საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში, „სოლიდარობის საერთაშორისო თასზე“ ასპარეზობა მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაასრულა. მარკო ესპოზიტოსა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის დასკვნით მატჩში მონტენეგროს ნაკრები 69:63 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე საპატიო მეორე ადგილი დაიკავა (მასპინძელი ჩინეთის შემდეგ) და უკან ჩამოიტოვა მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მონტენეგროელებმა ამჯერად განსაკუთრებული მობილიზებით ითამაშეს. სადებიუტო ჩამორჩენის შემდეგ, მეორე პერიოდში, როცა საქართველო 22:14-ს იგებდა, მეტოქემ 5-წუთიანი მონაკვეთი 16:2 მოიგო და ჩვენი გუნდი 11 ქულით ჩამორჩა. სწორედ აქედან დაიწყო საქართველოს ნაკრების ტაქტიკური გარდატეხა. სამწვრთნელო შტაბმა მოედანზე აქტიურ როტაციას მიმართა და ყველა მოთამაშეს მისცა თავის გამოჩენის შანსი. ამან მესამე პერიოდში გაამართლა - ჩვენმა ნაკრებმა ყურადღება დაცვის სიმტკიცეზე გაამახვილა, რამაც შეტევაშიც გახსნა გზა. გიორგი კობახიძისა და ნიკოლოზ გაფრინდაშვილის სამქულიანებმა, ასევე ლუკა ლიკლიკაძის სწრაფმა გარღვევებმა ჩამორჩენა გააბათილა, თუმცა მესამე პერიოდის ბოლო წუთზე მეტოქემ ორი 3-ქულიანი ჩააგდო და შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდა.

გადამწყვეტ, მეოთხე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა მაქსიმალური კონცენტრაცია გამოავლინა. დაცვაში საიმედო თამაშს დაემატა ლევან გოგიჩაიშვილის ორი უმნიშვნელოვანესი გარღვევა, რამაც ჩვენს გუნდს დასკვნით წუთებზე სოლიდური უპირატესობა მოუტანა და მონტენეგროსთვის მარცხი გარდაუვალი გახადა.

აღსანიშნავია, რომ ქულები გუნდზე მეტ-ნაკლებად თანაბრად განაწილდა - მოედანზე გასულმა თორმეტივე კალათბურთელმა მოახერხა ბურთის ჩაგდება და საერთო წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. ჩვენს გუნდს 12 ქულით ლევან გოგიჩაიშვილმა ულიდერა, 11 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა, ხოლო რომან ჭინჭარაულმა აქტივში 7 ქულა ჩაიწერა. 6-6 ქულითა და 4-4 შედეგიანი გადაცემით დაასრულეს შეხვედრა გიორგი კობახიძემ (ასევე 3 მოხსნა) და ლუკა მაზიაშვილმა. 5-5 ქულა დააგროვეს ლუკა ლიკლიკაძემ და ცოტნე ცარციძემ. ბექა ბექაურმა, რომელმაც ფარქვეშ იფრინა და 9 მოხსნა მოაგროვა, 4 ქულა ჩააგდო. 4-4 ქულით დაეხმარნენ გუნდს გიორგი ობგაიძე (5 მოხსნა) და ვახტანგ გაფრინდაშვილი, გეგა წულაიამ 3 ქულა მოიპოვა, ხოლო ვილი ისიანმა 2 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

12 აგვისტოს იწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური შეკრება. ჩინეთის ტურნირზე ნაჩვენები თამაშით ამ ნაკრებში მყოფმა მოთამაშეებმა დაამტკიცეს, რომ ეროვნულ გუნდში ადგილის მოსაპოვებლად და საკუთარი ძალების სადემონსტრაციოდ საწვრთნელ კემპს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში შეხვდებიან.

GBF.GE

ქართული ენა
სწორია "საქართველოს ნაკრების კანდიდატთა" და არა "საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა", გაასწორეთ სათაური!!!
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
დუაიტ ჰოვარდის სადებიუტო მატჩი და ივერიონის გამარჯვება თბილისში
"კალათბურთი მაღალ დონეზე ესმის" - ოსტინ რივზმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
ბარკოლას ჰეთ-თრიკი, ალისონის კვლავ სამი გაშვებული გოლი და "ლივერპულის" "ლასკთან" გამარჯვება
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
ვინისიუსის "ელ კლასიკოში" თამაში თითქმის გამორიცხულია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მათ ეს ტიტულები დაიმსახურეს" - ენრიკემ "სიტის" ფინანსურ სკანდალზე ისაუბრა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება