ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გუნდები მეორე წრის მიჯნაზე

გუნდები მეორე წრის მიჯნაზე

დღეს საქართველოს რაგბის ჩემპიონატი მეორე წრის პირველი ტურის მატჩებით განახლდება
დღეს საქართველოს ჩემპიონატი მეორე წრის პირველი ტურის მატჩებით განახლდება. თითქმის ორ თვეზე მეტი ხნით შესვენებისას გუნდებში საკმაოდ სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. სატრანსფერო ფანჯარა ზოგმა კარგად გამოიყენა და გაძლიერდა, ზოგიც მეტ-ნაკლებად დასუსტდა. თუმცა, ყველაფერი მხოლოდ მოედანზე გამოჩნდება.

დავიწყოთ გათამაშების ლიდერით. ქუთაისის "აიამ" პირველ წრეში შესანიშნავად ითამაშა და შვიდი თამაშიდან შვიდივე მოიგო. პირველი წრის შემდეგ გუნდი დატოვა და საფრანგეთის ერთ-ერთ გრანდში, პარიზის "სტად ფრანსეში" გადაბარგდა შერკინების პირველხაზელი ზურაბ ჟვანია. "აიას" მინიმუმ თვენახევრის განმავლობაში ვერ დაეხმარება გარემარბი ირაკლი ჩხიკვაძე, რომელიც საქართველოს ნაკრებში მსოფლიოს თასზე იასპარეზებს.

გუნდს საფრანგეთიდანვე დაუბრუნდა მგეზავი ზურაბ ზვიადაძე. საკმაოდ სერიოზული ძალაა უკანა ხაზში კიდევ ერთი შუამარბი გია ცნობილაძე. შერკინებაში "აიამ" ახალგაზრდა მორაგბეები, საკუთარი სარაგბო სკოლის სამი აღზრდილი დაიმატა.

ქუთათურები მე-8 ტურის მატჩს სტუმრად გამართავენ ბოლოსოწინა, მეშვიდე ადგილზე მყოფ რუსთავის "ხარებთან", რომელსაც წრეებს შორის შესვენებაზე არავინ დაუმატებია. გუნდიდან ახალხან წავიდა მესამეხაზელი კახაბერ კობერიძე, რომელიც ამიერიდან საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, მეორე დივიზიონის "ალბიში" ითამაშებს.

ყველაზე დიდი ცვლილებები საქართველოს ჩემპიოანტის ახალბედა, "არმიას" რიგებშია, რომელიც ლიდერს ხუთი ქულით ჩამორჩება და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. არმილები საგრძნობლად გაძლიერდნენ და თავის პირველივე სეზონზე ჩემპიონობას უმიზნებენ.

თავად განსაჯეთ, გუნდს უკანა ხაზში დაემატა გიორგი შკინინი, ალექსანდრე ტუჩაშვილი, ვანო გაბროშვილი და ფრიდონ უდესიანი. საგრძნობლად გაძლიერად არმიელთა შერკინება, საფრანგეთიდან დაბრუნდა მესამეხაზელი ბესო უდესიანი, რუმინეთიდან კი ასევე მესამეხზელი ლაშა თავართქილაძე. პირველი ხაზი საგრძნობლად გააძლიერა თბილისის "აკადემიას" ლიდერმა, შერკინების კვაჭმა ბექა მეკოკიშვილმა, ქუთაისის "აიადან" კი "არმიას" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შერკინების ბურჯი ზურაბ ერისთავი დაემატა.

"არმიაში" ითამაშებენ ასევე, საქართველოს ამავე ნაკრების მესამეხაზელები გიორგი თხილაიშვილი და ხვიჩა ბუჯიაშვილი. ამასთან არმიელებს მე-2 წრის საწყის ეტაპზე ვერ დაეხმარებიან ცხრა ნომერი ბიძინა სამხარაძე და შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, რომლებიც საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ ახალ ზელანდიაში.

"არმიას" მეტოქე მე-8 ტურში ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილსის "ლოკომოტივი" იქნება, რომელიც მე-2 წრის წინ საკამოდ ბევრმა მოთამაშემ დატოვა. გუნდიდან წავიდნენ მეორეხაზელები გიორგი ოზგებაშვილი და ბაჩუკი გუჯარაიძე. საფრანგეთის სარაგბო ჩემპიოანტის ელიტური, მეორე დივიზიონის "პოში" გადაბარგდა ზერო პეტრიაშვილი, უკანახაზელთაგან რატი ხუციშვილმა კარიერის გაგრძელება თბილისის "ლელოში" გადაწყვიტა.

საქართველოს ნაკრებში საწვრთნელ შეკრებაზე ყოფნისას მუხლი დაიშავა და საოპერაციო შეიქნა გუნდის ლიდერი, მესამეხაზელი ზვიად მაისურაძე. რკინიგზელებს დააკლდებათ კიდევ ერთი მესამეხაზელი გივი ბერიშვილი, რომელიც "ბორჯღალოსნებთან" ერთად ახალ ზელანდიაში გაემგზავრება.

"ლოკომოტივის" ნამატი დანაკლისთან შედარებით უმნიშვნელოა. რუმინეთიდან მობრუნდა პირველხაზელი ოთარ ტურაშვილი, უკანა ხაზში კი საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ილია გოგიშვილი დაიმატა.

მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა თბილისის "ლელომ" ეროვნულ ნაკრებში სამი მორაგბე მიავლინა, გარემარბი ლექსო გუგავა, შუამარბი ალექსანდრე თოდუა და მგეზავი ლაშა ხმალაძე.

გუნდი არავის დაუტოვებია, უკანა ხაზში რატი ხუციშვილის მიწვევის თაობაზე უკვე ვთქვით. შერკინებაში კი ლელოელებს ყოფილი "ყოჩი" გაგა ჯორჯაძე დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ "ლელოში" მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე ითამაშებს, რომელიც აქამდე საფრანგეთის ელიტური, პირველი დივიზიონის "მონპელიეში" ასპარეზობდა.

საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრეში შესანიშნავად ითამაშა თბილისის "აკადემიამ", რომელიც წლევანდელი გათამაშების უდავო მშვენება იყო. აკადემიელებმა სატრანსფერო ფანჯრისას ლიდერი და მთავარი მექულე ბექა მეკოკიშვილი დაკარგეს. დამატებით კი, მხოლოდ საკუთარი სკოლის რამდენიმე აღზრდილი დაიმატეს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ "აკადემია" ერთადერთი გუნდია საქართველოში, რომელიც მხოლოდ საკუთარი სკოლის აღზრდილებით "საზრდოობს".

თითქმის არაფერი შეცვლილა თბილისის "არმაზში", რომელიც ხუთი ქულით მეექვსე ადგილზეა და უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის.

აი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გუნდის, თბილისის "ყოჩების" ბოლო ადგილზე ყოფნა კი მიმდინარე სეზონის ყველაზე დიდი მოულოდნელობაა. "ყოჩებმა" შვიდიდან შვიდივე შეხვედრა წააგეს და გავარდნის ყველაზე რეალური კანდიდატები არიან.

გუნდში უკრაინიდან დაბრუნდა მესამეხაზხელი ჯაბა მალაღურაძე, პირველ ხაზს კი, სადაც "ყოჩებს" ყველაზე დიდი პრობლემები ჰქონდა, ლევან შენგელია გააძლიერებს.

VIII ტური

არმია-ლოკომოტივი, არმაზი-ლელო, აკადემია-ყოჩები, ხარები-აია

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1.აია 7 7 0 0 +97 14

2.არმია 7 4 1 2 +19 9

3.აკადემია 7 3 2 2 +8 8

4.ლელო 7 4 0 3 +36 8

5.ლოკომოტივი 7 4 0 3 +22 8

6.არმაზი 7 2 1 4 -31 5

7.ხარები 7 2 0 5 -59 4

8.ყოჩები 7 0 0 7 -92 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!

crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად

Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ

განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?

სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება

გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა

20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა

ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება

ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა

"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება

ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს

ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი

"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია

თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს

ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს

"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს

ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან

ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური

"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა

მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ

"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა