ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

დინამო-ზესტაფონი 2:1. დინამომ რიხით დაიწყო

დინამო-ზესტაფონი 2:1. დინამომ რიხით დაიწყო

ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ახალი სეზონი რიხით დაიწყო...
ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ახალი სეზონი რიხით დაიწყო. თბილისის "დინამომ" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი და ალბათ მთავარი კონკურენტი "ზესტაფონი" გუშინ საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა. მატჩის დაწყებამდე დინამოელებს გასულ სეზონში მოპოვბული ვერცხლის მედლები გადასცეს და ამ თამაშის მასპინძლებისთვის ეს ერთგვარი სტიმული აღმოჩნდა. ამ პრინციპული შეხვედრის მოგებაში "დინამოს" კაპიტანმა ალექსანდრე კოშკაძემ ლომის წვლილი შ იტანა. მართალია მას ბურთი არ გაუტანია, მხოლოდ საგოლე პასს დასჯერდა, მაგრამ აშკარად ეტყობა, რომ ჩინებულ ფორმაშია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო.

კოშკაძის გარდა, დიდი სამუშაო გასწიეს კამერუნელმა დონალდ ჯუისმა და ბრაზილიელმა რობერტინიომ. "ზესტაფონის" ორი მცველის გაძევება სწორედ მათი დამსახურებაა. რაც შეეხება იმერლებს, ეს გუნდი გუშინ საგრძნობლად ცუდად გამოიყურებოდა. არადა, "ზესტაფონი" შემადგენლობით ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი გამორჩეული მაინც არის ეროვნულ ჩემპიონატში. აღსანიშნავია ისიც, რომ სტუმრებმა გუშინ თითქმის მთელი მეორე ნახევარი კაცნაკლულმა ჩაატარეს და მატჩის ბოლო წუთებში რომ გაეძლოთ, შინ ქულასაც წაიღებდნენ.

გუნდებმა ჩვეულ ტაქტიკას ამჯერადაც არ უღალატეს. "დინამოში" ერთი გადაადგილება იყო თვალში საცემი. დინამოელთა თავკაცმა კახა კაჭარავამ გუნდში დაბრუნებული გურამ კაშია თავის პოზიციაზე, კვლავ ცენტრალურ მცველად ათამაშა, ლევან კაკუბავას კი მარჯვენა მცველის ფუნქცია დაავალა.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს მეტოქეებმა გახსნილი თამაში აირჩიეს და ეროვნულ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა კარგი სანახაობა იხილა. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი თამაშები, მით მეტად შეივსება ტრიბუნები...

დინამოელთა პირველივე შეტევა გოლით დასრულდა. მე-7 წუთზე კოშკაძე მარცხნიდან კარგად შეიჭრა და ჯუისი მოძებნა. კამერუნელის დარტყმული სტუმართა მეკარე როინ კვასხვაძემ მოიგერია, დამატებაზე მათე ვაწაძემ ყველას დაასწრო და ანგარიშიც ასე გაიხსნა, 1:0. მიღებულმა გოლმა იმერლები გამოაცოცხლა და მათ 10 წუთში აღადგინეს წონასწორობა. გიორგი ონიანის დარტყმულისა და ნიკოლოზ გელაშვილი თავურისას მასპინძელთა მეკარე გიორგი ლორიამ იმარჯვა. მე-17 წუთზე კი კახა ალადაშვილმა საჯარიმო ოსტატურად შეასრულა და ეფექტური გოლით ანგარიში გათანაბრა, 1:1.

ამჯერად უკვე "დინამო" გაცხარდა. ტრავმირებული ვაწაძის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა გიორგი კახელიშვილმა თამაში გაამწვავა, რომელსაც კარგად აუბა მხარი თავდამსხმელად გადაწეულმა ჯუისმა. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ორივე კართან იქმნებოდა ხიფათი. ჯერ იყო და რობერტინიომ გადააცილა თავური, მერე კაშიას შესრულებული საჯარიმო დარტყმა მცირედით ასცდა მიზანს. ხიდეშელისა და ბაბუნაშვილის დარტყმებს ლორია გადაეფარა. გელაშვილის პასით ძარიამ ააცილა. თექთურმანიძისა და რობერტინიოს მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. შემდეგ რობერტინიოსა და გელაშვილი დარტყმებისას მეკარეებმა იყოჩაღეს. ტაიმის ბოლოს კი დვალისა და გელაშვილის გარჯას შედეგი არ მოჰყოლია.

დინამოელებმა მეორე ტაიმი კარგად დაიწყეს. 49-ე წუთზე ხიდეშელს ჯუისი გაექცა მაისურით დაიჭირა და მეორე გაფრთხილების გამო მოედანი დატოვა. ზესტაფონელთა თავკაცმა გია გეგუჩაძემ ხიდეშელის ნაცვლად, მამუკა კობახიძის შეყვანამდე, მურთაზ დაუშვილი ჩამოსწია. კობახიძესთან ერთად შოთა გრიგალაშვილი შეუშვა მოედანზე და ნახევარდაცვას "ახალი სისხლი გადაუსხა". მოგვიანებით კი, გეგუჩაძე, რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად ვა-ბანკზე წავიდა და თავდასხმაში ჯაბა დვალს რატი წინამძღვრიშვილი შეაშველა. თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. გეგუჩაძისგან განსხვავებით, მის ვიზავ კახა კაჭარავას შეცვლამ ნამდვილად გაამართლა. მეტრეველმა მცირედი სიმწვავე შესძინა თამაშს, ფირცხალავამ კი დააგვირგვინა და მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლი გაიტანა. თუმცა დინამოელებს მანამდე მართებდათ ბურთის გატანა. 53-ე წუთზე თექთურმანიძის დარტყმულს რიკოშეტის შედეგად კუთხური მოჰყვა. 57-ე წუთზე კი კოშკაძის ჩინებული პასი რობერტინიოს გოლით უნდა დაეგვირგვინებინა, მაგრამ მცველმა დაფარება მოასწრო და ბრაზილიელმა რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. კოშკაძის

მიერ კარგად შსრულებილი საჯარიმო დარტყმისას მეკარე კვასხვაძემ იმარჯვა. გრიგალაშვილმა კარს გადააცილა, მაგრამ აფციაურის ჩაწოდებისას კობახიძის თავური ლორიამ მოიგერია. ალადაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა შესრულა, მაგრამ ამჯრად არაზუსტად. 75-ე წუთზე "დინამოს" კიდევ ერთი კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ რობერტინიოს ონიანმა ბოლო წამს დაუფარა. მერე გრიგალაშვილმა და მეტრეველმა გადააცილეს, 84-ე წუთზე კი რობერტინიოს შეეძლო გაეტანა, მაგრამ მეკარე კვასხვაძემ იხსნა გუნდი. ბოლო წუთებზე მასპინძლებმა სტუმრებზე ზეწოლა გააძლიერეს, რასაც შედეგიცვ მოჰყვა. კახელიშვილის ჩაწოდებისას კვასხვაძემ იმარჯვა, მაგრამ 89-ე წუთზე კოშკაძის პასი, ფირცხალავამ მოულოდნელად, ძლიერად და ზუსტად კარში დაარტყა და გამარჯვების გოლი გაიტანა, 2:1. დარჩენილ დროში მასპინძლები ანგარიშში სხვაობის გაზრდას შეეცადნენ.

კოშკაძის პასით რობერტინიო პირისპირ გადიოდა მეკარესთან, მაგრამ კობახიძემ აკრძალული ილეთით შეაჩერა, წითელი ბარათი დაიმსახურა და გააძევეს. თამაშიც ამით დასრულდა. "ზესტაფონმა" თბილისში ქულებიც დაკარგა და ორი ცენტრალური მცველიც - მომდევნო ტურში იმერლებს, ცხინვალის "სპარტაკთან" ხიდეშელისა და კობახიძის გარეშე მოუწევთ შინ ქულებისთვის ბრძოლა.

მატჩის შემდეგ

კახა კაჭარავა (დინამო): "სანახაობრივად მდიდარი თამაში იყო. შედეგითა და თამაშით კმაყოფილი ვარ და ფეხბურთელებს დიდ მადლობას ვუხდი. იმედი მაქვს გვეყოფა ძალები და სეზონის ბოლომდე კარგ თამაშებს ვაჩვენებთ. ვაწაძეს უკანა კუნთი დაეჭიმა და ჯერ არ ვიცით რამდენ ხანს მოუწევს უძულებით დასვენება. ეს ხვალ-ზეგ უფრო ნათლად გამოჩნდება".

გია გეგუჩაძე (ზესტაფონი): "სამწუხაროდ, თამაში ჩვენი სცენარით არ წარიმართა. ასეთი სტარტი ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა. ვიმედოვნებ, გვეყოფა ფიზიკური მომზადება და სანახაობრივ, შედეგიან მატჩებს ჩავატარებთ... დასანანია, რომ მომდევნო ტურში ორი ცენტრალური მცველი არ გვეყოლება. დავფიქრდები და გადავწყვეტ, თუ ვინ ითამაშებს დაცვის ცენტრში".

15.08.10. თბილისი. ეროვნული. 1 500 მაყურებელი

დინამო-ზესტაფონი 2:1

1:0 ვაწაძე (7. ჯუისის პასით), 1:1 ალადაშვილი (17), 2:1 ფირცხალავა (89. კოშკაძის პასით)

დინამო: ლორია - კაკუბავა, თომაშვილი, გ. კაშია, ხმალაძე - თექთურმანიძე (65. მეტრეველი), ედნილსონი, კოშკაძე - რობერტინიო, ჯუისი (83. ფირცხალავა) - ვაწაძე (15. კახელიშვილი).

სათადარიგოები: შეყრილაძე, სიხარულიძე, გველესიანი, გავაშელიშვილი.

ზესტაფონი: რ. კვასხვაძე - ალადაშვილი, გ. ონიანი, ხიდეშელი, ელიავა - აფციაური, ძარია, დაუშვილი, ბაბუნაშვილი - დვალი, გელაშვილი.

სათადარიგოები: მამალაძე, ფიფია, გორგიაშვილი, ბენაშვილი.

გაფრთხილება: ხიდეშელი (22), ჯუისი (27), ხიდეშელი (49), გ. კაშია (71), ალადაშვილი (88).

გაძევება: ხიდეშელი (49), კობახიძე (90+1).

არბიტრი: ლ. კვარაცხელია

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა

მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს

ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...