მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო ორ დღეს უსაინ ბოლტმა დაამტკიცა, რომ კვლავაც მსოფლიოს საუკეთესო სპრინტერია
მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო ორ დღეს უსაინ ბოლტმა დაამტკიცა, რომ კვლავაც მსოფლიოს საუკეთესო სპრინტერია და ტეგუში 100 მეტრზე მარცხი შემთხვევითობა იყო. რომ არა ის ფალსტარტი, იამაიკელი კვლავაც სამ დისციპლინაში იზეიმებდა პირველობას.

"გრძელი სპრინტის" ფინალში ბოლტმა აშკარად დაიზღვია თავი და სტარტი სხვებზე გვიან აიღო, თუმცა ამას მის ტემპსა და საბოლოო გამარჯვებაზე არ უმოქმედია. იამაიკელმა დამაჯერებელ ტრიუმფს მიაღწია. მართალია, მსოფლიოს რეკორდი არ დამყარებულა, მაგრამ უსაინის მიერ ნაჩვენები დრო შთამბეჭდავი იყო - 9 ,40 წამი, რაც ისტორიაში მეოთხე შედეგი გახლავთ. ბოლტის მიერ განვითარებული ტემპის წყალობით კიდევ სამმა მძლეოსანმა შეძლო 20 წამიდან გამოსვლა.

უოლტერ დიქსმა 19,70 წამით ვერცხლი აიღო, ევროპული სპრინტის ლიდერმა კრისტოფ ლემეტრმა კი 19,80 წამი აჩვენა და ბრინჯაოსთან ერთად საფრანგეთის რეკორდის ავტორი გახდა. სხვათა შორის აქამდე ფრანგს არასოდეს ურბენია 200 მეტრი 20 წამზე ნაკლებ დროში.

მსოფლიოს ჩემპიონატი კი ბოლტმა მსოფლიოს რეკორდით დაასრულა. წლევანდელ პირველობაზე ეს იყო ერთადერთი რეკორდი და ის ბოლო სახეობაში დამყარდა - მამაკაცებს შორის 4x100 მეტრზე ესტაფეტაში. არადა, წინასწარ იყო ცნობილი, რომ იამაიკის ნაკრებში არ გაირბენდა ტრავმირებული ასაფა პაუელი. მიუხედავად ამისა, კუნძულელთა ნაკრებს მაინც მთავარ ფავორიტად მოიხსენიებდნენ, მაგრამ მისგან რეკორდს არავინ ელოდა.

ესტაფეტაში მოვლენები დრამატულად განვითარდა. მესამე ეტაპზე ამერიკელი პეტონი ბრიტანელ მეტოქეს დაეჯახა.

შედეგად ორივე სპრინტერი დაეცა და მათმა გუნდებმა ესტაფეტა ვერ დაასრულეს. მძლეოსნობის მოყვარულებს ემახსოვრებათ: პეკინის ოლიმპიადაზე იამაიკის ნაკრების ტრიუმფალური გამოსვლისას ბოლტი მესამე ეტაპზე მირბოდა და მან ჯოხი ასაფა პაუელს ჩააბარა, რომელმაც დაასრულა ის სარეკორდო გამოსვლა.

ახლა მესამე ეტაპზე "მოკლე სპრინტში" მსოფლიოს ჩემპიონი იოჰან ბლეიკი მირბოდა, ბოლო 100 მეტრი კი ბოლტს ერგო, რომელმაც ფანტასტიკური ტემპი განავითარა და საბოლოო დრო - 37,04 წამი მსოფლიოს რეკორდი გახლდათ! იამაიკელებმა წინა რეკორდს სამი მეასედი წამი ჩამოაკლეს.

ფინიშის შემდეგ უსაინი თანაგუნდელებთან ერთად ცეკვავდა, თუმცა ამ საქმეშიც ის ყველაზე კარგი იყო. ლემეტრმა საფრანგეთის ნაკრებს ვერცხლი მოუტანა, მესამე ადგილი კი მოულოდნელად სენტ-კიტსის ოთხეულს ერგო.

ნაკლებად დრამატულად განვითარდა მოვლენები ქალებს შორის ანალოგიურ დისციპლინაში. როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვება ამერიკამ მოიპოვა, რომლის რიგებში მირბოდა ელისონ ფელიქსი. ამ მძლეოსანმა მსოფლიოს ჩემპიონატების მერვე ოქრო მოიგო, რაც საერთო რეკორდი გახდავთ. არადა, ფელიქსი მხოლოდ 25 წლისაა.

კაცები

200 მ

1. უსაინ ბოლტი (იამ) - 19,40; 2. უოლტერ დიქსი (აშშ) - 19,70; 3. კრისტოფ ლემეტრი (საფ) - 19,80...

1500 მ

1. ასბელ კიპროკი (კენ) - 3.35,69; 2. სილას კიპლაგატი (კენ) - 3.35,92; 3. მეტიუ ცენტროვიჩი (აშშ) - 3.36,08...

5000 მ

1. მო ფარა (ბრიტ) - 13.23,36; 2. ბერნარდ ლაგატი (აშშ) - 13.23,64; 3. იმანე მერგა (ეთი) - 13.23,78...

4x100 მ

1. იამაიკა (ნესტა კარტერი, მაიკლ ფრეიტერი, იოჰან ბლეიკი, უსაინ ბოლტი) - 37,04 (მსოფლიოს რეკორდი); 2. საფრანგეთი - 38,2; 3. სენტ კიტსი - 38,49...

მარათონი

1. აბელ კირუი (კენ) - 2:07:38; 2. ვინსენტ კიპრუტო (კენ) - 2:10:06; 3. ფეიისა ლილესა (ეთი) - 2:10:32...

50 კმ. სიარული

1. სერგეი ბაკულინი (რუს) - 3:41:24; 2. დენის ნიჟეგოროდოვი (რუს) - 3:42:45; 3. ჯარედ ტალენტი (ავსტრა) - 3:43:36...

სამხტომი

1. კრისტიან ტეილორი (აშშ) - 17,96; 2. ფილიპს აიდოვუ (ბრიტ) - 17,77; 3. უილ კლეიე (აშშ) - 17,50...

შუბი

1. მატიას დე ზორდო (გერ) - 86,27; 2. ანდრეას ტორკილდსენი (ნორ) - 84,78; 3. გილერმო მარტინესი (კუბ) - 84,30...

ქალები

800 მ

1. მარია სავინოვა (რუს) - 1.55,87; 2. კასტერ სემენია (ს. აფრ) - 1.56,35; 3. ჯანეტ ჯეპკოსგეი (კენ) - 1.57,42...

100 მ/თარჯრბენი

1. სალი პირსონი (ავსტრა) - 12,28; 2. დანიელა კარატერსი (აშშ) - 12,47; 3. დოუნ ჰარპერი (აშშ) - 12,47...

4x100 მ

1. აშშ (ბიანკა ნაითი, ელისონ ფელიქსი, მარშავეტ მაიერსი, კარმელიტა ჯეტერი) - 41,56; 2. იამაიკა - 41,70; 3. უკრაინა - 42,51...

4x400 მ

1. აშშ (სანია რიჩარდსი, ელისონ ფელიქსი, ჯესიკა ბერდი, ფრანჩესკა მაკორორი) - 3.18,09; 2. იამაიკა - 3.18,71; 3. რუსეთი - 3.19,36...

სიმაღლე

1. ანა ჩიჩეროვა (რუს) - 2,03; 2. ბლანკა ვლასიჩი (ხორ) - 2,03; 3. ანტუანეტა დი მარტინო (იტა) - 2,00...

ურო

1. ტატიანა ლისენკო (რუს) - 77,13; 2. ბეტი ჰაიდლერი (გერ) - 76,06; 3. ჟან ვენსიუ (ჩინ) - 75,03...

მედლების ჩათვლა

ო ვ ბ ს

1. აშშ 12 8 5 25

2. რუსეთი 9 4 6 19

3. კენია 7 6 4 17

4. იამაიკა 4 4 1 9

5. გერმანია 3 3 1 7

6. ბრიტანეთი 2 4 1 7

7. ჩინეთი 1 2 1 4

8. ავსტრალია 1 1 1 3

9. ეთიოპია 1 0 4 5

10. უკრაინა 1 0 1 2

11-16. ბოტსვანა 1 0 0 1

11-16. ბრაზილია 1 0 0 1

11-16. გრენადა 1 0 0 1

11-16. იაპონია 1 0 0 1

11-16. ზელანდია 1 0 0 1

11-16. პოლონეთი 1 0 0 1

17. ს. აფრიკა 0 2 2 4

18-19. კუბა 0 1 3 4

18-19. საფრანგეთი 0 1 3 4

20. ბელარუსი 0 1 1 2

21-30. კანადა 0 1 0 1

21-30. ხორვატია 0 1 0 1

21-30. ჩეხეთი 0 1 0 1

21-30. ესტონეთი 0 1 0 1

21-30. უნგრეთი 0 1 0 1

21-30. ყაზახეთი 0 1 0 1

21-30. ნორვეგია 0 1 0 1

21-30. პუერტო რიკო 0 1 0 1

21-30. სუდანი 0 1 0 1

21-30. ტუნისი 0 1 0 1

31-32. კოლუმბია 0 0 2 2

31-32. სტ. კიტსი 0 0 2 2

33-41. ბაჰამის კ-ები 0 0 1 1

33-41. ბელგია 0 0 1 1

33-41. ირანი 0 0 1 1

33-41. იტალია 0 0 1 1

33-41. ლატვია 0 0 1 1

33-41. სლოვენია 0 0 1 1

33-41. ესპანეთი 0 0 1 1

33-41. ტრინიდადი 0 0 1 1

33-41. ზიმბაბვე 0 0 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება