ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გერმანიის მიღწეული წარმატების მიუხედავად ლიოვი რეალისტად რჩება
მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესგუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დღემდე ჩატარებული რვა მატჩიდან რვავე მოიგო და ფინალური ეტაპის საგზური უკვე ოფიციალურად გაინაღდა, მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ეიფორიაში არ არის და რეალისტად რჩება. "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში იოგიმ არაერთ მნიშვნელოვან საკითზე ძალიან საინტერესოდ ისაუბრა.

- ჰერ ლიოვ, თქვენმა გუნდმა ავსტრიის ნაკრების განადგურებით (6:2) ევროპის ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად გაინაღდა. 8 თამაში, 8 მოგება - შედეგი იდეალურია, რასაც მთელი საფეხბურთო გერმანია ზეიმობს. საინტერესოა, როგორ ზეიმობს თვითონ ბუნდესმწვრთნელი?

- ცხადია, კმაყოფილი და ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ ეიფორიაში არ ვვარდები. ზოგადად, რეალისტი ვარ და მარტო იმიტომ, რომ ავსტრია გავანადგურეთ, სიხარულისგან ჭკუიდან ნამდვილად არ შევიშლებოდი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვიცი: ჩვენ ეს დავიმსახურეთ და თანაც, ეს ყველაფერი შრომის შედეგია.

- გერმანიის ნაკრების მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა თქვა, ჩვენი მიზანი მხოლოდ ევროპის ჩემპიონობა უნდა იყოს, სხვა შედეგი აქ არავის დააკმაყოფილებსო...

- ესეც ლოგიკური განცხადებაა: რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონობაზე ვფიქრობთ, მაგრამ ჩემი აზრით, ტიტულზე ლაპარაკი ჯერ მაინც ადრეა.

- რატომ?

- იმიტომ რომ ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალოს და თანაც, ევროპის ჩემპიონატამდე ათი თვეა დარჩენილი. ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ ვიცი, საუკეთესო გუნდებთან კარგად თამაში შეგვიძლია და აგერ, ბრაზილიასთან ტესტ-მატჩში დომინანტები ვიყავით.

ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზას ვადგავართ და პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ფეხბურთში პრობლემა ხანდახან ციდან ჩამოვარდება ხოლმე და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს შემთხვევაში ასე არ მოხდება.

ჩემთვის მიუღებელი კაცია ყველა, ვინც ჯგუფში ყველა თამაშის მოგებითა და ბრაზილიასთან მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებით დაბრმავდება და ეიფორიაში ჩავარდება. ვინც კარგად მიცნობს, ისიც ეცოდინება, რომ მხოლოდ გამარჯვებები არ მაკმაყოფილებს. ჩემთვის ერთ დონეზე გაჩერებაც კი რეგრესს ნიშნავს. პროგრესი, პროგრესი და კიდევ ერთხელ პროგრესი - ეს არის ჩემი ფილოსოფია.

- გერმანიის ნაკრები თქვენს ხელში ძალიან მსუბუქად თამაშობს, რასაც ბუნდესგუნდის ვერცერთ თაობაზე ვერ იტყოდი...

- ფეხბურთი შეიცვალა და ჩვენც უნდა შევცვლილიყავით. დღეს ორი-სამი უმაღლესი კლასის ფეხბურთელის ყოლა საკმარისი აღარ არის. ჰო, 30 წლის წინ ეს საკმარისი იყო: დიეგო მარადონა მსოფლიოს ჩემპიონატს მარტო იგებდა და მის გვერდით ყველა ვარსკვლავი ხდებოდა. დღეს კი ყველაფერი სხვანაირადაა, რაც თუნდაც ლიონელ მესისა და არგენტინის ნაკრების მაგალითზეც ჩანს.

- ჰო, მაგრამ ბევრს არ მოსწონს ის, რომ გერმანიის ნაკრები თავის საკუთარ სტილს კარგავს.

- გერმანიის ნაკრებმა თავისი სტილი მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს, მაგრამ არა შედეგის ხარჯზე! ფეხბურთში მთავარი ხომ შედეგია. ბუნდესგუნდი მხოლოდ ჩვენი სტილითა და ადათ-წესებით რომ თამაშობდეს, დღეს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევის შანსი არ გვექნებოდა.

დრო ყველაფერს ცვლის და შენც შეცვლას გაიძულებს - 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია დღევანდელ ესპანეთს რომ შეახვედრო, მათეუსი, კლინსმანი და კომპანია ჩავის, ინიესტას და სხვებს მხოლოდ ათი წუთი თუ გაუძლებენ. იმიტომ კი არა, რომ ის გუნდი დღევანდელ ესპანეთზე სუსტი იყო - არავითარ შემთხვევაში - უბრალოდ, ყველაფერი შეიცვალა, ფეხბურთი მაშინ სულ სხვანაირი იყო, დღეს კი სხვანაირია.

- რატომ არ გაამწესეთ მარიო გიოტცე ავსტრიასთან ძირითად შემადგენლობაში?

- მარიო შესანიშნავი, შეუდარებელი ტალანტია, მაგრამ მის ნიჭს უნდა გავუფრთხილდეთ. გადამეტებაც არ შეიძლება!

- რატომ?

- გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ქებით ცაში აყვანა და უდიდესი პასუხისმგებლობების დაკისრება ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვნებთ - მახსენდება ლუკას პოდოლსკისა და ბასტიან შვაინშტაიგერის მაგალითები. მარიო გიოტცე ჯერ 20 წლისაც არაა და ხომ იცით, გერმანიის ნაკრებში უამრავ მატჩს ჩაატარებს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვა ფეხბურთელებიც გვყავს, რომლებსაც მეტი გამოცდილება აქვთ და გიოტცეს არ ჩამოუვარდებიან.

- ტალანტები მართლაც ბევრი გვყავს, რის გამოც თქვენი ძალიან ბევრი ნაკრების მწვრთნელს შურს...

- ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ გუნდში უდიდესი კონკურენციაა, მაგრამ ეს თავისით არ მოსულა - ძალიან დიდი შრომის შედეგია. თანაც, აშკარაა, რომ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც ძალიან კარგად ვითამაშეთ, გერმანულმა კლუბებმაც მოგვბაძეს.

- უფრო კონკრეტულად, თუ შეიძლება.

- გერმანია მუნდიალზე ძალიან ახალგაზრდული გუნდით წარსდგა და ჩვენი ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ რაკი წარმატებას მივაღწიეთ, გერმანულმა კლუბებმაც მოგვბაძეს და ახალგაზრდა ტალანტებს თავის გამოჩენის შანსი მისცეს.

სწორედ 2010 წლის მუნდიალის შემდეგ გამოჩნდნენ ბუნდესლიგაში გიოტცე, შიურლე, დრაქსლერი. ადრე კი, თუ გახსოვთ, კლუბები უფრო გამოცდილ და ასაკოვან მოთამაშეებს ენდობოდნენ, რომლებსაც უცხოეთიდან ყიდულობდნენ, თავიანთ ტალანტებს კი ნაკლებად აფასებდნენ, რის გამოც გერმანიის ნაკრებიც გადაბერებული იყო. როცა გერმანიის ნაკრების მწვრთნელი გავხდი, მაშინვე ვთქვი, რომ ასე არ შეიძლებოდა. ხომ გახსოვთ, სულ ვამბობდი, ძალიან კარგი ახალგაზრდა ბიჭები გვყავს, რომლებსაც უბრალოდ შანსი უნდა მივცეთ-მეთქი. დღეს ყველა ხედავს, რომ მართალი ვიყავი.

- ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ეს ყველაფერი ნამდვილი ლიდერის გარეშე მოახერხეთ - ამას ოლივერ კანი ამბობს.

- ლიდერსაც ვეძებთ და იქნებ ვიპოვოთ... არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, მაგრამ ჩემი აზრით, გერმანიის ნაკრებს ლიდერები ჰყავს.

საქმე მხოლოდ იმაშია, რომ მე ლიდერს სხვა კრიტერიუმებით ვუწოდებ, კანი და მისი თაობის ფეხბურთელები კი ლიდერში სულ სხვა რამეს გულისხმობენ. მოდით, ფეხბურთს თავი დავანებოთ და ჩვეულებრივ ცხოვრებას დავაკვირდეთ: ადრე ნებისმიერ ოჯახში ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც მამა იტყოდა. დღეს კი, ცოლს და შვილსაც შეაქვთ თავიანთი წვლილი გადაწყვეტილებაში. სპორტშიც იგივე მოხდა - დღეს ყველა ფეხბურთელს სურს თავისი აზრის დაფიქსირება, ადრე კი, მიუნხენის "ბაიერნში" ოლივერ კანი და შტეფან ეფენბერგი რასაც იტყოდნენ, ყველასათვის კანონი იყო.

დღეს კი, ყველა თუ არ ალაპარაკე, გუნდი აირევა, აჯანყდება და მერე მარტო კანს და ეფენბერგს მოუწევთ მოედანზე გასვლა. ადრე ერთმანეთში მხოლოდ გამოცდილი, ასაკოვანი მოთამაშეები ლაპარაკობდნენ ხოლმე, ახალგაზრდებს კი ხმას არ ამოაღებინებდნენ. დღეს, გერმანიის ნაკრების ლიდერები ლამი, შვაინშტაიგერი, კლოზე ან მერტეზაკერი ყველას ალაპარაკებენ, ნებისმიერს უსმენენ. მათ ყოველთვის აინტერესებთ, რითი არიან დაკავებული ახალგაზრდები და ა.შ. ეს კი მთელ გუნდზე დადებითად მოქმედებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე