგან და ყველაფერში არაპროფესიონალიზმია გაბატონებული? ევროპა კი არა მეცხრამეტე საუკუნის დონეზე ვართ დაცემული.

• საჩინო

სულ მიკვირს და ვერ ამომიხსნია,რატომ მოძრაობენ ჩვენი ფეხბურთელები ასე ცუდად,ასე დუნედ.მსაჯი ყველაზე სწრაფად დარბოდა. არცერთი არ წყვეტდა ციდან ვარსკვლავებს,მაგრამ ორმა მაინც მთლად ყველას გადააჭარბა: მაკარიძე და სილიმიჩი ნამდვილად ,რომ გამოირჩენ.მაკარიძეზე ერთი სიტყვა შეიძლება თქვა____კატასტროფა.ხოლო რაც სილიმიჩმა მოახერხა ,ყველა ვერ შეძლებდა___ბურთს ჩვენი კარისკენ ერთადერთი გზა,ერთადერთი კალაპოტი ქონდა და სილიმიჩმა სწორედ ის გზა გაუხსნა.ლეგიონერი სწორედ ასეთი უნდა იყიდო.

• გავედით

გოლი რომ არ ჩაითვალა, გულმა მიგრძნო, ეს ფლორა რომ დაუტრიალებდა, იკითხებოდა მსგავსი სცენარი.თუმცა საბედნიეროდ მაინც გავიდნენ

• ტიტე

როცა ქვეყანას ესე სჭირდება რეიტინგი, როცა შეგიძლია ეს მონინააღმდეგე დიდი ანგარიშით დაამარცხოს და არ ამარცხებ, არ ვიცი ამას რა დავარქვა. 60=წუთის მერე თეთრ ფორმაში გამოწყობილი სირცხვილი დადიოდა მოედანზე.

• 100%

უნდა დამეწერა, რომ მაკარიძეს არა სწორ მოქმედებას მოყვა პირველი გოლიმეთქი და პირველი კომენტარი დამხვდა))) მინდა ბიჭებს ვუთხრა, რომ ყოველი თამაში გახადეთ შემდეგის გენერალურ რეპეტიციად. ყველას უნდა გოლის გატანა რათქმაუნდა, მაგრამ არასწორ გადაწყვეტილებებს და პასის არ მიცემას მოყვა ის, რომ ვინერვიულეთ ყველამ ერთად. გაკეთებული თამაში ლამის გავაფუჭეთ. ისე ფლორას გააქტიურებამ მანახა თქვენი ძალა. არ ვყოფილვართ მთლად ჯაბანნი. ,,ფლორა,, გუნდია და ამ გუნდს გარკვეული დროის მონაკვეთში ჩავუტარეთ საფეხბურთო გაკვეთილი. წარმატებას გისურვებთ ,,სლოვენთან,,!

• ნელსონ მანდელა

ყოველ წელს ჩანს თუ როგორ ვიჩაგრებით ფიზიკურად ნებისმიერ გუნდთან 1 ტაიმი და მერე მორჩა, პროფესიონალი ფეხბურთელი არიან არ მესმის რატომ არ არიან ფიზიკურად თავიანთი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია... ის ბედოშვილი სრულიად მარტო გავიდა ერთი ერთზე თან პირველი წუთები იყო და ელემენტი დაუჯდა უკვე რომ უნდა გაესროლა... თვითონ ჯინჯილავამც რომ აღიარა ისინი ფიზიკურად უკეთესები არიან და არც კი რცხვენიათ...

• დათო

მართლა ქვეყნის სირცხვილია ქართული კლუბები

• თორნიკე

გაუქმებული გოლი ნამდვილად თაამშგარის გამო იყო? რამდნეიმეჯერ ვუყურე და ბარე 3 ესტონელი ფეხბურთელია თავდასხმელზე უკან, რა თამაშგარე?

• A

ნეტა გასვლა ჯობდა თუ გავარდნა ნაბრძოლი ანგარიშით

• SS

ეს არის ამ კლუბის მაქსიმუმი!

• მაკარიძეს

რომელი გოლი იყო მაკარიძის ბრალი?

• rona

ბიჯო ეს დედაფეთქებული ხომ არსებოს მეთოდი, რომ შემოწმდეს ფეხბურთელის მზაობა, ვისაც იმის ფიზიკური მონაცემი არ ააქ, რომ 90 წუთიან დატვირთვას გაუძლოს გააგდეთ რა გუნდიდან.

• ხოდა

იმაზე ვიფიქროთ, რო ბათუმის დინამომ იზეიმოს საქართველოს ჩემპიონობა, ჯერ არ გასულან ევროტურნირზე და რა კაი ტრანსფერებს აკეთებს ახალი მენეჯმენტი. აღარ შეიძლება ამ იბერიის ჩემპიონთა ლიგის გზა. წყნარად მოსაგები თამაში ჯოჯოხეთად აქციეს.

• Lelo

ხო ენა მოუᲩლიქეᲗ, ასეᲗი ᲗამაᲨიᲗ კიარა, საერᲗოდ ამაᲗ ფეხბურᲗელები ვინ დაარქვა, ეს საცოდავი რა დᲦეᲨი იყვნენ, ესტონეᲗის Ჩემპიონი რო ასეᲗ დᲦეᲨი Ჩაგაგდებს, არაქაᲗს გამოაცლის სერბეᲗის ან ხორვატიის Ჩემპიონი რაᲦას გიზავს, სლოვაკეᲗის Ჩემპიონ სლოვანᲗან Შანსი არ აქვს.

• მეზღვაური

ასეთი თამაშით არამარტო სლოვანთან თამაში,არამედ კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლაც გაუჭირდებათ.მინიმუმ კონფერენს ლიგის ფლეიოფში/მე-4 საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში გარანტირებული გვაქვს,მაგრამ ამ ხარისხით და ქაოტურობით ძალიან გაგვიჭირდება.არაფერს აღარ ვამბობ ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე,სადაც გადავინაცვლებთ თუ სლოვანი გამოგვაგდებს. ჩემი აზრით იბერიას ყველა პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება და ცუდია აქამდე რომ არ გაკეთდა ეს.მინიმუმ აგვისტოს ბოლომდე ევროტურნირზე იქნება გუნდი და არის დროს 1-2 ტრანსფერისთვის.სხვა მხვრივ სამწუხაროდ მე ფლორასთან მთლიან ჯამში ვერ დავინახე ის თამაში,რაც შეიძლება იძლევოდეს ოპტიმიზს,რომ თუნდაც კონფერენს ლიგის ჯგუფში შევალთ.აწი ფლორას დონის მეტოქეები აღარ შეგხვდებიან.

• ალფა

დემჩენკომ უნდა შეიგნოს, ასეთი თამაშით აქ კვდებიან ნახევარი საათის მერე ფეხბურთელები, უკრაინაში არ ვიცი რას ირჭობენ ან რას აკეთებენ, მაგრამ აქ ფიზიკა პრობლემაა. აი, კულიევისნაირი დებილი რატო უნდა იყიდოს გუნდმა საერთოდ. რა 0.50 ამოგვეცალა ჯიბიდან, როდის უნდა ისწავლონ მოგების და კოეფიციენტების მნიშვნელობა.

• alexandre

რა ჩემი ბრალია, რომ მახსოვს ქართველი მებრძოლი ფეხბურთელები, კბილებით რომ იბრძოდნენ ყველა ბურთზე, ყველა მომენტში. ამ საცოდავებს ეტყობა ყველას კბილები არ აქვთ, აქვთ პროტეზები. ასე რომ, ნუ ველოდებით თავდადებას, ბრძოლას, ჟინს.

• Leo

ფიზიკაში ძალიან სუსტები ვართ, სლოვანთან შანსი არ გვაქვს. იმედია კონფერენც ლიგის პლეი ოფში გაგვიმართლებს.

• Ardiles78

ვაი ჩვენს პატრონს!

• მაკარიძე

მოგზავნილია ეს მაკარიძე?)))

[VIDEO] "იბერია 1999" ბრატისლავაში "სლოვანს" ფრედ ეთამაშა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება

[VIDEO] ორი გაუქმებული გოლი, არდანიშნული პენალტი - "სლოვანმა" "იბერია 1999"-ს უფრო გამოცდილების ხარჯზე მოუგო

ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა

"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა

ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო

ქუთაისმა ათენის 3×3 ჩელენჯერზე იასპარეზა | 2 მარცხი უმძიმეს ბრძოლაში

"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა

U18 ნაკრებმა ხორვატიას პრინციპული მატჩი მოუგო და ტურნირი მე-7 ადგილზე დაასრულა

ამოაგდებს საფონოვს? - პსჟ ახალი მეკარის დამატებასთან ძალიან ახლოსაა

მუდრიკი "ჩელსის" დაუბრუნდა - ხაბი ალონსოს უკრაინელის ეიმედება

პსჟ ორი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - კვარაცხელიას გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს

ოფიციალურად: პაატა ღუდუშაური "ნასაფის" ფეხბურთელია

მაგნეს აკლიუში კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს

"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა

"ცვლილებები აუცილებელია" - უეფამ ჯანი ინფანტინოს გადადგომა მოითხოვა

"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა

"ნიუკასლის" კაპიტანი კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს

პსჟ იაპონიის ნაკრების მეკარის ტრანსფერზე მუშაობს

[VIDEO] ლუის სუარესის ულამაზესი გოლი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

"ბარსელონას" ხელბურთის აკადემიის კემპი თბილისში წარმატებით დასრულდა!

შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან

გადაწყდა - პსჟ საფრანგეთის ნაკრების გარემარბს დაიმატებს

ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონია [VIDEO]

ზაქარია ბეგლარიშვილი: კარგი გრძნობაა, როცა მთელი წელი შრომობ და სეზონს ტიტულით ასრულებ

ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთში მე-14 გოლი გაიტანა [VIDEO]

სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში

"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა

[VIDEO] "იბერია 1999" ბრატისლავაში "სლოვანს" ფრედ ეთამაშა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება

ბელგიური კლუბები დადიანის შეძენას გეგმავენ

კონფერენს ლიგის წილისყრა: "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

[VIDEO] "იბერია 1999"-მა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდი ესტონეთში გამარჯვებით დაიწყო

სომხეთის, გიბრალტარისა და ესტონეთის წარმომადგენლები პირველად გავიდნენ ევროტურნირებზე

ბეგლარიშვილი თავისას არ იშლის - ესტონეთის ჩემპიონატზე ჰეთ-თიკი შეასრულა [VIDEO]

"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება