ავტორიტეტულმა გერმანულმა პორტალმა Transfermarkt-მა ფეხბურთელთა ღირებულება განაახლა, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში თავისი რეკორდი დაამყარა.

"ჯვაროსნების" მოთამაშეების საერთო საბაზრო ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 261 მილიონ ევროს გადააჭარბა. შედარებისთვის, გასული წლის ივლისის დასაწყისში ფეხბურთელების კომბინირებული საბაზრო ღირებულება 198 მილიონი ევრო იყო.

რა თქმა უნდა, სიის სათავეში პსჟ-ის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის ღირებულებადაც 140 მილიონი ევრო სახელდება. მეორე პოზიციაზე 30 მილიონი ევროთი "ვილიარეალის" ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე მოდის.

მე-3 ადგილს 28 მილიონი ევროთი "ლივერპულის" მეკარე გიორგი მამარდაშვილი იკავებს, მე-4 პოზიციაზე 12 მილიონი ევროს ღირებულებით ზურიკო დავითაშვილია, მე-5 ადგილზე კი 5,5 მილიონი ევროთი "შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილია.

ჟორა
ეს რა შეუსაბამობაა, გუნდის ფასი იზრდება, თამაშის ხარისხი კი ეცემა, გინახავთ ასეთი რამ?
კოკა
ჯერ ერთი მე ჩემი აზრი,ჩემი სახელით გამოვხატე და მეტი არაფერი, თქვენ თქვენი დაწერეთ...ისე მართლა მაინტერესებს - კვარაზე არაფერს ვითყვ..აიი დავიტაშვილი 12 ღირს თუ 30 ამით რა იცვლება ნაკრებისთვის, სულ ერთი გოლი შეაგდო ნაკრებში გასულ შესარჩევში და ბოლოდან მე-2-ზე გავედით, ისე როგორც კვარა ღირდა 80 მლ-ნი გასულ ერთა ლიგის დროს, როდესაც ლამის გავარდით ბ ჯგუფიდან, ახლა ღირს 140 და მაინც ბოლოდან მე-2-ზე გავედით მსოფლიო შესარჩევზე ჯგუფში...ხოდა, მეც რიტოლიკული კითხვა მაქვს, მათთან ვისაც კრიტიკულად აზროვნების უნარი აქვს - რა მნიშვნელობა აქვს ნაკრებისთვის, ფეხბურთელები ჯამურად 100მლ-ნი ეღირება, თუ 500...
გია
ფასი კი იზრდება მაგრამ თამაშის ხარისხი უფასურდება
რამაზ ბათუმი
სანიოლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ჩვენი ნაკრების დონის აღარ (ვეღარ) არის, გაიზარდა ჩვენი ნაკრები, უფრო გამოცდილი მწვრთნელი გვჭირდება უკვე.
ქუთაისი
აქ ვინმე "koka"-მ თვისი ბრძნული აზრები აფრქვია... რა არის იმაში საამაყო,ვიღაც გადამთიელი თუ "თავის ტავარს" 140 მილიონად აფასებსო... აზრის გამოხატვის ასეთი ფორმა უკვე მიუთითებს ამ ვინმე "ტავარ koka"ს ინტელექტუალურ და მორალურ დონეზე...ეს უკეთეს შემთხვევაში...უარეს შემთხვევაში კი პოლიტიკური ანგაჟირებულობიდან გამომდინარე ხვიჩა კვარაცხელიას სიძულვილზე...ამ ანგაჟირებულებს ხომ კვარაცხელია მთავრობის კაცი ჰგონიათ და შესაბამისად მისი სიძულვილი პატრიოტიზმი...რაც შეეხება შინაარსს,"ვიღაც გადამთიელი" არ აფასებს კვარას 140 მილიონ დოლარად...გაცილებით ძვირად აფასებს...140 მილიონად აფასებს მსოფლიოში ცნობილი პორტალი ტრანსფერმარკეტი...მნიშვნელოვანწილად სწორედ ფასი განსაზღვრავს ნებისმიერი ფეხბურთელის დონეს და შესაბამისად მის გავლენას მსოფლიო ფეხბურთზე...და ის რომ გერმანული პორტალის შეფასებით კვარაცხელია მსოფლიოს ყველა ფეხბურთელთა შორის საუკეთესო ათეულშია,ეს თურმე ქართველისათვის "ტავარ koka"ს აზრით სიამაყის განცდას არ უნდა იწვევდეს...და ახლა ასეთი "ტავარი" შეგხვდება სადმე...დაგიწყებს პატრიოტიზმზე ლაპარაკს...და მერე "შარო საიდან მიდიხარო"
lasha
ეხლა რაღა ექნებათ სალაპარაკო და თავის გასამართლებელი ფეხბურთელები არ გვყავსო. ხო ყავთ 12 კაცი მარტო ტოპ5 ლიგაში გამოდის. მაგდენი არგენტინას არ ყავს :)
koka
ვაითქვენს პატრონს!! ითვალათ რაღაც მითიური ფასები, მერე მათ პირად ანგარიშებზე დარიცხული ხელფასები და პრემიები და ატრიალეთ ყველა ბრუნვაში....დავუშვათ ასეაა და მერე რაა!!! მსოფლიო შესარჩევში მაინც ბოლოდან მეორეზე გავედით და კაბო ვერდეს და სხვა ეგზოტიკური ქვეყნების ნაკრებების ყურება მოგვიწია, იგივე შედეგი გქონდა ერთა ლიგაზეც,ხოლო ეროვნული გუნდები რა კორუფციის ჭაობში არიან ჩაფლულნი საყოველთაობადაა ცნობილი. ჩემთვის პირადათ და არა მარტო, მთავარია ნაკრები და ქართული კლუბები,როგორ იასპარეზებს საერთაშორისო თამაშებში და არა თუ რამდენ მილიონი უღირს ვიღაც გადამთიელ მეპატრონეს, მაგალითად კვარა... არ მესმის რა არის აქ საამაყო და ისტორიული ჩვენთვის - ვიღაც უცხოტომელი თავის ტავარს, რომ N თანხას აფასებს....
Noko
ეს ღირებულება სამ კაცზე რო ნაწილდება ეგ მიუთითებს დისბალანსზე. ჰალანდის ნორვეგიას სანამ თაობა არ წამოუვიდა ყველა რგოლში ვერაფერს აღწევდნენ
Noko
ჩვენც შევთავაზოთ, ჩვენი რა მიდის
QT
კარგია, მაგრამ ეს ციფრი 25-30 ფრხბურთელიდან 5-ზე რომ ნაწილდება აი ეგაა ცუდი. დანარჩენებიც რომ გადავლენ ნორმალურ ევროპულ კლუბებში და მათი ფასიც რომ აცდება 8-10 მილიონს ე მაშინ გავიმართებით წელში და კარგი გუნდიც ვიქნებით, თორე აბა მარტო კვარას გამოკლებით ნახევრდება ეს წარმოდგენილი ღირებულება.
კახა
მალე 500 მლ. გადააჭარბებეს თუ არ იზარმაცებენ პატარა კვარა და კიდევ ერთი ორი ახალგაზრდა ტალანტი.წარმატებები ჩვენ ბიჭებს.
ისე მაინც
გვარდიოლა "ეძებს" თურმე ნაკრებში მუშაობის ვარიანტს და ხომ დაინტერესდებოდა ნეტა?? 🤔
Levani
არც მე მომწონს რასაც სანიოლი მოქმედებს,მაგრამ ბოლო წარუმატებლობები უფრო იმის ბრალია რომ გოგლიჩიძე-ლოჩო ვერ არის ჯერ კვირკველია-კაშიას შემცვლელი,საზონოვიც გამო გვაკლდა და სანამ ახალი ბიჭები არ წამოვლენ სხვაც ვერ მოუგებს ესპანეთს და თურქეთს. მამარდაც თავგადასავალში გაეხვა ამასობაში და ბოლოს იმ სხვისგანაც მოისმენთ მესებს ვერ დავბადავო. გოგლიჩა,ლოჩო და საზონოვი უნდა ათამაშდნენ,იქეთ ხარებაშვილი უნდა დაგვემატოს ფლანგზე და ნელ-ნელა მოვიხოდებით. სანიოლს ვერ დავაბრალებთ კაშია და კვირკველია რო დაბერდნენ და სხვა ახალი რომ არ ჩანს ჯერჯერობით
დამასწარი
მეც ეგ კითხვა მაქვს
რამაზ ბათუმი
სანიოლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ჩვენი ნაკრების დონის აღარ (ვეღარ) არის, გაიზარდა ჩვენი ნაკრები, უფრო გამოცდილი მწვრთნელი გვჭირდება უკვე.
irakli81
ოთხმოცი კაპიკი და კიდო მანეთი :)
გ.ხ.
სანიოლი? სანიოლი რა ღირს?
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
დიდი მხარდაჭერა - პსჟ-ის მანჩესტერში გულშემატკივართა არმია ჩაჰყვა
იმედი L RKENA 2026-ის მზღვეველია
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] "სპორტინგის" მეორე მოგება და აზერბაიჯანული გუნდის ისტორიული გამარჯვება
ლუის ენრიკე: "ოქროს ბურთზე" დაუსრულებელი ლაპარაკით დავიღალე
საქართველო - კოსოვო | მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
7:0. საქართველოს ნაკრებმა სომხეთს სძლია და A ლიგაში გადასვლის შანსი აქვს
"ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ" - ლაპორტა "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორმაზე
ქართველი მსაჯები ევროპის ლიგის მატჩს განსჯიან
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
"ეს შეუძლებელია" - ექსპერტმა ზაბარნის და ერნანდესს დონე დაუწუნა
"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" 100%-იანი შედეგით მიიწევს წინ
[VIDEO] მიქაუტაძე ცვლილებაზე შევიდა - ვინისიუსის წითელი ბარათი და დიომანდეს სადებიუტო გოლი "ვილიარელთან"
ოთარ კიტეიშვილი: ყველაფრის გამოსასწორებლად დრო გვაქვს!
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლე მანთან" მატჩში?
კიტეიშვილი და მამაგეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "შტურმი" "ზალცბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "მანჩესტერ სიტიმ" კაცნაკლული "ლივერპული" არ დაინდო
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
რად უნდათ ამდენი მეკარე? - "ლივერპული" კიდევ ერთი კიპერის დამატებას აპირებს
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
"არაჩვეულებრივ ფეხბურთელობასთან ერთად, ფანტასტიკური ადამიანია" - "სენტ ეტიენის" მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა