საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მიმდინარე „სოლიდარობის თასზე“ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. მარკო ესპოზიტოს გაწვრთნილი გუნდი ამჯერად ტურნირის მასპინძელ ჩინეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში ჩინეთმა კამერუნის ნაკრები 31 ქულის სხვაობით გაანადგურა, ხოლო ქართველებმა მონტენეგროს 13 ქულით აჯობეს.

ჩინეთისა და საქართველოს მატჩი თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში გარდამავალი უპირატესობითა და თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა. მარკო ესპოზიტომ არც ამჯერად უღალატა თავის სტრატეგიას და მოედანზე 12-ვე კალათბურთელი გაიყვანა. მწვრთნელი აქტიური როტაციით ცვლიდა შემადგენლობას, რითაც მეტოქის თამაშის სპეციფიკასა და მოედანზე შექმნილ ვითარებას ერგებოდა. ქართველებმა ყურადღებიანი და აგრესიული დაცვის ხარჯზე შეძლეს ფავორიტად მიჩნეული მეტოქის შეჩერება.

პირველი პერიოდი საქართველოს ნაკრებმა 18:16 მოიგო. მეორე მეოთხედის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ჩვენი გუნდი კვლავ ლიდერობდა, თუმცა ჩინელებმა ბოლო წამებზე სწრაფი გარღვევებითა და პიკ-ენ-როლების ეფექტური დაგვირგვინებით შეძლეს წინ გაჭრა და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით გასვლა - 46:42. მესამე პერიოდში მასპინძლებმა უკანახაზელების სწრაფი რეიდებით ჩვენი დაცვის დაქსაქსვა შეძლეს, ეფექტური კომბინაციები გაათამაშეს და ხელჩასაჭიდ ლიდერობას მიაღწიეს - 63:52.

გადამწყვეტ, მეოთხე პერიოდში ქართველებმა თამაში საგრძნობლად გამოასწორეს. ბექა ბექაურის, ვილი ისიანის, ლუკა მაზიაშვილის, ნიკოლოზ გაფრინდაშვილისა და თანაგუნდელების შედეგიანი თამაშის წყალობით, ჩამორჩენა 4 ქულამდე შემცირდა და მოგების რეალური შანსიც გაჩნდა. თუმცა, მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე ჩინელებმა მაქსიმალური მობილიზება გამოავლინეს და საბოლოოდ გამარჯვება 11 ქულის სხვაობით - 74:63 მოიპოვეს.

სათამაშო დრო ნაკრებში ისევ მეტ-ნაკლებად თანაბრად განაწილდა და გუნდს გამოკვეთილი ერთი ლიდერი არ ჰყოლია. შედეგიანობის მხრივ ჩვენს შემადგენლობაში საუკეთესო ლუკა მაზიაშვილი გახლდათ, რომელმაც 26 წუთში 15 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა. 13 ქულითა და 6 მოხსნით გამოირჩეოდა ბექა ბექაური, ხოლო ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა გუნდს 8-8 ქულა შესძინეს. სწორედ ასეთი გუნდური თამაშითა და მედგარი დაცვით მოახერხა საქართველოს ნაკრებმა, რომ ჩინეთის ძლიერ ნაკრებთან, დაახლოებით 8 000 მაყურებლის თვალწინ, ღირსეულად ეთამაშა.

საქართველოს ნაკრები 26 ივლისს დაისვენებს, ხოლო 27 ივლისს „სოლიდარობის თასზე“ ბოლო მატჩს გამართავს მონტენეგროს ეროვნულ ნაკრებთან, რომელიც, როგორც იცით, ტურნირის პირველ შეხვედრაში უკვე დაამარცხა.

GBF.GE

ლევანი
სანამ კომენტარს დაწერთ, საკითხში გაერკვიეთ. ევროტურნირზე მონაწილეობისთვის სპორტის სამინისტროდან და საქართველოს კალათბურთის ფედერაციიდან "ბათუმს" მაქსიმალური ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა აქვს. ბიურიკრატიული, თუ სხვა სახის პრობლემები ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურებშია მოსაგვარებელი.
ქართული სპორტის გულშემატკივრებს — სპორტის ჟურნალისტებს, ქომაგებსა და კრიტიკოსებს!
დროა, ხმა ამოიღოთ! „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია. 16 სექტემბერს აქ ევროპის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო თამაში უნდა გაიმართოს, კენჭისყრაზე კი საქართველოდან წარმომადგენელიც არ ჰყავდათ.გაიხსენეთ, რა თამაში მოუგეს თსუ-ს და რა ფინალური სერია დადეს საქართველოს ჩემპიონატზე! გულშემატკივრებო და სპორტულო ჟურნალისტებო, გამოიჩინეთ აქტიურობა და გაარკვიეთ, რა ხდება საქართველოს სუპერლიგაში დაფინანსებასთან დაკავშირებით. „ბათუმს“ სწორედ ახლა სჭირდება გულშემატკივრობა და გვერდით დგომა. მიაწვდინეთ ხმა მათ, ვისაც ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარება შეუძლია. გუნდი შესაკრები და მოსამზადებელია! ამდენი წლის შემდეგ, მათ უდიდესი ბრძოლით მოიპოვეს ეს გამარჯვება — ბოლო წუთამდე, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლეს.ისინი იმსახურებენ ყურადღებას, თანადგომასა და მხარდაჭერას. საქართველოს ჩემპიონზე ვსაუბრობთ! სპორტულო ჟურნალისტებო, ქომაგებო და კრიტიკოსებო, ახლა თქვენი მოქმედების დროა — თქვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მხოლოდ ჯანსაღი კრიტიკა არ კმარა, დაუდექით გუნდს მხარში და გაარკვიეთ, რა მდგომარეობაა რეალურად.
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება