პორტუგალიური ჩემპიონატი მძიმედ დაიწყო, პარასკევის გახსნის მატჩს თუ არ ჩავთვლით, პირინეებზე მცირე რაოდენობის გოლები გავიდა - ხუთ მატჩში ფეხბურთელებმა 4 გოლი გაიტანეს.

პორტუგალიური ჩემპიონატი მძიმედ დაიწყო, პარასკევის გახსნის მატჩს თუ არ ჩავთვლით, პირინეებზე მცირე რაოდენობის გოლები გავიდა - ხუთ მატჩში ფეხბურთელებმა 4 გოლი გაიტანეს.

"პორტუ" "ნავალს" ესტუმრა, თითქოსდა, აშკარა ფავორიტიც იყო, თუმცა "ნავალმა" 8 წინასასეზონო მატჩიდან 7 მოიგო. პირველ ტაიმში "ნავალი" უკეთადაც გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე ნახევარში მოვლენათა ვითარება შეიცვალა, ამაში მთავარი "დამნაშავე" ბრაზილიელი ფორვარდი ჰალკი იყო, რომელიც მომენტს მომენტზე ქმნიდა მასპინძელთა კართან. გოლის გატანის დიდებული მომენტი ჰქონდა გუარინს, რომელმაც ბურთი კარს გადააცილა. კვანძი ამ თამაშში 83-ე წუთზე გაიხსნა, როცა ჟონატასმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. ჰალკმა პენალტით "პორტუს" ჩემპიონატის პირველი სამი ქულა მოუტანა.

"სპორტინგის" უბედობა ამ ჩემპიონატშიც გრძელდება, ლისაბონელები "პაკუშ დე ფერეირას" ესტუმრნენ და 0:1 დამარცხდნენ. "ლომები" პირველ ტაიმში სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლი ვერაფრით გაიტანეს. პოშტიგამ ერთხელ ბურთი ხარიხას გაარტყა, მეორედ კი მას კასიომ აუღო. პოლგა და ლიედსონიც ახლოს იყვნენ მიზანთან, ორივემ თავური გააცუდა. "სპორტინგი" მეორე ტაიმში დაისაჯა, როცა "ფერეირას" ახალგაზრდა ფორვარდმა მარიო რონდონმა გამარჯვების გოლი გაიტანა, რომელმაც მანუელ ჟოზეს ჩაწოდება გამოიყენა.

ევროპის ლიგაზე ზედიზედ 4 მატჩის მოგების შემდეგ ცუდი სტარტი გამოუვიდა "მარიტიმუს". მადეირელები შინ "სეტუბალთან" 0:1 დამარცხდნენ. მთელი თამაში კუნძულელები სჯობდნენ მეტოქეს, გოლი კი სტუმარმა ჟაილსონმა გაიტანა, რომელმაც გზად რამდენიმე მარიტიმუელი ჩამოიტოვა. სამაგიეროდ, მოიგო მადეირას მეორე კლუბმა, "ნასიონალმა", რომელმაც სტურმად "რიუ ავე" დაამარცხა - 1:0.

ფოტო: მარიო რონდონი (მარჯვნივ) სპორტინგელ მცველს გაურბის

ბრაგა-პორტიმონენშე 3:1

გოლები: 1:0 მატეუში (28), 2:0 სეზარი (45), 2:1 ელიაში (54), 3:1 სალინო (83)

მარიტიმუ-სეტუბალი 0:1

გოლი: 0:1 ჟაილსონი (59)

ნავალი-პორტუ 0:1

გოლი: 0:1 ჰალკი (83-პენ)

ფერეირა-სპორტინგი 1:0

გოლი: 1:0 რონდონი (59)

რიუ ავე-ნასიონალი 0:1

გოლი: 0:1 ლოპესი (68)

ბეირა მარი-ლეირია 0:0

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა