საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები, 2026 წლის სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის მეორე მატჩს 11 აგვისტოს, ბოლანდ ლანდბოუში, ჩვენი დროით 13:30 საათზე მასპინძელთა წინააღმდეგ გამართავს.

სამხრეთ აფრიკა სერიაში ორი გუნდით მონაწილეობს და ჩვენი მეტოქე სამხრეთ აფრიკა ა იქნება, რომელმაც პირველ მატჩში ირლანდიას დაძაბულ ბრძოლაში 32:31 აჯობა. შეგახსენებთ, გიორგი ნემსაძის შეგირდებმა სამი დღის წინ ინგლისელებს ხუთი ლელო გაუტანეს, თამაში კი ბრიტანელების გამარჯვებით დასრულდა - 66:33.

ტურნირის ფორმატის გათვალისწინებით, პირველი თამაშის შემდეგ, საქართველოს დამწყებ შემადგენლობაში ათი ცვლილება განხორციელდა. ხაზში ადგილი ორმა მოთამაშემ შეინარჩუნა, ორივე ფრთამ, თუმცა ორივემ პოზიციები იცვალეს და რეზი ცხვედიანს ფულბეკად, ხოლო ალექსანდრე მამაიაშვილს ცენტრში ვიხილავთ. მარქაფიდან სასტარტოში დაწინაურდნენ ალექსანდრე გაგუა, ნიკოლოზ ჩაჩანიძე, ბართლომე ხამაშურიძე, გოგა ბერიძე და ლუკა მუშკუდიანი.

შერკინების ხაზში ზედიზედ მეორე თამაშს იწყებენ მეორეხაზელი ნიკოლოზ ხარებავა და მესამეხაზელები - გიორგი ქევანიშვილი და მათე ბერუაშვილი, რომელმაც შერკინების შემკვრელად გადაინაცვლა. მარქაფიდან დაწინაურდნენ პირველხაზელები ლუკა ბარბაქაძე, საბა გოგრიჭიანი და იაგო ღუდუშაური, მეორეხაზელი საბა გიორგიძე და მესამეხაზელი გიორგი სუთიაშვილი.

ერთი ახალი მოთამაშეა მარქაფაში. სამხრეთ აფრიკასთან ვერ ითამაშებს ლუკა შულაია, რომლის ნაცვლადაც სამხრეთ აფრიკაში ლუკა მგალობლიშვილი ჩავიდა.

18-წლამდელთა საერთაშორისო სერია

სამხრეთ აფრიკა. ბოლანდ ლანდბოუ

II დღე. 11 აგვისტო. 13:30 (საქ. დრო)

სამხრეთ აფრიკა ა - საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. რეზი ცხვედიანი, 14. ლუკა მუშკუდიანი, 13. ალექსანდრე მამაიაშვილი, 12. გოგა ბერიძე, 11. ბართლომე ხამაშურიძე, 10. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 9. ალექსანდრე გაგუა;

შერკინება: 1. ლუკა ბარბაქაძე, 2. საბა გოგრიჭიანი, 3. იაგო ღუდუშაური, 4. საბა გიორგიძე, 5. ნიკოლოზ ხარებავა, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. გიორგი სუთიაშვილი, 8. მათე ბერუაშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. ალექსანდრე გამყრელიძე, 17. საბა მერებაშვილი, 18. გიორგი ბერძენიშვილი, 19. ნიკოლოზ ფანცულაია, 20. ნიკა ჯანგულაშვილი; 21. გიორგი ხონელიძე, 22. მათე მახარაძე, 23. მიხეილ მგალობლიშვილი; 24. დავით ახვლედიანი, 25. ლუკა ჭაკუა, 26. ლუკა მგალობლიშვილი.

სამხრეთ აფრიკა ა - ირლანდია 32:31

სამხრეთ აფრიკა - საფრანგეთი 52:7

11 აგვისტო. ბოლანდ ლანდბოუ

სამხრეთ აფრიკა ა - საქართველო (13:30)

ინგლისი - საფრანგეთი (15:30)

სამხრეთ აფრიკა - ირლანდია (17:30)

15 აგვისტო. სტელენბერგის უმაღლესი სკოლა

სამხრეთ აფრიკა ა - საფრანგეთი (13:30)

ირლანდია - საქართველო (15:30)

სამხრეთ აფრიკა - ინგლისი (17:30)

Rugby.ge

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"ჩელსიში" გადასვლას არ ვნანობ, მაგრამ..." - ფერნანდო ტორესმა "ლივერპულის" დატოვებაზე ისაუბრა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
მიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობასთან კავშირი გაწყვიტა
"ყველაზე მეტი ამ მწვრთნელისგან ვისწავლე, ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ